გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
080210017002070414
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210017002070414

N2/2505-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი 2018 წ ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - მ--- ბ----აძე;

წარმომადგენელი - გ-----გი ო----–-ძე;

მოპასუხე - თ----- ა---–ედიანი;

წარმომადგენელი - ს--–ომე ო----ძე;

მოპასუხე - ნ--- ო-----ავა-კ--–ილავა (არ გამოცხადდა);

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თ----- ა---–ედიანის (პ.ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი ჟ. შარტავას შესახ. N-------------------------------–----------------------------------

 

თავდაპირველად სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს მისო „რიკო ექსპრესის“ წარმომადგენელმა, მისი მითითებით მოსარჩელემ 2017 წლის 30 ივნისს აუქციონზე შეიძინა უძრავი ნივთი მდებარე ქ. ქუთაისი ჟ. შარტავას შესახ. N-------------------------------–---------------------------------, აღნიშნული ქონებით უკანონოდ სარგებლობს თ----- ა---–ედიანი, რომელსაც არ გააჩნია უძრავი ქონების ფლობის არანაირი სამართლებრივი საფუძველი. შემდგომში, თავდაპირველი მოსარჩელე შპს მისო „რიკო ექსპრესი“ შეიცვალა სათანადო მოსარჩელით მ--- ბ----აძით, რომლის წარმომადგენელმაც სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ მოითხოვა მოპასუხეების თ----- ა---–ედიანის და ნ--- ო-----ავა-კ--–ილავასაგან გამოთხოვილი უძრავი ქონების მისთვის გადაცემა, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა თ----- ა---–ედიანმა სარჩელი არ ცნო, ხოლო ნ--- ო-----ავა-კ--–ილავა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ქ. ქუთაისი ჟ. შარტავას შესახ. N-------------------------------–--------------------------------- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 30 ივნისის განკარგულების საფუძველზე შეიძინა შპს მისო „რიკო ექსპრესმა“ იძულებით აუქციონზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განკარგულება (ს/ფ. 43).

3.1.2 უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ჟ. შარტავას შესახ. N-------------------------------–---------------------------------, მ--- ბ----აძის საკუთრებაში რეგისტრირებულია 2018 წლის 2 ივლისიდან, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია 2018 წლის 26 ივნისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ. 76-77).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მ--- ბ----აძის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, რაც ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობა კანონიერია. აღნიშნულ განმარტებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულებას მხარეებს აკისრებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4.1 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102.1 მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს მათ მიერ სადავო უძრავი ქონების კანონიერად ფლობა, შესაბამისად, მათ განმარტებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე, 162-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

მოცემულ შემთხვევაში მ--- ბ----აძის კუთვნილ უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. სადავო ნივთზე მ--- ბ----აძეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს მისი დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, მ--- ბ----აძის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 120 ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ--- ბ----აძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. თ----- ა---–ედიანის და ნ--- ო-----ავა-კ--–ილავას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ------------–--–----------–----------------------------------------–--------------------------------- და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მ--- ბ----აძეს;

3. თ----- ა---–ედიანს და ნ--- ო-----ავა-კ--–ილავას მ--- ბ----აძის სასარგებლოდ სოიდარულად დაეკისროთ წინაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 120 (ას ოცი) ლარი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი კუპრაძის ქ. N11) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე