მუხლი 923. უფლებათა გადაცემა. ინდოსამენტის სახეები
1. დოკუმენტში მოცემული უფლება შეიძლება გადაცემულ იქნეს ინდოსამენტითა და დოკუმენტის გადაცემით.
2. ინდოსამენტი კეთდება დოკუმენტზე ან მის დანართზე. დაშვებულია ტექნიკური საშუალების გამოყენება.
3. ინდოსამენტი არ საჭიროებს ინდოსატარის აღნიშვნას და შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ხელმოწერისაგან (ბლანკეტური ინდოსამენტი). ბლანკეტური ინდოსამენტი შეიძლება შეავსოს უფლებამოსილმა მფლობელმა თავისი ან სხვისი სახელით, გასცეს დოკუმენტი შეუვსებლად ანდა თავად მოახდინოს მისი შემდგომი ინდოსირება განსაზღვრულ პირზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ას-469-710-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2008
…აქციათა გასხვისების შემდეგ თ. ჭ-ძისათვის გადაცემულ აქციათა სერტიფიკატი პრივილეგირებული იყო თუ ჩვეულებრივი, ამდენად, სერტიფიკატის საფუძველზე საზოგადოების რეესტრში ცვლილებების შეტანა გაუმართლებელია. მოცემულ შემთხვევაში დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 923-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან სადავო აქციების ინდოსამენტის მეშვეობით გასხვისებისას აქციაზე ახალი მფლობელი არ დაფიქსირებულა. ხელშეკრულებაში…
საქმე №ბს-779-665-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2004
…ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1999წ. 19 ივლისის ¹176 წერილი არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო სადავო მიწის ნაკვეთის მერიისათვის გადაცემის დოკუმენტად, რადგან სკ-ის 183-ე და 923-ე მუხლების თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მოსარჩელის მიერ…