გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
330210018002306046
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/4----20-8 12 ოქტომბერი, 20-8 წელი

ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე – სს ,,სა---------–--------ი”.

წარმომადგენელი - გო------–---–---–ი.

მოპასუხე - რა-----------–---–ი.

წარმომადგენელი - და---------–----ე.

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. გამოთხოვილი იქნას რა-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა, შესახვევი 1-----, სადა----------, სარ-----–---, ბინა 5-, ს/კ 0-------------------5-- და და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს ,,სა---------–--------ს“.

1.2. გამოთხოვილი იქნას რა-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა, შესახვევი 1-----, ავტოსადგომი მ--- დონეზე, ავტოსადგომი №--, ს/კ 0-------------------5-- და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს ,,სა---------–--------ს“.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა შესახვევი 1-----, სადა----------, სარ-----–---, ბინა 5- (ს/კ 0-------------------5--), ასევე იმავე მისამართზე მდებარე ავტოსადგომი №-- (ს/კ 0-------------------5--). აღნიშნული უძრავი ქონება დაკავებული აქვს რა-----------–---–ს და მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, იგი უარს აცხადებს მათ გამოთავისუფლებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე რა-----------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის (წარმომადგენლის) განმარტებით მოსარჩელესთან პირობადადებული, ოფციის გარიგების თანახმად, სარჩელში მითითებული მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის და მასთან დაკავშირებული ავტოფარეხის ნასყიდობა (საიდან გამოსახლებასაც ითხოვს მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით) განხორციელდა გამოსყიდვის პირობით. ამასთან, გამოსყიდვის ვადის ამოწურვამდე წერილობით მიმართა მოპასუხემ კრედიტორ ბანკს გამოსყიდვის ვადის გაგრძელებაზე, იმ ობიექტური მიზეზით, რომ სწორედ ამავე ბანკის მიერ დაპირებული სესხის (ბინის გამოსასყიდი სესხის) მიუღებლობის გამო ვერ ახერხებდა გამოსყიდვას და ესაჭიროებოდა გარკვეული დამატებითი ვადა, თუმცა პასუხი დღემდე მიღებული არ არის. ამასთან, მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მორიგების მიზნით. ასევე მხარეთა შორის მიმდინარეობს დავა სასამართლოში, სადაც რა-----------–---–ს აღძრული აქვს ადმინისტრაციული სარჩელი და სადაო არის ჩატარებული აუქციონის შედეგები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა შესახვევი 1-----, სადა----------, სარ-----–---, ბინა 5-, ს/კ 0-------------------5--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს ,,სა---------–--------ის“ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.2. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა შესახვევი 1-----, ავტოსადგომი მ--- დონეზე, ავტოსადგომი №--, ს/კ 0-------------------5--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს ,,სა---------–--------ის“ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 31--312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 31--ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა შესახვევი 1-----, სადა----------, სარ-----–---, ბინა 5-, ს/კ 0-------------------5--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს ,,სა---------–--------ის“ სახელზე.

 

ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა შესახვევი 1-----, ავტოსადგომი მ--- დონეზე, №--, ს/კ 0-------------------5--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს ,,სა---------–--------ის“ სახელზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

წარმოდგენილი საქმის მასალებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ მოსარჩელე არის სადაო უძრავი ნივთების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის. ის გარემოება, რომ მოპასუხის მეუღლესთან - მარინა ცისკარავასთან სს ,,სა---------–--------ს’’ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, ასევე ის გარემოება, რომ რა-----------–---–ის მიერ აღძრულია ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ნივთის მესაკუთრეს არ ართმევს უფლებას ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ნივთით. მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - რა-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა შესახვევი 1-----, სადა----------, სარ-----–---, ბინა 5-, ს/კ 0-------------------5-- და და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს სს ,,სა---------–--------ს“.

 

ასევე რა-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა შესახვევი 1-----, ავტოსადგომი მ--- დონეზე, №--, ს/კ 0-------------------5-- და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს ,,სა---------–--------ს“.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 20-7 წლის 2 ივნისის №ას-443-41--20-7 გადაწყვეტილებით განმარტა შემდეგი: ,,მიუხედავად ზემოხსენებულისა, განსახილველი დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-1--5-10-2-20-0, 6 იანვარი, 20-- წელი).’’

 

განსახილველ შემთხვევაში სს,,სა---------–--------ი“ ითხოვს რა-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, შესაბამისად სარჩელზე დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა).

 

ამავე კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ხოლო ამავე კოდექსის 3--ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან 2 სხვადასხვა უძრავი ნივთის გამოთხოვას. შესაბამისად სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი თითოეულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ზემოაღნიშნულის საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით ჯამში შეადგენს 120 ლარს (60-60 ლარი).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------------–ის განჩინებით სს ,,სა---------–--------ს’’ გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე. გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 120 ლარი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, თუმცა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მ--- ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას. მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება, რომ მას აქვს საჭიროება თავად ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ნივთით, თუმცა მოსარჩელეს არ აქვს მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, თუ რაში გამოიხატება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საჭიროება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. გამოთხოვილი იქნას რა-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა, შესახვევი 1-----, სადა----------, სარ-----–---, ბინა 5-, ს/კ 0-------------------5-- და და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს ,,სა---------–--------ს“.

3. გამოთხოვილი იქნას რა-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კ--------- ქუჩა, შესახვევი 1-----, ავტოსადგომი მ--- დონეზე, ავტოსადგომი №--, ს/კ 0-------------------5-- და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს ,,სა---------–--------ს“.

4. რა-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 (ასოცი) ლარის ოდენობით.

5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე