განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2018
საქმის ნომერი
330100118002462688
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/2----18

(0-----------)

25 სექტემბერი, 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თი-----------------–-ა;

დაცვის მხარე:

ბრალდებული ჯ------------–--–-–---–----------------------------------–- 1----–-–-----------ს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ს--------------------------------ში,ადვოკატები - ზუ--------–-----, და-----------ე,კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

ჯუ----------–--–-–---–ი 2016 წლიდან, თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატურად სცემდა და ძალადობდა მეუღლეზე, ნი------------------ზე, რაც გამოიხატებოდა სხეულზე დარტ-მებით და თმების მოქაჩვით, რა დროსაც ნი------------------ განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. კერძოდ, 2016 წლის ნ--------- თვეში, ქ. თბილისში, გ-–---------------------------------------------- ბინაში ჯუ----------–--–-–---–მა ორსულ მეუღლეს - ნი------------------ს რამდენჯერმე დაარტ-ა ხელი, რის შედეგადაც ნი------------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, 2--- წლის 1--------–-, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. თბილისში, გ-–-----------------------------------------------ე ბინაში ჯუ----------–--–-–---–მა მეუღლეს, ნი------------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ითრია თმით, თავი მიარტ-მევინა კედელზე, ფეხი ჩაარტ-ა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.

სასამართლომ დაადგინა:

ჯუ----------–--–-–---–მა 2--- წლის 1--------–-, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. თბილისში, გ-–---------------------------------------------- ბინაში მეუღლეს, ნი------------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ითრია თმით, თავი მიარტ-მევინა კედელზე, ფეხი ჩაარტ-ა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

მოწმე ქე-----------------მ, დაზარალებულ ნი-----------------ის დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბოლო პერიოდში ნ---- მასთან ცხოვრობდა, რადგან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მეუღლის, ჯუ----------–--–-–---–ის დედასთან. 2--- წლის 1--------–- ჯუ-----ი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მის ბინაში, ეტ-ობოდა, რომ ძალიან გაღიზიანებული იყო. ნ---- სამსახურიდან მოგვიანებით დაბრუნდა და ცოლ-ქმარი სასაუბროდ ცალკე ოთახში გავიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ოთახიდან ჩხუბის ხმა მოესმა და გაიგონა შვილის კივილი, რომელიც დახმარებას ითხოვდა. დაინახა, როგორ გაარტ-ა ჯუ-----მა ნ----ს ხელი სახეში. საპატრულო პოლიციაში რომ დარეკა, სიძემ მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ძალადობა და მათი ბინა დატოვა. ნ---- იყო ძალიან ნაცემი, მას სახეზე, წელზე და ფეხებზე დაზიანებები ეტ-ობოდა. მოწმე ქ. რ--------- განმარტა, რომ სხვა დროს ჯ. ტ--–--–-–---–ის მხრიდან მისი შვილის მიმართ ძალადობას არც შესწრებია და არც არაფერი გაუგია ამის შესახებ.

მოწმეებმა ვა------------------მ და გი---------------–---–მა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე თბილისში, გ-–---------------------------------------------- ბინაში გამოცხადებისას ადგილზე სამი ქალბატონი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთი ტიროდა. სწორედ ამ უკანასკნელმა უამბო მათ, რომ მეუღლემ თმით ითრია, კედელზე მიარტ-მევინა თავი და რამდენჯერმე ფეხი დაარტ-ა გვერდში. ქალბატონს ვიზუალურადაც ეტ-ობოდა, რომ ნაცემი იყო, თავზე დაზიანება ჰქონდა და ფეხსაც იტკიებდა. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე, მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ აცნობეს პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას. მოწმე გ. გი------–---–მა დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულმა ქალბატონმა მას უთხრა, რომ მეუღლისგან ძალადობის მსხვერპლი სხვა დროსაც არაერთხელ გამხდარა.

მოწმე თე------–-----------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი ნი-----------------ის მეგობარია. 2--- წლის 1--------–-, ღამის დაახლოებით 12 საათზე, მას დაურეკა ნი-----------------ის დედამ - ქე-----------------მ, რომელმაც სთხოვა სასწრაფოდ მისულიყო მათთან. დაახლოებით 5 წუთში მათ ბინაში მისულს, ნ---- - ატირებული, თმაგაჩეჩილი, სახედალურჯებული, ქ-------- კი ძალიან აღელვებული დახვდა. შეიტ-ო, რომ მათთან მისული იყო ნ----ს მეუღლე, ჯუ----------–--–-–---–ი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ----ს. მოწმემ განმარტა, ნი------------------ს და ჯუ----------–--–-–---–ს შორის კონფლიქტს არასდროს შესწრებია და ამგვარი ფაქტის შესახებ არც სხვა პირთაგან სმენია რამე.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2--- წლის 1--------–- ქ. თბილისის გ-–-----------–--------------------–-------------------–---- გამომძიებელ გი--------–---–ის და ექსპერტების - ირ---–-----------სა და რე--------------–---–ის მონაწილეობით, მოწმე ნი-----------------ისგან მიღებული ჩვენების გადამოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა მის მიერ გაცხადებული ფაქტები და ბინაში მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც, მისი განმარტებით, მეუღლემ, ჯუ----------–--–-–---–მა ყელში მოუჭირა ხელი, წააქცია, გაათრია თმით, კედელზე მიარტ-მევინა სახე და თავი, ფეხი ჩაარტ-ა მარცხენა გვერდში და მთელი სიმძიმით დააწვა მარცხენა ფეხზე. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ერთვის მისი მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის ჩანაწერის მიხედვით, მოქ. ნი------------------ს 2--- წლის 1--------–-, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება.

ნი------------------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (18.04.2----–-- აღენიშნებოდა - შუბლის მიდამოში მარცხნივ სისხლნაჟღენთი, მარცხენა ტერფის მიდამოში ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი, ზედა ტუჩის ლორწოვანზე სისხლნაჟღენთი და უსწორო ფორმის და კიდეების ნასკდომი ჭრილობა.

აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 18.04.2--- წ.

პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად: ნი------------------ უჩიოდა ტრავმის მიღების შემდეგ ძლიერ თავის ტკივილს, ტკივილებს ტუჩისა და მარცხენა მტევნის მიდამოში.

ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ნი-----------------ის გადმოცემით - 2--- წლის 1--------–-, 00:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–-------------------------------------------- ბინაში მისვლისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ მიაყენა სიტ-ვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემა ხელებითა და ფეხებით.

დაზარალებულმა ნი------------------მ სასამართლო განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება.

ბრალდებულმა ჯუ----------–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას და საბოლოო სიტ-ვაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2--- წლის 1--------–-, ღამის დაახლოებით 12 საათზე, სიდედრის, ქე-----------------ს ბინაში მეუღლესთან, ნი------------------სთან მოუვიდა შეკამათება. გაბრაზებულმა ხელი მოკიდა მეუღლეს თმაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. რა დროსაც ნ----მ მიიღო სხეულის დაზიანება. ჯ. ტ--–--–-–---–მა ასევე აღნიშნა, რომ სხვა დროს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ზემოაღნიშნულ ინციდენტს ძალიან განიცდის.

სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, გამოიკვლია სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტ-უარობისა და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჯ. ტ--–--–-–---–ისთვის წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვისას დადასტურება ვერ ჰპოვა. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ. ტ--–--–-–---–ის მიერ ჩადენილია არა ბრალდებით გათვალისწინებული, არამედ, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება მოიაზრებს ფიზიკური ძალადობის სისტემატურ ხასიათს. ძალადობის „სისტემატურობა“ კი დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია განმეორებადობის ტენდენცია.

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქ. რო------ს, თ. ტე------ს, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით და თავად ბრალდებულ ჯ. ტ--–--–-–---–ის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ 2--- წლის 1--------–- ჯუ----------–--–-–---–მა მეუღლეს, ნი------------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, ჯ. ტ--–--–-–---–ის მხრივ ნ. ო-----------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის სხვა (მათ შორის - 2016 წლის ნ--------- თვის) ფაქტი დადგენილი ვერ იქნა. ოჯახური ძალადობის სისტემატურობის ფაქტის დასადგენად, ბრალდების მხარის მიერ, ფაქტობრივად, წარმოდგენილი იქნა ერთადერთი მტკიცებულება - მოწმე გი---------------–---–ის ჩვენება, რომელიც, გარდა იმისა, რომ განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას, არ არის გამყარებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა რაიმე მტკიცებულებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც ირიბი ჩვენების გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მისი სხვა მტკიცებულებით (არა ირიბი ჩვენებით) დადასტურების ვალდებულებას მოიაზრებს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ, გამამტ-უნებელი განაჩენისათვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტზე, რომელიც მინიმუმ ორი იმგვარი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს რომ დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ურთიერთთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტ-უარად დადასტურდა ჯუ----------–--–-–---–ის მიერ 2--- წლის 1--------–- მეუღლის, ნი-----------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ამავე დროს, ნ. ო-----------ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ისიც, რომ მიყენებულმა დაზიანებებმა დაზარალებულ ნი------------------ს ფიზიკური ტკივილი მიაყენა (ზემოაღნიშნული ფაქტი დამატებით დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო შემოწმებისას ნ. ო-----------ე უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, ასევე - ტკივილს ტუჩისა და მარცხენა მტევნის მიდამოში).

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტ-უნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტ-უარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტ-უნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტ-უნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აფრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტ-მას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია, რომ ჯუ----------–--–-–---–მა 2--- წლის 1--------–- სცემა მეუღლეს - ნი------------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ჯუ----------–--–-–---–ის ქმედებაში აშკარად იკვეთება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ჯუ----------–--–-–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს და თვლის, რომ სასჯელის კანონით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შესაძლებელია ჯუ----------–--–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენების პირობებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე და 63-ე მუხლებიდან გამომდინარე, ჯ. ტ--–--–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის (მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას), ბრალის აღიარების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, არსებობს ბრალდებულის მიერ დანიშნული სასჯელის პირობითად მოხდის, როგორც სამართლებრივი შესაძლებლობა, ისე - მიზანშეწონილობაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯუ----------–--–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ჯუ----------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ჯუ----------–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2--- წლის 18 აპრილიდან - 2--- წლის 25 სექტემბრის ჩათვლით და გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

მსჯავრდებულ ჯუ----------–--–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულება:

ელექტრონული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი