გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2600074-3/134-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.10.2018 ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ა---––---ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - შპს ,,უ-----------–-------––-------------–-----–-------’’
წარმომადგენელი - გ------------–--ე, გ----------------–-–--ლი
მოპასუხე - სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი დ--------------ე
დავის საგანი- სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთის
სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------3
და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N04------
გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა პაციენტ რ-----------------ათვის (პ/ნ4---------6)
გაწეული სამედიცინო მომსახურების არ ანაზღაურების ნაწილში.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N 0-------3 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის #04------ გადაწყვეტილებები, პაციენტ რ-----------------ათვის (პ/ნ.4---------6) გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პაციენტ რ-----------------თვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------3 გადაწყვეტილების თანახმად, შპს უ-----------–-------––-------------–-----–-------ს საანგარიშებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტების; რ----------------- (პ/ნ 4---------6), აკ--------–---–-ს (პ/ნ 0---------5) და გ-----------------ძის (პ/ნ 0----------) სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ . ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N04------ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შპს „ უ-----------–--------––---- სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი. პაციენტმა რ---------------მა 2017 წლის პირველ ოქტომბერს მიმართა შპს „უ-----------–--------––---- სამედიცინო ცენტრს დიაგნოზით; მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალაგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 03.10.2017-ში სტაბილურ მდგომარეობაში.
2. მოპასუხე პირების პოზიცია
2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25აპრილისN0-------3 გადაწყვეტილების თანახმად ა---––---ს სამედიცინო ცენტრის შპს უ------ი ს--–-ეს დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა „ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე სამ შემთხვევაში , კერძოდ; რ----------------- პ/ნ 4---------6 სამედიცინო შემთხვევის # 3764234463) აკ--------–---–-ს (პ/ნ 0---------5, სამედიცინო შემთხვევის N2015393384) და გ-----------------ძის (პ/ნ 0---------- N 3777871666).
რ----------------- (პ/ნ 4---------60) სამედიცინო შემთხვევის N 764234463 წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N 100-ში ( ICD 10 კოდი S63.1 მარცხენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა, რომელიც წარმოდგენილია SUR35898 კოდით) არ არის აღწერილი არც ერთი შესაძლო თუ არსებული გართულება მიუთითებდა სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობაზე. პროგრამის პირობებით ჩატარებული მომსახურება შეესაბამება დადგენილების დანართი 1.2 -ით განსაზღვრულ გადაუდებელ ამბულატორიული მომსახურების მოცულობას.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებული ინფორმაციას ან/და აკმაყოფილების პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ბ ქვეპუნქტის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები როდესაც თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N 0-------3 გადაწყვეტილება შპს. უ------ი ს--–-ის წარმომადგენლების მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, სააგენტომ 2018 წლის 13 ივლისის N 04------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,უ------ი ს--–-------––---ს სამედიცინო ცენტრის" 2018 წლის 9 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევებშია ბათილი თუ ის ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. პაციენტმა რ---------------მა 2017 წლის პირველ ოქტომბერს მიმართა შპს „უ-----------–--------––---- სამედიცინო ცენტრს დიაგნოზით; მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალაგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 03.10.2017-ში სტაბილურ მდგომარეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისი გადაწყვეტილება N04------(იხ.სფ.19-20).
- სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------3 გადაწყვეტილება(იხ.სფ.24-26)
- სტანციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი და სამედიცინო დოკუმენტაცია(იხ.სფ.27-83).
3.2. სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ში მითითებულია, რომ რ----------------- სტანციონარში მოთავსდა 01.10.17. და გაიწერა 03.10.17. დიაგნოზი: მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან.
მოკლე ანამნეზი: პაციენტი შემოსვლისას უჩივის ტკივილს, შეშუპებას და დეფორმაციას მარცხენა მტევნის არეში, პაციეტის გადმოცემით დაეცა უნებურად, რა დროსაც მიიღო აღნიშნული დაზიანება. ობ-ად ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილური, მარცხენა მტევნის 1 ნებ-ფალანგის სახსრის მიდამო მტკივნეული და დეფორმული, მკვეთრად გამოხატული შეშუპებით.
ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები:
მარცხენა მტევნის რ-ფია NDDA2D-მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა.
ეკგ კარდიოლოგის კონსულტაცია FXF00 ZYZX90
სისხლის საერთო ანალიზი BL6 WBC 9.98;RBC5.15;HCT41;HGB149;PLT284;ESR7.
შარდის საერთო ანალიზი UR7 ლეიკ 7-8; ეპით 3-4; SG 1.020
CG2.1. 9;CG2.1.2-24.9; CG2.1.7INT2-12.8;CG2.1.7INT1-100;CG6INT1-1.0;BL7.9.6-464;CG2.1.11-19.3
MB9.36-;MB9.25-;MB9.26+; MB4.386-;
ჩატარებული მკურნალობა: გამტარებლობითი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდა ოპერაცია პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში NDSH99; პოსტოპერაციული მკურნალობა, შეხვევები, კლინიკური მონიტორინგი . საკონტროლო რ-გრამზე დგომა დამაკმაყოფილებელი.
სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: შეხვევები; ნაკერების მოხსნა მე-14 დღეს ოპერაციიდან; იმობილიზაცია თაბაშირის ნახვევით, ტრავმატოლოგის კონსულტაციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მრკიცებულებას:
-სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ში(იხ.სფ.34-35).
3.3. სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------3 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს. ,,უ------ ს--–-ე" ა---––---ს სამედიცინო ცენტრის მიერ რ----------------- მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურეობას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება", რადგან რ---------------ი მიმართ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციაში ფორმა N-100-ში (ICD 10 კოდი S63.1 მარცხენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა, რომელიც წარმოდგენილია SUR3589872 კოდით) არ არის აღწერილი არცერთი შესაძლო თუ არსებული გართულება, რომელიც მიუთითებდა სტაციონალური მკურნალობის აუცილებლობაზე.
3.4. 2018 წლის 25 მაისს შპს „უ-----------–--------––---- სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის გ------------–--ის მიერ სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------3 გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ს.ფ.21-23).
3.5. 2018 წლის 13 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს N 04------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „უ-----------–--------––---- სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N 04------ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.19-20).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,უ-----------–-------––-------------–-----–-------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N 0-------3 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის #04------ გადაწყვეტილებები, პაციენტ რ-----------------ათვის (პ/ნ.4---------6) გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების უარი თქმის ნაწილში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. 2013 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
2013 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ 21-ე თანახმად საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-7, მე-8 და 81 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით ან/და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, როდესაც ადგილი აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების გაგრძელებას, იმავე დადგენილებებით განსაზღვრული მოსარგებლეების მოცვა განხორციელდეს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათთვის ზემოთ მოყვანილი დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რ---------------ი წარმოადგენდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით მოსარგებლე პირს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს;
ამავე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პაციენტმა რ---------------მა 2017 წლის პირველ ოქტომბერს მიმართა შპს „უ-----------–--------––---- სამედიცინო ცენტრს დიაგნოზით; მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალაგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 03.10.2017-ში სტაბილურ მდგომარეობაში.
სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ში მითითებულია, რომ რ----------------- სტანციონარში მოთავსდა 01.10.17. და გაიწერა 03.10.17. დიაგნოზი: მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან მოკლე ანამნეზი: პაციენტი შემოსვლისას უჩივის ტკივილს, შეშუპებას და დეფორმაციას მარცხენა მტევნის არეში, პაციეტის გადმოცემით დაეცა უნებურად, რა დროსაც მიიღო აღნიშნული დაზიანება. ობ-ად ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილური, მარცხენა მტევნის 1 ნებ-ფალანგის სახსრის მიდამო მტკივნეული და დეფორმული, მკვეთრად გამოხატული შეშუპებით. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: მარცხენა მტევნის რ-ფია NDDA2D-მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა.
ეკგ კარდიოლოგის კონსულტაცია FXF00 ZYZX90
სისხლის საერთო ანალიზი BL6 WBC 9.98;RBC5.15;HCT41;HGB149;PLT284;ESR7.
შარდის საერთო ანალიზი UR7 ლეიკ 7-8; ეპით 3-4; SG 1.020
CG2.1. 9;CG2.1.2-24.9; CG2.1.7INT2-12.8;CG2.1.7INT1-100;CG6INT1-1.0;BL7.9.6-464;CG2.1.11-19.3
MB9.36-;MB9.25-;MB9.26+; MB4.386-;
ჩატარებული მკურნალობა: გამტარებლობითი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდა ოპერაცია პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში NDSH99; პოსტოპერაციული მკურნალობა, შეხვევები, კლინიკური მონიტორინგი . საკონტროლო რ-გრამზე დგომა დამაკმაყოფილებელი.
სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: შეხვევები; ნაკერების მოხსნა მე-14 დღეს ოპერაციიდან; იმობილიზაცია თაბაშირის ნახვევით, ტრავმატოლოგის კონსულტაციები.
სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------3 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს. ,,უ------ ს--–-ე" ა---––---ს სამედიცინო ცენტრის მიერ რ----------------- მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურეობას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება", რადგან რ---------------ი მიმართ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციაში ფორმა N-100-ში (ICD 10 კოდი S63.1 მარცხენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა, რომელიც წარმოდგენილია SUR3589872 კოდით) არ არის აღწერილი არცერთი შესაძლო თუ არსებული გართულება, რომელიც მიუთითებდა სტაციონალური მკურნალობის აუცილებლობაზე, ამასთან დადგენილია, მათ მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამედიცინო დოკუმენტაციის მხოლოდ ფორმა IV-100-ის შესწავლით.
2018 წლის 13 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს N 04------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „უ-----------–--------––---- სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი. (სააგენტოში რეგისტრირებული 29,05,2018წ N 51892).
2018 წლის 13 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს N 04------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „უ-----------–--------––---- სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრმა და სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტომ ისე მიიღეს გადაწყვეტილებები, რომ არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათ შორის შპს ,,უ------ი ს--–-------––---ს სამედიცინო ცნტრის’ მიერ რ-----------------ათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის სამედცინო დოკუმენტაცია სრულად, მათ გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ ფორმა N-100-ში, მაგრამ არ იმსჯელეს თვით მასში მითითებულ დიაგნოზე და ჩატარებულ მკურნალობაზე, სრული სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით რამდენად დასტურდებოდა ჩატარებული სტანციონარული მკურნალობის აუცილებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.
ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------3 გადაწყვეტილება და 2018 წლის 13 ივლისის სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს N 04------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „უ-----------–--------––---- სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ს საფუძველზე, ისიც მისი არასრულყოფილად შესწავლით, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------3 გადაწყვეტილება და 2018 წლის 13 ივლისის სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს N 04------ გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს რ----------------- სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლის შედეგად მიღოს გადაწყცეტილება შპს ,,უ------ი ს--–-------––---ს სამედიცინო ცნტრის’’ მიერ რ-----------------ათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ანაზღაურება/არ ანაზღაურების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. იმ პირობებში როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 22-23-ე, 32-33-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,უ-----------–-------––-------------–-----–-------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-ე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------3 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N04------ გადაწყვეტილება პაციენტ რ-----------------ათვის (პ/ნ4---------6) გაწეული სამედიცინო მომსახურების არ ანაზღაურების ნაწილში.
3. დაევალოს სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პაციენტ რ-----------------ათვის (პ/ნ4---------6) გაწეული სამედიცინო მომსახურების არ ანაზღაურების ნაწილში.
4. მოპასუხე სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N 7ა), ა---––---ს რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. N62) მეშვეობით.
მოსამართლე: გია ბერაია