მუხლი 918. ფასიანი ქაღალდის გამოცხადება ძალადაკარგულად
1. დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდი შეიძლება სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადოს, თუ დოკუმენტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
2. ემიტენტი ვალდებულია ადრინდელ მფლობელს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს ცნობები, რომლებიც აუცილებელია სასამართლოში ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადების საქმის განხილვისა და გადახდის აკრძალვისათვის; ასევე ვალდებულია გასცეს შესაბამისი მოწმობა. მოწმობის გაცემის ხარჯებს წინასწარ იხდის ადრინდელი მფლობელ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №3კ/895 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2001
…ნაწილი: საქმის მასალებით დაგენილია, რომ მოსარჩელის ბიძა ა. მ-ავა, რომელიც ცხოვრობდა ვანის რ-ნის სოფ.... გარდაიცვალა 1953 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა I რიგის მემკვიდრე ე. გ-ია, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა 1922 წლის სამოქალაქო კოდექსის 918-ე მუხლის შესაბამისად. ე. გ-ია-მ-ავამ თავის სიცოცხლეში 1986 წელს კომლის წევრად ჩაიწერა მოპასუხე გ. შ-ია, რომელიც ცხოვრობდა ე. გ-ია-მ-ავასთან ერთ…