გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1569-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე - შპ-------------------------ი''
მოსარჩელის წარმომადგენელი - მი----------------–ი
მოპასუხე - რა---–-----------ა
მოპასუხის წარმომადგენელი- შო---------–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე რა---–-----------ას შპ-------------------------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 42811.94 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 20000 აშშ დოლარი, პროცენტი- 12541.94 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 10270 აშშ დოლარი;
1.2 სარეალიზაციოდ მიექცეს რა---–-----------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-20 მკრ, #14, ბინა # 90/91, საკადასტრო კოდი: 02.03.02.141.01.500. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება თანხის დასაფარავად, გადახდევინება განხორციელდეს რა---–-----------ას კუთვნილი ნებისმიერი სხვა ქონებით.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
შპ-------------------------ს'' და რა---–-----------ას შორის 2015 წლის 20 იანვარს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 18 ივნისს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რა---–-----------აზე გაიცა სესხი 20000 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 18 %-ით, ხოლო პირგასამტეხლო 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა რა---–-----------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-20 მკრ, #14, ბინა # 90/91, საკადასტრო კოდი: 02.03.02.141.01.500.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2015 წლის 3 აგვისტოს რა---–-----------ას გაეგზავნა შეტყობინება, რომ შეესრულებინა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება 17.08.2015 წლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას, ასევე 11.01.2018 წლის შეტყობინებით რა---–-----------ას ეცნობა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შპ-------------------------ი'' ცალმხრივად გაზრდიდა დარიცხული სარგებლის ოდენობას წლიურ 60 %-მდე, თუმცა მოპასუხის მიერ კვლავ არ იქნა დაფარული დავალიანება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს:
1. მოპასუხე რა---–-----------ას შპ-------------------------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 42811.94 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 20000 აშშ დოლარი, პროცენტი- 12541.94 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 10270 აშშ დოლარი;
2. სარეალიზაციოდ მიექცეს რა---–-----------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-20 მკრ, #14, ბინა # 90/91, საკადასტრო კოდი: 02.03.02.141.01.500. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება თანხის დასაფარავად, გადახდევინება განხორციელდეს რა---–-----------ას კუთვნილი ნებისმიერი სხვა ქონებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე რა---–-----------ას წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირ ნაწილში, რაც შეეხება პროცენტს მისი ოდენობა მიიჩნია, რომ ამორალურია და არ შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს, ხოლო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპ-------------------------ს'' და რა---–-----------ას შორის 2015 წლის 20 იანვარს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 18 ივნისს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რა---–-----------აზე გაიცა სესხი 20000 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 18 %-ით, ხოლო პირგასამტეხლო 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 15-22)
3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რა---–-----------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-20 მკრ, #14, ბინა # 90/91, საკადასტრო კოდი: 02.03.02.141.01.500.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-28)
3.1.3. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა იგი არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.4. რა---–-----------ას დავალიანება 2018 წლის 10 მაისის მდგომარეობით შეადგენს 135241.94 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 20000 აშშ დოლარი, პროცენტი- 12541.94 აშს დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 10270 აშშ დოლარი.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 32)
3.1.5. 2018 წლის 11 იანვარს რა---–-----------ას გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ ვალდებულების 30 კალენდარული დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი გაიზრდებოდა 60 %-მდე.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, შპ-------------------------ის'' მიმართვა (ს.ფ. 34)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე, 420–ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ შპ-------------------------ს'' და რა---–-----------ას შორის 2015 წლის 20 იანვარს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 18 ივნისს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რა---–-----------აზე გაიცა სესხი 20000 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 18 %-ით, ხოლო პირგასამტეხლო 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპ-------------------------ს'' წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპ-------------------------ის'' მოთხოვნა რა---–-----------ას მიმართ სესხის ძირი თანხის- 20000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე
დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი- 18% არაუმეტეს წლიური 42 %-ით, შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა თანხმობა აღნიშნული პროცენტის ოდენობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის- 12541.94 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელე შპ-------------------------ის'' სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 2054 აშშ დოლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რა---–-----------ას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-20 მკრ, #14, ბინა # 90/91, საკადასტრო კოდი: 02.03.02.141.01.500. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება თანხის დასაფარავად, გადახდევინება განხორციელდეს რა---–-----------ას კუთვნილი ნებისმიერი სხვა ქონებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან რა---–-----------ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპ-------------------------ს'' უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3139 ლარიდან ნაწილი- 1466.28 ლარი. ხოლო 1070.09 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს რა---–-----------ას მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპ-------------------------ის'' სარჩელი მოპასუხე რა---–-----------ას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე რა---–-----------ას შპ-------------------------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 34595.94 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 20000 აშშ დოლარი, პროცენტი- 12541.94 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 2054 აშშ დოლარი;
3. სარეალიზაციოდ მიექცეს რა---–-----------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-20 მკრ, #14, ბინა # 90/91, საკადასტრო კოდი: 02.03.02.141.01.500. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება თანხის დასაფარავად, გადახდევინება განხორციელდეს რა---–-----------ას კუთვნილი ნებისმიერი სხვა ქონებით.
4. შპ-------------------------ს'' უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 10 მაისს საგადახდო დავალება № 16644179 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3000 ლარიდან ნაწილი - 1466.28 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22.
5. შპ-------------------------ს'' უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 23 მაისს საგადახდო დავალება № 16733938 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 139 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22.
6. მოპასუხე რა---–-----------ას შპ-------------------------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1070.09 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი