განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3----18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნი----–------–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - აზ-------–------------–---- (დაბადებული 1----–-–-------------ერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე (ქმედების ჩადენის დროს), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, სოფელი ფ-------–------------------------------ში).
ადვიკატი: ნი-----------ძე,თარჯიმანი:ელ------------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი
დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 1--------ს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ა--------–---ი ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2018 წლის 2--------–ს, დაახლოებით 15:55 საათზე ა----- პ-–---ი ქ. თბილისში სო----–----------–-–------–----------–-------- N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ. თბილისის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–-ბის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით საექსპერტო- კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში წარადგინეს. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ა--------–---ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის ჯგუფის’’ მოხმარების ფაქტი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ა--------–---ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმე - ს--------–---–---–---------------------- გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 2--------–ის ადმინისტრაციული დაკავების ოქმს, საქართველოს შსს საექპსერტო-კრიმინალისტიკური მ-------- სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების №-----7 დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------ის განჩინება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------ის განაჩენს, ბრალდებულ ა--------–---ის აღიარებით ჩვენებასა და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა--------–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ან/და იგი ამ დანაშაულისთვის უნდა იყოს ნასამართლევი.
3.2. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - ს--------–---–---–---------------------- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 2--------–ის ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, საქართველოს შსს საექპსერტო-კრიმინალისტიკური მ-------- სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების №-----7 დასკვნით, თბილისის საქლაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------ის განჩინებით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------ის განაჩენით, ბრალდებულ ა--------–---ის აღიარებითი ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 1--------ს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ა--------–---ი ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2018 წლის 2--------–ს, დაახლოებით 15:55 საათზე ა----- პ-–---ი ქ. თბილისში ს------–----------–-ში, რ---------–ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ. თბილისის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–-ბის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით საექსპერტო- კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში წარადგინეს. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ა--------–---ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის ჯგუფის’’ მოხმარების ფაქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, - შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა--------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას.
4.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი „მარიხუანას“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში ნარკოტიკული საშუალება - მეტადონის, ამფეტამინის, მეტამფეტამინისა და მდმასთან (ექსტაზთან) მიმართებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ გადაწყვეტილების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.
4.6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
4.7. ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთა არის ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად ობიექტურად საკმარისია პასუხისმგებლობის სხვა არასაპატიმრო ალტერნატივები.
4.8. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე საშიშროების შემცველ ქმედებას, შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად და ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს სანქციის მეორე, არასაპატიმრო ალტერნატიული სასჯელი - ჯარიმა.
4.9. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე, იმ გარემოებას, რომ ა--------–---ი აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდგომ, კერძოდ 2018 წლის 2------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით იგი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ა--------–---ს მოცემული დანაშაული ჩადენილი აქვს 2018 წლის 2--------–ს ე.ი. ზემოთ მითითებული განაჩენის გამოტანამდე, მის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. დღეის მდგომარეობით კი, ზემოაღნიშნული განაჩენი უკვე შესულია კანონიერ ძალაში.
4.10. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ა--------–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები.
4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა--------–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს, მოხმარებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას (ოპიუმის ჯგუფი), მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომაზე და მიაჩნია, რომ მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა იქნება პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ა--------–---ის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი, მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------ის განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. საბოლოოდ, ა--------–---ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
3. მსჯავრდებულ ა--------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 2-------------დან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს - წინა (2018 წლის 2------ის) განაჩენით დანიშნული და დღემდე მოხდილი პერიოდი (2018 წლის 2------იდან - 2018 წლის 2--------------დე).
4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. მსჯავრდებულ ა--------–---ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
6. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ა--------–---ს 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
7. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ა--------–---ის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
8. მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ ა--------–---ის მიმართ ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე