განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
#-------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი - თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------------ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ--–--------–----ა
ი-–---–-----–---–ი - დაბადებული 1----–-–-ს 1-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, ამჟამად ძებნილი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: სსკ-ის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2002 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე, თბილისში, ნ--–--------------ში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე ბაღში, იქ მცხოვრებ ი-–---–-----–---–სა და ზ---------–----ს მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება ნარდის თამაშის თაობაზე, რაც შემდგომ გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ი-–---–-----–---–მა ხელები ყელზე შემოხვია ზ---------–----ს, ისე, რომ მისი თავი მოქცეული ჰქონდა იღლიაში და ახრჩობდა. ი-–---–-----–---–ის ქმედების შედეგად ზ---------–----ს დაუზიანდა კისრის მე-6 მალა და ზურგის ტვინი, რითაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ი-–---–-----–---–ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
განზრახ მკველელობა
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა-–------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2002 წლის 2 აპრილს, საღამოს 5-6 საათისთვის, იმყოფებოდა სახლში, შვილთან და ძმისშვილ გ--------------------ან ერთად. ეზოდან შემოესმათ ჩხუბის ხმა. ფანჯრიდან დაინახა, როგორ შევიდა ეზოში მისი მეუღლე ზ---------–---- თმაგაწეწილი, რომელსაც უკან მიჰყვებოდა მათი მეზობელი ი-–---–-----–---–ი. გ-----------------მ მოინდომა ეზოში ჩასვლა, მაგრამ არ მისცა უფლება, რადგან ი-–---–-----–---–ი ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა და არ უნდოდა, უსიამოვნება შეხვედროდა. თვითონ დააპირა ჩასვლა და სიტუაციაში გარკვევა. ამ დროს დაინახა, რომ ი-–---–-----–---–ს მისი მეუღლე ეჭირა მკერდით უკანა მხრიდან, ი-–--ს ზ------ თავი იღლიაში ჰქონდა მოქცეული, მეორე ხელით რაღაცნაირად ყელი მოუგრიხა და მისი მეუღლე უცბად მიწაზე დაეშვა. ამ დროს ი-–---–-----–---–მაც გაუშვა ხელი. ჩხუბის დროს ეზოში იყვნენ ი-–---–-----–---–ის მამა და სხვა მეზობლები, რომლებიც აშველებდნენ. როდესაც ეზოში ჩავიდა, მეუღლე გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ი-–---–-----–---–ი იქ აღარ იყო.
მოწმე გ----------–----ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2002 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 6 საათი ან 6-ის წუთები იქნებოდა, ეზოდან შემოესმა ხმები. ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ მამა ზ---------–---- და ი-–---–-----–---–ი კამათობდნენ. ი-–-- თავის მამას ეთამაშებოდა ნარდს და ზ------- უთხრა, გასულიყო. მამამ უთხრა, რომ არსად წავიდოდა. ი-–--მ მამამისს გაუქანა ნარდი, რაც ზ---------–----მ მოიგერია. ი-–--მ შეაგინა. მამამ გაიხადა ჟილეტი და გაიწია მისკენ, ი-–--მ კი უკნიდან ორივე ხელით დაიჭირა და დაახლოებით ნახევარი წუთი ასე ეკავა, რის შემდეგაც მამამისმა გონება დაკარგა და დაეცა. მეზობლების ნაწილი ცდილობდა მათ გაშველებას. როდესაც მამამისი დაეცა, გ----------------- გაიქცა ქვევით. მერე დედამისიც ჩავიდა. ამის შემდეგ ი-–---–-----–---–ი არსად უნახავს, გაიქცა.
მოწმე გ-----------------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების მიხედვით (რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მოწმის გარდაცვალების გამო), 2002 წლის 2 აპრილს სახლში დაბრუნებულმა ეზოში დაინახა, რომ ზ---------–---- და ზ-------–-----–---–- თამაშობდნენ ნარდს. იქვე იყო ი-–---–-----–---–იც. თვითონ არ გაჩერდა და სახლში ავიდა. დაახლოებით 17:30 საათზე ეზოდან შემოესმა გინების და ჩხუბის ხმა. გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ ზ---------–---- და ი-–---–-----–---–ი იქვე მაგიდასთან ჩხუბობდნენ, ი-–--ს იღლიის ქვეშ ჰყავდა ზ------- მომწყვდეული თავით და ახრჩობდა, ერთი ხელი ყელსა და კისერზე ჰქონდა შემოვლებული, მეორე ხელით ის ხელი ეჭირა და უჭერდა. კაცები ცდილობდნენ გაშველებას. ამასობაში ი-–---–-----–---–მა ხელი გაუშვა ზ---------–----ს და ის მოწყვეტით გადავარდა უკან. გაიქცა ეზოში, სადაც ზ---------–---- უკვე მაგიდის გვერდით მიწაზე იწვა გაუნძრევლად და მეზობლები ცდილობდნენ, მისთვის ხელოვნური სუნთქვა ჩაეტარებინათ. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ ზ---------–---- უკვე გარდაცვლილი იყო. ზ---------–----ს გარეგნულად რაიმე დაზიანების ნიშნები არ ეტყობოდა. ჩხუბის მიზეზი გაიგო მეზობლებისგან, რომ ზ---------–----ს ც-----–---–---- ნარდი მოუგია, რაზეც ი-–-- გაბრაზებულა, უხეში სიტყვა უთქვამს ბიძამისისთვის და მერე ერთმანეთში წაჩხუბებულან.
მოწმე ი-----–----–----- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2002 წლის 2 აპრილს იმყოფებოდა ვ-–----–----–-- ქუჩაზე, სათამაშო კლუბში, სადაც მიაკითხა ბიძაშვილმა გ-----------------მ, რომელიც აღელვებული იყო. წავიდნენ სახლში. ეზოში, მაგიდაზე, სადაც ნარდს თამაშობდნენ, დასვენებული იყო მამამისი. მომხდარის შესახებ უამბეს დედამ, ძმამ, ბიძაშვილმა და მეზობლებმა. უთხრეს, რომ ნარდის თამაშისას ატყდა ეზოში ყვირილი, დედამისმა დაინახა, როგორ წაავლო ი-–--მ უკნიდან ხელი ყელში მამამისს. სხვებიც იგივეს მოუყვნენ. თ-------- უთხრა, ნარდის თამაშის დროს ყელში წაავლო ხელი ი-–--მო.
მოწმე თ--------------------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც მოწმის გარდაცვალების გამო საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, 2002 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე, იმყოფებოდა ეზოში. შემოესმა ზ---------–----სა და ი-–---–-----–---–ს შორის ხმამაღალი კამათის ხმა. ზ---------–----მ ნარდი მოუქნია და შემდეგ მ------ (ი-–---–-----–---–ი) მივარდა მას და დაიწყეს ჩხუბი. ისინი ერთმანეთს იყვნენ ჩაბღაუჭებულნი და ის უკნიდან ცდილობდა მათ გაშველებას. ზ---------–----ს კისერი რაღაცნაირად ჰქონდა ი-–---–-----–---–ს ხელებში, ისინი ფაქტიურად ჭიდაობდნენ და ი-–-- ძლიერად უჭერდა ხელებს. ვერ გააშვებინა ხელი და როდესაც ი-–--მ ხელი გაუშვა, ზ---------–---- მოწყვეტით დაეცა მიწაზე. ცდილობდნენ მის გადარჩენას, სასწრაფოც მივიდა, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. მოწმის ჩვენებით, მისთვის უცნობია, რომელი ორგანოს დაზიანებამ გამოიწვია ზ---------–----ს გარდაცვალება, მაგრამ ფაქტია, რომ ი-–---–-----–---–ი როდესაც ხელს უჭერდა კისერზე, ამ დროს მიიღო ისეთი დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ზ---------–----ს სხვა არავინ მიჰკარებია, მხოლოდ ი-–---–-----–---–ი ეჭიდავებოდა და ხელებს უჭერდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფი პირები აშველებდნენ, ვერ შეძლეს მათი გაშველება, ვინაიდან ძლიერად იყვნენ ერთმანეთს ჩაბღაუჭებულები.
მოწმე ვ-–----------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც, მოწმის გარდაცვალების გამო, ასევე, გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, 2002 წლის 2 აპრილს ეზოში მეზობლები სვამდნენ, თვითონაც დალია ერთი ჭიქა და წავიდა სახლში. მეორე დღეს მეზობლებისგან გაიგო, რომ მოხდა ინციდენტი ზ---------–----სა და ი-–---–-----–---–ს შორის, რა დროსაც ზ---------–---- გარდაიცვალა. დეტალების შესახებ მისთვის უცნობია.
მოწმე ზ-------–-----–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2002 წლის 2 აპრილს საღამოს ეზოში მეზობლები ნარდის თამაშისას სვამდნენ არაყს. ზ---------–---- ეძალებოდა სასმელს, დამატებით მოატანინა მაღაზიიდან ალკოჰოლი და პური. დალევა აღარ უნდოდათ, რაც იუკადრისა, ჩემ მოტანილ სასმელზე უარის თქმა ნიშნავს, როგორც დევნილს, პატივს არ მცემთო. ვ-–----------–--- შეეცადა სიტუაციის განმუხტვას და ზ------ მოტანილ პურზე თქვა, სახლში წავიღებ, მშიერი რომ არ დავრჩეო, რაც ეწყინა ზ---------–----ს, სტაცა პურს ხელი და ქათმებისკენ მოისროლა. ამაზე ვ-–-- უთხრა, აფხაზეთიდან დასაბრუნებელი კაცი შენ არ ყოფილხარო, რასაც უკვე მოჰყვა უსიამოვნება. ი-–---–-----–---–ი შეეცადა გაშველებას და შუაში ჩადგა, სიტუაცია ჩაწყნარდა. დაახლოებით 5-7 წუთში გააგრძელეს ნარდის თამაში და თამაში მოუწია მამა-შვილს, მას და ი-–--ს, მაგრამ ზ---------–---- ი-–--ს ეუბნებოდა, რომ მას უნდა ეთამაშა. ი-–-- უხსნიდა, მაგრამ მას არ სურდა გაგება და ყვიროდა, რომ რიგის გარეშე უნდა ეთამაშა, რადგან აჭმევდა და ასმევდა მთელ მეზობლებს. ი-–--მ ზურგი აქცია ე-–----ს და სახლისკენ გაემართა, მაგრამ ე-–----- მიმართა უშვერად, რაზეც ი-–-- გაბრაზდა, მოტრიალდა, ნარდს ხელი აჰკრა და ზ------- უკნიდან მიაძახა: ასაკოვანი კაცი ხელის შესახებად როგორ გაგიმეტოო. ამის გაგონებაზე ე-–----- ქურთუკი გაიხადა და ი-–--სკენ დასარტყმელად გაიწია. ის იყო უნდა დაერტყა, რომ ი-–--მ დარტყმის ასაცილებლად მკლავებში ჩაავლო ხელი უკანა მხრიდან და გააკავა. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა რამდენიმე წამს გაგრძელდა, უკანა მხრიდან იყო ი-–-- ზ---------–----სთან მიმართებაში და ეჭირა მისი ხელები. ნ------------–------- და თ--------------------–--- აშველებდნენ. მოულოდნელად ზ---------–----მ ფერი დაკარგა. ამის დანახვაზე ი-–--მ ზ---------–----ს ხელი გაუშვა და ე-–---- დაბლა დაეცა. ი-–-- პირველი იყო, ვინც მის მოსულიერებას შეუდგა, მერე სხვებიც მიეშველნენ, მივიდა სასწრაფო დახმარებაც, მაგრამ ზ---------–---- უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა.
მოწმე თ--------–-–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად (რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის გარდაცვალების გამო), ა--------------–---–---- ერთად, სკვერში თამაშობდა ჭადრაკს, ასევე, ეზოში იყვნენ ზ---------–----, ზ-------–-----–---–- და მისი შვილი ი-–---–-----–---–ი, რომლებიც ნარდს თამაშობდნენ, თან არაყს სვამდნენ. ნარდის თამაშის გამო ზ---------–----სა და ი-–---–-----–---–ს შორის მოხდა შელაპარაკება, მაგრამ გააშველეს ისინი და ზ-------–-----–---–-- თავისი შვილი იქიდან გაიყვანა. ამის შემდეგ ის სახლში ავიდა, ეზოში ჩაბრუნდა დაახლოებით 20-25 წუთში და დაინახა, რომ ზ---------–---- მაგიდაზე იწვა გაუნძრევლად, ირგვლივ კი ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ერთ-ერთი მეზობლისგან გაიგო, რომ ი-–---–-----–---–მა და ზ---------–----მ იჩხუბეს, ი-–--მ ხელი მოკიდა და იღლიაში ჰყავდა დაჭერილი ზ---------–----, შემდეგ გვერდზე გადაცვივდნენ თუ წაიქცნენ და ზ---------–---- მოკვდა.
მოწმე ა--------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ეზოში ჩვეულებისამებრ იყვნენ შეკრებილი მამაკაცები და ნარდს თამაშობდნენ, პარალელურად სვამდნენ. ის სხვა მაგიდასთან თამაშობდა ჭადრაკს თამაზთან ერთად. რაღაც პერიოდში ხმაურის ხმა შემოესმათ და მოუწოდეს დამშვიდებისკენ. შემდეგ ის სიდედრის ბინაში ავიდა. ხმაურზე გამოვიდა და დაინახა, რომ ზ---------–---- ბადესთან იყო უხერხულად გადავარდნილი, ფეხამოტრიალებული და თავმოღრეცილი ეგდო. ახლომახლო არავინ იყო. ამ დროს ვიღაცამ აირბინა ზემოთ, სახლში, მგონი, მ------ (ასე მოიხსენიებენ ი-–---–-----–---–ს მეზობლები) იყო. შემდეგ გამოჩნდა მეზობელი თ-------- ექიმი. დააწვინეს მაგიდაზე, თითქოს პულსი ესინჯებოდა, პირადად ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ ვერ გადარჩებოდა, რადგან კისრის ფუძე ჰქონდა მოტეხილი.
მოწმე მ---------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2002 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 6 საათზე, სამზარეულოში გაიგო ხმამაღალი ყვირილის ხმა. გაიხედა და დაინახა, რომ ზ---------–---- მაგიდის გვერდით გულაღმა იწვა და ბევრი ხალხი ირეოდა. თვითონაც გავიდა. მეზობლები იყვნენ თ--------------------–---, ა--------------–---–-- ვ-–----------–---, ნ------------–------- და სხვები. გაიგო, რომ კამათი მოსვლიათ ზ---------–----სა და ი-–---–-----–---–ს. თ----------------–--- ყვებოდა, ი-–--მ კისერში მოუჭირა ხელი, ვერ გავაშვებინე და ამ დროს გავხდი ცუდადო. როდესაც სახლში აბრუნდა სასწრაფოში დასარეკად, მან დაინახა, რომ ი-–---–-----–---–ი გვერდზე უვლიდა კორპუსს და სწრაფი ნაბიჯით ადიოდა გზისკენ.
მოწმე ნ------------–-------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ 2002 წლის 12 მაისს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც, 2002 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე, ჩავიდა ეზოში და ნახა, რომ სკვერში, სადაც მამაკაცები იკრიბებოდნენ, იყო ჩოჩქოლი. ხალხი იყო შეკრებილი, მათ შორის იყვნენ თ----------------–--- და ზ-------–-----–---–-. შემდეგ დაინახა, რომ ზ---------–---- მიწაზე იყო წაქცეული და მას ა--------------–---–- ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. თვითონაც მივიდა დასახმარებლად და თავი აუწია ზ---------–----ს, რომელიც უგრძნობლად იწვა. შემდეგ ასწიეს ზ---------–---- და მაგიდაზე დააწვინეს. მივიდა სასწრაფო დახმარებაც, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. შემდეგ გაიგო მეზობლებისგან, რომ ზ------ და ი-–--ს ნარდის თამაშის გამო მოსვლიათ კამათი და ამის შემდეგ ზ---------–---- მიწაზე წაქცეულა.
2002 წლის 2 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, თბილისში, ნ--–--------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც არის პატარა ზომის ბაღი, მეორე სადარბაზოს წინ მდებარე შემოღობილ ბაღში არის ხის გრძელი მაგიდა, რომელზეც ასვენია ზ---------–----ს გვამი, ხელისშეხებით ცივი, თვალის გუგები დახურული, პირი ღია. გარეგნულად დაზიანების ნიშნები გვამს არ აღენიშნება. მაგიდის გვერდზე მიწაზე ყრია ნარდის ქვები და კამათლები, ასევე, მიმოფანტულია სიგარეტის ნამწვავები. მაგიდის გვერდზე, მიწაზე არის გადაბრუნებულ მდგომარეობაში ხის გრძელი სკამი, მაგიდიდან 1,5 მეტრში არის რკინის ბადე. მაგიდაზე, ასევე, დევს პლასტმასის ბოთლი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი. მაგიდის გვერდზე, მიწაზე ნანახი იქნა ნარდის სათამაშო დაფა გაშლილ მდგომარეობაში.
2002 წლის 28 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტის #------- დასკვნით დადგენი-–--, რომ ზ---------–----ს იასამნისფერ მაისურზე უკანა მხრიდან, კისრის მიდამოში, საყელოს ნაკერზე არსებული დაზიანება მიყენებულია რღვევით, მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
2002 წლის 19 აპრილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის #--- დასკვნით დადგენი-–--, რომ:
· ზ---------–----ს სიკვდილის უშუალო მიზეზია კისრის მე-6 მალის მოტეხილობა ზურგის ტვინის დაზიანებით;
· ზ---–----ს გვამს აღენიშნება კისრის მე-6 მალის მოტეხილობა ზურგის ტვინის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რამაც გამოიწვია ზ---------–----ს სიკვდილი;
· ზ---–----ს გვამზე არსებული დაზიანებანი ნაჭდევების სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს;
· ზ---–---- დაავადებული იყო ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზით. აღნიშნული დაავადება არ არის მიზეზობრივ კავშირში ზ---–----ს სიკვდილთან;
· ზ----–----ს გვამიდან აღებულ სისხლში სასამართლო ქიმიური გამოკვლევით აღმოჩნა 1 პრომილე ეთილის სპირტი.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო გამოძიების ეტაპზე სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------------- და განმარტა, რომ მის მიერ გამოკვლეულ იქნა ზ---------–----ს გვამი, რა დროსაც კისრის მიდამოს გახსნისას თვალნათლივ გამოჩნდა სისხლჩაქცევები, მოხდა რბილი ქსოვილების პრეპარირება. ხერხემლის მე-6 მალის მოტეხილობის ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებსა და ზურგის ტვინის სისქეში აღინიშნებოდა მასიური სისხლჩაქცევები, რაც ჩანდა ვიზუალურადაც, თვალნათლივ. დაზიანება შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო თავის მოგრეხვით, კისერზე ხელის მოჭერით, ანუ ისეთი ძალის მოქმედებით, რომელიც საკმარისი იქნებოდა მალის მოსატეხად. მოხდა კისრის მე-6 მალის ამოსახსვრა და მასალა შეინახა შემდგომისთვის, თუკი ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა დადგებოდა დღის წესრიგში. ხერხემლის ამოღების შემდეგ ყველაფერი თვალნათლივ ჩანდა, რადგან ასეთ დროს უყურებ უშუალოდ ზურგის ტვინს და ზუსტად ჩანს, რა ხდება მოტეხილობის ქვეშ მალის შიგნით. შესაბამისად, ზ---------–----ს სიკვდილის მიზეზად დადგინდა კისრის მე-6 მალის მოტეხილობა ზურგის ტვინის დაზიანებით. აქვე იყო დაზიანებები ნაჭდევების სახით, რაც მიეკუთვნა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, იყო ასაკობრივი დაავადებებიც, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო კავშირში დამდგარ შედეგთან. ასევე, არ იყო დაზიანება თავზე, რამაც გამორიცხა დაცემის შედეგად ზ---------–----ს სიკვდილის დადგომის შესაძლებლობა. მის მიერ კვლევის ჩატარების პროცესში არანაირი ლპობა არ იყო სახეზე. თუ ლპობის პროცესია წასული, რაიმეზე კატეგორიული მსჯელობა შეუძლებელია, ლპობის პროცესის ხარისხიდან გამომდინარე.
2002 წლის 22 ნოემბრის ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #-------- დასკვნის მიხედვით,· ექსპერტიზაზე წარდგენილი კისრის მალების პრეპარატების შესწავლით დადგინდა, რომ ზ---–----ს კისრის მალებზე აღინიშნება სექციის კვალი, კერძოდ, ერთი მალა გახსნი-–-- ზურგის ტვინის გამოკვლევისათვის საჭირო სექციური განახერხით. სექციური მანიპულაციების უხეში კვალი აღინიშნება არასრულად ამოსახსრულ მეორე მალის პრეპარატზე, მის კორჩზე, გახსნილ მალაზე. კისრის მე-6 მალის დამსხვრეული მოტეხილობა, რომელიც მითითებულია ექსპერტის დასკვნა #----ის აღწერილობით ნაწილში, და რომელზედაც დასკვნის მიხედვით არ ჩატარებულა ფიზიკო-ტექნიკური გამოკვლევა, ამოღებული იყო მხოლოდ შესანახად. არათუ მოტეხილობის განვითარების მექანიზმზე მსჯელობა, თვით მოტეხილობის არსებობის დადასტურებაც ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან სექციური მანიპულაციები უხეშადაა ჩატარებული, საკვლევი ობიექტი არასრულია და არ შეიცავს ძვლის მოცილებულ ფრაგმენტებს, რაც აუცილებელია მოტეხილობის არსებობაზე და მისი განვითარების მექანიზმზე მსჯელობისათვის, მით უმეტეს, რომ ექსპერტის მიერ არ არის მითითებული მოტეხილობის ხაზების მიმართულებები, საერთოდ არაფერია ნათქვამი მოტეხილობის მორფოლოგიაზე, მოქმედი ძალის მიმართულებაზე, მოცემულია მხოლოდ დიაგნოსტიკური ცნება - დამსხვრეული მოტეხილობა, ასევე, შეუძლებელია დადგენა იმისა, თუ რა სახის და ზომის, რა ხანდაზმულობის სისხლჩაქცევები აღინიშნებოდა ე.წ. მოტეხილობის შესაბამისად, ვინაიდან ექსპერტის დასკვნა #----ში ამის შესახებ მითითებულია მხოლოდ ზოგადად და ამ სისხლჩაქცევათა მორფოლოგიაზე არაფერია ნათქვამი. ასევე, არ არის მითითება, კანზე ან კანქვეშ აღენიშნებოდა თუ არა რაიმე დაზიანება, რა ფართობზე, რა სახის. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ასევე, შეუძლებელია მსჯელობა ზურგის ტვინის დაზიანების ხასიათზე, არაფერია ცნობილი ზურგის ტვინის გარსების მდგომარეობაზე, მათში სისხლჩაქცევებზე, სისხლჩაქცევათა მორფოლოგიაზე, განფენილობაზე, ინტენსივობაზე და, შესაბამისად, ექსპერტიზას არ შეუძლია იმსჯელოს არასრულ მონაცემებზე დაყრდნობით ზურგის ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და საერთოდ ზურგის ტვინში დაზიანებათა არსებობაზე, რამეთუ ზურგის ტვინის ჰისტოპრეპარატი #--------- რომელიც წარდგენი-–-- დამატებითი გამოკვლევისათვის და რომლის შესახებ ექსპერტის დასკვნა #----ში იკითხება: ,,ზურგის ტვინი - დიფუზური სისხლჩაქცევა‘‘, იგივე პრეპარატის შესწავლისას მასში სისხლჩაქცევა არ აღმოჩნდა. დაზიანებათა ხანდაზმულობა მიკროსკოპული-ჰოსტოლოგიური კვლევისას განსაზღვრული არ ყოფილა და ჰისტოპრეპარატებში გამოხატული ლპობითი პროცესებისა და მათი უხარისხობის გამო ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია;
· კითხვაზე - სიკვდილი დადგებოდა თუ არა მყისიერად, პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტიზას არასარწმუნოდ მიაჩნია კისრის მე-6 მალის მოტეხილობა #--- დასკვნის აღწერილობის მიხედვით, შესაბამისად, ზურგის ტვინის დაზიანების ფაქტის დასაბუთებულობა და ვერ იმსჯელებს არასარწმუნო დაზიანებების შესაძლო გამოსავალზე;
· ზ---–----ს გულის კუნთში და მის მკვებავ სისხლძარღვებში მაკროსკოპულად და მიკროსკოპულად არსებული დაზიანებების დასადგენად საჭიროა ხარისხიანი ჰისტოპრეპარატების დამზადება და მათი შესწავლა. რაც შეეხება ზ---–----ს დაავადებებს, მითითებულია წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტებში, საიდანაც ირკვევა, რომ ის იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი და აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, დაძაბვის სტენოკარდია II, ჰიპერტონული დაავადება II სტადია, სტაბილური სტენოკარდია II ხარისხის;
· ზ---–----ს სიკვდილის მიზეზის დადგენა ექსპერტიზის ხელთ არსებული მონაცემებით შეუძლებელია.
ალტერნატიული დასკვნის შინაარსი სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------–--–---–--, რომელმაც განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად წარედგინა ზ---------–----ს გვამიდან აღებული კისრის მალა და შინაგანი ორგანოების მიკროპრეპარატები, 13 პრეპარატი, რომელთა გამოკვლევის შედეგად გაცემულ იქნა ზემოაღნიშნული დასკვნა. ამასთან, განმარტა, რომ ძვლის მოტეხილობის მექანიზმი ორგვარია: პირდაპირი და არაპირდაპირი. შესაძლებელია, კონკრეტული საგნით კონკრეტულ ორგანოზე ზემოქმედებით განვითარდეს მოტეხილობა. შესაძლებელია, ძალის მოქმედება იყოს სხვა ადგილას და მოტეხილობა მოხდეს სხვა ადგილას. ზოგადად მე-6 მალის მოსატეხად დიდი ძალაა საჭირო. მისი მოტეხილობა სიკვდილს არ იწვევს, უნდა იყოს ზურგის ტვინის დაზიანება, რაც მყისიერი სიკვდილით არ მთავრდება, თუ არ არის მთლიანი გაწყვეტა, მაგრამ გარსი საერთოდ არ იყო პრეპარატში, მარტო რბილი გარსები იყო და იქ არ იყო სისხლჩაქცევა. ასეთი ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ აპარატზე შეერთებულები, თუმცა კატეგორიულად არაფრის თქმა არ შეუძლია. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მხოლოდ დამსხვრეული მოტეხილობა, რაც არასაკმარისია. ნამსხვრევები საერთოდ არ იყო შენახული. საკვლევი მასალა არასრული იყო. არ ყოფილა ჩატარებული ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც მიმართულებას, ძალის ზემოქმედებას დაადგენდა. ზ---–---- დაავადებული იყო ათეროსკლეროზით, კარდიოსკლეროზით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იყო ჟანგბადის ნაკლებობა, რასაც მოჰყვება ინფარქტი. ეს არის გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის სურათი. ამ შემთხვევაში კი გარსი საერთოდ არ იყო წარდგენილ პრეპარატში. მოწმემ დაადასტურა, რომ პრეპარატები სრულყოფილად იქნა წარდგენილი, მაგრამ იქ მოტეხილობის ფრაგმენტები არ იყო და პრეპარატი იყო არასრული, ვინადან ერთმანეთთან შეთავსებით ერთ მთლიან ბალანსს არ ქმნიდა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილისა და 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, სასამართლოში წარმოდგენილი და სასამართლო გამოძიების ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია ი-–---–-----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია: პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება, მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, და შედეგი სიკვდილის სახით.
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია აღიარებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ.Fedorchenko and Lozenko v. Ukraine, განაცხადი no.387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით, გამოიკვლია რა საქმეში არსებული მასალები, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია ი-–---–-----–---–ის მიერ ზ---------–----ს განზრახ მოკვლის ფაქტი.
2002 წლის 2 აპრილს, საღამოს, თბილისში, ნ--–--------------ში მომხდარი ფაქტის ირგვლივ სასამართლოს ჩვენება მისცეს როგორც გარდაცვლილ ზ---------–----ს მეზობლებმა, ასევე, ოჯახის წევრებმა. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა-–------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მას შემოესმა ხმაურის ხმა და ფანჯრიდან დაინახა, რომ მის მეუღლესა და ი-–---–-----–---–ს შორის იყო კონფლიქტი, რის გასარკვევად ეზოში ჩასვლა დააპირა მისმა ძმისშვილმა გ-----------------მ, რისი უფლებაც მას არ მისცა, რადგან ი-–---–-----–---–ი სარგებლობდა ცუდი რეპუტაციით. როდესაც ამ საუბრის დროს გაიხედა ფანჯარაში, დაინახა, რომ მეუღლე უკვე იღლიის ქვეშ ჰყავდა მოქცეული ი-–--ს, უკნიდან ედგა, ყელს უგრეხდა და ახრჩობდა, რის შემდეგაც მისი მეუღლე დაეცა მიწაზე. იგივე შინაარსისაა გარდაცვლილის შვილის - გ----------–----ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება და მოწმე გ-----------------ს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, რომლებიც, ა-–------------სთან ერთად, იმყოფებოდნენ სახლში და ფანჯრიდან დაინახეს მომხდარი ფაქტი. ორივე მათგანს ერთნაირი თანამიმდევრობით აქვს აღწერილი მოვლენების განვითარება და მათი ჩვენებები სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ისე, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა-–------------ს ჩვენებასთან.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება აქვს გამოძიებისთვის მიცემული მოწმე თ--------------------–---საც, რომელიც შეესწრო ეზოში ი-–---–-----–---–სა და ზ---------–----ს შორის მომხდარ კონფლიქტს. მისი ჩვენების თანახმად, ი-–---–-----–---–ს ზ---------–----ს კისერი უცნაურად ჰქონდა ხელებში მოქცეული და ძლიერად უჭერდა ყელში, მიუხედავად მეზობლების მცდელობისა, ვერ გააშვებინეს ხელი, ხოლო როდესაც შემდეგ ი-–--მ უცბად ხელი გაუშვა მას, ზ---------–---- მოწყვეტით დაეცა მიწაზე უგონო მდგომარეობაში.
ზემოთ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა-–------------ს ჩვენება აბსოლუტურად თავსებადია ერთმანეთთან, ისინი უშუალო თვითმხილველი და შემსწრე არიან ი-–---–-----–---–ის მიერ ზ---------–----ს მიმართ მკვეთრად გამოხატული აგრესიულობით ხელის ყელში მოჭერის, თავის იღლიის ქვეშ მოქცევის გზით. აღნიშნულ პირთა ჩვენებები აბსოლუტურად გამორიცხავს დაცვის მხარის პოზიციას საქმეში პირდაპირი მოწმეების არარსებობის თაობაზე, რამდენადაც სწორედ ისინი არიან ი-–---–-----–---–ის მიერ ზ---------–----ს მკვლელობის თვითმხილველები.
მომხდარი დანაშაულის უშუალო შემსწრეა, ასევე, განსასჯელის მამა ზ-------–-----–---–-ც, რომელმაც თავის ჩვენებაში შემდეგნაირად აღწერა მის შვილსა და ზ---------–----ს შორის კონლიფქტის განვითარება: ზ---------–---- ზედმეტად ნასვამი იყო და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, როდესაც მის მიერ მიტანილი ალკოჰოლის დალევაზე მეზობლებმა უარი განაცხადეს. ჩაწყნარებულმა ვითარებამ გაგრძელება ჰპოვა უკვე ნარდის თამაშისას, როდესაც ზ------- ი-–--ს ადგილის დათმობას სთხოვდა სათამაშოდ. მოწმის ჩვენების თანახმად, ი-–--ს მობეზრდა ასეთი უმსგავსობა და იქაურობას ეცლებოდა, როდესაც ზ------ შეაგინა, რის შემდეგაც ი-–-- უკან მოტრიალდა, უთხრა, რომ ასაკის გამო ვერ გაიმეტებდა, და ნარდს ხელი აჰკრა, ამ დროს ზ---------–----მ ქურთუკი გაიხადა და ი-–--სკენ დასარტყმელად გაიწია, რის ასაცილებლადაც ი-–--მ მკლავებში ჩაავლო ხელი და დააკავა. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა რამდენიმე წამს გაგრძელდა. მოულოდნელად ე-–----- ფერი დაკარგა, ი-–--მ ხელი გაუშვა და ზ---------–---- დაბლა დაეცა.
მიუხედავად იმასა, რომ მოწმე ზ-------–-----–---–-- სასამართლოს განუცხადა, თითქოს, ამის შემდეგ ი-–---–-----–---–ი დავარდნილ ზ---------–----ს ასულიერებდა და ეს იყო შემთხვევითობა (რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს), მოწმის ჩვენებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ კონფლიქტი მოხდა მხოლოდ ზ---------–----სა და ი-–---–-----–---–ს შორის და, ამ უკანასკნელის გარდა, სხვა პირს გარდაცვლილ ზ---------–----სთვის არანაირი სახის დაზიანება არ მიუყენებია. ამავე მოწმის ჩვენების თანახმად, კონფლიქტის მონაწილე პირთა გაშველებას ცდილობდნენ ზ----------------–--- და ნ------------–-------.
მოწმე ნ------------–-------მ სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ ეზოში ხალხი იყო შეკრებილი, რომელთა შორის იყვნენ თ----------------–--- და ზ-------–-----–---–-. დაინახა, რომ ზ---------–---- მიწაზე იყო წაქცეული და მას ა--------------–---–- ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. თვითონაც მივიდა დასახმარებლად და თავი აუწია ზ---------–----ს, რომელიც უგრძნობლად იწვა.
მართალია, მოწმე ნ------------–-------სა და მოწმე ზ-------–-----–---–-ს ჩვენებებს შორის არის შინაარსობრივი სხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნ------------–------- უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ი-–---–-----–---–ისა და ზ---------–----ს გაშველებაში, რაც სასამართლოში არ დაადასტურა მოწმე ნ------------–-------მ, თუმცა აღნიშნული არ ეწინააღმდეგება და არ გამორიცხავს იმ უტყუარად დადგენილ გარემოებას, რომ კონფლიქტს მხოლოდ ი-–---–-----–---–სა და ზ---------–----ს შორის ჰქონდა ადგილი.
გარდაცვლილ ზ---------–----სა და განსასჯელ ი-–---–-----–---–ს შორის მომხდარი შელაპარაკების თაობაზე სასამართლოს ჩვენებები მისცეს, ასევე, მოწმეებმა - ა--------------–---–-- და თ--------–-–---–--. ისინი შემსწრე არიან ეზოში გამართული კონფლიქტის, რაც გახდა ჩხუბის წინაპირობა. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ---------------–---–-- განაცხადა, რომ მისთვის მეზობლებისგან, უშუალოდ თ----------------–---სგან გახდა ცნობილი, რომ კამათი მოხდა ი-–---–-----–---–სა და გარდაცვლილ ზ---------–----ს შორის, რა დროსაც ი-–--მ ზ---------–----ს კისერში მოუჭირა ხელი, რომელიც ვერ გააშვებინეს.
სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მოწმის ჩვენებებს შორის არის გარკვეული სახის წინააღმდეგობა რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ყველა მოწმე ადასტურებს ზ---------–----ს მიმართ სწორედ ი-–---–-----–---–ის მხრიდან ძალის გამოყენებას და გამორიცხავს სხვა პირის მიერ მასთან ფიზიკურ შემხებლობას. არცერთ მოწმეთაგანს ზ---------–----ს გარდაცვალების თაობაზე სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებული სურათი არ გამოუკვეთავს. მას შემდეგ, რაც ზ---------–---- უგონოდ დაეცა მიწაზე, შემთხვევის ადგილზე მყოფ არცერთ მოწმეს ი-–---–-----–---–ი აღარ უნახავს. მ---------------–---–-- პირადად დაინახა, როგორ ადიოდა ი-–---–-----–---–ი სწრაფი ნაბიჯებით გზისკენ და კორპუსს გვერდს უვლიდა. ასევე, მოწმე ა--------------–---–-- ჩვენების თანახმად, როდესაც ბადესთან გადავარდნილი ზ---------–---- დაინახა, ვიღაცამ გაირბინა, რომელიც, სავარაუდოდ, ი-–---–-----–---–ი იყო. სასამართლოს რჩება ერთადერთი დასკვნის გაკეთების საშუალება, რომ ი-–---–-----–---–ი კონფლიქტის დასრულების შემდეგ ადგილზე არ გაჩერებულა, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად დატოვა იქაურობა და დღემდე ემალება მართლმსაჯულებას.
დაცვის მხარემ აპელირება მოახდინა საქმეში ირიბი მოწმეების არსებობაზე, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე, გარდა ირიბი ჩვენებებისა, არსებობს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე გამოაქვს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და რომელთა თაობაზეც სასამართლომ ზემოთ იმსჯელა.
ამასთან, სასამართლო ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობი-–--. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა: იმისათვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom‘‘, განაცხადი #26766/05 და #22228/06 და 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,Hrncastle and Others v. The United Kindgom‘‘, განაცხადი #4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom‘‘ მითითებულია, რომ, როდესაც გადმოცემით ნათქვამზე აგებული ჩვენებაა ერთადერთი ან მეტწილი მტკიცებულება განსასჯელის წინააღმდეგ, მტკიცებულებად მისი მიღება ავტომატურად არ იწვევს 6.1 მუხლის დარღვევას. თითოეულ ასეთ საქმეში მნიშვნელოვანია გამაწონასწორებელი ფაქტორების არსებობა, მათ შორის, ისეთი ზომებისა, რომლებიც შესაძლებელს ხდის ამ მტკიცებულების სარწმუნოობის სამართლიან და სათანადო შეფასებას.
მართალია, სასამართლო ადასტურებს საქმეში ირიბი ჩვენებების არსებობას, თუმცა როგორც სასამართლოს, ასევე, დაცვის მხარეს, ჰქონდა სრული შესაძლებლობა, შეემოწმებინა მათი სარწმუნოობა და შეეფასებინა ისინი. ამასთან, აღნიშნული ჩვენებები არ წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის არსებით და ერთადერთ საფუძველს.
დაცვამ აპელირება მოახდინა, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ ი-–---–-----–---–ს ზ---------–----სთან ჰქონდა ხანმოკლე მეზობლური ურთიერთობა და მისი მოკვლის განზრახვის აღმოცენება გამორიცხულია. სასამართლო აცხადებს, რომ, იმ პირობებში, როდესაც კონფლიქტი წარმოიშვა ნარდის თამაშის დროს, კონკრეტულ მიზეზს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ხანმოკლე ურთიერთობა არ გამორიცხავს ი-–---–-----–---–ის ფსიქიკაში ,,მოწინააღმდეგე მხარის‘‘ მოკვლის განზრახვის აღმოცენების შესაძლებლობას, შელაპარაკების ნიადაგზე.
ი-–---–-----–---–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირი დადგენი-–-- სასამართლო სამედიცინო ექსპერტის #--- დასკვნით და ექსპერტ კ------------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით. კერძოდ, ექსპერტის დასკვნით, რომლის შინაარსი და სისწორეც სასამართლოში სრულად დაადასტურა ექსპერტიზის ჩამტარებელმა პირმა, დადგენი-–--, რომ ზ---------–----ს გვამს აღენიშნებოდა კისრის მე-6 მალის მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაზიანებით, და მისი სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო კისრის მე-6 მალის მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაზიანებით. ექსპერტმა სასამართლოს განუმარტა და კატეგორიულად განაცხადა, რომ ზ---------–----ს ხერხემლის მე-6 მალის მოტეხილობის ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებსა და ზურგის ტვინის სისქეში აღინიშნებოდა მასიური სისხლჩაქცევები, ეს ჩანდა ვიზუალურადაც, თვალნათლივ, და დაზიანება შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო თავის მოგრეხვით, კისერზე ხელის მოჭერით, ანუ ისეთი ძალის მოქმედებით, რომელიც საკმარისი იქნებოდა მალის მოსატეხად. ექსპერტმა გამორიცხა ასაკობრივი დაავადებების გამო ზ---------–----ს სიკვდილი, ისევე, როგორც გამორიცხა დაცემის შედეგად ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობა. აღნიშნული დასკვნა და ექსპერტის ჩვენება სრულ თანხვედრაშია სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეულ, მოწმეთა მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებთან. თითოეული მათგანი, ვინც შეესწრო კონფლიქტს ი-–---–-----–---–სა და ზ---------–----ს შორის, ნათლად აღწერს რომ ი-–---–-----–---–ს იღლიის ქვეშ ჰქონდა მოქცეული ზ---------–----ს თავი და კისერს უგრეხდა და ხელებს უჭერდა. შესაბამისად, ზ---------–----ს სიკვდილის მიზეზად კისრის მე-6 მალის მოტეხილობით, ზურგის ტვინის დაზიანებით, დადგენაში ეჭვის შეტანის ვერანაირ საფუძველს სასამართლო ვერ ხედავს.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის ჩამტარებელმა ექსპერტმა მ----------–--–---–-- სასამართლოში, ასევე, დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, თუმცა მისი დასკვნა, ისევე, როგორც სასამართლოსთვის მიცემული განმარტება ძირითადად აგებულია სამედიცინო ექსპერტის #--- დასკვნის რევიზიასა (რაც სცდება ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხებს) და საკვლევი მასალის არასრულყოფილებაზე, რის გამოც ექსპერტის მიერ მთელ რიგ შეკითხვებს ვერ გაეცა პასუხი.
მოწმე კ------------------- ჩვენების მიცემისას კატეგორიულად მიუთითა, რომ ხერხემლის გახსნისთანავე, ვიზულაურად, თვალნათლივ ჩანდა სისხლჩაქცევები, მოხდა რბილი ქსოვილების პრეპარირება, ხერხემლის მე-6 მალის მოტეხილობის ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებსა და ზურგის ტვინის სისქეში აღინიშნებოდა მასიური სისხლჩაქცევები, რაც ასახა ექსპერტიზის დასკვნაში. ასევე, ზ---------–----ს ხერხემლიდან მოხდა კისრის მე-6 მალის ამოსახსვრა და შენახვა, თუკი ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა დადგებოდა დღის წესრიგში, რასაც, თავის მხრივ, არც მ----------–--–---–- უარყოფს, თუმცა აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის გადაცემული პრეპარატები არ იყო სრულყოფილი და მათი ნაწილი, ლპობის გამო, გამოუსადეგარი იყო კვლევისთვის. მიუხედავად ექსპერტის ვრცელი მსჯელობისა, დასკვნის არცერთი ნაწილი არ შეიცავს პასუხებს იმ კუთხით, რაც დაზუსტებით მისცემდა სასამართლოს შესაძლებლობას, ემსჯელა საწინააღმდეგოზე, რომ ი-–---–-----–---–ის ქმედებასა და ზ---------–----ს მიმართ დამდგარ შედეგს შორის კავშირი არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასასამართლო ვერ გაიზიარებს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას, როგორც მტკიცებულებას, და ვერ დააყრდნობს განაჩენს დასკვნას, რომლის უტყუარობასა და კატეგორიულობაზე მისი ჩამტარებელი პირიც კი ვერ უთითებს, მაშინ, როდესაც ექსპერტმა კ------------------- სასამართლოში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მის მიერ გამოკვლევა ჩატარდა უშუალოდ ზ---------–----ს გვამზე და მის მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიული და ზუსტია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. ამ დანაშაულის ჩადენისათვის, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
ის გარემოება, რომ ი-–---–-----–---–ს იღლიის ქვეშ ჰქონდა მოქცეული ზ---------–----ს თავი, რაც წარმოადგენს პირის შებორკვის, წინააღმდეგობის დათრგუნვის ხერხს, დასტურია იმისა, რომ მას ჰქონდა სურვილი, მისცემოდა მისთვის სასურველი ქმედების განხორციელების საშუალება. ასეთ პოზიციაში შებოჭილი პირისთვის კისრის მოგრეხა მიუთითებს მის მიზანმიმართულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე და ადასტურებს მის განზრახვას ზ---------–----ს მიმართ დამდგარი შედეგის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-–---–-----–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობის კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ი-–---–-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსასჯელის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე, მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმადაც, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
ამასთან, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და განსასჯელის წარსულ ცხოვრებას.
ი-–---–-----–---–ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც განსასჯელის პიროვნებას, ასევე, იმ გარემოებებს, რომ მისი ქმედებით დადგა უმძიმესი შედეგი სიკვდილის სახით და მრავალი წლის განმავლობაში იგი თავს არიდებს გამოძიებასა და სასამართლოს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსში 2018 წლის 30 მაისს განხორციელებული ცვლილებით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს), სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრულ სანქციას დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, ი-–---–-----–---–ის სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, ი-–---–-----–---–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების აუცილებლობაზე, რამდენადაც აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა, ი-–---–-----–---–ის მიერ კი დანაშული ჩადენი-–-- 2002 წლის 2 აპრილს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ი-–---–-----–---–ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს ¼-ით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
2015 წლის 15 აპრილის დადგენილებით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობი-–-- ნარდის დაფა და გარდაცვლილ ზ---------–----ს ტანსაცმელი, თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ნივთები, სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული ნივთების ბედის გადაწყვეტის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 503-ე, 506-509-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი-–---–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, ი-–---–-----–---–ს ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.
ი-–---–-----–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
ი-–---–-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე,მოსამართლე შორენა გუნცაძე