განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
330100118002432258
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#---------

#--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - მ-----– ქ-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

პ----- ფ-----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–---–---–---------------------–--------------------------------.

 

ადვოკატი - ს------- გ----–----ე

 

კვალიფიკაცია:

პ----- ფ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 20 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, გ-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, პ----- ფ-----–---–მა მოტყუების მიზნით, სამი დღით იქირავა გ--- კ------ისგან ,,MITSUBISHI PAJERO IO’’-ს ფირმისა და მოდელის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით: Z--------), რომელიც იმავე დღეს გაყიდა. აღნიშნული ქმედებით ავტომობილის მესაკუთრეს - დ----- კ------ეს მიადგა 3 150 აშშ დოლარის (7,875 ექვივალენტი ლარში) ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

2.1. ბრალდებულმა პ----- ფ-----–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, გ-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, პ----- ფ-----–---–მა მოტყუების მიზნით, სამი დღით იქირავა გ--- კ------ისგან ,,MITSUBISHI PAJERO IO’’-ს ფირმისა და მოდელის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით: Z--------), რომლიც იმავე დღეს გაყიდა.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- ფ-----–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პ----- ფ-----–---–ის ქმედების შედეგად ავტომობილის მესაკუთრეს - დ----- კ------ეს მიადგა 3 150 აშშ დოლარის (7,875 ექვივალენტი ლარში) ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.

 

2.6. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- ფ-----–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. პ----- ფ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების დ----- კ------ის, გ--- კ------ის, ვ--–------- ხ--–--–---–ის, ლ-–- ფ-----–---–ის, პ----- ფ-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, ხელშეკრულების ამოღების ოქმი, ავტომობილის ნაწილების ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ----- ფ-----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პ----- ფ-----–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. პ----- ფ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. პ----- ფ-----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. პ----- ფ-----–---–ი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალი ედება მომეტებული სოციალური საშიშროების მქონე დანაშაულში.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პ----- ფ-----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, პ----- ფ-----–---–ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.

 

6.4. პ----- ფ-----–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1------------–-ს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩათვლილია პირობით. პ----- ფ-----–---–ს ამჟამად ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილი აქვს 2017 წლის 20 დეკემბერს ე.ი. 2018 წლის 1-----------–ის განაჩენის გამოტანამდე, შესაბამისად პ----- ფ-----–---–ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

 

7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

7.1. ავტომობილ ,,მიცუბიშ პაჯერო იოს“ (სახ.ნომ. Z--------) სარეგისტრაციო მოწმობა, ავტომობილ ,,მიცუბიშ პაჯერო იოს“ (სახ.ნომ. Z--------) ნაწილები, კერძოდ, 1 ცალი მოტორის ხუფი, 1 ცალი საბარგული მასზე დამაგრებული სათადარიგო საბურავითა და ტყავის ჩიხოლით, 4 ცალი კარი, 2 ცალი ბამპერი, 1 ცალი ავზი, 1 ცალი პლასტმასის კოლოფი ე.წ. კომპიუტერი, 1 ცალი მეტალის კონსტრუქცია ე.წ. ეკრანი დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ვ---------------–-----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

7.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები დაულუქავ მდგომარეობაში დატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 255-ე, 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----- ფ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. პ----- ფ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს პ----- ფ-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1-----------–ის განაჩენით სსკ-სი 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩათვლილია პირობით.

 

4. საბოლოდ, პ----- ფ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

5. პ----- ფ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანიდან-2018 წლის 29 ოქტომბრიდან.

 

6. პ----- ფ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

7. ნივთმტკიცება:

7.1. ავტომობილ ,,მიცუბიშ პაჯერო იოს“ (სახ.ნომ. Z--------) სარეგისტრაციო მოწმობა, ავტომობილ ,,მიცუბიშ პაჯერო იოს“ (სახ.ნომ. Z--------) ნაწილები, კერძოდ, 1 ცალი მოტორის ხუფი, 1 ცალი საბარგული მასზე დამაგრებული სათადარიგო საბურავითა და ტყავის ჩიხოლით, 4 ცალი კარი, 2 ცალი ბამპერი, 1 ცალი ავზი, 1 ცალი პლასტმასის კოლოფი ე.წ. კომპიუტერი, 1 ცალი მეტალის კონსტრუქცია ე.წ. ეკრანი დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ვ---------------–-----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

7.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები დაულუქავ მდგომარეობაში დატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/