გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2018
საქმის ნომერი
210210117002106523
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210117002106523

საქმე №2/766-17წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.03.2018 წელი ქ. სიღნაღი

შესავა-–- ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი, მარი მირიანაშვილი

მოსარჩელე: დ--–--- გ----–---------ი; შპს „ დ------ “

წარმომადგენელი: ე------ი გ-----–---–ი

მოპასუხე: ნ---- მ-------–---ი

წარმომადგენელი: ე-–----- კ-----------ი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ---- მ-------–---ს მოსარჩელის დ--–--- გ----–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

 

1.2. მოპასუხე ნ---- მ-------–---ს მოსარჩელის შპს „ დ------ “ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 3 540 (სამი ათას ხუთას ორმოცი) ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელე დ--–--- გ----–---------ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დ--–--- გ----–---------ის საკუთრებაში 2015 წლიდან, ირიცხება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების(სათიბი) მიწის ნაკვეთი 250000.00 კვ.მ, რაიონი დ------, სოფელი კ-----–---–-სა, საკადასტრო კოდი: 82.17.41.0--- დ--–--- გ----–---------ის მიერ 2011 წლის 14 სექტემბრიდან დაფუძნებული აქვს შპს „ დ------ “ (საინდეტიფიკაციო კოდი N4--------), რომლის დირექტორიც თვითონ არის და საზოგადოების საკუთრებაში ირიცხება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების(სათიბი) მიწის ნაკვეთი 76000.00 კვ.მ, რაიონი დ------, სოფელი კ-----–---–-სა, საკადასტრო კოდი: 82.17.41.089. ორივე ნაკვეთი მდებარეობს მომიჯნავედ.

 

მოპასუხე ნ---- მ-------–---ის მფლობელობაშია მოსარჩელის ნაკვეთის მომიჯნავედ საძოვარი და ნ---- მ-------–---ს საკუთრებაში ყავს 75 (სამოც და თხუთმეტი) სული მსხვილფეხა პირუტყვი.

 

2017 წლის 04 ივლისს დაახლოებით 11 საათზე ნ---- მ-------–---ს საკუთრებაში არსებული 75 სული მსხვილფეხა პირუტყვი გადავიდა და მოძრაობდა დ--–--- გ----–---------ის და შპს „ დ------ “ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში და განადგურებული იქნა ამოსული ბალახი შპს „ დ------ს “ ნაკვეთში 7,6 ჰექტარის ფართობზე, ხოლო დ--–--- გ----–---------ის ნაკვეთში 16 ჰექტარის ფართობზე. ამ ფაქტს შეესწრო მოსარჩელე და მისი მეგობარი ა-–- მ----- ო---–- და მოპასუხესთან მოუვიდა კონფლიქტი.

 

სარჩელზე დართულია „ აუდიტი-ბ---–---- “ აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვით მოსარჩელე დ--–--- გ----–---------ის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 7500 ლარი, ხოლო შპს „ დ------ “-ს მიყენებულმა ზარალმა 3 540 ლარი. მოსარჩელეები ითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებას აუდიტორული დასკვნის საფუძველზე და სამოქალაქო კოდექსის 992 და 1003 მუხლებიდან გამომდინარე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ---- მ-------–---მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ 400 ლარის ნაწილში და მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ნ---- მ-------–---ის საკუთრებაში არსებული 75 სული მსხვილფეხა პირუტყვი 2017 წლის 04 ივლისს დაახლოებით 11.30 საათზე გადავიდა დ--–--- გ----–---------ის და შპს „ დ------ “ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთში დაახლოებით 20-30 წუთი, რასაც შეესწრო მოსარჩელე. ამ დროის საქონელი გაიფანტა დაახლოებით ერთი კილომეტრის ფართობზე და ნაწილობრივ განადგურებული იქნა მაქსიმუმ ერთი ჰექტარის ფართობზე ამოსული ბალახი.

 

მოპასუხე ნ---- მ-------–---ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ხანმოკლე დროის მანძილზე შეუძლებელია ასეთი ზიანის მიყენება. ერთ ჰექტარ საძოვარზე შესაძლებელია დამზადდეს დაახლოებით 80-100 თივის პრესი, ერთი პრესის ღირებულება დაახლოებით 4 ლარს შეადგენს და შესაბამისად მოსარჩელემ განიცადა ზარა-–- არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაზეც თანახმაა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოსარჩელე დ--–--- გ----–---------ის საკუთრებაში ირიცხება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების(სათიბი) მიწის ნაკვეთი 250000.00 კვ.მ, რაიონი დ------, სოფელი კ-----–---–-სა, საკადასტრო კოდი: 82.17.41.0--- დ--–--- გ----–---------ის მიერ 2011 წლის 14 სექტემბრიდან დაფუძნებული აქვს შპს „ დ------ “ (საინდეტიფიკაციო N4--------), რომლის დირექტორიც თვითონ არის და საზოგადოების საკუთრებაში ირიცხება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების(სათიბი) მიწის ნაკვეთი 76000.00 კვ.მ, რაიონი დ------, სოფელი კ-----–---–-სა, საკადასტრო კოდი: 82.17.41.089. ორივე ნაკვეთი მდებარეობს მომიჯნავედ.

 

მოპასუხე ნ---- მ-------–---ის მფლობელობაშია მოსარჩელის ნაკვეთის მომიჯნავედ საძოვარი და ნ---- მ-------–---ს საკუთრებაში ყავს 75 (სამოც და თხუთმეტი) სული მსხვილფეხა პირუტყვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან

-სარჩელი, შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა -განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრების საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებელის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 04 ივლისს დაახლოებით 11:30 საათზე ნ---- მ-------–---ის საკუთრებაში არსებული 75 სული მსხვილფეხა პირუტყვი გადავიდა და მოძრაობდა დ--–--- გ----–---------ის და შპს „ დ------ “ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში და ნაწილობრივ განადგურებული იქნა ამოსული ბალახი, რითიც მოსარჩელეებს მიადგათ მატერიალური ზიანი. მოპასუხემ აღიარა ერთი ჰექტარის ფართზე ამოსული ბალახის განადგურება მისი საქონელის შესვლის გამო და მისი გაანგარიშებით 400 (ოთხასი) ლარის ზიანის მიყენება. ამრიგად დადგენილია, რომ ნ---- მ-------–---მა მატერიალური ზიანი მიაყენა დ--–--- გ----–---------ის და შპს „ დ------ “-ს , რადგან მისი დაუდევრობით მისმა საქონელმა გაანადგურა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ბალახი.

 

ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით მოსარჩელე დ--–--- გ----–---------ის მიერ წარმოდგენილი იქნა აუდიტორული ფირმა „ აუდიტი-ბ---–---- “ აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვით დაზიანებული არის 23,6 ჰა სათიბი მიწის ფართობი, საიდანაც შესაძლებელი იყო 2,5-3 ტონა მოსავლის მიღება მშრა-–- თივის სახით და თითოეული ტონა ადგილზე დაუპრესავად გაიყიდებოდა 300-350 ლარად. აღნიშნულ დაზიანებულ ფართობზე შესაძლებელი იყო 48 ტონის მიღება, ღირებულებით 14 400 ლარი. ფართობის ხელით გათიბვისა და ადგილზე დაზვინის ხარჯების გამოკლების შემდეგ წმინდა ზარა-–- შეადგენს 11 040 ლარს, მათ შორის 7500 ლარი როგორც პირადი ზარა-–-, ხოლო შპს „ დ------ “-ს ზარა-–- - 3 540 ლარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 1003 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძა-–-თ კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვა-–-სწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 922-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1003 მუხლის შესაბამისად: ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.

 

დელიქტური ვალდებულების არსებობისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ჩადენილი ქმედება ან უმოქმედობა. იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი, ასევე უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში ნ---- მ-------–---მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ 400 ლარის ნაწილში და დაადასტურა ზიანის მიყენების ფაქტი. ამრიგად, დადასტურებულ იქნა მოპასუხის ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მაგრამ სადავო გახდა დაზიანებული მიწის ფართობის მოცულობა და ზიანის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, რომ მოპასუხის საქონელმა მთლიანად გაანადგურა მოსავა-–- მთელ 23,6ჰა სათიბი მიწის ფართობზე. აუდიტორული ფირმა „ აუდიტი-ბ---–---- “ აუდიტორული დასკვნა იძლევა მხოლოდ ზიანის გამოთვლის წესს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით და ადგენს დაზიანების ფართობებს, მაგრამ ვერ გამოდგება იმის მტკიცებისათვის, რომ ეს ფართობი დაზიანებული იქნა მოპასუხის მიერ. გარდა ამისა მხარეთა და მოწმეთა განმარტებებით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მინდორს, რომელიც შემოღობილი ან სხვაგვარად დაცული არ არის, არ არის დატანილი სასაზღვრო ნიშნები, ხოლო მისი მესაკუთრე მხოლოდ პერიოდულად ათვა-–-ერებს საკუთრების ობიექტს. ამ ტერიტორიის მეზობლად სხვა სათიბები და საძოვრებია და შესაძლებელია ნებისმიერ დროს სხვისი საქონელის გადმოსვლაა შესაძლებელი. ამრიგად, სასამართლოს აზრით, დადასტურებულია მხოლოდ ერთი ჰექტარის ფართობის მოსავლის განადგურება და აქედან უნდა მოხდეს ზიანის გამოთვლა.

 

ზიანის გამოთვლისას სასამართლო ეყრდნობა აუდიტორული ფირმა „ აუდიტი-ბ---–---- “-ს აუდიტორულ დასკვნაში მოცემულ ზიანის გაანგარიშების ფორმულას ერთ ჰექტარზე. დასკვნის მიხედვით, ერთ ჰექტარზე მოსარჩელეებს უნდა მიეღოთ მოსავა-–- დაახლოებით 350 ლარის ფარგლებში ტონაზე, რაც სავარაუდოთ მისაღებ სამ ტონაზე შეადგენს 1050 ლარს. ამავე დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ ფართობის ხელით გათიბვისა და ადგილზე დაზვინის ხარჯების გამოკლებით, რაც შეადგენს 23-24 პროცენტს, წმინდა ზარა-–- ერთ ჰექტარზე არის 800 (რვაას) ლარი.

 

იმის გათვა-–-სწინებით, რომ შეუძლებელია დაზიანებული ფართობების ზუსტი ადგილების დადგენა და მოპასუხე აღიარებს ზიანის მიყენების ფაქტს ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ, მას უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ორივე მოსარჩელეების სასარგებლოდ თანაბარი ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 335 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი. გარდა ამისა საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილია 500 ლარი და აუდიტორული მომსახურებისათვის 200 ლარ, სულ 1085 ლარი. ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.მოსარჩელე დ--–--- გ----–---------ის და შპს „ დ------ “-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.მოპასუხე ნ---- მ-------–---ს მოსარჩელე დ--–--- გ----–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 400 (ოთხასი) ლარის გადახდა.

 

1.2.მოპასუხე ნ---- მ-------–---ს მოსარჩელე შპს „ დ------ს “ სასარგებლოდ დაეკისროს 400 (ოთხასი) ლარის გადახდა.

 

დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე ეთქვას უარი.

 

2.მოპასუხე ნ---- მ-------–---ს მოსარჩელე შპს „ დ------ს “ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 12 (თორმეტი) ლარის ანაზღაურება.

 

3.მოპასუხე ნ---- მ-------–---ს მოსარჩელე დ--–--- გ----–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 12 (თორმეტი) ლარის ანაზღაურება, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის 32 (ოც და თორმეტი) ლარის ანაზღაურება, აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 (ორასი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 50 (ორმოც და ათი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვა-–-სწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე