გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16674-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ბ----- ც---–---ე, ნ---- კ-------–---–ი
წარმომადგენელი - ც----------------
მოპასუხე - ნ--- თ----------ე
წარმომადგენელი - მ-----–---–---–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ--- თ----------ეს მოსარჩელე ბ----- ც---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ნ--- თ----------ეს მოსარჩელე ნ---- კ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის იურიდიული კომპანია ,,ბა----------ს“ 2008 წლის 22 აგვისტოს #01------9 გადაწყვეტილების თანახმად: მოპასუხე ნ-------------ს პრეტენდენტის დ----------------–---ის სასარგებლოდ დაეკისრა 21 760 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა 1872 აშშ დოლარი, სესხის 2 თვის და 3 თვის სარგებელი. 39.96 აშშ დოლარი ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 28.32 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 1277.40 ლარი გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი. მოპასუხე ნ-------------ს პრეტენდენტის ი-------–---ის სასარგებლოდ დაეკისრა 17160 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა; 1454.40 აშშ დოლარი სესხის 3 თვის და 4 თვის სარგებელი. 30.24 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 17 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 21.24 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 1014.29 ლარი გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი. მ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 7080 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა 849.60 აშშ დოლარი სესხის 4 თვის სარგებელი 3%. 21.24 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 3%. 340.80 ლარი გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი. ნ--- თ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 5900 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა. 708 აშშ დოლარი ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე 28.32 აშშ დოლარი. ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 283.90 ლარი გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი. თ----------–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 3540 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა. 424.80 აშშ დოლარი სესხის 4 თვის სარგებელი 3%. 10.62 აშშ დოლარი ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 28.32 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 177 ლარი გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი. ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 4720 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა. 566.40 აშშ დოლარი სესხის 4 თვის სარგებელი 3%. 14.16 აშშ დოლარი ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 28.32 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 3%. 227.29 ლარი გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი. ნ---- მ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა; 210 აშშ დოლარი სესხის ერთი თვის სარგებელი 3%. 21 აშშ დოლარი ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 28.32 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 08 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 300 აშშ დოლარი სესხის ერთი თვის სარგებელი 3%. 30 აშშ დოლარი ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 28.32 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 08 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 485.70 ლარი გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი.
მოპასუხე ნ-------------ს მიერ დაკისრებული თანხების გადაუხდელობის გამო იძულებითი აღსრულებისთვის საჯარო აუქციონზე ორჯერ იქნა გატანილი რეალიზაციის მიზნით მისი კუთვნილი ქონება მიწის ნაკვეთი, რომლის მონაცემებია ქ. თბილისი, ქე-------–-------–ის გამზირი/ბ--------ის ქ. #5---- 203 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი #0---------------.
იმდენად რამდენადაც, ორჯერ ვერ მოხდა აუქციონის წესით უძრავი ნივთის გაყიდვა, იმ პერიოდისთვის მოქმედი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 771-ე მუხლით უნდა მომხდარიყო ქონების კრედიტორებზე ნატურით გადაცემა.
კრედიტორებმა, შეთანხმებით და მოლაპარაკებით გადაწყვიტეს, რომ ქონება ნატურით გადაცემულიყო მხოლოდ ერთ პირზე, შემდგომში მისი გაყიდვისა და თანხების განაწილების მიზნით. შეთანხმების თანახმად, ქონება გადაეცა ნ--- თ----------ეს. მასზე ქონების ნატურით გადაცემის საკითხი გადაწყდა იმ ვარაუდით, რომ იგი იყო საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი და მეტი შესაძლებლობა ქონდა მოეძია ინვესტორები ან მყიდველები.
შეთანხმების თანახმად, კრედიტორებმა დაიწყეს მყიდველთა მოძიება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნივთი იყო ნაკლიანი და საჭიროებდა გარკვეულ სამართლებრივ რეგულირებას, კერძოდ მიწის და შენობის ნაწილი განთავსებულია მომიჯნავე ამხანაგობა ,,ხ-----ის“ მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ამ დრომდე გამიჯვნის არარსებობის გამო ვერ იქნა მოძიებული მყიდველი.
2015 წლის ივლისში შედგა მოლაპარაკება, კრედიტორებსა და ამხანაგობა ,,ხ-----ის“ წარმომადგენლებს შორის და შეთანხმების თანახმად მოსარჩელეებმა შესთავაზეს ნ--- თ----------ეს უძრავი ნივთის გამიჯვნა და შემდეგ რეალიზაცია, რაზედაც მან განაცხადა უარი და განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთი გაფორმებულია მის სახელზე და არანაირი ვალდებულების შესრულებას არ აპირებს.
მოსარჩელე ბ----- ც---–---ის სასარგებლოდ მოპასუხე ნ-------------ს მიმართ დაკისრებული სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს თანხები, სადავო ქონების ღირებულების პროპორციულადაც, შეადგენს 30 000 აშშ დოლარს.
მოსარჩელე ნ---- კ-------–---–ის სასარგებლოდ მოპასუხე ნ-------------ს მიმართ დაკისრებული სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს თანხები, სადავო ქონების ღირებულების პროპორციულადაც შეადგენს 40 000 აშშ დოლარს.
შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითებით მოპასუხე ნ--- თ----------ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელეების ხარჯზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ--- თ----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ როგორც მოსარჩელეები მიუთითებენ, კრედიტორებმა შეთანხმებით და მოლაპარაკებით გადაწყვიტეს, რომ ქონება ნატურით გადაცემულიყო მხოლოდ ერთ პირზე შემდგომში მისი გაყიდვისა და თანხების განაწილების მიზნით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ნ--- თ----------ეს ასეთი სახით შეთანხმება (გარიგება) არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით არ დაუდია, ასევე შეთანხმება არ ყოფილა შემოთავაზებულიც კი და მითუმეტეს დადებული, მოსარჩელეების მხრიდანაც. ამდენად, არც ერთი მხარის ნების გამოვლენა რაიმე გარიგების დადებაზე, არც იმ დროს, როდესაც აუქციონი მიმდინარეობდა და არც მერე, აუქციონის დასრულების შემდგომ პერიოდში არ ყოფილა.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ შეთანხმების თანახმად ქონება გადაეცა ნ--- თ----------ეს. მასზე ქონების ნატურით გადაცემის საკითხი გადაწყდა იმ ვარაუდით, რომ იგი იყო საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი და მეტი შესაძლებლობა ჰქონდა მოეძია ინვესტორები ან მყიდველები, რაც მოპასუხის განმარტებით ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს საკუთრების უფლების მიღებაზე და სააღსრულებო ხარჯი მთლიანად გადაიხადა ნ--- თ----------ემ.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ და ამხანაგობა ,,ხ-----ს“ შორის შედგა მოლაპარაკება უძრავი ნივთის გამიჯვნაზე და იმ უძრავი ნივთის, რომლის ერთადერთი მესაკუთრეა ნ--- თ----------ე. მოპასუხე ვერ დაეთანხმება ისეთ გარიგებას, რომელიც მხოლოდ სხვა პირების სასარგებლოა და არანაირი სარგებლის მომტანი არ არის მესაკუთრისთვის. ამასთან, ბუნდოვანია მოთხოვნილი თანხის ოდენობა რა წესით დაანგარიშდა.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მან კანონით დადგენილი წესით შეიძინა უძრავი ქონება, გადაიხადა აუცილებელი ხარჯი ერთპიროვნულად და გახდა ქონების მესაკუთრე. მას არანაირი ვალდებულება მოსარჩელეების მიმართ არ აუღია. უფრო მეტიც, 2008 წლის 16 დეკემბერს შედგენილ განცხადებაში მითითებულია ,,გაცნობებთ, რომ თანახმა ვართ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქე-------–-------–ის გამზირი, ბ--------ის ქუჩა 5---- ნატურით გადაეცეს კრედიტორს ნ--- თ----------ეს და არავითარი პრეტენზია აღნიშნულთან არ გაგვაჩნია“. არც მითითებული განცხადების შედგენამდე და არც მისი შედგენის შემდეგ დღემდე ნ--- თ----------ეს არანაირი შეთანხმება არ გაუფორმებია არც მოსარჩელეებთან და არც ვინმე სხვა პირებთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 07 სექტემბერს, ნ---- ხ--–-–---–ს და ნ-------------ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ---- ხ--–-–---–მა ნ-------------ს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 16 800 ლარს. ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3 %-ის დარიცხვით და გადახდით ერთი თვის ვადით.
ამავე ხელშეკრულების თანახმად, ნ---- მ----------მა ნ-------------ს ასესხა 7000 აშშ დოლარი, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 11 760 ლარს, ყოლველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3%-ის დარიცხვით და გადახდით ერთი თვის ვადით.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, იპოთეკარებმა მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე. მსესხებელს სესხი და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტები უნდა დაებრუნებინა 07.10.2007 წელს.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. იპოთეკით იყო დატვირთული მესაკუთრის უძრავი ქონება, რომელიც შემდეგში მოხსენიებულია, როგორც ,,იპოთეკის საგანი“ და რომლითაც იპოთეკარს უფლება ჰქონდა სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა მესაკუთრის მიმართ. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა: მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ქე-------–-------–ის გამზირი, ბ--------ის ქუჩა #5----. იპოთეკის საგანი მხარეების მიერ შეფასდა 60 000 აშშ დოლარად, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 100 800 ლარს.
ამავე ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით, რომლის პირობები იყო: იპოთეკარი დ----------------–---ი გასცემდა სესხს ნ-------------ს სასარგებლოდ 12 320 აშშ დოლარის ოდენობით სამი თვის ვადით, რაც დასტურდებოდა იპოთეკის ხელშეკრულებით გაფ. 2006 წლის 17 ნოემბერს, რომლის თანახმად ი-------–---ე გასცემდა სესხს ნ-------------ს სასარგებლოდ 10 080 აშშ დოლარის ოდენობით, სამი თვის ვადით, რაც დასტურდებოდა 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით. ასევე იპოთეკარებმა მ-------------მა, ნ--- თ----------ემ, ლ-------------ემ, ი-------–---ემ, დ----------------–---მა და თ----------–-----ემ გასცეს სესხი ნ-------------ს სასარგებლოდ, რაც დადასტურდა 2007 წლის 13 ივლისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2007 წლის 07 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2007 წლის 13 ივლისს, მ-------------მა, ნ--- თ----------ემ, დ----------------–---მა, თ----------–-----ემ, ლ-------------ემ და ი-------–---ემ, ნ-------------სთან დადეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ნ--- თ----------ემ ნ-------------ს ასესხა 5900 აშშ დოლარი, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 15 859 ლარს, თ----------–-----ემ ასესხა 3540 აშშ დოლარი, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენს 5947 ლარს, ლ-------------ემ ასესხა 4720 აშშ დოლარი, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, შეადგენდა 7930 ლარს, ი-------–---ემ ასესხა 7080 აშშ დოლარი, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 11 894 ლარს, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3 %-ის დარიცხვით და გადახდით ოთხი თვის ვადით.
იპოთეკარებმა მესაკუთრის წარმომადგენელს სესხის თანხა სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე. მსესხებელს სესხი და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტები უნდა დაებრუნებინა 13.11.2007 წელს.
სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. იპოთეკით იყო დატვირთული მესაკუთრის ქონება, რომელიც შემდეგში მოხსენიებულია, როგორც იპოთეკის საგანი და რომლითაც იპოთეკარებს უფლება ჰქონდათ სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაეკმაყოფილებინათ მათი მოთხოვნა მესაკუთრის მიმართ. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ქე-------–-------–ის გამზირი, ბ--------ის ქუჩა #5-----ში.
იპოთეკის საგანი მხარეების მიერ შეფასებული იყო 60 000 აშშ დოლარად, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 100 800 ლარს.
იპოთეკის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით, იპოთეკარების დ----------------–---ის და ი-------–---ის სასარგებლოდ, რაც ცნობილი იყო იპოთეკარებისთვის და ისინი თანახმა იყვნენ მეორადი იპოთეკის პირობებზე.
სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგანი პირდაპირ იპოთეკარების საკუთრებაში ვერ გადავიდოდა. მხარეთა შორის ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა განეხილა და გადაეწყვიტა სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2007 წლის 13 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-23);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27-28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, იურიდიული კომპანია ,,ბა----------ს“ 2008 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა პრეტენდენტების - დ----------------–---ის, ი-------–---ის, მ-------------ის, ნ--- თ----------ის, თ----------–-----ის, ლ-------------ის, ნ---- მ----------ის და ნ---- ხ--–-–---–ის საარბიტრაჟო პრეტენზია მთლიანად.
არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე ნ-------------ს პრეტენდენტის დ----------------–---ის სასარგებლოდ დაეკისრა 21 760 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა 1872 აშშ დოლარი, სესხის 2 თვის და 3 თვის სარგებელი. 36.96 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 17 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 28.32 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 1277.40 ლარი გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი;
მოპასუხე ნ-------------ს პრეტენდენტის ი-------–---ის სასარგებლოდ დაეკისრა 17160 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა; 1454.40 აშშ დოლარი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხით სარგებლობის სამი თვის 2% და ოთხი თვის 3%. 30.24 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 17 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 21.24 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 1014.20 ლარი გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი;
მ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 7080 აშშ დოლარი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა; 849.60 აშშ დოლარი სესხის 4 თვის სარგებელი 3%. 21.24 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 340.80 ლარი მ-------------ის მიერ გადახდილი გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი;
ნ--- თ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 5900 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა. 708 აშშ დოლარი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხით სარგებლობის ოთხი თვის 3%. 17.70 აშშ დოლარი, ყოველდღიურად, 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 283.90 ლარი, პრენდენტის ნ--- თ----------ის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი;
თ----------–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 3540 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა. 424.80 აშშ დოლარი სესხის 4 თვის სარგებელი 3%. 10.62 აშშ დოლარი ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 28.32 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 177 ლარი თ----------–-----ის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი;
ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 4720 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა. 566.40 აშშ დოლარი სესხის 4 თვის სარგებელი 3%. 14.16 აშშ დოლარი ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 14.16 აშშ დოლარი ყოველდღიურად 2007 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.3%. პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 3%. 227.20 ლარი გადახდილი ლ-------------ის მიერ საარბიტრაჟო მოსაკრებელი;
ნ---- მ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა; 210 აშშ დოლარი, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ერთი თვის სარგებელი 3%. 21 აშშ დოლარი ყოველდღიურად, 2007 წლის 08 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.3%. 340.10 ლარი, პრეტენდენტის ნ---- მ----------ის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი;
ნ---- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვაისწინებული სესხის ძირითადი თანხა, 300 აშშ დოლარი, ყოველდღიურად, 2007 წლის 08 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.3%, 485.70 ლარი პრეტენდენტის ნ---- ხ--–-–---–ის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 01 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 32)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოპასუხე ნ-------------ს მიერ დაკისრებული თანხების გადაუხდელობის გამო იძულებითი აღსრულებისთვის საჯარო აუქციონზე ორჯერ იქნა გატანილი რეალიზაციის მიზნით მისი კუთვნილი ქონება მიწის ნაკვეთი, რომლის მონაცემებია ქ. თბილისი, ქე-------–-------–ის გამზირი/ბ--------ის ქ. #5---- 203 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი #0---------------.
იმდენად რამდენადაც, ორჯერ ვერ მოხდა აუქციონის წესით უძრავი ნივთის გაყიდვა, იმ პერიოდისთვის მოქმედი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 771-ე მუხლით უნდა მომხდარიყო ქონების კრედიტორებზე ნატურით გადაცემა.
22.12.2008 წლის ოქმით უძრავი ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ, ვინაიდან მეორე აუქციონზეც არ მოხდა მოვალე ნ-------------ს სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქე-------–-------–ის/ბ--------ის ქუჩა #5----, უძრავი ქონების სარეგისტრაციო #0---------------, რეალიზაცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 307-ე მუხლის მე-4 პუნქტის და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 771-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე (ვინაიდან, სხვა კრედიტორებმა, კერძოდ, დ----------------–---მა, ი-------–---ემ, მან--- კახიანმა, თ----------–-----ემ, ლ-------------ემ, ნ---- მ----------მა და ნ---- ხ--–-–---–მა უარი განაცხადეს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნატურით მიღებაზე), უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქე-------–-------–ის გამზირი/ბ--------ის ქუჩა 5----, უძრავი ქონების სარეგისტრაციო #0--------------- ნატურით გადაეცა კრედიტორს ნ--- თ----------ეს, მცხოვრები ქ. თბილისი, იო------ს ქ. #60.
საკუთრების გადასვლის შემდეგ უნდა გაუქმებულიყო ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებული იყო იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.11.2008 წლის ოქმი პირველი იძულებითი საჯარო აუქციონის შესახებ (ს.ფ. 37-42);
- 03.12.2008 წლის ოქმი მეორე იძულებითი საჯარო აუქციონის შესახებ (ს.ფ. 43-47);
- 22.12.2008 წლის ოქმი უძრავი ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ (ს.ფ. 48-51);
- კრედიტორების 16.12.2008 წლის განცხადება (ს.ფ. 52);
3.1.5. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 22.12.2008 წლის განკარგულების თანახმად, ვინაიდან ნივთის რეალიზაცია არ მოხდა მეორე იძულებით საჯარო აუქციონზეც, ნ-------------ს სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქე-------–-------–ის გამზირი/ბ--------ის ქუჩა 5----, უძრავი ქონების სარეგისტრაციო #0---------------, 2008 წლის 03 დეკემბრის მეორე უშედეგო აუქციონის შემდგომ, კრედიტორის წერილობითი განცხადების (16.12.2008 წელი) საფუძველზე ნატურით გადაეცა კრედიტორს - ნ--- თ----------ეს.
საკუთრების გადასვლის შედეგად გაუქმდა ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლითაც დატვირთული იყო აღნიშნული უძრავი ქონება იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის შემდეგ, ხოლო ადრე რეგისტრირებული უფლებები უცვლელი დარჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 22.12.2008 წლის განკარგულება (ს.ფ. 83);
- კრედიტორების 16.12.2008 წლის განცხადება (ს.ფ. 52);
3.1.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ქე-------–-------–ის/ბ--------ის ქუჩა #5----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #0--------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის ნ--- თ----------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30/07/2015 საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 54-55);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. 03.07.2015 წლის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, კრედიტორ ნ---- ხ--–-–---–ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. რომან ც---–---ე, ბ----- ც---–---ე და თეონა ც---–---ე არიან მამკვიდრებლის კანონისმიერი მემკვიდრეები, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან რომან ც---–---ე - მეუღლე, ხოლო ბ----- ც---–---ე და თეონა ც---–---ე - შვილები, რაც დასტურდება რომან ც---–---ის ქორწინების მოწმობით. მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ სამკვიდრო ქონებაზე სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.07.2015 წლის #15------8 სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 58-60);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. მოსარჩელე ნ---- მ----------მა დავით კ-------–---–თან ქორწინების შემდეგ შეიცვალა გვარი, გადავიდა მეუღლის გვარზე და გახდა კ-------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირადობის მოწმობების ასლები (ს.ფ. 67-68);
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 69);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.9. სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების შესაბამისად დადგენილი იქნა, რომ მოთხოვნილი თანხის ციფრობრივი გაანგარიშება ემყარება საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მოსარჩელეებისათვის დაკისრებული ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჯამს, რომლის მიღების შესაძლებლობა, უფლება დაკარგეს მოპასუხ მხარის ქმედების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 01 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 32)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
აღნიშნული ნორმა ამახვილებს ყურადღებას ვალდებულების შესრულებასთან დაკვაშირებით სხვისთვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნების საფუძვლებზე. დანაწესის თანახმად, თუ პირმა ვალდებულების შესასრულებლად სხვას გადასცა რაიმე ქონება, შესაძლებელია მისი უკან გამოთხოვა, თუ ვალდებულება ფაქტობრივად არ არსებობს. ეს დასაშვებია მაშინ, როცა გარიგება გაბათილებულია და არარსებულად ითვლება ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელობას მოკლებულია ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერება თუ მართლწინააღმდეგობა. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა-დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, იურიდიული კომპანია ,,ბა----------ს“ გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისად, მოპასუხე ნ-------------ს, პრეტენდენტების - ნ---- მ----------ის და ნ---- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ნ--- თ----------ე წარმოადგენს მოვალე ნ-------------ს ერთ-ერთ კრედიტორს, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა კრედიტორებთან ერთად მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი პრეტენდენტი, ბუნდოვანია სასარჩელო მოთხოვნების ფაქტობრივი საფუძველი. სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოვალე ნ-------------სთვის დაკისრებული თანხების ნ--- თ----------ისთვის გადახდევინების მოთხოვნა, რომელიც იმავე საარბიტრაჟო დავაში წარმოადგენდა კრედიტორს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ნ--- თ----------ე გახდა იპოთეკით დატვირთული იმ უძრავი ქონების ერთადერთი მესაკუთრე, რომელიც სხვა კრედიტორებთან ერთად მოსარჩელეების სასარგებლოდ იყო იპოთეკით დატვირთული. თუმცა არსებულ დავაში, მოსარჩელეები ბ----- ც---–---ე და ნ---- კ-------–---–ი მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებით მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ, არა იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთიდან მათი კუთვნილი წილის პროპორციული თანხის ოდენობის გათვალისწინებით, არამედ კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ნ-------------სთვის დაკისრებული თანხებიდან მათ კუთვნილ წილს. შესაბამისად, ბუნდოვანია და არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული მოსარჩელე მხარის მოთხოვნები, თუ რა საფუძვლით უნდა დაეკისროს მოპასუხე ნ--- თ----------ეს კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მოვალე ნ-------------სთვის დაკისრებული თანხებიდან მოსარჩელეთა კუთვნილი წილის ანაზღაურება, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ნ--- თ----------ეც ისეთივე კრედიტორი იყო საარბიტრაჟო დავაში, როგორც მოსარჩელეები.
აქვე, საგულისხმოა რომ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის მტკიცება აკისრია მოსარჩელე მხარეს და წარმოდგენილ შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში აქცენტი კეთდება კონკრეტული შეთანხმების შეუსრულებლობაზე (კრედიტორთა შეთანხმება აღრიცხულიყო მხოლოდ მოპასუხეზე და შემდეგ ერთობლივად მოეხდინათ უძრავი ქონების რეალიზაცია), რაც თავისთავად გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების ამოქმედების სამართლებრივ წინაპირობას და აღნიშნულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეუსრულებლობა შესაბამისი ზიანის მოთხოვნის საფუძველია და რაც არსებითია, თუნდაცა მხარეთა შეთანხების არსებობის დაშვების შემთხვევაშიც კი აღნიშნული თანხის გაანგარიშება არა სხვა მესამე პირზე დაკისრებული თანხის პირდაპირ მოპასუხე მხარისათვის დაკისრების საფუძველს იძლევა, არამდე კონკრეტული უძრავი ქონების ღირებულებისა (სადაც მხედველობაშია მისაღები ყველა გარემოება - არსებული ვალდებულებები/იპოთეკები, მომიჯნავე ნაკვეთთან გადაფარვის ფაქტი) და არსებული კრედიტორების ფულადი ვალდებულებების თანაპროპორცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სარჩელი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2 808 და 2106 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, ბ----- ც---–---ის და ნ---- კ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნ--- თ----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - თბილისი, გამზირი ქე-------–-------–ი, ქუჩა ბ--------ის, №5----, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 203.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ----- ც---–---ის და ნ---- კ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედოს ნ--- თ----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - თბილისი, გამზირი ქე-------–-------–ი, ქუჩა ბ--------ის, №5----, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 203.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე