გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/9------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - ე----- ლ-----–--ა
წარმომადგენელი - სა-–------–--------------ე
მოპასუხე -სს "მ---------------ი"
წარმომადგენელი -ან-------–---–ი
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „მ---------------ს“, ე----- ლ-----–--ას სასარგებლოდ, დაეკისროს 20---–-–----------------ს პროცენტიანი მარტივი „მ–---- თ--------ს“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება N----- - ით გადახდილი 7 500 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის 862.50 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
20---–-–----------------ს ე----- ლ-----–--ასა და სს "მ---------------ს" შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი "მ–---- თ--------"-ს შეძენის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საკომისიო ღირებულებად განისაზღვრა 7 500 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, 11.5 %-ის დარიცხვით. თ-------- მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2--- წლის 1- დ---------.
როგორც მოსარჩელე განმარტავს, 20---–-–------------------ა და მოპასუხე შორის გაიმართა შეხვედრა თ--------ს უკან დაბრუნების თაობაზე, თუმცა მოპასუხის მიერ ეთქვა უარი ვალდებულების შესრულებაზე.
2--- წლის 6 მ------ განხორციელდა წერილის გაგზავნა, რომლის მიხედვითაც შპს „მ---------------ს“ უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია 2--- წლის 1-------------, თუმცა დღემდე წერილობითი პასუხი ვალდებულების დაფარვის შესახებ არ მიუღია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს „მ---------------მა“ მოსარჩელე მხარეს შესთავაზა გადანაწილების გზით ეტაპობრივად შეესრულებინა მოთხოვნის ნაწილში ვალდებულების შესრულება. ასევე მოპასუხემ განმარტა, რომ სს "მ---------------ი" წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ იმყოფება სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობებში სხვა პირებთან. მოვალეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს „მ---------------ს“ მოვალეების მიმართ უკვე დაწყებული აქვს სასარჩელო და სააღსრულებო წარმოებები. თუმცა, ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, სასამართლოს გადატვირთული მუშაობიდან გამომდინარე. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია არც ერთი ფაქტობრივი გარემოება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–----------------ს, ე----- ლ-----–--ასა და სს „მ---------------ს“ შორის, გაფორმდა პროცენტიანი მარტივი - „მ–---- თ--------ს“ შეძენის ხელშეკრულება N-----. ე----- ლ-----–--ას გადაეცა პროცენტიანი მარტივი „თ--------“ სერია/ნომერი 2--------------, ხოლო თ--------ს გამცემმა ინდოსანტმა, სს „მ---------------მა“ მიიღო 7 500 აშშ დოლარი. საემისიო ღირებულება შეადგენდა 7 500 აშშ დოლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11.50 %, დაფარვის თარიღი 2--- წლის 1- დ---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პროცენტიანი მარტივი „მ–---- თ--------ს“ შეძენის ხელშეკრულება N----- (ს.ფ 16 - 17);
- სს „მ---------------ი“ მარტივი საფინანსო (სოლო) თ-------- (ს.ფ. 18)
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ 19)
- შეთანხმება პროცენტიანი მარტივი „მ–---- თ--------ს“ შეძენის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2. ე----- ლ-----–--ას მიმართ მოპასუხის ძირითადი ვალდებულება შეადგენს 7 500 აშშ დოლარს, ხოლო სარგებლის 860.50 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- პროცენტიანი მარტივი „მ–---- თ--------ს“ შეძენის ხელშეკრულებები (ს.ფ 16 - 17)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ე----- ლ-----–--ას სარჩელი საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს ძირითადი ვალდებულების და სარგებლის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 911-ე, 361-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით; ,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა.
,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს თამასუქის გაცემის, თავდებობის, გადახდის, გამოყენების, გადაცემის წესს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად-თამასუქიდან გამომდინარე შედეგებსა და პრეტენზიებს. ამ კანონში გამოყენებულ სახელწოდებებს, თუ არსებობს განსაკუთ-რებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: „თამასუქი“ - ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას; მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა;
,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, თამასუქის გამცემი პასუხისმგებელია თამასუქის გადახდისათვის, მას შეუძლია მოიხსნას პასუხისმგებლობა აქცეპტზე, მაგრამ არ შეუძლია მოიხსნას თამასუქის გადახდის პასუხისმგებლობა. არანაირ პირობას, რომლითაც იგი იხსნის პასუხისმგებლობას გადახდისათვის, ძალა არა აქვს.
,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3-ე მუხლის თანახმად, თამასუქში, რომლის გადახდა სავალდებულოა წარდგენისთანავე, ანდა წარდგენიდან განსაზღვრულ დროში, თამასუქის გამცემს შეუძლია დათქვას, რომ თამასუქის თანხას დაერიცხება პროცენტები, რომლის განაკვეთიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს თამასუქში. თუ ასეთი აღნიშვნა არ არის, პროცენტის შესახებ ჩანაწერს ძალა არა აქვს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი - ,,მ–---- თ--------ს’’ შეძენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე----- ლ-----–--ამ მიიღო 7 500 აშშ დოლარის ღირებულების მარტივი მწვანე თამასუქი. დაპირების თანახმად, სს "მ---------------ი" ვალდებულებას იღებდა ე----- ლ-----–--ასთვის გადაეხადა თამასუქის ღირებულება და სარგებელი.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არ შესრულდა დაპირება.
დადგენილია, რომ ე----- ლ-----–--ას მიმართ მოპასუხის ძირითადი ვალდებულება შეადგენს 7 500 აშშ დოლარს, ხოლო სარგებელი 862.50 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კიდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხე მხარეს არც ერთი ფაქტობრივი გარემოება სადავო არ გაუხდია.
შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს თამასუქის მფლობელს როგორც თამასუქის ღირებულება, ისე მასზე დარიცხული პროცენტი.
7. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზინაის მოტანას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხევლელობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშ-ნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ე----- ლ-----–--ას სარჩელი წარმოდგენილია 20---–-–------------–ს, მოთხოვნა შეადგენს 7862.50 აშშ დოლარს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 20---–-–------------–ს 1 აშშ დოლარი შეადგენს 2.4144 ლარს. () შესაბამისად, სარჩელის ფასი ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 18 983.22 ლარს. სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხაა 570 ლარი. ე----- ლ-----–--ას მიერ გადახდილია თანხა 610 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა 40 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა დაეკისროს სს „მ---------------ს“ მის სასარგებლოდ.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ე----- ლ-----–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. სს "მ---------------ს" ე----- ლ-----–--ას სასარგებლოდ დაეკისროს 7 500 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. სს "მ---------------ს" ე----- ლ-----–--ას სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის 862.50 აშშ დოლარის გადახდა;
2. სს "მ---------------ს" ე----- ლ-----–--ას სასარგებლოდ დაეკისროს 610 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში;
3. ე----- ლ-----–--ას დაუბრუნდეს მის მიერ 1--------- წელს სს „თ-----------“-ს N- საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი თანხა 40 ლარის ოდენობით;
4. არ დაკმაყოფილდეს ე----- ლ-----–--ას შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე