განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
330100116001578531
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----16

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - მი-------------ე

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - ე-–---------------–-------------ძე (დაბადებული - 19---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, დ----------------------------–------–----------------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფი;

 

ადვოკატი - ნ---------–---რი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება;

 

2. ბრალდებული - ვლ-------------------------–--ლი (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------–--------------------------------------------------------------–ი), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფი;

 

ადვოკატი - ზ-----–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2016 წლის 25 აგვისტოს, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ე-–---------------ე მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ფ-------“, სახელმწიფო ნომრით E-------, რა დროსაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა ასევე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ „ფ---––----ნის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით AA------M ავტომობილს, რომელსაც მართავდა ვ-–---------------–--ლი. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ავტომობილ „ფ----ის“ მგზავრმა ნ--–-------–---–-ა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2016 წლის 25 აგვისტოს, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ე-–---------------ე მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ფ-------“, სახელმწიფო ნომრით E-------, რა დროსაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა ასევე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ „ფ---––----ნის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით AA------M ავტომობილს, რომელსაც მართავდა ვ-–---------------–--ლი. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ავტომობილ „ფ----ის“ მგზავრმა ნ--–-------–---–-ა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულის - ნ--–-------–---–ის და მოწმეების - მ--------------------------------–---------------------------------------------–-----–---–-------------------–----------–---–--------–-–----------–---- ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ე-–---------------ის და ვ-–---------------–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ე-–---------------ის და ვ-–---------------–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. შესაბამისად, ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში:

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. საქმის არსებით სხდომაზე დაზარალებულმა ნ--–-------–---–-ა განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ექიმად. 2015 წლის 25 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 1---- საათიდან - 1---- საათამდე შუალედში მიიღეს გამოძახება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ე-–---------------ე, ექიმ მი----------------სთან ერთად, რომელიც იჯდა შუაში, მიდიოდნენ გამოძახებაზე, კერძოდ, მოძრაობდნენ ვაჟა-ფშაველას მე-4 მიკრო/რაიონიდან, უნივერსიტეტის ქუჩის გავლით თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. მსვლელობისას როდესაც მიუახლოვდნენ უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურ „ველოგაზს“, მათი ავტომანქანა დიდი სიჩქარით შევარდა გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, რა დროსაც დაინახა ბეტონის ჩასასხმელად გათხრილი საძირკველი და მძღოლს უყვირა „რას შვრებოდა“. შემდეგ მძღოლმა საჭე აიღო მარცხნივ და აღმოჩნდა გადაბრუნებულ ავტომობილში. დაზარალებულის განმარტებით, სასწრაფო დახმარების ავტომანქანას, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევამდე, ჩართული არ ჰქონდა ხმოვანი სიგნალი, ასევე, მძღოლი ე-–---------------ე მთელი მსვლელობის განმავლობაში არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს, რამაც გამოიწვია აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა. მან ასევე განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება, ასევე აღნიშნული დაზიანებების შედეგად მას განუვითარდა დაავადება, რის გამოც დასჭირდა ძვირადღირებული მკურნალობა, კერძოდ, აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას მიადგა დაახლოებით 20 000 ლარის და 10 000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის შემდეგ, ბრალდებულ ე-–---------------ეს მის მიმართ არანაირი მატერიალური დახმარება და მორალური თანაგრძნობა არ აღმოუჩენია, შესაბამისად, მას ე-–---------------ის მიმართ პრეტენზია აქვს და ითხოვს როგორც ზიანის ანაზღაურებას, ასევე, მის კანონის შესაბამისად დასჯას. რაც შეეხება ვ-–---------------–--ლს, მისი განმარტებით, მიაჩნია, რომ მას საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია, შესაბამისად მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე მი----------------მ განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ექიმად. 2015 წლის 25 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაახლოებით 1---- საათზე მიიღეს გამოძახება რ---- ქუჩიდან. გამოძახების ადგილზე გავიდნენ “ფ----ის” მარკის ავტომობილით, რომელსაც მართავდა ე-–-------------აძე. ექიმი ნ--–-------–---–ი დაჯდა ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო მის გვერდით/შუაში დაჯდა თვითონ. ისინი ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-4 მირკო/რაიონიდან, უნივერსიტეტის ქუჩის გავლით უნდა გასულიყვნენ თამარაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანას ჩართული ჰქონდა ხმოვანი სიგნალი. მსვლელობისას უნივერსიტეტის ქუჩა #6-ში მდებარე გაზგასამართი სადგურიდან უცბად გამოვიდა ავტომანქანა, რომელიც კვეთდა მათ სამოძრაო ზოლს/გზა გადაუჭრა მათ ავტომანქანას. ე-–---------------ემ, მართალია, მოასწრო საჭის მარჯვნივ მომართვა, თუმცა, შეჯახების თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო. ავტომანქანაზე შეჯახების შემდეგ, სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემდეგ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და იმავე დღეს გაუშვეს სახლში.

 

4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 აგვისტოს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #18----ტ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის. ავტომობილის „ფ---––----ნი“, სახელმწიფო ნომრით - AA------M საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. ავტომობილის “ფ----ი”, სახელმწიფო ნომრით - E------ სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. შეჯახების მომენტისათვის ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე/შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 35 გრადუსს.

 

4.4. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა დ----------–----ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის #1---/ა დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ვ-–---------------–--ლის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 3-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ე-–---------------ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ი, პუნქტი 2-ი და ამავე კანონის დანართი, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

4.6. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა თ--------------აძემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

4.7. 2016 წლის 11 თებერვლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #00------6 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, შპს აკად. ნ.ყ---–--ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #9----ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (უნომრო)-ს ქსეროასლების თანახმად, 2015 წლის 5 აგვისტოს მოქალაქე ნ--–-------–---–ს დაესვა დიაგნოზი: პოლიტრავმა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. თ/ტ შერყევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, სხეულის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ექსკორიაციები. წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერებში მითითებულია რომ შუბლისა და კეფის არეში აღენიშნება კანქვეშა ჰემატომები და მარცხენა მტევნის მე-5 თითის ძირითადი ფალანგის მოტეხილობა. წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტის სქემატურ გამოსახულებაზე ასევე მონიშნულია შუბლისა და კეფის მიდამოებში ცეცხლნასროლი ჭრილობა, რაც წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტში არ არის დადასტურებული შესაბამისი ჩანაწერებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. დაზიანება (ექსკორიაციები, ჰემატომები, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა მე-5 თითის ძირითადი ფალანგის მოტეხილობა). განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

4.8. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

4.9. 2016 წლის 16 ივნისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის #0-------- დასკვნის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ნაწილის თანახმად, მოცემულ პირობებში, ავტომობილ „ფ---–------ნ“, A---------ის მძღოლმა ვ-–---------------–--ლმა, უგულებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომლის დაცვის შემთხვევაში ავტო-საგზაო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ პირობებში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილ „ფ----“, E-------ის მძღოლ ე-–---------------ეს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავტომობილ „ფ---–------ნ“-ზე შეჯახების) თავიდან აცილება შეეძლო თუ იგი იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით;

 

4.10. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა კ--------------–----------–--ლმა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

4.11. 2016 წლის 16 ივნისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის #0-------- დასკვნის ვიდეო ექსპერტიზის ნაწილის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა „ფ----“, E-------მა შეჯახებამდე 110 მეტრი მანძილის გავლას მოანდომა 3,8 წამი. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფ---–------ნ“-ის სამგზავრო ავტობუსის წინიდან მკაფიოდ გამოჩენიდან მასზე ავტომობილ „ფ----“-ის შეჯახებამდე გადის დაახლოებით 3,1 წამი დრო. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფ----“, E------ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, არ ჰქონდა ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა შუქურა და ასევე, არ ჰქონდა ჩართული მუდმივად ხმოვანი სიგნალი.

 

4.12. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ლ-–----------–--ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

4.13. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე გ--------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურში ინსპექტორის თანამდებობაზე. მისი განმარტებით, მან მოცემულ საქმეზე შეადგინა ცნობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, რომლის სისწორეს ადასტურებს.

 

4.14. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე კ--------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, განსახილველ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მან გამოძიება დაიწყო 2015 წლის 25 აგვისტოს და მის მიერ სრული მოცულობით იქნა ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, დაკითხულ იქნა მოწმეები, მის მიერ დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები და ასევე ჩატარებულ იქნა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწორეს და კანონთან შესაბამისობას ადასტურებს.

 

4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით სხდომაზე ე-–---------------ის და ვ-–---------------–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: ბრალდებულების ე-–---------------ის და ვ-–---------------–--ლის გამოკითხვის ოქმები, 2015 წლის 25 აგვისტოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობა, 2015 წლის 25 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანდართული სქემით, დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 22 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #1----ს დასკვნა, 2015 წლის 14 სექტემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, 2015 წლის 08 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, 2015 წლის 07 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #00------- დასკვნა, 2015 წლის 07 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #00------- დასკვნა და სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

 

4.16. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.18. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11, 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.19. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.20. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია უტყუარად დადგენილი იქნეს, რომ ე-–---------------ის და ვ-–---------------–--ლის მიერ ავტომობილის მართვისას მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია კონკრეტული შედეგი - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება (მოცემულ დროს აუცილებელია დადგენილ იქნეს მიზეზობრივი კავშირი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევასა და დამდგარ კონკრეტულ შედეგ(ებ)ს შორის). აღნიშნული ნორმის გაანალიზებით ნათელი ხდება, რომ მოცემული მუხლით სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის ჯანმრთელობა, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ქმედების სუბიექტური მხარეც, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელებული იქნეს მხოლოდ გაუფრთხილებლობით (თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის ზემოაღნიშნული ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა; 2) შედეგი, კერძოდ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და 3) მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.

5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის მატარებელი ნორმა, ვინაიდან, ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულ ე-–---------------ეს ედავება აღნიშნული კანონის 33 პუნქტი 1-ი, პუნქტი 2-ი და ამავე კანონის დანართი, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის მოთხოვნების დარღვევას, ხოლო ბრალდებულ ვ-–---------------–--ლს ედავება აღნიშნული კანონის მუხლი 32-ე პუნქტი 3-ის მოთხოვნების დარღვევას, რამაც კონკრეტული შედეგი გამოიწვია. მნიშვნელოვანია ასევე, ისიც, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია, თუ არა სისხლისამართლებრივად დასჯადი შედეგი, რომელიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. ასეთ დროს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კონკრეტულ ხასიათს უნდა ატარებდეს (იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის N4------- გადაწყვეტილება), რაც მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და წარმოდგენილი იქნა სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ.

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური და უნივერსალური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის - ნ--–-------–---–ის და მოწმეების - მ--------------------------------–---------------------------------------------–-----–---–-------------------–----------–---–--------–-–----------–---- საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

5.6. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

5.7. სასამართლო ბრალდებულების ე-–---------------ის და ვ-–---------------–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის - ნ--–-------–---–ის და მოწმეების - მ--------------------------------–---------------------------------------------–-----–---–-------------------–----------–---–--------–-–----------–---- საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 აგვისტოს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #18----ტ დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის #1---/ა დასკვნით, 2016 წლის 11 თებერვლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #00------6 დასკვნით, 2016 წლის 16 ივნისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვიდეო და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ე-–---------------ე მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ფ-------“, სახელმწიფო ნომრით E------, რა დროსაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა ასევე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ „ფ---––----ნის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით AA------M ავტომობილს, რომელსაც მართავდა ვ-–---------------–--ლი. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ავტომობილ „ფ----ის“ მგზავრმა ნ--–-------–---–-ა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები სახეზეა.

 

5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს (უნდა ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დანაწესი წარმოადგენს წმინდა პროცესუალურ პრობლემას და არ უკავშირდება ცალკეული ბლანკეტური ნორმის განმარტების, თუ მისი სწორად გამოყენების პრობლემას). ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

5.9. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.10. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-–---------------ემ და ვ-–---------------–--ლმა ჩაიდინეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. ე-–---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6.2. ვ-–---------------–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრ---- დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა, ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

7.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

7.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.

7.9. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.

7.10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

 

7.11. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა პიროვნება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულების კანონის შესაბამისი ქცევა სასამართლოში გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

7.12. აღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით, („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კანონით, რომელიც ამ ნაწილში ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან) თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის სახე, გაუქმებულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–---------------ის და ვ-–---------------–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში - კერძოდ, ჯარიმა.

 

7.13. ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით კი, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნებას, ქმედების ხასიათს, ასევე, თავად მათ პოზიციას და გამომდინარე აქედან, აღნიშნული სასჯელის ოდენობა არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მათთვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალონ მართლწესრ---- დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულების მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–---------------ეს და ვ-–---------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 500-500 (ხუთას-ხუთასი) ლარის ოდენობით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

7.14. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ე-–---------------ე დღეის მდგომარეობითაც მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლად და ამ გზით მიღებული შემოსავლით არჩენს ოჯახს, მის მიმართ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა ხელს შეუშლის მას თავისი საქმიანობის განხორციელებაში, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული უფლების მისთვის ჩამორთმევა. სასამართლოს ასევე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია ვ-–---------------–--ლისთვის აღნიშნული უფლების ჩამორთმევა.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - 2 (ორი) ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-–---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. ვ-–---------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

3. მსჯავრდებულების ე-–---------------ის და ვ-–---------------–--ლის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- 2 (ორი) ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე