განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
120100118002624113
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 151
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-1/357-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე პროკურორი : გ-------------–---–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: მ----–-------–-–---–-

მამის სახელი: ი------

დაბადებული: 2-.0-.1---

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მისამართი: ბ----------, სოფელი დ-----

რეგისტრირებული: ბ----------, სოფელი დ-----

 

ადვოკატი : ი-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 1-----–---, დაახლოებით 23:30 საათზე, ბ----------ს რაიონის სოფელ დ----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----–-------–-–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხომების ნიადაგზე, მეუღლეს არასრულწლოვან ი----------–-–---–-ს თანდასწრებით მის დედას, ნ----------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოითრია თმიდან, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე თანაცხორების პერიოდში სისტემატიურად მ----–-------–-–---–- მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2. მანვე 2018 წლის ზაფხულში, ბ----------ს რაიონის სოფელ ს------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----–-------–-–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს არასრულწლოვან ი----------–-–---–-ს თანდასწრებით მის დედას, ნ----------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სკამი მოარტყა ბეჭებში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.3. 2018 წლის 1-----–---, დაახლოებით 23:30 საათზე, ბ----------ს რაიონის სოფელ დ----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----–-------–-–---–- საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე დანის გამოყენებით დაემუქრა მეუღლე ნ----------------ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც ნ----------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

მ----–-------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ნ---------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად 2018 წლის 1-----–--- მისი მეუღლე მ----–-------–-–---–- სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა, რომელმაც მის მიმართ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ამ ფაქტს შეესწრო მათი ა---------––-–------ შვილი ი----------–-–---–-, მ----–-------–-–---–მა მეუღლეს თმებში მოკიდა ხელი და გადმოათრია საწოლიდან ძირს, ურტყავდა ხელ-ფეხს ტანის არეში, მათ შვილს ი----------–-–---–საც რამდენჯერმე მოხვდა მამის მიერ მოქნეული ხელი, მ----–-------–-–-–---–- სამზარეულოს დანით ემუქრებოდა ნ----------------ს სიცოცხლის მოსპობით და აგრძელებდა მათ მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

იხ. ს.ფ. 5-7;

 

ი----------–-–---–-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებებს და ი----------–-–---–-- უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - მამის მ----–-------–-–---–-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

იხ. ს.ფ. 66-68;

 

მ----–-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის 1-----–---- N 7--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ნ----------------ს მარჯვენა და მარცხენა წვივების არეში არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე, ასევე ორივე ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინაარმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

იხ. ს.ფ. 55-57;

2018 წლის 1-----–---- N2--– ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტი;- 1(ერთი) ცალი, მასიური ტიპის დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არ ახასიათებს აშკარად გამოხატული მჩხვლეტავი-ბასრი-მჭრელი ნიშანი, სამზარეულო დანიშნულებისაა და აღნიშნულიდან გამომდინარე არ მიეკუთვნება - ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

იხ. ს.ფ. 73-77;

 

2018 წლის 2------------------------ სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით, ნ----------------, მ----–-------–-–---–-ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

იხ.ს.ფ 143-150;

 

სასამართლოს დასკვნა მ----–-------–-–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დამყარებულია ასევე სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობებზე: მოწმე - ვ----–----------ის, ლ---------–-–---–ის, დ-------------ის, ექსპერტ ვ-–-----––---–ის, - მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მ----–-------–-–---–-ს ალკოტესტით შემოწმების ქვითარი, ნ---------------ის ხელწერილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების თანხმობაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება, განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ----–-------–-–---–-ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ მ----–-------–-–---–-ს მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩადენილია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ----–-------–-–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასვამ მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენა.

 

მ----–-------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ----–--------–-–---–ის მეუღლეს ნ-----------------ს მასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, იგი გაემგზავრა საზღვარგარეთ სამუშაოდ და მათი არასრულწლოვანი შვილები, ი-----------–-–---–-, დაბადებული 2--- წელს, და ლ---- კ---–-–---–-, დაბადებული 2--- წელს, რომლებსაც მამის - მ----–--------–-–---–ის გარდა მზურნველობას ამ ეტაპზე სხვა ვერ გაუწევს, ფაქტიურად რჩებიან უმეთვალყურეოდ და მარჩენალის გარეშე, შესაბამისად, მ----–--------–-–---–ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებიც ნაკლებია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----–-------–-–---–- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით, მ----–-------–-–---–- ასევე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით,. მ----–-------–-–---–- ასევე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვაროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა უნდა შთანთქოს მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, შესაბამისად, საბოლოოდ მ----–-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი და 06 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 02 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ----–-------–-–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ----–-------–-–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.

 

2.მ----–-------–-–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.

 

3.მ----–-------–-–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვაროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ----–-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით.

 

5. მ----–-------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი და 06 თვე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი;

 

6. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ მ----–-------–-–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. მ----–-------–-–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 1-----–------- 2018 წლის 1--------------- ჩათვლით და იგი გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

8. ნივთმტკიცება ერთი ცალი ლითონისაგან დამზადებული დანა, სარკის ნამსხვრევები და პარფიუმერიის ბოთლი, რომელიც დალუქული ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი