განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
330100117001989496
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/2----17

(0-----------)

21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნუ-------------ე;

დაცვის მხარე:

ბრალდებული ზუ------------–---–ი (პ/ნ 3----------) - დაბადებული 1----–-–---------–--ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თბილისი, გ---–---------------------------------–------------------------------–--–---–--------------------ში,ადვოკატი - იოს---------–---–ი;

კვალიფიკაცია:

ა) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;

ბ) საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

გ) საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

დ) საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ დაადგინა:

ზუ-----------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 22 აპრილს, ქ. თბილისში, კ----------------–--–ზე, დ------–--–----–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, პირადად, უკანონოდ ინახავდა 0,0372 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკთა მოწოდებას შეჩერებულიყო მისი პირადი ჩხრეკის ჩატარების მიზნით და პოლიციის მუშაკებს ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა. კერძოდ, ზუ-----------–---–მა მიმალვის განზრახვით დაძრა თავისი მართვის ქვეშ მყოფი „------------- მოდელის ავტომანქანა, სახ. ნომრით T------ და უკუსვლით შეეჯახა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას “---------------------------------------, რის შედეგადაც აღნიშნული ავტომანქანა დაზიანდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა 2 500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო ავტომანქანაში მჯდომმა პოლიციის თანამშრომელმა - შა-–------–-–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ადგილზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ზუ-----------–---–ს აღმოაჩნდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

შო---------–-–---–მა, დი--------–------–-–---–მა და და---------–---მ, შსს ქ. თბილისის პ---–-–--------------------------–-------–-----------------–-----------–------------–---- გამომძიებლებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2017 წლის 22 აპრილს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, რომელიც შეეხებოდა ზუ-----------–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, გაემართნენ კ----------------–--–ზე, დ------–--–--------------- ტერიტორიაზე. გასულები იყვნენ ორი ავტომანქანით, ერთში თავად ისხდნენ, მეორეში კი - თო-------------–---–ი და შა-–------–-–---–ი. ოპერატიულ ინფორმაციაში აღნიშნულ ადგილას მართლაც შენიშნეს მასშივე მითითებული აღწერილობის ავტომანქანა და მძღოლი. ზუ-----------–---–ის მიმალვის თავიდან აცილების მიზნით, მის მანქანას ავტომანქანით წინ სავალი გზა გადაუღობეს, გადავიდნენ მანქანიდან და გაემართნენ ზ. უმ---–---–-სკენ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, მათ დანახვაზე დაქოქა ავტომანქანა. ზ. უ----–---–ს დაუყვირეს -„ პოლიციაა, გაჩერდი“, რის მიუხედავადაც მან უკუსვლით დაძრა მანქანა და შეეჯახა მის უკან გაჩერებულ, პოლიციის მეორე ავტომანქანას, რომელშიც მჯდომმა შ. ხ--–-–---–მაც მიიღო სხეულის დაზიანება. შეჯახების შემდეგ ზ. უმ---–---–-ს მანქანა გაჩერდა, მოთხოვნისთანავე ბრალდებული გადმოვიდა ავტომობილიდან, ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, ორ პატარა შეკვრად. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ შემთხვევის დროს შო---------–-–---–სა და და---------–---ს პოლიციელის სამსახურებრივი ფორმები ეცვათ.

ანალოგიური შინაარსისაა მოწმეთა - თო-------------–---–ის და შა-–------–-–---–ის ჩვენებები, სადაც შსს ქ. თბილისის პ---–-–--------------------------–-------–-----------------–-----------–------------–---- გამომძიებლებმა დამატებით განმარტეს, რომ ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ, ზ. უმ---–---–-ს ავტომობილის უკან, დაახლოებით 4-5 მეტრში გააჩერეს, რითაც მისთვის უკან სამოძრაო გზის გადაკეტვა სურდათ. მათი გაჩერებიდან ორ წამში ზ. უ----–---–მა საკუთარი ავტომანქანა უკანსვლით დიდი სისწრაფით დაძრა და საკმაოდ ძლიერად დაეჯახა მათ ავტომობილს. შეჯახების შედეგად შ. ხ--–-–---–ს დაუზიანდა ხელი, რის გამოც იგი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, შა-–------–-–---–ი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კლინიკაში მოუთავსებიათ 2017 წლის 22 აპრილს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა. რადიოლოგის დასკვნით, შ. ხ--–-–---–ს აღენიშნებოდა სხივის ძვლის სადგისისებური მორჩის მოტეხილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 22 აპრილს, 17:20-17:30 სთ. პერიოდში, ქ. თბილისში, კ----------------–--–ი, დ------–--–----–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------–------------–---- გამომძიებლების - და---------–--ისა და დი--------–------–-–---–ის მიერ გაჩხრეკილი იქნა ზუ-----------–---–ი, რომელსაც ჯინსის შარვლის პატარა ჯიბეში აღმოაჩნდა მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, გახვეული ორ ცალ, მცირე ზომის, ქაღალდსა და პოლიეთილენის პაკეტში.

ქიმიური ექსპერტიზის N8---------/ქრ დასკვნის თანახმად, ზუ-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,1457 გრ., შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,0372 გრ. ოდენობით.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 22 აპრილს, 18:40-19:30 სთ. პერიოდში გამომძიებელ დ--–------–-–---–ის მიერ, ბრალდებული ზ. უმ---–---–-სა და ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერდა ქ. თბილისი, კ----------------–--–ი, დ------–--–--ს დასახლების შ--------- მიმდენარე ტერიტორიაზე მდებარე შემთხვევის ადგილი და იქვე მდგარი ორი ავტომობილი, რომელთაგან ერთს, ტაქსის ტრაფარეტიან, თეთრი ფერის, „------------- მოდელის ავტომანქანას, დაზიანებული ჰქონდა უკანა კორპუსი, ხოლო მის უკან მდებარე „T-------------“-ს ფირმის ავტომანქანას კი წინა მხარეს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები გატეხვის, შეღუნვის და ნაკაწრების სახით.

სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N8--/სტ დასკვნის თანახმად, ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილების პირველადი კონტაქტის დროს გრძივ ღერებს შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით 5 გრადუსს. მათი საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

სასაქონლო ექსპერტიზის N---/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, „T-------------“-ს მოდელის ა/მანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 4 000 (ოთხი ათასი) ლარს.

ბრალდებულმა ზუ-----------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენისა და შენახვის ფაქტი და უარყო მის მიერ ბრალდებით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულთა ჩადენა. ბრალდებულმა ზ. უ----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ვინაიდან თან ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა, პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე ავტომანქანით მიმალვა მართლაც სცადა, თუმცა, მის უკან პოლიციის ავტომანქანა არ დაუნახავს და მას გაუფრთხილებლობით დაეჯახა.

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში ზუ-----------–---–ის ნაწილობრივი გამართლებისა და კვალიფიკაციის შეცვლის თამობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ როგორც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული, ისე სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა მის მიერ ჩადენა სრულადაა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და ამ მტკიცებულებათა საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლივი ანალიზით.

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ზ. უმ---–---–- აღიარებს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენისა და შენახვის ფაქტს, ასევე, არ უარყოფს პოლიციის ავტომანქანაზე შეჯახების და შედეგად მანქანის და მასში მჯდომი პირის სხეულის დაზიანების ფაქტებს და, აღნიშნულიდან გამომდინარე, ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებების შეფასების საკითხზე, რომლებიც დაცვის მხარის მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული.

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულის მხრიდან პოლიციის თანამშრომელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დაცვის მხარის პოზიციის საპასუხოდ, სასამართლო განმარტავს, რომ ზ. უმ---–---–-ს მხრიდან სამართალდამცველთათვის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი ჰქონდა მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებამდე და არა უშუალოდ მისი პირადი ჩხრეკის, დაკავების ან ავტომანქანის ჩხრეკის დროს. ზ. უმ---–---–-ს წინააღმდეგობა გამოიხატა პოლიციის მუშაკებისადმი დაუმორჩილებლობასა და კანონიერი საფუძვლით მისი შეჩერებისას გაქცევის მცდელობაში.

სასამართლო თვლის, რომ პოლიციის მუშაკების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტის დასადგენად, მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი გარემოება - სამართალდამცველთა მხრივ იყო თუ არა ვერბალური მოწოდება არ დაძრულიყო ადგილიდან და, დადებით შემთხვევაში, გაიგონა თუ არა იგი ზ. უ----–---–მა, - მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის, რადგან პოლიციის ფორმებში შემოსილი პირების მიერ ზ. უმ---–---–-სთვის ავტომანქანის სავალი გზების ყოველმხრივ გადაკეტვაც, თავისთავად წარმოადგენდა მათგან არაორაზროვან ნიშანს იმისა, რომ ზ. უ----–---–ს მანქანა ადგილიდან არ დაეძრა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით შეშინებულმა, შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მიზნით, დაძრა მანქანა და მიმალვა სცადა (აღნიშნულს არც თავად ბრალდებული უარყოფს), რითაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ პოლიციის მუშაკებს წინააღმდეგობა გაუწია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პოლიციის თანამშრომლების მიმართ დაუმორჩილებლობისას ზ. უმ---–---–-ს მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტს, რაც გამოიხატა გაქცევის მცდელობისას მის მიერ საკუთარი ავტომანქანით, მის უკან გაჩერებულ პოლიციის ავტომანქანაზე დაჯახებასა და შედეგად პოლიციის თანამშრომლისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ზ. უმ---–---–-ს განმარტებას, თითქოს, პოლიციის ავტომანქანა ვერ შენიშნა და მასზე შეჯახება გაუფრთხილებლობით მოხდა, რადგან ამგვარი განმარტება სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ზუ-----------–---–მა, გაქცევის მცდელობისას დაინახა მის უკან მდგარი პოლიციის ავტომანქანა, რომლითაც მას გადაკეტილი ჰქონდა უკან სამოძრაო გზა და, მიუხედავად ამისა, პოლიციის თანამშრომელთაგან მიმალვის მიზნით, უკუსვლით დაძრა ავტომანქანა, რა დროსაც მოახდინა კიდეც პოლიციის ავტომანქანასთან შეჯახება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. უ----–---–ს, რომელსაც შემთხვევის ადგილის სწრაფად დატოვება სურდა, არ ჰქონია არც პოლიციის ავტომანქანის დაზიანების და არც მასში მსხდომ პირთათვის ჯანმრთელობის დაზიანების სურვილი, თუმცა, ზემოაღნიშნულ ვითარებაში საკუთარი მანქანის უკუსვლით დაძვრისას იგი შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა ისეთი შედეგის დადგომას, რომელიც სხვისი ქონების და ჯანმრთელობის დაზიანების რეალურ რისკებს ქმნიდა.

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია იმ ფაქტის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ზუ-----------–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, ძალადობით; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

ა) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

გათვალისწინებული დანაშაული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ნივთიერება ჰეროინი შეტანილია სწორედ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის I სიაში, რომელიც მოიცავს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ქმედების უკანონობა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას კანონით განსაზღვრული წესის დარღვევით, რაც ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირდება. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ზუ-----------–---–ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რადგან მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით და ბრალდებულის აღიარებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ ზუ-----------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

ბ) საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

გათვალისწინებული დანაშაული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. აღნიშნული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს - ხელისუფლების წარმომადგენლის, პოლიციელის პირადი უსაფრთხოება. აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პოლიციის გამართული და შეუფერხებელი მუშაობა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინტერესია, რადგან ამ უწყებაზე დიდწილადაა დამოკიდებული სახელმწიფოში კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცება, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა და თითოეული მოქალაქის უფლებათა ეფექტიანი დაცვა.

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ძალადობით - ცემით, ჯანმრთელობის დაზიანებით, თავისულების შეზღუდვით და ა. შ. ხოლო სუბიექტური მხარე - პირდაპირ განზრახვასა და სპეციალურ მიზანში - პოლიციის მუშაკისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლაში, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტასა ან შეცვლაში. აღსანიშნავია, რომ თავისი კონსტრუქციით მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი. ძალადობით, პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზუ-----------–---–ის ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და აღნიშნული დასკვნა ემყარება გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ზუ-----------–---–მა ძალადობით ჩაიდინა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

გ) საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

გათვალისწინებული დანაშაული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა სხვისი ნივთის დაზიანებაში გამოიხატება, რაც ქონების თვისობრიობის ისეთ შეცვლას გულისხმობს, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, მაგრამ ნივთის აღდგენა შესაძლებელია რესტავრაციის, რემონტისა და სხვა საშუალებებით. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე, - არაპირდაპირი განზრახვით, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მართლსაწინაღმდეგო შედეგს და სურს მისი დადგომა (პირდაპირი განზრახვა), ან ითვალისწინებს ამ შედეგს, არ სურს კონკრეტული შედეგის დადგომა, თუმცა შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვა).

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს, პირის მოქმედების შედეგად ნივთის მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს მიადგა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, „მნიშვნელოვან ზიანად“ მიიჩნევა ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ზუ-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და აღნიშნული ცალსახად დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთა საფუძველზეც დადგინდა, რომ ზუ-----------–---–მა განზრახ (არაპირდაპირი განზრახვით) დააზიანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დ) საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

გათვალისწინებული დანაშაული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში; დამდგარ შედეგში - პირისთვის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებასა და მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლაში; მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი განზრახვით. აღსანიშნავია, რომ განზრახვის დასაბუთებისათვის საკმარისია პირს გაცნობიერებული ჰქონდეს მისი ქმედების ფაქტობრივი შედეგი და სავალდებულო არ არის მან იცოდეს დაზიანების რომელ სახეს (მძიმე, ნაკლებად მძიმე თუ მსუბუქი) მიეკუთვნება იგი.

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზუ-----------–---–ის ქმედებაში მართლაც იკვეთება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რაც გამოიხატა მის მიერ პოლიციის თანამშრომლისათვის ჯანმრთელობის ნალებად მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახ (არაპირდაპირი განზრახვით) მიყენებაში, რამაც, შედეგად ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

ამდენად, სასამართლო დარწმუნდა, რომ ზუ-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზუ-----------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა ჩადენაში და უნდა შეეფარდოს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზუ-----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, ზუ-----------–---–ისთვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაულები ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზუ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზუ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ზუ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 22 აპრილიდან 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მოცემული განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

ზუ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ნივთიერი მტკიცებულება:

დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

„TOYOTA RAV4” მოდელის ავტომანქანა, სახ. ნომრით T------ და “--------------------------------------- და მათი გასაღებები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი