განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული: ა-–------------ის (პ/ნ 1----------, დაბადებული 19.04.1--- წელს), ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–----------–ო.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ადვოკატი - ლელა მარიამიძე
თარჯიმანი - თალე ალიევა
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
- 2018 წლის 27 მაისს დაახლოებით 22:30 საათზე გ--------------------------–---------–--ში, ა-–------------ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ა-–------------მა, მამამისს - ს-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელის მოქაჩვით დაუზიანა მაისური და შემდეგ მუშტები რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, რითაც ს-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
- ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---------------მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) ა-–------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმემ ლ---–---------ამ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) ა-–------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.3 სასამართლო პროცესზე მოწმე შ----------------ამ განაცხადა, რომ ეთანხმება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. 2018 წლის 27 მაისს საღამოს საათებში მოწმე და მისი შვილები ავიდნენ მათი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე მათ საძინებელში, ლ---–აც ბავშვთან ერთად შევიდა თავის ოთახში, ხოლო მისი დედამთილ-მამამთილი დარჩნენ ეზოში და ელოდებოდნენ მის მაზლს ა-–---ს, რომელიც ჯერ არ იყი სახლში მისული. მას ჰყავს „ოპელის“ მარკის ავტომანქანა და ტაქსაობს. ღამით მოწმემ გაიგო, რომ ა-–---ამ მანქანა შეიყვანა ეზოში და ავიდა მეორე სართულზე თავის ოთახში. ცოტახანში მოწმემ ოთახიდან ა-–---ას და ლ---–ას ხმამაღალი საუბარი გაიგონა და ყურადღება არ მიაქცია რადგან ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ცოტახანში გაიგო, რომ ლ---–ა გამოვიდა თავისი ოთახიდან და მათი დედამთილის და მამათილის კ-----ას და ს-----ის ოთახზე დააკაკუნა და მათ რაღაც უთხრა. მოწმემ მაშინვე გააღო კარები და გაიგო რომ ლ---–ამ მათ დედამთილ-მამამთილს უთხრა რომ მიეხედათ მათი პათოლოგი შვილისათვის და ეზოსკენ წავიდა. ამასობაში მის შვილებსაც გაეღვიძათ. იგი მიხვდა, რომ ა-–---ა ნასვამი იყო და ისევ იჩხუბა ლ---–ასთან. იგი შვილებთან ერთად დაბლა ჩავიდა, მას ესმოდა მამამთილის და მაზლის ა-–---ას ხმამაღალი საუბარი. მათი კამათი ცოტახანს გაგრძელდა, მამამთილი ეუბნებოდა რა გინდა რას გვერჩიო. შემდეგ ხმაური დაწყნარდა და მან გაიგო, რომ მამამთილმა პოლიციაში დარეკა. ამის შემდეგ მათ სახლში მივიდნენ ექსპერტები, პოლიციის თანამშრომლები და დაათვალიერეს ლ---–ას და ა-–---ას საძინებელი ოთახი. ასევე მათ ამოიღეს აივანზე ლ---–ას მიერ ვედროში ჩაყრილი ა-–---ას მიერ ჩატეხილი ფანჯრის მინის ნატეხები და საძინებელი ოთახის იატაკიდან ა-–---ას სისხლის ნიმუში. ა-–------------ი მოწმეს და მის შვილებს არასდროს ერჩის და არასდროს ჰქონია მასთან კონფლიქტი. მისი მამამთილი ს-------------ი სულ იცავს ლ---–ას ა-–---ას აგრესიისგან, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ის მეორე ბავშვზე არის ორსულად. ამასთან განმარტა, რომ იმ ადგილიდან სადაც თავად იმყოფებოდა, მხოლოდ სახლის გარე პერიმეტრი ჩანს. იგი შიგნით მხოლოდ მაშინ შევიდა როცა უკვე ყველა წასული იყო. როგორც გაარკვია, ფანჯარა იყო გატეხილი და ა-–------------ას ხელი ჰქონდა დაზიანებული, ექიმთან ჰყავდათ წაყვანილი. მან მხოლოდ ის იცის რომ ოთახში ა-–------------ა მშობლებთან ერთად იმყოფებოდა და მოხდა შელაპარაკება. როგორც შემდეგ გაიგო ა-–------------ამ დაარტყა მამამისს და ეს იყო კონფლიქტის მიზეზი. მას არ ახსოვს ისეთი შემთხვევა, როდესაც შესწრებია რომ ა-–------------ს კონფლიქტი ჰქონდა ოჯახის რომელიმე წევრთან.
3.4 სასამართლო სხდომაზე მოწმე ტ----------–---მა განაცხადა, რომ მუშაობს შსს გ------------------ის სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 27 მაისს იყო მორიგე ჯგუფში, რა დროსაც ს-------------მა დარეკა გ------------------ის სამმართველოს სამორიგეო ნაწილში და განაცხადა, რომ თავის შვილთან ჰქონდა კონფლიქტი. აღნიშნულ შეტყობინებაზე დაიწყო გამოძიება. მან მონაწილეობა ა-–------------ის დაკავებაში, რომელიც ქალაქ გ---------–---–----–--ის ქუჩის მიმდებარედ მოხდა. დაკავებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს გამომძიებელმა თ----------------მა და თარჯიმანმა. დაკავების მიმდინარეობას თარჯიმანი მისთვის გასაგებ ენაზე უთარგმნიდა. როდესაც ა-–------------მა პოლიციის მანქანა დაინახა, სცადა გაქცევა, მაგრამ პოლიციელებმა იგი დააკავეს. მას აშკარად ეტყობოდა რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო. იგი ალკოტესტზეც შემოწმდა და დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. მას დაკავებისას შეხვეული ჰქონდა ხელი. მამამისის ს-------------ის განმარტებით ა-–------------მა ჩაამტვრია ფანჯარა და ხელზე დაზიანებაც ამის გამო ჰქონდა მიღებული. დაკავების ადგილზე მას განემარტა უფლებები და რადგან პოლიციის თანამშრომლებს დაკავების ოქმი ადგილზე არ ჰქონდათ, სამმართველოში მისვლის შემდეგ გამომძიებელ თ----------------ის მიერ შედგა დაკავების ოქმი. ბრალდებული თარჯიმნის დახმარებით გაეცნო დაკავების ოქმს, შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს.
3.5. ბრალდებულმა ა-–------------მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
3.6. 2018 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა სხვა დანარჩენ მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.7. დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი დაზარალებულის ს-------------ის გამოძიების დროს ჩატარებული გამოკითხვის ოქმით (ს.ფ 4-6) დადგენილია, რომ ცხოვრობს გ------------------ის სოფელ ნ-------–--ში მეუღლესთან ქ---------------სთან ერთად. ჰყავს ორი ვაჟი, უფროსი ე-–-----------ი დაახლოებით ათი დღის წინ წავიდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო მისი ცოლი - შ------ა და მისი ორი შვილი ცხოვრობენ მასთან. ს-------------თან ერთად ასევე ცხოვრობს მისი უმცროსი ვაჟი ა-–---ი შვიდი თვის ორსულ მეუღლესთან ლ---–ა მათიევასთან და სამი წლის ქალიშვილთან ნ------თან ერთად. ს-------------ი და მისი მეუღლე მუშაობენ იმისთვის, რომ ა-–---ის ოჯახი შეინახონ. ორი წლის წინ ს-------------ს ჩაუტარდა ოპერაცია გულზე, მას ჩადგმული აქვს ერთი სტენდი. მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა თავს არ ზოგავს საკუთარი ოჯახისათვის. ბოლო ორი თვე მისი უმცროსი ვაჟი ა-–---ი რადიკალურად შეიცვალა, უფრო ხშირად დაიწყო ალკოჰოლური სასმლის მიღება, თითქმის ყოველ საღამო სახლში მთვრალი ბრუნდება. იგი მანამდეც სვამდა, მაგრამ არა ესე ხშირად და იმ დროს არ ჰქონდა ასეთ აგრესიული ხასიათი. მას შემდეგ, რაც მან სისტემატიურად დაიწყო ალკოჰოლის მიღება, იგი აგრესიული გახდა ს-------------სა და საკუთარი მეუღლის ლ---–ას მიმართ. დაახლოებით ერთი წლის წინ ს-------------ის მეუღლემ ს-------------ს სახლში მისვლისას უთხრა, რომ ა-–---მა ლ---–ას ეჩხუბა და კიდევ კარგი ოთახში შევიდა თორემ ახრჩობდა, ამის გამო ს-------------მა მის შვილს ეჩხუბა არ გრცხვენია როგორ იქცევიო. ს-------------ის რძალს ლ---–ას არ უნდოდა თავისი ოჯახის ამბავის გარეთ გატანა და ოჯახის წევრებს სთხოვა არავისთან არაფერი ეთქვათ. მას შემდეგ რაც იგი ს-------------ის რძალია ფეხმძიმედ დარჩა მეორე ბავშვზე. ს-------------ი სულ ყურადღებით არის, რომ მისმა უვარგისმა შვილმა მას არაფერი დაუშავოს. მთვრალი, რომ ბრუნდება სახლში სანამ არ დაიძინებს ს-------------ი მასთანაა და ლ---–ას მარტო არ ტოვებს. ა-–---ს ჰყავს „ოპელ ვექტრა“-ს მარკის ა/მანქანა და თითქოს ტაქსაობს, მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ ლოთობს და ბოლო ორი თვის განმავლობაში ღამე სახლში მთვრალი ბრუნდება. დღეს საღამოს სახლში რომ არ მივიდა, ს-------------ი მას ტელეფონზე დაუკავშირდა, მაგრამ გამორთული ჰქონდა. ორჯერ კიდევ სცადა დაკავშირება, მაგრამ ტელეფონი ისევ გათიშული იყო.ს-------------ი და მისი მეუღლე ძალიან დაღლილები იყვნენ და მისმა მეუღლემ უთხრა დაწოლილიყვნენ და ყურადღებით ყოფილიყვნენ მისი მოსვლისას. მათ თავიანთ ოთახში ტელევიზორი ჩართეს და უყურებდნენ, ხოლო რძლები თავის შვილებთან ერთად თავ-თავიანთ ოთახებში იყვნენ. დაახლოებით 22:30 საათზე ქუჩიდან სამიდ მათიევს შემოესმა მანქანის ხმა, შემდეგ ეზოს ჭიშკრის გაღების ხმაც გაიგო. მისი შვილი ა-–---ი სახლში დაბრუნდა და მანქანა ეზოში შეიყვანა. შემდეგ გაიგი მისი ფეხის ხმა სახლის მეორე სართულზე ამომსვლელ კიბეებზე და შევიდა თავის ოთახში, საიდანაც დაახლოებით ორ წუთში მისი ყვირილი გაიგეს. ს-------------მა მის მეუღლეს ქ-----ას სთხოვა გასულიყო და დაეწყნარებინა, თორემ ს-------------ს რომ ხედავს უფრო აგრესიული ხდება ხოლმე. სანამ ს-------------ის რძალი ოთახიდან გავიდოდა, მათ კარებზე იყო კაკუნი, კარები რომ გააღეს იქ იდგა მისი რძალი ბავშვთან ერთად, რომელმაც უთხრა რომ მიეხედათ მათი პათოლოგი შვილისთვის და მაშინვე ეზოსკენ წავიდა. მასვე უკან მიჰყვა მეორე რძალი ბავშვებთან ერთად. ს-------------ი და მისი მეუღლე მივიდნენ ა-–---ას ოთახთან, მაგრამ მას კარები ჩაკეტილი ჰქონდა. ს-------------მა კარებზე რამდენჯერმე დააკაკუნა. ბოლოს მან გააღო კარები და აგრესიული ტონით და ყვირილით უთხრა რა გინდათო. მას აშკარად ეტყობოდა, რომ მთვრალი იყო. ს-------------მა უთხრა, თუ რა უნდოდა ბოლო-ბოლო, რატომ ექცეოდა ასე საკუთარ ოჯახს და თან მის ოთახში შევიდა. აღნიშნულზე ა-–---ი გაბრაზდა, დაუწყო მამამისს გინება უცენზურო სიტყვებით, შენ ვინ გკითხავს ჩემს მეუღლეს რას ვუზამო, მე როგორც მინდა ისე ვიცხოვრებო, თან აგინებდა, შემდეგ მივიდა ს-------------თან, ხელი მოჰკიდა მაიკის სახელოში და ჩამოახია მისი გულისპირი, ამავდროულად სახეში და თავში დაუშინა მუშტები გამეტებით. თითოეული მისი დარტყმა ს-------------ისთვის იყო მტკივნეული არამარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც, ვინაიდან მისი გაზრდილი შვილი, მისი სისხლი და ხორცი სცემდა მას. ს-------------მა როგორღაც დაიხსნა მისგან თავი, რა დროსაც ა-–---ა მივიდა ოთახის ფანჯარასთან, მუშტები დაუშინა მას და ჩაამსხვრია, რა დროსაც მარჯვენა ხელის მაჯიდან წამოუვიდა სისხლი. ს-------------მა უთხრა შვილო სისხლი მოგდისო, მან კი ცინიკურად შეხედა და ხელს ისე იქნევდა, რომ მამამისს შესხმოდა მისი ხელიდან წამოსული სისხლის წვეთები, ამიტომაც აქვს მას მაისური სისხლიანი. ს-------------ს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და მისი კუთვნილი ტელეფონიდან დარეკე შსს გ------------------ულ სამმართველოს სამორიგეო ნაწილში და ითხოვა პოლიციის დახმარება, რადგან სცემა საკუთარმა შვილმა. 27 მაისს ს-------------ს პირველად დაარტყა მისმა შვილმა, მანამდე იგი უბრალოდ ეჯაჯგურებოდა, აგინებდა, უყვიროდა, დღეს კი საბოლოოდ გაიმეტა და სცემა დედამისის თვალწინ. ს-------------ის უმცროსი რძალი ლ---–ა თავის შვილთან და უფროსი რძალი თავის შვილებთან ერთად მაშინვე ქუჩაში გავიდნენ შეშინებულები, როცა ს-------------ი ა-–---თან შევიდან ოთახში დასალაპარაკებლად და მათ არ დაუნახავთ, თუ როგორ სცემა ა-–---მა მამამისი, აღნიშნული მხოლოდ ს-----ის მეუღლემ დაინახა. ა-–---ს დედამისისთვის არ დაურტყამს, მხოლოდ ერთხელ შეაჯანჯღარა და მეტი არაფერი. ა-–------------მა ს-------------ს მუშტები სახის და თავის არეში დაარტყა, რა დროსაც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. მან დაახლოებით ხუთჯერ თუ ექვსჯერ დაარტყა, რა დროსაც ს-----ს სისხლი არ წამოსვლია. ს-------------ს თავისი შვილისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. მართალია ა-–---ა მისი შვილია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ს-------------ს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია, სულ იმის შიშში ვერ იცხოვრებს, რომ ის თავის ფეხმძიმე ცოლს ან მას რამეს დაუშავებს. ს-------------ის შვილიშვილებზეც ფიქრობს. ისინი ეხლა პატარები არიან და ვერ ხვდებიან, მაგრამ რომ წამოიზრდებიან მათზე ცუდად აისახება ა-–---ას ეს საქციელი. ს-------------ს მისი შვილის მიმართ აქვს პრეტენზიები და მოითხოვს, რომ დაისაჯოს კანონის შესაბამისად. მათ ოჯახში კონფლიქტის დროს არც 27 მაისს და არც სხვა დროს არცერთი მეზობელი არ შესულა.
3.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 15 ივნისის N------ ექსპერტის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარდგენილ: ს-------------ის მაისურის ზედაპირზე აღმოჩენილ მოლურჯო/მონაცრისფრო პოლიეთერულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ა-–------------ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მოლურჯო/მონაცრისფრო პოლიეთერულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე გ--------------------------–---------–--ში, ა-–------------ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ა-–------------მა, მამამისს - ს-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელის მოქაჩვით დაუზიანა მაისური და შემდეგ მუშტები რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, რითაც ს-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ს-------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა-–------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის ა-–------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოქმედი რედაქცია) - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–------------მა გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები, მან გააკეთა ყველაფერი დაზარალებულთან შესარიგებლად და სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130(ას ორცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ა-–------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130(ას ორცდაათი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ა-–------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით), საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ა-–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე: სს საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი ბიოლოგიური ჩხირი მუქი ფერის ლაქებით, მინის ნატეხი, ს-------------ის სისხლის ნიმუში, ა-–------------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ს-------------ის მაისური და ა-–------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130(ას ორცდაათი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ა-–------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით), საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ’.
2. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. მსჯავრდებულს განემარტოს, რომ სასჯელის აღსრულების ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
4. ა-–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.
5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე: სს საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი ბიოლოგიური ჩხირი მუქი ფერის ლაქებით, მინის ნატეხი, ს-------------ის სისხლის ნიმუში, ა-–------------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ს-------------ის მაისური და ა-–------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი