განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240100118002667270 №1/103
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30.10.2018 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - თ---------------–--------
დაცვის მხარე
ბრალდებული: დ----------------
დაბადებული: 20.11.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 2----------
ნასამართლეობა: არ მქონე
საცხოვრებელი ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი ს--–-----.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე -ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის ოქტომბრის თვეში მარტვილის სატყეო უბნის ს--–-----ს სატყეოს N15 კვარტლის N15 ლიტერში, დ----------------მ უკანონოდ მოჭრა წიფლის ჯიშის ხუთი ძირი და ერთი ძირი მუხის ჯიშის ხე-ტყე, რის შემდეგ დაამზადა მუხისა და წიფლის ჯიშის 31 ერთეული, 11.525 კუბური მეტრი მორი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 2508.825 ლარის მატერიალური ზიანი.
2. ბრალდებულმა დ----------------მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
4. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
5. 2018 წლის 25 აგვისტოს დათვალიერების აქტის თანახმად, მარტვილის რაიონის სოფელ ს--–-----ში არსებულ მთებში, დ----------------მ უჩვენა მის მიერ უკანონოდ მოჭრილი 5(ხუთი) ძირი წიფლის და 1(ერთი) ძირი მუხის ჯიშის ხის გადანაჭრელები, რომლებისგან დაამზადა 30(ოცდაათი) ერთეული წიფლის და 1(ერთი) ერთეული მუხის ჯიშის მრგვალი ხე-ტყე მორი.
6. 2018 წლის 30 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, ილია ჯაგუნავასაგან ამოღებული იქნა 31 ერთეული წიფლის და მუხის ჯიშის მრგვალი ხე-ტყე მორი, საერთო მოცულობით 11.525 მ3.
7. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების უწყისის თანახმად, უკანონოდ მოპოვებული წიფლის და მუხის ჯიშის მრგვალი ხე-ტყე მორის საერთო მოცულობა შეადგენს 11.525 მ3, ხოლო გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 2508.825 ლარს.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა დ----------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს დ----------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. დ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და არ არის ნასამართლევი.
10. დ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
13. ბრალდებულ დ----------------ს მიერ სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან/და გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
14. დ----------------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
15. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
16. სასჯელის დანიშვნისას დ----------------ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს კანონის აღნიშნული დანაწესი და სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე, მუხლით, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ---------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ დ----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
3. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში დ----------------ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს.
დაევალოს მსჯავრდებულ დ----------------ს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
4.1 2018 წლის 30 აგვისტოს ილია ჯაგუნავასაგან ამოღებული 31 ერთეული წიფლისა და მუხის ჯიშის მრგვალი ხე-ტყე მორი, საერთო მოცულობით 11.525 კუბური მეტრი შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე