განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100117002003301 №1/69
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24.10.2018 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ----------------
დაცვის მხარე
1.ბრალდებული: ხ-----------
დაბადებული: 27.02.2--- წ.
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
პირადი ნომერი: 6----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ოჩამჩირე, სოფელი კ---------–-
მცხოვრები: ქ.სენაკი, ს--------------–--- №---
2. ბრალდებული: გ-------------
დაბადებული: 23.11.1--- წ.
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
პირადი ნომერი: 3----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ.სენაკი, გ----------------ს ქ.№25
მცხოვრები: ქ.სენაკი, ს--------------–--- №---
ხ-----------ს ადვოკატი - ზ--------------–--
გ-------------ს ადვოკატი - ლ-–-----–-------
ხ-----------ს პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები და სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი.
გ-------------ს პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები.
სხდომის სახე - ღია
ხ-----------ს მიმართ განსახილველი საკითხი: სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ----------------ს შუამდგომლობა ბრალდებულ ხ-----------ს მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
გ-------------ს მიმართ განსახილველი საკითხი: საქმის არსებითი განხილვა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით, ხ-----------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 აპრილს დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში, ხ-----------მ, გ-------------სთან ერთად უკანონოდ შეაღწია სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში მცხოვრებ ა-–------------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მის მიერ გამოყენებული ძალოდობით, გ-------------სთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილი 50 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონს, 5 ლარის ღირებულების მამაკაცის მაჯის საათს, 1 ლარის ღირებულების მეტალის ჯვარს და ფულად თანხას 95 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც ა-–------------------ს მიადგა 151 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2017 წლის 11 აპრილს დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში, ხ-----------მ, გ-------------სთან ერთად უკანონოდ შეაღწია სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში მცხოვრებ ა-–------------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ა-–------------------ს მოსთხოვა ფული. ხ-----------მ ფულადი თანხის დაძებნისა და მისი აშკარად დაუფლების მიზნით, ა-–------------------ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, რის შემდეგ ხ-----------, გ-------------სთან ერთად აშკარად დაეუფლა ა-–------------------ს კუთვნილ 151 ლარის ღირებულების ნივთებს.
ხ-----------ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ხ-----------ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას ადასტურებენ შემდეგი მტკიცებულებები - შეტყობინება, პატაკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, ამოღების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დაკავების ოქმები, მოწმეების: თ---------------------–-–--------------------------–-----------–-------–--–-----------------------------–------------------–-–---–-–-----------------------–------------------------------------------------------------------–--------–-----------------------–--------------------------------------------------------–---–--------------------------------------–--------------------------------------------------------------–-------–-------------------------------------ს დაკითხვის ოქმები, საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ჩხრეკის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
იმის გათვალისწინებით, რომ ხ----------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების მხედველობაში მიღებით, 2018 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ხ-----------ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ზ--------------–--ს მონაწილეობით) და სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2018 წლის 24 ოქტომბერს სენაკის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ----------------ს შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
არსებით სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ----------------მ იშუამდგომლა ბრალდებულ ხ-----------სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ ბრალდებული ხ----------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. ხ-----------ს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ხ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა ხ-----------მ და მისი ინტერესების დამცველმა ზ--------------–--მ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი, ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ----------------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ბრალდებულ გ-------------ს მიმართ სასამართლომ დაადგინა:
5. 2017 წლის 11 აპრილს დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში, გ-------------მ, ხ-----------სთან ერთად უკანონოდ შეაღწია სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში მცხოვრებ ა-–------------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ხ-----------სთან ერთად აშკარად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილი 50 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონს, 5 ლარის ღირებულების მამაკაცის მაჯის საათს, 1 ლარის ღირებულების მეტალის ჯვარს და ფულად თანხას 95 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც ა-–------------------ს მიადგა 151 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
6. გ-------------ს მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.
7. 16. 05.05.2017 წლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გ-------------მ მიუთითა ადგილი სადაც 2017 წლის 11 აპრილს ხ-----------სთან ერთად გადახტა ღობეზე და შევიდნენ ა--------ს ეზოში, შემდეგ კი სახლში. ასევე ადგილი სადაც ხ-----------მ გატაცებული მობილური გადააგდო მდინარე ცივში.
8. 10.07.2017 წლის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით ,,ერთი ცალი ნაქსოვი ქუდი’’, მოთავსებულ მოლურჯო ფერის ქუდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N1) და თმების (ობ N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–------------------ს (ობ N23; პაკეტი წარწერით ,,ნერწყვის ნიმუში ბიო ჩხირზე. აღება ალექსანდრე ალბერტის ძე ადამია’’. პაკეტში წარწერით ,,ანაწმენდი დიდი ტუმბოს უჯრების სახელურიდან’’ მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ N3) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერით ,,ა-–------------------სგან ამოღებული ერთი ცალი, შავი ფერის, ტყავის საფულე’’ მოთავსებულ საფულეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ-----------ს (ობ N21; პაკეტში წარწერით ,,ნერწყვის ნიმუში აღებული იქნა ხ-----------სგან’’). პაკეტში წარწერით ,,გ-------------ს საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი წყვილი ხელთათმანი’’ მოთავსებულ წყვილ შავი ფერის ხელთათმანის გარე ზედაპირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N5,6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–------------------ს (ობ N23). ამავე ხელთათმანების შიდა ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N7) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. პაკეტში წარწერით ,,ხ-----------სგან ამოღებული მაისური’’ მოთავსებულ შავი ფერის მაისურზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N8) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და ხ-----------ს (ობ N21) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ N8-ის გენეტიკურ პროფილში ალექსადრე ადამიას (ობ N23) და გ-------------ს (ობ N22; პაკეტი წარწერით ,,ნერწყვის ნიმუში აღებული გ-------------სგან) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში წარწერით ,,რ------------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ტანსაცმელი: შავი ფერის სპორტული ქურთუკი და მოცისფრო ფერის ჯინსის შარვალი’’ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N9,10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–------------------ს (ობ N23). ამავე პაკეტში მოთავსებულ შავი ფერის ქურთუკზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N12) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. აღნიშნულ ქურთუკზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქა (ობ N11) სისხლს არ წარმოადგენს. პაკეტში წარწერით ,,ა-–------------------სგან ამოღებული ერთი ცალი შარვალი, ერთი ცალი პერანგი, ერთი ცალი ქუდი და ერთი ცალი ქამარი’’ მოთავსებულ მონაცისფრო შარვალსა (ობ N13,14) და კუბოკრულ პერანგზე (ობ N15,16) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ N13-16-ის გენეტიკური პროფილი და ამავე პაკეტში მოთავსებულ ლურჯი ფერის ქუდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N17) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა-–------------------ს (ობ N23) ობ N17-ის პროფილში ხ-----------ს (ობ N21) და გ-------------ს (ობ N22) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. აღნიშნულ ქუდზე არსებულ თმებზე (ობ N18) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერით ,,გ-------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი’’ მოთავსებულ შავი ფერის კაპიუშონიან ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N19, 20) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–------------------ს (ობ N23).
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------------------–--ემ.
9. 29.05.2017 წლის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ა-–-------------------ს მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის და იდენტურია გ-------------სგან და ხ-----------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------------ემ.
10. 02.06.2017 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,არქიმედე’’-ს კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N2--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 12.04.2017წ) - მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით ა-–------------------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 11.04.2017 წ 23:04 საათზე საიდანაც გაიწერა 12.04.2017 წ 10:15 საათზე დიაგნოზით: მარცხენა ქვედა ყბის ძვლის სხეულის მოტეხილობა უმნიშვნელო ცდომით, ჭრილობები მარცხენა წვივის არეში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა რკალოვანი სისხლჩაქცევა-სტრანგულაციური ღარი კისრის წინა ზედაპირზე. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 21.04.2017წ) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით ა-–------------------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 12.04.2017 წ 11:45 საათზე საიდანაც გაეწერა 21.04.2017 წ 13:00 საათზე დიაგნოზით: ქვედა ყბის მოტეხილობა კუთხის მიდამოში მარცხნივ ფრაგმენტის შეცილებით. დისცირკულარული ენცელოპათია. პარანოიდული რეაქცია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასე აღენიშნებოდა ქვედა ყბის და კისრის არეში მრავლობითი ჰემატომა. თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორ ი.ავაზაშვილის მიერ 29.05.2017 ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღენიშნება ქვედა ყბის მოტეხილობა მარცხენა კუთხის მიდამოში, რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს 11.04.2017) დაზიანებები ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად ასევე მიყენებული საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მათი (ჭრილობების) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი. სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანება კისრის მიდამოში არსებული სისხლჩაქცევის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები მარცხენა ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობისა და ქვედა ყბის მიდამოში არსებული ჰემატომის სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ--------------ემ.
11. 21.06.2017 წლის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: ა-–------------------ს (ობ N3; პაკეტი წარწერით ,,ამოღებული ა-–------------------სგან, სისხლის ნიმუში’’) მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე და პაკეტში წარწერით ,,ერთი ცალი თეთრი ფერის ზეწარი’’ მოთავსებულ ზეწარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–------------------ს (ობ N3).
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ-----------------–-–-ილმა.
12. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა-–------------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 11 აპრილს, საღამოს წამოწოლილი იყო ლოგინზე, უკანა კარებიდან შევარდა ორი პიროვნება, რომლებსაც მარტო თვალები უჩანდათ. ერთი უცებ ეცა და გუდავდა, მოიშორა და ეუბნებოდა არ მოეკლათ, მას ურტყამდნენ, ყბის ძვალი გაუტეხეს და მერე რას აკეთებდნენ მაგის აზრი აღარ ჰქონდა. კომოდის უჯრა გამოაღო ერთმა, ერთი ხელით აკავებდა ხელი, რომ არ შეეშალა მათთვის. ტყავის ხელთათმანი ჰქონდა ერთს და სახეზე აფარებდა, რომ არ ესუნთქა. დარტყმის მერე ძირს დავარდა და აზრზე რომ მოვიდა ნახა რომ ფეხები შეკრული ჰქონდა და ყელზე რაღაც ნაჭერი ჰქონდა მოჭერილი მსუბუქად, გაიხსნა და მამიდაშვილის ქმარს დაუძახა ა-------------------ს, რომელიც აივანზე იდგა და იმ წამსვე მივიდა მასთან. წაიღეს მობილური, ფული 95 ლარი, საათი და რკინის ჯვარი. სასწრაფო დახმარება და პოლიცია ერთდროულად მოვიდა. რის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გაუწიეს დახმარება. კლინიკაში მისგან სისხლიანი ტანსაცმელი ამოიღეს.
13. მოწმე შ--------------მ განაცხადა, რომ არქიმედეს კლინიკაში სასწრაფო მანქანით შემოყვანილი იქნა პაციენტი ა-–------------------, სახე ჰქონდა გასისხლიანებული, ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება, შემდეგ კი მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იქნა ქ.ქუთაისში. ა-–------------------სგან მის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში, დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები.
14. მოწმე ა-------------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 11 აპრილს ღამის 23-00 საათამდე პერიოდში ზუსტად არ ახსოვს, შემოესმა ყვირილი მისი სიდედრის სახელს იძახდა, გადავიდნენ ნახეს ლოგინზე ჩამომჯდარი ა-–------------------ სისხლიანი ჰქონდა სახე, თავი გასიებული, 112-ში დარეკა, ცემის კვალი ეტყობოდა, უჭირდა ლაპარაკი, ყბა ქონდა მობრუნებული, სახლი იყო არეული, გადმოყრილი იყო ყველაფერი. შემდეგ სასწრაფო, პოლიციის თანამშრომლები, კინოლოგები და ექსპერტები მოვიდნენ, შიგნით სახლში არავის უშვებდნენ.
15. მოწმე დ----------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 11 აპრილს 22-23 საათის ჩათვლით სიძემ გააღვიძა ა-–------------------ შენს სახელს ყვირისო, გადავიდნენ შევიდა სახლში საწოლზე იყო ჩამომჯდარი სახე-ყბა დალეწილი, მოდიოდა სისხლი, დასიებული იყო. არეული იყო ყველაფერი, ამოიღეს ფხვნილი დაყრილი ძაღლის ყნოსვისთვის, ჩაყარეს ქილაში და დალუქეს, ზეწარი ტანსაცმელი, ქუდი, ტილო, დალუქეს და ხელი მოაწერეს.
16. მოწმე დეტექტივ-გამომძიებელმა, რ------------–------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 11 აპრილს ღამის საათებში შემოვიდა შეტყობინება, სოფელ თეკლათში ა-–------------------ს ცემის შესახებ. გავიდა შემთხვევის ადგილზე და მანდ გარეთ დახვდა ინიციატორი ვინმე თოფურია, რომელმაც განაცხადა რომ მისი სიდედრის მამიდაშვილი ა-–------------------, წინა მეზობლად მცხოვრები იყო გაძარცვული და გადაყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მიერ სენაკის რაიონულ საავადმყოფოში. შემდგომ მის მიერ ეს ინფორმაცია დამატებით იქნა მიწოდებული გამომძიებელ რამაზ გვასალიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყეს ღამის საათებში, ჩამოვიდნენ ექსპერტები, მათ შორის კინოლოგი, კინოლოგებს მოყავდათ ძაღლი სახელად რექსი, დათვალიერებულ იქნა ა-–------------------ს სახლის ოთახი სადაც ის იწვა, იატაკიდან აღებულ იქნა სპეციალური ფხვნილის მეშვეობით სუნის ნიმუში, ა-–------------------ს საწოლიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ქუდი, ზეწარი რომელიც იყო სისხლის მაგვარი ლაქებით. ასევე იქნა ანაწმენდი ტუმბოს სახელურიდან, ასევე იატაკიდან ანაწმენდი რომელიც დალუქულ იქნა პარკებში. ხოლო სუნის ნიმუში სპეციალურ ქილაში. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ა-–------------------ს მამიდაშვილი დ----------------, პოლიციელები გ------------------–-–---–-–-------------------------–-–-------–---------------–---------------------. ამოღებული ნივთები ექსპერტიზის მიერ დაილუქა და დაესვა თარიღი და გაუკეთდა ხელმოწერა მონაწილე პირების. შემთხვევის ადგილას ფოტოსურათები გადაღებულ იქნა ექსპერტის მიერ. შემდეგ მივიდა სენაკის რაიონულ საავადმყოფოში სადაც ნახა ა-–------------------, გამოკითხვის მიზნით. მარცხენა მხარეს ჰქონდა ჩაშავებული, ყბა გასიებული და იტკიებდა.
17. ბრალდებულმა ხ-----------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 11 აპრილს იყო ს-------------–--ს სახლში, იღებდნენ ალკოჰოლს, დაახლოებით 10-11 საათისთვის თვითონ, გ------------- და ს-------------–-- წავიდნენ ა-–------------------ს სახლში. ს-------------–--მ არ იცოდა სად მიდიოდნენ, მათ უთხრეს რომ ისე გაჰყოლოდა მათ და რკინიგზასთან დალოდებოდა. სოსო ნასვამი იყო და გარეთ დარჩა, თვითონ და გიორგი ეზოს უკანა მხრიდან შევიდნენ და სახლშიც უკანა კარიდან შევიდნენ. გიორგიმ კარს რომ მოჰკიდა ხელი კარი გაიღო არ იყო დაკეტილი, როცა შევიდნენ შიგნით ოთახში იწვა ა-–------------------ ტელევიზორს უყურებდა და იკითხა რომელი ხართო. ამ დროს მას ხელი დაარტყა და მაშინ ა-–------------------მ უთხრა რომ არ მომკლათ და ფულს მოგცემთო და საწოლის თავთან საფულიდან ამოიღო ფული 95 ლარი და თქვა, რომ მეტი არ ჰქონდა. მათ ტუმბოსთან ნახეს მობილური ტელეფონი და მაჯის საათი. შემდეგ ა-–------------------ ლოგინზე იჯდა ისე დატოვეს და ისევ წამოვიდნენ უკან იგივე გზით. ს-------------–--მ ჰკითხა სად იყავითო, მაგრამ არ უთხრეს. წამოღებული ნივთები გადააგდეს მდინარე ცივში. ნაძარცვი თანხა 95 ლარი დახარჯა. მან წამოიღო ტელეფონი და ფული ხოლო გ-------------მ საათი და ჯვარი. როცა შევიდნენ ადამიას ოჯახში სახეზე შავი ნაჭერი ჰქონდათ აფარებული ორივეს. ხელზე მას არაფერი არ ეკეთა, გიორგის კი ხელთათმანები.
18. ბრალდებულმა გ-------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას აღიარა დანაშაულის ჩადენა, ხოლო საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
19. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედბების ნამდვილობა დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა რ------------–---–------------------------–-–------------------–--------–-----------------------------------–----------------------–-----------–-------–--–-------------------------------------------------------------–-–---–-–---------------------------------------------–--–--------------–-------------–--------–---–---------------------------–-----------–--------–--------------------------------------–-------------------–-------------–--------.
სამართლებრივი შეფასება:
20. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ-------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ-------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
21. სასამართლო პროცესზე, გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, დაზარალებულ ა-–------------------ს ჩენებით, მოწმეების ა-------------------ს, შ--------------ს, რ------------–------ს, და დ----------------ს ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ა-–------------------ზე დანაშაულებრივი თავდასხმისა და მისი სხეულის დაზიანების ფაქტი, ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნით და ხ-----------ს მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით უტყუარად დადასტურდა გ-------------ს მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
22. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
გ-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
23. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
24. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
25. ბრალდებულ გ-------------ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
26. გ-------------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რადგან ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებისა და დამნაშავეთა პიროვნების გათვალისწინებით სხვა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 59-ე, 63-65-ე, მუხლებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 230-ე, 255-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით, ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით’’ და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორის, გ----------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. დამტკიცდეს ზემდგომი, სენაკის რაიონული პროკურორის თანხმობით 2018 წლის 24 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ს, ბრალდებულ ხ-----------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ზ--------------–--ს შორის.
2. ხ----------- საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ხ-----------ს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ხ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
3. გაუქმდეს მსჯავრდებულ ხ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
4. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 05.06.2017 წლის განჩინებით გირაოს თანხის 15 000 ლარის სანაცვლოდ მ-----------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე - მდებარე ქ.სენაკი, ს------------------–------, კორპუსი №---, საკადასტრო კოდით 4-.01.07.3--.01.5--, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 25 000 (ოცდახუთიათასი) ლარს, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. ხ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 05 მაისიდან 2017 წლის 08 მაისის ჩათვლით.
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ხ-----------ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს.
დაევალოს მსჯავრდებულ ხ-----------ს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
7. გ------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
8. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
9. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 10.05.2017 წლის განჩინებით გირაოს თანხის 20 000 ლარის სანაცვლოდ კ----------ს (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ ქ.სენაკი, ს------------------–------, კორპუსი N----ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით -4-.01.37.1--.01.0--, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
10. გ------------- დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.
11. გ-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 05 მაისიდან 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით.
12. გ------------- მოთავსებული იქნეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში, რაც დაევალოს შსს სენაკის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომლებს.
13. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
13.1 შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თეთრი ფერის ზეწარი, ნაქსოვი ქუდი, ა-–------------------სგან ამოღებული შარვალი, პერანგი, ქუდი, ქამარი, შავი ფერის ტყავის საფულე და შპს ,,სენაკის არქიმედეს კლინიკიდან’’ გადმოგზავნილი ა-–------------------ს რენტგენოფირი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
13.2 ხ-----------სგან ამოღებული შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, ხ-----------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული შავი ფერის სპორტული ქურთუკი, მოცისფრო ფერის ჯინსის შარვალი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
13.3 გ-------------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული შავი ფერის ხელთათმანი, შავი ფერის უმკლავო კაპიუშონიანი ქურთუკი, ,,ნოკია’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
13.4 შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქის ანაწმენდი იატაკიდან, ა-–------------------ს სისხლის ნიმუში, სუნის კვალი, ანაწმენდი დიდი ტუმბოს უჯრების სახელურიდან, გ-------------ს ნერწყვის და სუნის ნიმუში, ხ-----------ს ნერწყვის და სუნის ნიმუში, განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
13.5 შპს ,,ჯეოსელი’’-დან, შპს ,,მაგთიკომი’’-დან და შპს ,,მობიტელი’’-დან გამოთხოვილი ინფორმაცია 3 ცალი CD დისკზე დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
14. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
15. მსჯავრდებულ ხ-----------ს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულვებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.
16. განაჩენი გ-------------ს მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე