1. სავალო დოკუმენტი, რომლითაც ემიტენტი დოკუმენტის წარდგენისას გადახდას ჰპირდება დასახელებულ პირს, შეიძლება გაიცეს საორდერო ფასიანი ქაღალდის სახით.
2. ხელმოწერა შეიძლება ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 922-ე მუხლი · სკ 922
1. სავალო დოკუმენტი, რომლითაც ემიტენტი დოკუმენტის წარდგენისას გადახდას ჰპირდება დასახელებულ პირს, შეიძლება გაიცეს საორდერო ფასიანი ქაღალდის სახით.
2. ხელმოწერა შეიძლება ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზი
კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც არ არის შეფასებული სსკ-ის 922-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. მართლწინააღმდეგობად კასატორი მიიჩნევს სპეციალური კანონის 9.6 მუხლის დარღვევას დირექტორის მხრიდან.
კასატორი ციტირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, სადაც საუბარია სსკ-ის 922-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რითაც დაარღვია…
სზაკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 922-ე მუხლი ადგენს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
2-ე, 408-ე, 409-ე, 488-ე, 922-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლებით და არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და განმარტებები, რომელთა საფუძველზე ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი იყო და ამისათვის არათანაზომიერად დიდი ხარჯები იყო საჭირო;
თ-ებმა საცხოვრებელი სახლის დანგრევის შემდეგ განიცადეს მორალური და სხვა სახის ქონებრივი ზიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 922-ე მუხლის თანახმად კი პირი, რომელიც სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 922, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-922/