გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს „თ----- ბ---ი”
წარმომადგენელი - თ----ა ფ-----ე
მოპასუხეები - ლ---- ა----–---–ი, თ----ზ ა----–---–ი, მ----ა ს--------ი
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ლ---- ა----–---–ს, თ----ზ ა----–---–სა და მ----ა ს--------ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
1.2. 2015 წლის 12 აგვისტოს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9708,46 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8------ ლარი, პროცენტი - 1005,35 ლარი და პირგასამტეხლო - 5----- ლარი;
1.3. 2017 წლის 30 აგვისტოდან საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 8------ ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 95 ლარს;
1.4. 2017 წლის 30 აგვისტოდან საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 8------ ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 40,71 ლარს; მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
ორივე თავდების მ----ა ს--------ისა და თ----ზ ა----–---–ის თავდებობის მაქსიმალური პასუხიმგებლობა განისაზღვროს 16 000 ლარით.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2015 წლის 12 აგვისტოს სს „ბ--- რ-------–--ასა“ და ლ---- ა----–---–ს შორის გაფორმებულ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 11600 ლარის ოდენობით, 4 წლის ვადით, 2019 წლის 12 აგვისტომდე, სარგებლის წლიურად 14%-ის დარიცხვით, მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული სესხის გადახდის პერიოდულობასა და თანხებზე და შესაბამისად შედგა გადახდის გრაფიკი.
სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 12 აგვისტოს სს „ბ--- რ-------–--ასა“ და მ----ა ს--------ს შორის, ხოლო 2015 წლის 15 დეკემბერს სს „ბ--- რ-------–--ასა“ და თ----ზ ა----–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით თითოეულმა თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა ლ---- ა----–---–ის მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე, 16000 ლარის ფარგლებში.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 9708,46 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 8------ ლარი, პროცენტი - 1005,35 ლარი და პირგასამტეხლო - 5----- ლარი.
2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----- ბ---ი“ წარმოადგენს სს „ბ---ი რ-------–--ას“ უფლებამონაცვლეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ----ზ ა----–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, თუმცა დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
მოპასუხე ლ---- ა----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, თუმცა დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
მოპასუხე მ----ა ს--------ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, მოპასუხეს სარჩელისა და სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-ე - 70-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 12 აგვისტოს სს „ბ--- რ-------–--ასა“ და ლ---- ა----–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №0--------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 11600 ლარის ოდენობით, 4 წლის ვადით, 2019 წლის 12 აგვისტომდე, სარგებლის წლიურად 14%-ის დარიცხვით, მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული სესხის გადახდის პერიოდულობასა და თანხებზე და შესაბამისად შედგა გადახდის გრაფიკი.
მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 20-29).
3.1.2. 2015 წლის 15 დეკემბერს სს „ბ--- რ-------–--ასა“ და თ----ზ ა----–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №6---------------, რომლის მიხედვით თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა ლ---- ა----–---–ის მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს საბ---ო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე, 16000 ლარის ფარგლებში.
2015 წლის 12 აგვისტოს სს „ბ--- რ-------–--ასა“ და მ----ა ს--------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №9---------------, რომლის მიხედვით თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა ლ---- ა----–---–ის მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს საბ---ო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე, 16000 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
თავდებობის ხელშეკრულება №6--------------- (ს.ფ. 31-35).
თავდებობის ხელშეკრულება №9--------------- (ს.ფ. 37-40).
3.1.4. 2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----- ბ---ი“ წარმოადგენს სს „ბ---ი რ-------–--ას“ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 46-48).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით 2015 წლის 12 აგვისტოს №0-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს 9708,46 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 8------ ლარი, პროცენტი - 1005,35 ლარი და პირგასამტეხლო - 5----- ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 41-42).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 43).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----- ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია რომ მხარეებს სს „თ----- ბ---სა” და ლ---- ა----–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 11600 ლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა ლ---- ა----–---–მა აითვისა.
სს ”თ----- ბ---ი” უფლებამოსილია მოსთხოვოს ლ---- ა----–---–ს გადაცემული კრედიტის ძირი თანხის 8------ ლარის დაბრუნება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ლ---- ა----–---–ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 1005,35 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ ლ---- ა----–---–მა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს და მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 5----- ლარის გადახდა.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული პირგასამტეხლო (5----- ლარი) არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, არაუმეტეს 2000 ლარისა, არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობის შემცირება არაუმეტეს 1000 ლარამდე.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტებით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება.
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის წლიური 14%-ის ოდენობით. სს „თ----- ბ---მა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხებიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ლეგიტიმურია და მოვალე ლ---- ა----–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2017 წლის 30 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, კრედიტის გადაუხდელ ძირითად თანხაზე 8------ ლარზე წლიური 14%, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ----- ბ---ს“, თ----ზ ა----–---–სა და მ----ა ს--------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, თავდებებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს მსესხებლის ლ---- ა----–---–ის მიერ №0-------- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თითოეული თავდების თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 16 000 ლარით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა ლ---- ა----–---–მა არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება შესაბამისად, სს „თ----- ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თითოეულ თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის, 16 000 ლარის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, სასარჩელო მოთხოვნის შემცირების (1000 ლარით) გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 29,99 ლარი; ასევე, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა 1000 ლარის ნაწილში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაითვლება 29,99 ლარი. მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ 423,87 ლარი.
მოპასუხეებს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გაწეული 50 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე სს „თ----- ბ---ი“ ითხოვს ასევე საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას 500,00 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება (ს.ფ. 35). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი - მოთხოვნილი ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „თ----- ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ლ---- ა----–---–ს, თ----ზ ა----–---–სა და მ----ა ს--------ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 12 აგვისტოს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9708,46 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8------ ლარი, პროცენტი - 1005,35 ლარი და პირგასამტეხლო - 5----- ლარი;
3. მოპასუხეებს ლ---- ა----–---–ს, თ----ზ ა----–---–სა და მ----ა ს--------ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 30 აგვისტოდან საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 8------ ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 95 ლარს;
4. მოპასუხეებს ლ---- ა----–---–ს, თ----ზ ა----–---–სა და მ----ა ს--------ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 30 აგვისტოდან საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 8------ ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 40,71 ლარს; მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
5. თითოეული თავდების მ----ა ს--------ისა და თ----ზ ა----–---–ის თავდებობის მაქსიმალური პასუხიმგებლობა განისაზღვროს 16 000 ლარით.
6. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „თ----- ბ---ს“ მის მიერ სარჩელზე 2017 წლის 21 სექტემბერს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 483,85 ლარიდან 29,99 ლარი.
7. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 423,87 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50,00 ლარის ანაზღაურება, ასევე, სასამართლოს გარეშე ხარჯის - 20 ლარის გადახდა.
8. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას 500,00 ლარის ოდენობით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე