განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2018
საქმის ნომერი
820100118002663199
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002663199

№1-275/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23.10.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - თ----- კ----ე

ადვოკატი - ლ---- მ-----–--ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173310818003 საქმე

 

ბრალდებულ თ----- კ----ის მიმართ,მამის სახლი: ს---–------

დაბადებული: 23.01.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური

პირადი ნომ----: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ჩ------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.2018 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე ჩათვლით პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩ-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან და ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს ნ-----–- კ----ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2. 2018 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე ჩათვლით პერიოდში, ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან და ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა ჩ-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ----- კ----ე ხელების, სხვადასხვა საგნების, მათ შორის ხელკეტის სხეულზე დარტყმით სისტემატიურად ძალადობდა და შურაცხყოფდა მისავე ოჯახის წევრს მეუღლეს ნ-----–- კ----ეს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა.

 

3.ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5. დაზარალებულ ნ-----–- კ----ის ჩვენების თანახმად, მეუღლე, თ----- კ----ე, ხშირად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელებს და აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ბოლო რამდენიმე თვეა იმყოფებოდა გაუსაძლის მდგომარეობაში, იყო შემთხვევები როდესაც ღამეებს მეზობლებთან ათევდა.

 

6. მოწმეების ა-–------- ქ------–--ის, ს-----ე კ----ის, მ---- ბ----–--ის ჩვენებების თანახმად, თ----- კ----ე, ხშირად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელებს, ამ დროს არის აგრესიული ყველას მიმართ და მეუღლეს, ნ-----–- კ----ეს აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

7. დაზარალებულ ნ-----–- კ----ის ჩვენების თანახმად, მეუღლე, თ----- კ----ე, ხშირად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელებს და აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას. მეუღლე ცემდა ხელებით ფეხებით, სკამით და სხვადასხვა საგნებით, რის გამოც ბოლო რამდენიმე თვეა იმყოფებოდა გაუსაძლის მდგომარეობაში, იყო შემთხვევები როდესაც ღამეებს მეზობლებთან ათევდა.

 

8. მოწმე ა-–------- ქ------–--ის, ს-----ე კ----ის, მ---- ბ----–--ის ჩვენების თანახმად, თ----- კ----ე, ხშირად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელებს, ამ დროს არის აგრესიული ყველას მიმართ და მეუღლეს, ნ-----–- კ----ეს აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა თ----- კ----ემ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა.

 

ასევე, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- კ----ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.ასევე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

12. თ----- კ----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გაჩნია.

 

13. თ----- კ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დაზარალებულთან შერიგება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ----- კ----ემ აღიარა და მოინანია დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებაზე განაცხადა თანხმობა, შეურიგდა დაზარალებულს, და დაზარალებულმა აპატია დანაშაულის ჩადენა, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

15. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად თ----- კ----ეს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, შეამცირებს თ----- კ----ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული თ----- კ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორეს და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თ----- კ----ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

 

2.გაუქმდეს თ----- კ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, და გადახდილი გირაოს თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

3. თ----- კ----ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 31 აგვისტოდან 2018 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით.

 

4.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი