გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.09.2018
საქმის ნომერი
330210018002520159
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19695-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე

მოსარჩელე - შპს „კ-------- ლ---------“

წარმომადგენელი - ლ-–- ჭ------ე

მოპასუხე - სს „თ----- დ---------“

დავის საგანი - ს------------- თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 დაეკისროს სს ,,თ----- დ---------ს” შპს „კ-------- ლ---------ს“ სასარგებლოდ 28500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2014 წლის 04 ნოემბერს შპს „კ-------- ლ--------სა“ და სს „ს------------- კ-------- კ----------ს“ შორის ერთი წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება კ/-–--------- დ--------ის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მხარეთ შორის სალომბარდო და დ--------ის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობა, ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, „ლ---------“ იღებდა ვალდებულებას სესხის გაცემის წინაპირობად დამგირავებლისათვის მოეთხოვა კრედიტის უზრუნველყოფის საშუალების დ--------- დამზღვევთან. ავტომობილის დ--------- სხვა ს------------- კ--------ში შესაძლებელი იყო მხოლოდ მზღვეველის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობისას. ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისათვის გასაწევი ს------------- მომსახურება განხორციელდებოდა „ავტომობილის დ--------ის პირობებისა“ და „დაგირავებული, ექსპლუატაციაში მყოფი ავტომობილების დ--------ის სპპეციალური პირობების“ შესაბამისად. 2.5. პუნქტის მიხედვით, ს------------- პოლისში ს------------- ანაზღაურების მიმღებად უნდა ყოფილიყო ლომბარდი („ლ---------“).

 

ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, დაზღვეული ავტომობილის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების/დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც დამგირავებელი არ ასრულებს რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლისათვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დეპარტამენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობისა და დაკავების შეუძლებლობის გამო, ს------------- ანაზღაურება გაიცემა აღნიშნული 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ ლომბარდის მიერ მზღვეველისათვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებით პირობას.

 

2015 წლის 03 აპრილს შპს კ-------- „ლ--------სა“ და გ------- პ-----–---ს შორის გაფორმდა N------------ სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება. შპს კ-------- „ლ---------ს“ სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გ------- პ-----–---ის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა/მოდელი - ა-------, ფერი- თეთრი, გამოშვების წე-–--------, მესაკუთრე - გ------- პ-----–---ი. ხელშეკრულების მიხედვით გ------- პ-----–---ზე გაცემულ იქნა სესხი 12000 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 42 თვე, წლიური სარგებელი - 36.03%. აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეულ იქნა მოპასუხესთან, რაზეც გაიცა ავტომობილის დ--------ის პოლისი N---------------, ს------------- პერიოდად განისაზღვრა 03.04.2015-03.05.2015. დ--------ის მოქმედება გაგრძელდა ერთი თვით, რაზეც მოპასუხის მიერ გაიცა ავტომობილის დ--------ის პოლისი: Nკ--------------, ხოლო 2015 წლის 03 ივნისიდან დ--------ის პერიოდი კვლავ გაგრძელდა ერთი თვით, რაზეც გაიცა დ--------ის პოლისი Nკ--------------. პოლისების თანახმად ს------------- თანხად განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო ფრანშიზა 5%-ით.

 

სსიპ შსს მ-------------------------ს მიერ 2015 წლის 01 ივნისს გაიცა გირავნობის მოწმობა N-------- 2015 წლის 29 ივნისს გირავნობის მოწმობა აღსასრულებლად გადაეცა კერძო აღმასრულებელს და----------------ს. ავტომობილი გადაცემული იქნა დაკავებაზე 29.06.2015წ. აღმასრულებლის 2015 წლის 04 ნოემბრის 1---------------- წერილის თანახმად, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა, გირავნობის მოწმობის იძულებით აღსრულების დაწყების დღიდან გასულია 2 თვეზე მეტი.

 

2015 წლის 16 აპრილს შპს კ-------- „ლ--------სა“ და გ------- ც-–--–--ეს შორის გაფორმდა N------------ სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება. შპს კ-------- „ლ---------ს“ სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გ------- ც-–--–--ის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა/მოდელი - მ-------------–-------, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2014, მესაკუთრე - ც-–--–--ე გ-------. ხელშეკრულების მიხედვით გ------- ც-–--–--ე გაცემულ იქნა სესხი 12 000 აშშ დოლარი, სესხის ვადა სამი თვე, ყოველთვიური სარგებელი 5%, პირგასამტეხლო ძირითადი თანხის დაუბრუნებლობაზე - 0.3% ყოველდღიურად. აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეულა იქნა მოპასუხე კ--------ში, რაზეც გაიცა ავტომობილის დ--------ის პოლისი კ-------------, ს------------- პერიოდად განისაზღვრა 16.04.2015-16.07.2015. პოლისის თანახმად, ს------------- თანხად განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო ფრანშიზა - 5%.

 

სსიპ შსს მ-------------------------ს მიერ 2015 წლის 20 ივლისს გაიცა გირავნობის მოწმობა N------. იმავე დღეს გირავნობის მოწმობა აღსასრულებლად გადაეცა კერძო აღმასრულებელს და----------------ს. ავტომობილი გადაცემული იქნა დაკავებაზე 29.06.2015წ. აღმასრულებლის 2015 წლის 04 ნოემბრის 15-------------- წერილის თანახმად, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა, გირავნობის მოწმობის იძულებით აღსრულების დაწყების დღიდან გასულია 2 თვეზე მეტი.

 

გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე უარს აცხადებს შესაბამისი თანხების ანაზღაურებაზე.

 

მოპასუხე სს „თ----- დ--------ის“ მიერ ასანაზღაურებელია 28 500 აშშ დოლარი, თითოეულ ს------------- შემთხვევაზე 15 000-5%=14250 აშშ დოლარი. თანხის ოდენობა მომდინარეობს პოლისების მაქსიმალური ლიმიტებიდან, რასაც უნდა გამოაკლდეს ფრანშიზა 5%. სარჩელის წარდგენის დროისათვის გაუჩინარებული ავტომანქანებით უზრუნველყოფისლი მოთხოვნა შეადგენს გ------- პ-----–---ის შემთხვევაში - ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 14 000 აშშ დოლარი, სულ - 26 000 აშშ დოლარი. გ------- ც-–--–--ის შემთხვევაში - ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 23 075 აშშ დოლარი, სულ - 35 075 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ არ დამდგარა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გაიცემოდა ს------------- ანაზღაურება, ხოლო ავტომობილების გაუჩინარების საფუძველი არ წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დაზღვეულ რისკს.

 

მხარეთა შორის ურთიერთობა დარეგულირდა 2014 წლის 04 ნოემბრის „დ--------ის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულება N---–------------- და მისი N01 და 02 დანართებით. აღნიშნული დანართები კი ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად, წარმოადგენენ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ავსებენ ხელშეკრულებას და აწესებენ მხარეთა მიერ შესასრულებლად სავალდებული პირობებს.

 

ავტომობილზე სახელმწიფო ნომრით B------ გირავნობის მოწმობა გაცემულია 2015 წლის 03 აპრილს და 04 აპრილის 05:56 საათზე არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ არის დაფიქსირებული საზღვრის კვეთა რ-------- ფედერაციის მიმართულებით. ანალოგიურად ავტომობილზე სახელმწიფო ნომრით G------ გირავნობის მოწმობა გაცემულია 2015 წლის 16 აპრილს და ამავე დღეს 23:38 საათზე არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ დაფიქსირებული საზღვრის კვეთა რ-------- მიმართულებით.

 

ს------------- ანაზღაურება გამორიცხულია, რადგან ხელშეკრულების დანართით დ--------ის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

გირავნობის უფლების რეგისტრაცია ზღუდავს ავტომობილის საზღვრის კვეთას და აღნიშნული ს------------- კომპანიისათვის არსებით პირობას წარმოადგენს. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გირავნობის ხელშეკრულება გაფორმებისთანავე მოხდა დაზღვეული ავტომობილებით საზღვრის კვეთა. მოცემულ შემთხვევაში მეორე ავტომობილი გაუჩინარდა ს------------- პოლისის ძალაში შესვლამდე.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ მზღვეველს ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ ს------------- შემთხვევით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში ეკისრება. ხელშეკრულების დანართის მიხედვით, ამომწურავად არის დადგენილი დაზღვეული რისკის კატეგორიები, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც ანაზღაურდება ს------------- შემთხვევა. ორივე დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

მოპასუხის განმარტებით ს------------- თანხა თითოეულ ავტომობილზე შეადგენს 15 000 აშშ დოლარს, შესაბამისად, უსაფუძვლოა თანხის კალკულაციისას მოსარჩელის მიმართ დაგროვილი პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაანგარიშება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 04 ნოემბერს შპს „კ-------- ლ--------სა“ და სს „ს------------- კ-------- კ----------ს“ შორის ერთი წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება კ/-–--------- დ--------ის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მხარეთ შორის სალომბარდო და დ--------ის სფეროებში ურთიერთ თანამშრომლობა, ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კ/-–--------- დ--------ის ხელშეკრულება მისი დანართები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, დაზღვეული ავტომობილის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების/დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც დამგირავებელი არ ასრულებს რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლისათვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დეპარტამენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობისა და დაკავების შეუძლებლობის გამო, ს------------- ანაზღაურება გაიცემა აღნიშნული 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ ლომბარდის მიერ მზღვეველისათვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებით პირობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კ/-–--------- დ--------ის ხელშეკრულება მისი დანართები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2015 წლის 03 აპრილს შპს „კ-------- ლ--------სა“ და გ------- პ-----–---ს შორის გაფორმდა N------------ სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება. შპს „კ-------- ლ---------ს“ სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გ------- პ-----–---ის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა/მოდელი - ა-------, ფერი- თეთრი, გამოშვების წე-–--------, მესაკუთრე - გ------- პ-----–---ი. ხელშეკრულების მიხედვით გ------- პ-----–---ზე გაცემულ იქნა სესხი 12000 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 42 თვე, წლიური სარგებელი - 36.03%. აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეულ იქნა მოპასუხესთან, რაზეც გაიცა ავტომობილის დ--------ის პოლისი N---------------, ს------------- პერიოდად განისაზღვრა 03.04.2015-03.05.2015. დ--------ის მოქმედება გაგრძელდა ერთი თვით, რაზეც მოპასუხის მიერ გაიცა ავტომობილის დ--------ის პოლისი: Nკ--------------, ხოლო 2015 წლის 03 ივნისიდან დ--------ის პერიოდი კვლავ გაგრძელდა ერთი თვით, რაზეც გაიცა დ--------ის პოლისი Nკ--------------. პოლისების თანახმად ს------------- თანხად განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო ფრანშიზა 5%-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტომობილის დ--------ის პოლისი;

- გირავნობის მოწმობა;

- სესხის და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება N------------.

 

3.1.4. 2015 წლის 16 აპრილს შპს კ-------- „ლ--------სა“ და გ------- ც-–--–--ეს შორის გაფორმდა N------------ სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება. შპს კ-------- „ლ---------ს“ სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გ------- ც-–--–--ის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა/მოდელი - მ-------------–-------, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2014, მესაკუთრე - ც-–--–--ე გ-------. ხელშეკრულების მიხედვით გ------- ც-–--–--ე გაცემულ იქნა სესხი 12 000 აშშ დოლარი, სესხის ვადა სამი თვე, ყოველთვიური სარგებელი 5%, პირგასამტეხლო ძირითადი თანხის დაუბრუნებლობაზე - 0.3% ყოველდღიურად. აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეულა იქნა მოპასუხე კ--------ში, რაზეც გაიცა ავტომობილის დ--------ის პოლისი კ-------------, ს------------- პერიოდად განისაზღვრა 16.04.2015-16.07.2015. პოლისის თანახმად, ს------------- თანხად განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო ფრანშიზა - 5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტომობილის დ--------ის პოლისი;

- გირავნობის მოწმობა;

- სესხის და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება N------------.

 

3.1.5. გ------- პ-----–---მა და გ------- ც-–--–--ემ დაარღვიეს შპს „კ-------- ლ-ი---------“ დადებული ხელშეკრულებების პირობები, რის შედეგადაც კრედიტორმა მიმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნის დაკმაყოფილების ღონისძიებებს. თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება და მათზე აღსრულების მიქცევა. ორივე მსესხებელთან მიმართებაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 28500 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „კ-------- ლ---------ს მიმართვები;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. შპს „კ-------- ლ--------მა“ მოპასუხესთან დადებული 2014 წლის 04 ნოემბრის დ--------ის ხელშეკრულების პირობების თანახმად მიმართა სს „ს------------- კ-------- კ----------ს“ შეთანხმებულ ორ შემთხვევაზე (გ------- პ-----–---ისა და გ------- ც-–--–--ის ხელშეკრულებები) ს------------- ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუჩინარების ფაქტი არ წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული ავტომობილების ს------------- პოლისებით გათვალისწინებული დაფარული რისკებით გამოწვეულ ს------------- შემთხვევას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „კ-------- ლ---------ს“ მიმართვები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7 გ------- პ-----–---ის კუთვნილმა ავტომანქანამ 04.04.2015 წელს გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ავტომანქანას მართავდა ვ-–-------- ს--–----ე.

 

გ------- ც-–--–--ის კუთვნილმა ავტომანქანამ 16.04.2015 წელს გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კერძო აღმასრულებლის - დ-----------------ს წერილები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7 სს „თ----- დ---------“ არის სს „ს------------- კ-------- კ----------ის“ უფლებამონაცვლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს „კ-------- ლ-ი--------“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე 799-ე, 52-ე, 342-ე, 361-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დ--------ის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი ს------------- თანხით დ--------ისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს ს------------- თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს ს------------- შესატანი (პრემია).

 

არ არის სადავო, რომ შპს „კ-------- ლ---------ა“ და სს „ს------------- კ-------- კ----------ს“ (უფლებამონაცვლე სს „თ----- დ---------“) შორის 2014 წლის 04 ნოემბერს დაიდო დ--------ის N---–--------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. მუხლის მიხედვით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სესხის გადაუხდელობით გამოწვეული ზარალი, რომლის მიზეზია ავტომობილის (რომელიც წარმოადგენს სესხის უზრუნველყოფას) ნაწილობრივი დაზიანება ან სრული განადგურება ს------------- რისკების შედეგად.

 

ხელშეკრულების დანართის მიხედვით ს------------- რისკად ჩაითვლება მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ს------------- შემთხვევა. ამავე ხელშეკრულების - ავტოტრანსპორტის დ--------ის პირობების შესაბამისად, ს------------- რისკებს განეკუთვნება: ავტოტრანსპორტის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ა.შ. ასევე გათვალისწინებულია კონკრეტული შემთხვევისათვის ზიანის ანაზღაურების წესი და პროცედურა.

 

ამასთან, ავტოტრანსპორტის დ--------ის ზოგად პირობებთან პარალელურად, მხარეებს შორის შეთანხმებული იქნა დამატებითი დაფარვის პირობები, ამ პირობების დადგომის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესი და პროცედურა.

 

N---–--------- დ--------ის ხელშეკრულების დანართით ასევე განისაზღვრა შემდეგი: დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების შემთხვევაში, როდესაც სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებლისათვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში. გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობის და დაკავების შეუძლებლობის გამო. ს------------- ანაზღაურება გაიცემა აღნიშნული 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------- პ-----–---მა და გ------- ც-–--–--ემ დაარღვიეს მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებების პირობები, რის შედეგადაც კრედიტორმა მიმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნის დაკმაყოფილების ღონისძიებებს. თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება და მათზე აღსრულების მიქცევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნება უნდა განიმარტოს იურიდიულ-დოგმატური მეთოდოლოგიის (ე.ი. გარიგებათა განმარტების მეთოდოლოგიის) საფუძველზე. არსებობს განმარტების „სუბიექტური“ (ანუ ნების) და „ობიექტური“ (ანუ გამოხატვის) თეორიები. ნების თეორიის საფუძველზე თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ანალიზის შედეგად უნდა განიმარტოს მხარეთა ნამდვილი ნება. მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. გამოხატვის თეორია უპირატესობას ანიჭებს ნების გარეგნულ გამოხატულებას, ე.ი. გამოხატვას და ამას ხსნის იმით, რომ სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობა სხვაგვარად წარმოუდგენელია. რთულია შემთხვევები, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადების დროს კი განსაზღვრეს გარკვეული პორობა, მაგრამ თითოეულმა მათგანმა მასში განსხვავებული აზრი ჩააქსოვა ანდა ერთ-ერთს მოგვიანებით შეეცვალა აზრი ნაგულისხმევზე. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი მხარეთა „საერთო ნებაზე“. გადამწყვეტი ამ დროს არის ის მნიშვნელობა, რომელსაც გონიერი ადამიანი მოცემულ გამონათქვამებს მიანიჭებდა და უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა მნიშვნელობას მიანიჭებდა იგი გამოთქმულ პირობებს საქმის კონკრეტულ, მნიშვნელოვან გარემოებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 338-ე მუხლით, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. შესაბამისად, სასამართლომ განმარტებისას უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ პირობას, რომელიც ყველაზე მეტად

შეესაბამება ხელშეკრულების შინაარსს, მის სხვა პირობებში ასახულ მიზნებს. წინამდებარე დ--------ის ხელშეკრულების პირობების ერთობლივი, სისტემური, ლოგიკური და ხელშეკრულების შინაარსის შესაბამისი განმარტების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელშეკრულების მე-3 მუხლი მოიცავს შეთანხმებას სპეციალურ რისკზე და მოცემული ს------------- შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას დამატებით დაფარვის პირობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დამდგარი ს------------- შემთხვევა შესაბამისობაშია მხარეთა შორის შეთანხმებულ სპეციალურ შემადგენლობასთან - დაფარვის დამატებით პირობასთან და დ--------ის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. ანუ მე-3 მუხლი კონკრეტული შემთხვევის მარეგულირებელი სპეციალური წესია, რომელიც მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალური სუბიექტის საქმიანობისათვის, როგორიცაა საფინანსო კ--------, რომლის საქმიანობის საგანიც სესხების გაცემაა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მითითებულ სამართლის ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო შემთხვევა, არ შედის დ--------ის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ს------------- რისკებში. სასამართლოს შეფასებით, დამდგარი ს------------- შემთხვევა შესაბამისობაშია მხარეთა შორის შეთანხმებულ სპეციალურ შემადგენლობასთან - დაფარვის დამატებით პირობასთან და დ--------ის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. შესაბამისად, მას გააჩნია უპირატესი მოქმედების ძალა ხელშეკრულების სხვა სტანდარტულ პირობებთან მიმართებაში. თავის მხრივ, აღნიშნული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მიხედვით, საკმარისი სამართლებრივი საფუძველია ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

6.3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო ვალდებული არ არის დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს ან შეაფასოს მხარეთა ყველა მოსაზრება და არგუმენტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არ აქვს მნიშვნელობა გაუჩინარებული ავტომანქანების მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს, ვინაიდან სადავო საკითხი არ რეგულირდება მოპასუხის მიერ მითითებული ხელშეკრულების პირობებით.

 

ასევე უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ ს------------- თანხა თითოეულ ავტომობილზე შეადგენს 15 000 აშშ დოლარს, შესაბამისად, უსაფუძვლოა თანხის კალკულაციისას მოსარჩელის მიმართ დაგროვილი პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაანგარიშება. სასარჩელო მოთხოვნა თითოეულ მანქანასთან მიმართებით არ აღემატება ს------------- თანხას, ასევე გამოკლებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

2014 წლის 04 ნოემბრის დ--------ის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, სს „თ----- დ---------ს“ შპს „კ-------- ლ---------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2098 ლარის ანაზღაურება;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 2681-ე, 270-ე, 414-416 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „კ-------- ლ---------ს“ სარჩელი მოპასუხე სს „თ----- დ--------ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. სს „თ----- დ---------ს“ შპს „კ-------- ლ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 28 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

 

3. სს „თ----- დ---------ს“ შპს „კ-------- ლ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2098 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილებაზე შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია