გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/10442-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ა-----–-------–-კი
წარმომადგენელი: ზ------------ე
მოპასუხეები: მ-----------, შპს ,,ჯ----------------“
წარმომადგენელი: ა-----–-------–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს მ-----------სა და შპს ,,ჯ----------------ს“ 10 842 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი ექვივალენტით ლარში.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ა-----–-------–-კს სურდა საქართველოში პოლიგრაფიული საწარმოს გახსნა, შესაძენად ეძებდა პოლიგრაფიულ აპარატს. მოპასუხე მ----------- მოსარჩელეს დაპირდა აღნიშნულში დახმარებას და შესთავაზა პოლიგრაფიული აპარატის საქართველოში ჩამოტანა 11 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. მხარეებმა დაარსეს საწარმო შპს ,,ჯ----------------“, სადაც მათი წილები განისაზღვრა 50-50%-ის ოდენობით, ხოლო, ორგანიზაციის დირექტორად განისაზღვრა მ------------.
მოპასუხე მ-----------მა მოსარჩელისაგან მიიღო ფულადი თანხა 11 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო, თანხის გადაცემის შემდგომ მიიმალა და შეწყვიტა ა-----–-------–-კთან კავშირი. სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართვის შემდეგ, ა-----–-------–-კსა და მ-----------ს შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება, იმ პირობით, რომ მოპასუხე ა-----–-------–-კს დაუბრუნებდა მის მიერ გადახდილ თანხას, ხოლო, ეს უკანასკნელი საკუთარ წილს შპს ,,ჯ----------------ში“ მთლიანად გადაუფორმდებდა მ-----------ს. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, მ-----------ს მოსარჩელისათვის კუთვნილი 11 000 აშშ დოლარი უკან არ დაუბრუნებია.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე მ-----------მ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მასსა და ა-----–-------–-კს შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება იმ პირობით, რომ მხარეები ერთობლივად დააფუძნებდნენ საწარმოს პოლიგრაფიული დანიშნულებისათვის, რისთვისაც შეიძენდნენ მანქანა-დანარდარს, რომლის ღირებულება ირანში შეადგენდა 70 000 000 ირანულ თუმანს. თითოეულს მხარეს აღნიშნული თანხის ½ უნდა გადაეხადა უშუალოდ იმ სავაჭრო ობიექტისათვის, სადაც ხდებოდა დანადგარის შეძენა. ვინაიდან, ა-----–-------–-კმა არ გადაიხადა 35 მილიონი თუმანი, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მანქანა-დანადგარის საქართველოში ჩამოტანა.
მოპასუხე მ-----------ს მოსარჩელისაგან არ მიუღია თანხა, ვინაიდან, მოსარჩელეს 11 000 აშშ დოლარის გადახდა ევალებოდა არა მოპასუხის, არამედ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მდებარე ქარხანაში, საიდანაც მხარეებს ერთობლივად უნდა შეესყიდათ პოლიგრაფიული დანადგარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ა-----–-------–-კმა და მოპასუხე მ-----------მ დაარსეს შპს ,,ჯ----------------“, თანაბარი, 50-50%-იანი წილის მფლობელებად განისაზღვრნენ მხარეები, ხოლო კომპანიის დირექტორად - მ------------.
3.1.2. სამეწარმეო საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა საბეჭდი დანადგარის „U-“ შეძენა და მისი გამოყენება ეკონომიკური დანიშნულებით, რისთვისაც ა-----–-------–-კმა განახორციელა შენატანი 35 000 000 ირანული თუმანი (11 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი)
3.1.2. მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება შემდეგი შინაარსით:
„...ვინაიდან მხარეებს დაგეგმილი ჰქონდათ საბეჭდი დანადგარი U-“ -ს ერთობლივად შეძენა და მისი საერთო ბიზნესში გამოყენება, რისთვისაც ე---–-------–---მ გადაიხადა 35 000 0000 ირანული თუმანი - დანადგარის ღირებულების ნახევარი, მაგრამ იგი უარს აცხადებს ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე, მ------------ ვალდებულებას იღებს , უმოკლეს ვადაში დაუბრუნოს მას ერთობლივი საქმიანობისათვის დადებული თანხა, ხოლო ა-----–-------–--- უარს აცხადებს აღნიშნულ დანადგართან დაკავშრებით ნებისმიერ უფლებაზე და მისი სრულფასოვანი მფლობელი იქნება მ-----------...“
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-----–-------–-კის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
წინამდებარე საქმეში წარმოდგენილია ა-----–-------–-კის სასარჩელო განცხადება მოპასუხე მ-----------სა და შპს ,,ჯ----------------ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მ-----------ს პოლიგრაფიული ქარხანა-დანადგარის შესაძენად გადასცა 35 000 000 ირანული თუმანი. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა მოსარჩელე მხარის მიერ განსაზღვრული მიზნით გაცემულ თანხას - კერძოდ, პოლიგრაფიული დანადგარის შესაძენად.
მხარეთა მიერ დავის საგანს წარმოადგენს ა-----–-------–-კსა და მ-----------ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, რომლითაც მ------------ იღებს ვალდებულებას, უმოკლეს დროში დაუბრუნოს მას ერთობლივი საქმიანობისათვის დადებული თანხა, მოპასუხის მიერ ა-----–-------–-კის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების საკითხი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის შინაარსზე. ა-----–-------–-კსა და მ-----------ს შორის, როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მათივე ახსნა-განმარტებით დგინდება, დაიდო შეთანხმება, რომლითაც, მ-----------ა აიღო ვალდებულება ა-----–-------–-კის მიერ გაცემული თანხა გამოეყენებინა იმგვარად, რომ უზრუნველყო მათი საერთო ბიზნესის მიზნებისათვის ირანიდან დანადგარის ჩამოტანა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი კერძო სამართლის სუბიექტებს ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამგვარ გარიგებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც უშუალოდ კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
მოცემულ შემთხვევაში, ა-----–-------–-კსა და მ-----------ს შორის წარმოშობილი ურთიერთობა - ერთი მხრივ, მოსარჩელის მხრიდან თანხის გადაცემის, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის მიერ ირანიდან პოლიგრაფიული დანადგარის ჩამოტანის ვალდებულება არც ერთი მხარის მიერ არაა სადავოდ გახდილი.
როგორც სარჩელში წარმოდგენილი შეთანხმებით დგინდება, ა-----–-------–-კის მიერ შეთანხმებით განსაზღვრული თანხა 35 000 000 ირანული თუმანი ოდენობით, გადახდილია პირადად მოპასუხე მ-----------ს მიმართ, რასაც ადასტურებს აღნიშნული შეთანხმების ფორმულირება - მასში ცალსახადაა მითითებული, რომ ა-----–-------–-კიმ გადაიხადა 35 000 000 ირანული თუმანი, რომელიც წარმოადგენს 10 842 აშშ დოლარის ექვივალენტს.
სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საქმეს განიხილავს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რის გამოც, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, დაეყრდნოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
მოსარჩელე ა-----–-------–-კის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის თნახმად, მხარეები დებენ შეთანხმებას, მ------------ იღებს ვალდებულებას, უმოკლეს დროში დაუბრუნოს მოსარჩელეს ერთობლივი საქმიანობისათვის ,,დადებული" თანხა, თავისი არსით წარმოადგენს ხელშეკრულებას. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის.
ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
მოცემულ შემთხვევაში, არც ერთი მხარე არ ხდის სადავოდ მათ შორის არსებული ურთიერთობის არც ერთ სხვა ასპექტს. კერძოდ, მოპასუხე მხარის მიერ ახსნა-განმარტებით უარყოფილია ისეთი ვალდებულება, რომელიც მტკიცდება კონკრეტული დოკუმენტით - ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებით, რაც საქმეში წარმოდგენილია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარე არ უარყოფს დოკუმენტის არსებობა-არარსებობას ან მის ნამდვილობას, არამედ, ყურადღებას ამახვილებს მის შინაარსობრივ მხარეზე და მას განმარტავს იმგვარად, თითქოს ა-----–-------–-კის მიერ აღნიშნული თანხა (35 000 000 ირანული თუმანი) არ არის და მომავალში უნდა იქნეს გადახდილი. შეთანხმების ამგვარი განმარტება თავად შეთანხმებას დაუკარგავს თავის ფუნქციას - ვინაიდან, მოსარჩელე მხარეს თავდაპირველი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ისედაც ჰქონდა სამართლებრივი დაცვის ბერკეტი, შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმება, თავისი იურიდიული მნიშვნელობით ემსახურება მხარეთა შორის ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ფაქტის დადგენას, რომელიც, დამოუკიდებლად წარმოშობს უფლება-მოვალეობებს.
ვალის არსებობის აღიარება თავისი ბუნებით ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულებაა, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. ამრიგად, ცხადია, შეთანხმება წარმოადგენს მოპასუხის მიერ ვალის არსებობის აღიარებას, რომელიც, დამოუკიდებლად წარმოშობს ვალდებულებას მოვალის მიმართ.
ა-----–-------–-კსა და მ-----------ს შორის დადებული ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება და მხარეთა ახსნა-განმარტებანი სასამართლოს აძლევს საფუძველს, მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება - თანხის მოპასუხისათვის გადაცემა, ჩათვალოს შესრულებულად. ამას ადასტურებს შეთანხმება, რომელიც თავად წარმოადგენს ხელშეკრულებას. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ ეჭვქვეშ არ აყენებს მოპასუხის ვალდებულების არსებობას 10 842 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, ხოლო, მ------------ს მიერ მტკიცებულებისა თუ ახსნა-განმარტების სახით წარმოდგენილი ჩვენება, ვერ ადასტურებს საწინააღმდეგოს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას შპს ,,ჯ----------------ის“ მიმართ, სასამართლო განმარტავს: მხარეების მიერ ერთობლივი ბიზნესის საწარმოებლად მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად დაარსდა შპს ,,ჯ----------------ი“. აღნიშნული კანონის თანახმად, მ-----------სა და ა-----–-------–-კის მიერ განისაზღვრა როგორც პარტნიორთა წილი, ასევე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - მ-----------ს სახით.
შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონდე საწარმოსათვის დამახასიათებელია თავისებურებაა კრედიტორების წინაშე საკუთარი ქონებით პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ის ურთიერთობის დამოუკიდებელი სამართალსუბიექტია, რომელიც, გარიგებაუნარიანია და კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მატარებელია.
როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, შპს ,,ჯ----------------ი“ არ აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნის სუბიექტისათვის საჭირო თვისებებს, კერძოდ, ის არ არის გარიგების მხარე, შესაბამისად, ვერ აგებს პასუხს ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ქმედებისაგან წარმშობილ ვალდებულებაზე. ერთი მხრივ, ხაზგასმა იმაზე, რომ აღნიშნული დანადგარი, რომელშიც თანხის გადახდა წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დავის საგანს, ემსახურება საწარმოს მიზნებს, თუმცა, იმდენად, რამდენადაც, შეთანხმების დადების მომენტისათვის, ა-----–-------–-კმა და მ-----------ა, როგორც ორმა ფიზიკურმა პირმა საერთო მიზნის განსახორციელებლად დადეს შეთანხმება, აღნიშნული შეთანხმების ნაწილი გახლდათ როგორც საწარმოს დაარსება, ასევე დანადგარის შეძენა და მის შესაძენად თანხების გაღება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა შპს ,,ჯ----------------ის“ მიმართ მისი უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან, ა-----–-------–-კის სარჩელი დაკმაყოფილდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს პროცესის ხარჯებს. ა-----–-------–-კის მიერ საადვოკატო მომსახურების ხარჯების გადახდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ეკისრებათ მოპასუხე მ-----------, ვინაიდან, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯებს საქმეში არ არის წარმოდგენილი მისი დამადასტურებელი მტკიცებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა-----–-------–-კის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მ-----------ს დაეკისროს ა-----–-------–-კის სასარგებლოდ 10 842 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი ექვივალენტით ლარში.
2. ა-----–-------–-კის მოთხოვნა შპს ,,ჯ----------------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
3. მ-----------ს ა-----–-------–-კის მიმართ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 822 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე № 2/10442-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ა-----–-------–-კი
წარმომადგენელი: ზ------------ე
მოპასუხეები: მ----------- , შპს ,,ჯ----------------“
წარმომადგენელი: ა-----–-------–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა-----–-------–-კის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მ-----------ს დაეკისროს ა-----–-------–-კის სასარგებლოდ 10 842 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი ექვივალენტით ლარში.
2. ა-----–-------–-კის მოთხოვნა შპს ,,ჯ----------------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
3. მ-----------ს ა-----–-------–-კის მიმართ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 822 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი