გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210018002525730
#2/258-17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11.10.2018 წელი ქ.საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ს.ს. ”ლ-------- ბ----”
წარმომადგენელი: ლ--–- ხ------–---–ი
მოპასუხე: ლ-- ბლ--ძე
დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა სს ”ლ-------- ბ----”-ს (ს.კ.2--------) წარმომადგენელმა, ლ--–- ხ------–---–მა (პ.№ 6----------) მოპასუხე - ლ-- ბლ--ძე. (პ.№ 3----------) მიმართ, საკრედიტო დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2015 წლის 06 ივლისს ლ-- ბლ--ძეს საკრედიტო განცხადების საფუძველზე გაფორმდა ლ-------- ექსპრესის ხელშეკრულებას № 1286164, რომლის თანახმად გაიცა სესხი 300 ლარის ოდენობით, (ლ-------- ექსპრესი), 30 დღის ვადით. ხელშეკრულების თანახმად ვადაგადაცილების ყოველდღიური პირგასამტეხლო განისაზღვრა 2.5 ლარი.
საბანკო კრედიტის აღების შესახებ განაცხადის წარდგენისას მოპასუხემ ხელმოწერით განაცხადა თანხმობა “ ელექტრონული და სხვა არხების საშუალებით მიღებული კრედიტის/ოვერდრაფტის/საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სატანდარტულ პირობებზე“, რომელიც განთავსებულია ბ----ს ვებ-გვერდზე, მათ შორის კრედიტის წლიურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, ფინანსურ ხარჯებსა და სხვა. კერძოდ, ლ-------- ექსპრესის პირობებიდან გამომდინარე კრედიტის გაცემის საკომისიოდ გათვალისწინებულ იქნა 300 ლარიან კრედიტზე 36 ლარი. სტანდარტული ხელშეკრულების თანახმად 2017 წლის 16 იანვრამდე გაცემული 30 კალენდარული დღის მქონე ლ-------- ექსპრესის მოქმედების ვადა, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი არ განახორციელებს კრედიტის სრულად დაფარვას, მიუხედავად განაცხადში მითითებული ვადიანობისა, შეადგენს 12 კალენდარულ თვეს და აღნიშნული კრედიტზე ავტომატურად ვრცელდება წინამდებარე დანართის 1.2 პუნქტით განსაზღვრული პირობებით (ტარიფები). გამომდინარე იქედან, რომ ლ-------- ექსპრესის ტიპის სესხი 2017 წლის 20 თებერვლიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში და დავალიანება დაანგარიშებულია 2018 წლის ივნისის (ცნობის გაცემის დროისთვის) მდგომარეობით მომსახურების საკომისიო იანგარიშება ყოველ თვეზე ანუ 12 * 36 ლარზე. აღნიშნული დარიცხვის წესი როგორც ზევით აღნიშნა განმარტებულია სტანდარტულ პირობებში.
ლ-- ბლ--ძე ასევე, სარგებლობდა, 2013 წლის 24 დეკემბერს გააქტიურებული საკრედიტო ბარათით № 211150866294000, რომელზეც ათვისებულმა და დაბრუნებულმა თანხამ შეადგინა 901.51 ლაარი, რაც დასტურდება ამონაწერში მოპასუხის სასესხო ანგარიშიდან. დარღვევა ფიქსირდება 28.03.2017 წლიდან.
მოპასუხის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან № 1286164 გამომდინარე დავალიანება, „დავალიანების შესახებ „ ცნობის (№ 03065/23364) გაცემის თარიღისათვის შეადგენს 742.82 ლარს, აქედან: ძირითადი თანხა - 300 ლარი; პროცენტი - 292.82 ლარი; ჯარიმა - 150 ლარი.
მოპასუხის საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება, „დავალიანების შესახებ“ ცნობის (№ 03065/23365) გაცემის თარიღისათვის შეადგენს 901.51 ლარს, აქედან: ძირი თანხა - 901.51 ლარი.
1.1 მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ლ-- ბლ--ძეს სს “ ლ-------- ბ----“-ს სასარგებლოთ ლ-------- ექსპრესის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 742.82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტია 292.82 ლარი, სესხის ვადაგადაცილების ჯარიმა 150 ლარი. მოსამზადებელ სხდომაზე პირგასამტეხლო შეამცირა მოსარჩელემ 100 ლარამდე.
ასევე, მოპასუხეს საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დაეკისროს 901.51 ლარის გადახდა.
1.2 მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის სრულად გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ-- ბლ--ძემ შესაგებელი შემოიტანა მისი განმარტებით იგი ცნობს ძირ თანხას და ითხოვს გადახდევინების განაწილებას. მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე ცნობს 300 ლარს პირველი ხელშეკრულებიდან და 901 ლარს და 51 თეთრს მეორე ხელშეკრულებიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება მორიგების თაობაზე. სასამართლოს მიერ მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსარიგებლად, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 06 ივლისს ლ-- ბლ--ძეს საკრედიტო განცხადების საფუძველზე გაფორმდა ლ-------- ექსპრესის ხელშეკრულებას № 1286164, რომლის თანახმად გაიცა სესხი 300 ლარის ოდენობით, (ლ-------- ექსპრესი), 30 დღის ვადით. ხელშეკრულების თანახმად ვადაგადაცილების ყოველდღიური პირგასამტეხლო განისაზღვრა 2.5 ლარი.
საბანკო კრედიტის აღების შესახებ განაცხადის წარდგენისას მოპასუხემ ხელმოწერით განაცხადა თანხმობა “ ელექტრონული და სხვა არსების საშუალებით მიღებული კრედიტის/ოვერდრაფტის/საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სატანდარტულ პირობებზე“, რომელიც განთავსებულია ბ----ს ვებ-გვერდზე, მათ შორის კრედიტის წლიურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, ფინანსურ ხარჯებსა და სხვა. კერძოდ, ლ-------- ექსპრესის პირობებიდან გამომდინარე კრედიტის გაცემის საკომისიოდ გათვალისწინებულ იქნა 300 ლარიან კრედიტზე 36 ლარი. სს „ლ-------- ბ----ს“ მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 20.02.2017 - ლან მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად აღნიშნული თარიღიდან კრედიტს ერიცხება ვადაგადაცილების პირგასამტეხლო და საკომისიო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი საბანკო კრედიტის აღების შესახებ, ლ-------- ექსპრესის ხელშეკრულება და ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ.18-34)
3.2.2. დადგენილია, რომ ლ-------- ექსპრესის № 1286164 ხელშეკრულების მოქმედების ვადა, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი არ განახორციელებს კრედიტის სრულად დაფარვას, მიუხედავად განაცხადში მითითებული ვადიანობისა, გრძელდება 12 კალენდარულ თვემდე და აღნიშნული კრედიტებზე ავტომატურად ვრცელდება დანართის 1.2 პუნქტით განსაზღვრული პირობებით (ტარიფები). 2017 წლის 20 თებერვლიდან მოპასუხე იმყოფება ვადაგადაცილებაში და დავალიანება დაანგარიშებულია 2018 წლის ივნისის (ცნობის გაცემის დროისთვის) მდგომარეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი საბანკო კრედიტის აღების შესახებ, ლ-------- ექსპრესის ხელშეკრულება და ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ.18-34)
3.2.3. დადგენილია, რომ ლ-- ბლ--ძე ასევე, სარგებლობდა, 2013 წლის 24 დეკემბერს გააქტიურებული საკრედიტო ბარათით № 211150866294000, რომელზეც ათვისებულმა და დაბრუნებულმა თანხამ შეადგინა 901.51 ლაარი, რაც დასტურდება ამონაწერში მოპასუხის სასესხო ანგარიშიდან. დარღვევა ფიქსირდება 28.03.2017 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (ს.ფ 35-39)
3.2.4 დადგენილია, რომ მოპასუხის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან № 1286164 გამომდინარე დავალიანება, „დავალიანების შესახებ „ ცნობის (№ 03065/23364) გაცემის თარიღისათვის შეადგენს 742.82 ლარს, აქედან: ძირითადი თანხა - 300 ლარი; პროცენტი - 292.82 ლარი; ჯარიმა - 150 ლარი.
მოპასუხის საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება, „დავალიანების შესახებ“ ცნობის (№ 03065/23365) გაცემის თარიღისათვის შეადგენს 901.51 ლარს, აქედან: ძირი თანხა - 901.51 ლარი.
დადგენილია, რომ მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, განესაზღვრათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად,თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 16-17)
- გაფრთხილების წერილი თანდართული საფოსტო გზავნილით (ს.ფ 40-42
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ სს ”ლ-------- ბ----”-ს სარჩელი ლ-- ბლ--ძის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ . მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია, 12 თვით ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პროცენტი, ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, რომელიც ასახულია ჯარიმის ფორმულირებაში. სასამართლო თვლის რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 30 ლარამდე.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე, 50--ე 53-ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-420, 623-ე, 624-ე, 867-ე, მუხლებით
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.”
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპროცენტო განაკვეთი, თვეში 36 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.“
8.5. სასამართლოს მიერ, როგორც საქმეში არსებული მასალების, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ დადგენილია, რომ მოპასუხის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან № 1286164 გამომდინარე დავალიანება, „დავალიანების შესახებ „ ცნობის (№ 03065/23364) გაცემის თარიღისათვის შეადგენს 742.82 ლარს, აქედან: ძირითადი თანხა - 300 ლარი; პროცენტი - 292.82 ლარი; ჯარიმა - 150 ლარი.
მოპასუხის საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება, „დავალიანების შესახებ“ ცნობის (№ 03065/23365) გაცემის თარიღისათვის შეადგენს 901.51 ლარს, აქედან: ძირი თანხა - 901.51 ლარი.
ამასთან მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 901 ლარის , ასევე 300 ლარის ნაწილში. მოსარჩელემ პირგასამტეხლო შეამცირა 100 ლარამდე.
8.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 30 ლარამდე.
8.7.. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
9. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ , ასევე მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,,ლ-------- ბ----“-ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ლ-- ბლ--ძეს (პ/ნ.3----------), დაეკისროს სს. ,,ლ-------- ბ----“-ს სასარგებლოდ 622 (ექვსასოცდაორი) ლარისა და 82(ოთხმოცდაორი) თეთრის გადახდა (საიდანაც 300 ლარი არის ძირი თანხა, 292 ლარი და 82 თეთრი არის პროცენტი და 30 ლარი არის პირგასამტეხლო).
1.2. ლ-- ბლ--ძეს (პ/ნ.3----------), დაეკისროს სს. ,, ლ-------- ბ----“-ს სასარგებლოდ 901(ცხრაასერთი) ლარისა და 51(ორმოცდათერთმეტი) თეთრის გადახდა.
1.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ს.ს. ,, ლ-------- ბანკ“-ს კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 36 ლარი და 95 თეთრი (საგადასახადო დავალებაN5143889140 . გადახდის თარიღი 2018 წლის 12 ივნისი გადამხდელი სს. ,, ლ-------- ბ----“. მიმღების სახაზინო კოდი 300223150 ბანკის კოდი TRESGE22; თანხა - 50 ლარი )
3. ლ-- ბლ--ძეს სს. ,,ლ-------- ბ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 11(თერთმეტი) ლარისა და 38 (ოცდათვრამეტი) თეთრის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი