განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
სახელმწიფო ბრალმდებელ _ ლ-------------------
ბრალდებულ _ ზ-----------------,ადვოკატების _ მ--------------------------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ზ----------------------------- (დაბადებული----------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული:-------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------–--–--------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
1.------–-–------------------–-------–----–-- ღამის საათებში, ქ------–--–---------------------------------–-----------------– შესახვევში მდებარე საცხოვრებელ ბ--------–- მყოფ ნ------------------, მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე, 5-----------, დაურეკა ყოფილმა მეუღლემ, ზ----------------- და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ნ------------------- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს------–-–------------–-- განაჩენით ზ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
2----–-–------------------–-------–----–-, საღამოს საათებში ქ------–-------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა ზ-----------------, ოჯახური ძალადობა განახორციელა მისი ყოფილი მეუღლის, ნ------------------- მიმართ, კერძოდ ხელებისა და ფეხების გამოყენებით სცემა, ფეხი განზრახ მიარტყა მარჯვენა მუხლის არეში, სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ------------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. 2----–-–------------------–-------–----–-, საღამოს საათებში, ქ------–-------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ---------------- დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ყოფილ მეუღლეს, ნ------------------, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. 2----–-–------------------–-------–----–-, საღამოს საათებში, ქ------–-------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-------------------- კუთვნილ------–-- მარკის ავტომანქანაში, ზ---------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ-------------------, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. 2----–-–------------------–-------–----–-, საღამოს საათებში, ქ------–------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-------------------- კუთვნილ------–-- მარკის ავტომანქანაში, ზ---------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ც--------------------- რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს------–-–------------–-- განაჩენით ზ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
2----–-–-------------- ქ------–--–------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ზ----------------- პირადი ჩხრეკისას, მას ტანთცმული შავი ფერის ტყავის ქურთუკის მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა მეტალის გასაშლელი დანა, ჯინსის შარვლის უკანა საქამრეში კი აღმოაჩნდა მეტალის გასაშლელი ხელკეტი, რომლებიც მიეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ ნ------------------- ჩვენებით, ზ---------------- არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთან ერთად ცხოვრობდა 12 წლის განმავლობაში. 2----–-–----------------–- იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ზ.---------–მა დაურეკა ტელეფონის ნომერზე - 5----------- და უთხრა, რომ მოკლავდა, რადგან მის გამო ოთხი წელი მოუწია ციხეში ყოფნა. ზ.---------–ის მხრიდან მასზე განხორციელებული მუქარის გამო მუდმივად იყო შიშის ქვეშ და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა.--------- თვეში, როდესაც მეგობრისგან მოდიოდა, გაჩერებასთან დაინახა, რომ ზ.---------–ი მამამისს, თ------------------- ურტყამდა, ხოლო შემდეგ მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. პირველად მოქნეული ხელი მოხვდა თავის არეში და წაიქცა, ხოლო შემდეგ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გაუხსნა დანა. მას შემდეგ, რაც ზ.---------–მა გაიგო, რომ მისი შვილი მოდიოდა, გაიქცა. ზ.---------–ის მხრიდან მისი და მისი მშობლების მიმართ ხშირად ჰქონდა ადგილი მუქარას ტელეფონის საშუალებით, ასევე აკითხავდა სამსახურთან, სახლთან და ემუქრებოდა.
დაზარალებულ ც--------------------- ჩვენებით, ზ---------------- არის მისი ყოფილი სიძე.------–-–-------------- დაახლოებით 22:10 საათზე, როდესაც სამსახურიდან გამოვიდა, გაჩერებასთან ავტომანქანით დახვდა მეუღლე, თ-------------------, სადაც მის გვერდით იჯდა ზ----------------, რომელიც მიუხედავას იმისა, რომ მისი მეუღლე სთხოვდა ა/მანქანიდან გადასვლას, არ მიდიოდა, იგინებოდა და ცდილობდა ა/მანქანის გასაღების წართმევას. მანქანიდან გადასვლის შემდეგ ზ.---------–მა დაიწყო ჩხუბი, მუქარა და დაარტყა მის მეუღლეს, რა დროსაც შეეშინდა და დაიწყო კივილი. ჩხუბის დროს მივიდა მისი შვილიც, რომლის დანახვაზეც ზ.---------–მა დაანება მათ თავი, მივიდა ნ.----–--–---–თან, დაარტყა, ძირს დააგდო და გახსნა დანა. გაშველების დროს მის მეუღლეს ზ.---------–ის მოქნეულ დანაზე გაეჭრა თითი. ნ------------------- დაურეკა შვილს, სახელად ბ------ რომლის მოსვლამდეც ზ.---------–ი გაიქცა. მთელი ამ ინცინდენტის დროს მუქარა მიმართული იყო მისი შვილის მიმართ. ზ.---------–ი ხშირად რეკავდა მათი სახლის და მისი შვილის ტელეფონებზე და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა, რის გამოც მუდმივად შიშის ქვეშ იყვნენ-------–-–----------–- ზ----------------- დაურეკა ნ------------------ და დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, მოკლავდა. აღნიშნულის შესახებ შეიტყო მისი შვილისგან იმავე ღამეს, რადგან ნ.----–--–---–ი გახდა ცუდად.
დაზარალებულ თ-------------------- ჩვენებით,------–-–----------------–-- დაახლოებით 22:10 საათზე ავტომანქანით ელოდებოდა მეუღლეს, ც--------------------- ლოდინის დროს მას ა/მანქანაში ჩაუჯდა მისი ყოფილი სიძე, ზ----------------. ამასობაში მისი მეუღლეც მივიდა და ჩაჯდა ა/მანქანაში. ზ.---------–ი ა/მანქანიდან არ ჩადიოდა, იგინებოდა, იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ცდილობდა გასაღების წართმევას. მოასწრო გასაღების აღება და ა/მანქანიდან გადასვლა, რა დროსაც ზ.---------–იც გადავიდა და დაუწყო ჯიკაობა. ჩხუბის დროს მივიდა მისი შვილი, ნ------------------- რომელსაც ზ.---------–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და და დანა მოუქნია, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ზ.---------–ის მიერ ნაცემი ნ.----–--–---–ი წაუყვანია სახლში. ზ---------------- ტელეფონის საშუალებით ემუქრებოდა მის შვილს, ასევე აკითხავდა სამსახურთან და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. აღნიშნულის შესახებ იცის შვილისგან, ნ-------------------გან.
ბრალდებულ ზ----------------- ჩვენებით, ნ--------------------- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა------–-–-----------–-–----- და ჰყავთ ორი საერთო შვილი. 5----------- არის მისი ქალიშვილის ნომერი, რომელზეც მხოლოდ მას უკავშირდებოდა. დაშორების შემდეგ მისი მეუღლის ტელეფონის ნომერი არც გაუგია და არც არასოდეს დაურეკავს. ის ფაქტი, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ყოფილი მეუღლის და მისი მშობლების მიმართ მუქარას, არის ტყუილი. არც მისი ყოფილი სიმამრის ა/მანქანაში მჯდარა და ინცინდენტს, რომლის შესახებაც ისინი საუბრობენ, ადგილი არ ჰქონია. დაკავების დროს ჰქონდა დანა და ხელკეტი, რომელიც პოლიციელების მიერ დაკავების დროს იქნა ამოღებული.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების და დაცვის მხარის შემდეგი მტკიცებულებები: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს------–-–------------–-- განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------------ი, 2----–-–------------–-- ტრასოლოგიური ექსპერტიზის N----–-----------–- დასკვნები, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნა, მოწმეების - ლ-------------------------------------------------------- გამოკითხვის ოქმები, 2----–-–------------ დათვალიერების ოქმი, ზ-----------------გან ამოღებული გასაშლელი დანა, გასაშლელი ხელკეტი, მეტალის ნაქსოვი ცეპი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ----------------- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, ხოლო საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, ბრალდებულ ზ----------------- დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–----------------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს (თ.----–--–---–ის და ც.-------–---–ის ეპიზოდებთან მიმართებით), სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ამორიცხული უნდა იქნეს, როგორც ზედმეტად წარდგენილი ბრალდებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (-----–-–----------------- ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმისათვის, რათა სახეზე იყოს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება, მუქარა უნდა განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრზე, ხოლო მუქარის ობიექტმა მუქარა უნდა აღიქვას რეალურად და გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმის მასალების და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ზ-----------------, ნ-------------------, ც--------------------- და თ-------------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ.---------–ი და ნ.----–--–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და იყვნენ ერთმანეთის ოჯახის წევრები. აღნიშნული არც მხარეთა მიერ გამხდარა სადაო.
რაც შეეხება ფაქტს, საერთოდ განხორციელდა თუ არა------–-–----------------–- მუქარა ზ.---------–ის მიერ ნ.----–--–---–ის მიმართ, აღნიშნული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურებულა.
დაზარალებულ ნ------------------- ჩვენების თანახმად, მას 2----–-–----------------–- კუთვნილ ტელეფონის ნომერზე - 5----------- დაურეკა ყოფილმა მეუღლემ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად. ნ.----–--–---–ის მშობლების - თ-------------------------–--------------------- ჩვენებების თანახმად, მათთვის ნ.----–--–---–ისგან გახდა ცნობილი, რომ 2----–-–----------------–- მას დაურეკა ყოფილმა მეუღლემ და დაემუქრა, რის გამოც მათი შვილი თავს ცუდად გრძნობდა, მათივე ჩვენებებით, აღნიშნულის შესახებ იციან მონაყოლით და საუბრის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებიან. აღნიშნულის საპირისპიროდ, ზ.---------–მა განაცხადა, რომ ტელეფონის ნომერი - 5----------- არის მისი ქალიშვილის ნომერი, რომელზეც ხშირად ურეკავდა მას, თუმცა მის ყოფილ მეუღლესთან არასოდეს უსაუბრია.
დაზარალებულთა ჩვენებებს რომ გავყვეთ, ზ---------------- ხშირად რეკავდა ნ.----–--–---–ის ტელეფონის ნომერზე და იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ასეთივე შემთხვევას ჰქონდა ადგილი------–-–----------–-–- თუმცა სასამართლოს უჩნდება კითხვა, რატომ პასუხობდა დაზარალებული ზ.---------–ის ზარებს? აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რომ გამოძიების მიერ მუქარის ფაქტის უტყუარად დასადგენად, არ მომხდარა სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხის ამოღება მათი მფლობელების დემოგრაფიული მონაცემების მითითებით. შესაბამისად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ზ.---------–მა მართლაც განახორციელა მუქარა ყოფილი მეუღლის მიერ------–-–----------------–--
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ეპიზოდთან მიმართებით არსებობს ზემოხსენებული კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ აყენებს, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ.---------–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–----------------- ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
დაზარალებულ ნ------------------- ჩვენებით, 2----–-–------------------–-------–----–-, მისმა ყოფილმა მეუღლემ, ზ.---------–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი, რის გამოც წაიქცა და კვლავ აგრძელებდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მისი განმარტებით, აღნიშნულ ინცინდენტს შეესწრნენ მისი მშობლები - თ------------------------–--------------------, რომლებმაც ასევე დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი და განმარტეს, რომ დაინახეს, როგორ დაარტყა რამდენჯერმე ზ.---------–მა მათ შვილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების განმარტებით, რაც ასევე დადგენილია საქმის მასალებით და რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდებული, დადგენილია, რომ ქმედების ჩადენის დროს ზ---------------- (იგივე ზ------------------------ იყო ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულების, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ----------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
ცივი იარაღის ტარება, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნულ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ზ----------------- განმარტა, რომ მისი დაკავების და ჩხრეკის დროს მისგან ნამდვილად იქნა ამოღებული მეტალის გასაშლელი დანა და გასაშლელი ხელკეტი. დაცვის მხარის მიერ აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით ასევე უდაოდ იქნა ცნობილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ასევე ტრასოლოგიური ექსეპრტიზის დასკვნები, რომელთა თანახმად, გასაშლელი მეტალის დანა და გასაშლელი ხელკეტი მიეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.
როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა მიერ ასევე არ გამხდარა სადაოდ ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს------–-–------------–-- განაჩენით ზ---------------- (იგივე ზ------------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ----------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (-----–-–------------------------------
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (თ.----–--–---–ის ეპიზოდი).
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ც.-------–---–ის ეპიზოდი).
ბრალის შესახებ დადგენილებით, სახელმწიფო ბრალდება------–-–----------------- შუა რიცხვების ეპიზოდთან მიმართებით, ზ.---------–ს ედავება მუქარის განხორციელების სამ ეპიზოდს, ყოფილი მეუღლის, ნ------------------- და მისი მშობლების - თ-------------------------–--------------------- მიმართ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების ჩვენებებით დადგინდა, რომ 2----–-–------------------–-------–----–- ზ----------------- მხრიდან განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ყოფილი მეუღლის ნ------------------- და მისი მშობლების თ-------------------------–--------------------- მიმართ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ---------------- მოქმედებდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.----–--–---–თან და ც.-------–---–თან მიმართებით დამოუკიდებელი ბრალდებები წარდგენილია ზედმეტად, რაც ამორიცხული უნდა იქნეს, ხოლო ზ---------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ზ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოება ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის, რაც დღეის მდგომარეობით გაქარწყლებული არ არის.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ზ----------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს------–-–------------–-- განაჩენით ზ----------------- (იგივე ზ------------------------ გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რისთვისაც დანიშნული სასჯელი მას აქვს მოხდილი, თუმცა ნასამართლობა დღეის მდგომარეობით გაქარწყლებული არ არის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ბრალდებული სასამართლო სხდომების მიმდინარეობის დროსაც გამოირჩეოდა აგრესიით და იგი არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ---------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–----------------- ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ზ---------------- ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები (თ.----–--–---–ის და ც.-------–---–ის ეპიზოდებთან მიმართებით).
ზ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ---------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ----------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–------------–------
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ ზ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი გასაშლელი მეტალის დანა ერთ პაკეტად, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შ-----–-----------–--------------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ზ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი გასაშლელი ხელკეტი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შ-----–-----------–--------------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ზ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი მეტალის ნაქსოვი „ცეპი“, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შ-----–-----------–--------------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი