გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4345-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი- მა-------------
მოპასუხე- შპს ,,--–-–----------
წარმომადგენელი- ზ-----------------
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპს ,,--–-–-----------ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 542,36(ხუთასორმოცდაორი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-11).
მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „შემსრულებელი“) და მეორეს მხრივ შპს„ვ-–-–----------ს(შემდგომში „დამკვეთი“) შორის 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმდა N--- ხელშეკრულება „დაკვეთის“ საწყობის დაცვის შესახებ. მოცემული ხეშეკრულებიდან გამომდინარე „დამკვეთი“ ვალდებული იყო განეხორციელებინა დამკვეთის „ობიექტის“ დაცვა, რომელიც მდებარეობს ქ------–-------------–---–-------------- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურეობის საფასური თვეში შეადგენდა 146 ლარს დღგ-ის ჩათვლით. „დაცვამ“ თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო „ობიექტის“ მხრიდან დარღვეული იქნა 2.1 და 2.2პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროს შეადგინა 457.00 ლარი. „დამკვეთი“ დაცვის პოლიციის 2017 წლის 15 ნოემბრის N--------–-----–ის საფუძველზე გაფრთხილებული იქნა ხელშეკრულების მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან შესაძლო შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც მხარეთა შორის შეწყდა ხელშეკრულება და გამოიცა სათანადო ბრძანება. შპს ,,--–-–-----------ს, საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს როგორც ობიექტის დაცვის მომსახურების დავალიანება 457,94ლარი, ასევე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 2018 წლის 26იანვრის მდგომარეობით- 84.42ლარის ოდენობით, სულ-542,36 ლარი. მოპასუხე გაფრთხილებული იქნა არსებული დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს „ვ-–-–----------მ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ „დამკვეთსა“ და „შემსრულებელს“ შორის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა 2017 წლის 23 თებერვალს. დამკვეთი კეთილსინდისიერად იხდიდა ყოველთვიურად განსაზღვრულ თანხას 146 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით. 2017წლის აგვისტოდან მოპასუხეს ვეღარ უწევს მომსახურეობას მოსარჩელე. შპს„ვ-–-–----------ს განმარტებით ისინი დაუკავშირდნენ შემსრულებელს 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში და ცხელი ხაზის მეშვეობით აუხსნეს, რომ დაცვის „ობიექტი“ იცვლიდა ადგილსამყოფელს და გადადიოდა უფრო დიდ ტერიტორიაზე, შესაბამისად საჭირო იყო მათ შორის არსებული მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტა, ახალი ხელშეკრულების გაფორმება და დაცვის სისტემის ახალ გაფართოებულ ობიექტზე გადატანა. მოსარჩელის მხრიდან ახალი ხელშეკრულების გაფორმება და გაფართოებულ ობიექტზე სიგნალიზაციის დაყენება აღარ განხორციელებულა. 2017 წლის 25 აგვისტოს „შემსრულებლმა“ დაურეკა „დამკვეთს“ და განუცხადა, რომ მათ შორის არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 14 თებერვალს, შპს ,,--–-–-----------ს დირექტორმა ს--–---------------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს, სადაც მიუთითა, რომ ობიექტი შპს ,,--–-–----------(ინტერნეტ მაღაზია) მდებარეობს ქ.თბილისი, ვ---------------–----------------------–---–------- და მოითხოვა დაევალოს შესაბამის სამსახურს მოიკვლიონ ობიექტი, დაუმონტაჟონ შერეული პერიმეტრული დაცვითი სიგნალიზაცია და საგანგაშო ღილაკი და აიყვანონ ცენტრალური დაცვის პულტზე მათ დაცვის ქვეშ.
საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 14 თებერვლის შპს „ვ-–-–----------ს საწყობის გამოკვლევის აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,--–-–-----------ს დირექტორის ს--–---------------–--ის 2017 წლის 14 თებერვლის განცხადების საფუძველზე, ,,ობიექტი’’ მოიკვლია შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს მოკვლევის სამსახურის უფროსმა ინსპექტორმა ზ---------მა და მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,--–-–-----------ს საწყობი(შემდგომში ,,ობიექტად’’ წოდებული) მდებარეობს ქ.თბილისში, ვაკე ს----------–-------------------–---–--------------–- და განთავსებულია ოთხ სართულიანი ადმინისტრაციული დანიშნულების შენობის სართულზე და განთავსებულია ერთ ოთახში, შესასვლელით საერთო დერეფნიდან და ეზოს მხარეს გამავალი ორი ფანჯრით, რომლებიც გარედან რკინის გისოსებითაა გამაგრებული. დაკავებული ფართი შეადგენს დაახლოებით 15-20 კვადრატულ მეტრს. ობიექტის პერიმეტრული სიგნალიზაციით დაცვის მიზნით, დაცვის პოლიციის ცენტრალური დაკვირვების პულტზე ჩასართავად, საჭიროა შემდეგი სახის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება:
- დასაცავი ობიექტი-შპს ,,--–-–-----------ს საწყობი;
-საგანგაშო სიგნალიზაციის თვალსაზრისით:
1.ობიექტის გარე პერიმეტრზე გამავალი სამი ხის კარი, ბლოკირებული იქნას გაღებაზე 3(სამი)ცალი მაგნიტო-კონტაქტული დეტექტორით, მთლიანი შიდა პერიმეტრი გაკონტროლდეს 3(სამი) ცალი მოძრაობის მაუწყებელი დეტექტორით;
2. ობიექტზე დამონტაჟებული პერიმეტრული სიგნალიზაცია უზრუნველყოფილი იქნას სარეზერვო კვების 12 ვოლტიანი აკუმლიატორით და სამუხტი მოწყობილობით;
3. ობიექტზე დამონტაჟებული პერიმეტრული სიგნალიზაცია ჩართული იქნა დაცვის დეპარტამენტის ც.დ.პ-ზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,--–-–-----------ს 2017 წლის 14 თებერვლის განცხადება(ს.ფ. 12)
-შპს ,,--–-–-----------ს საწყობის 2017 წლის 14 თებერვლის გამოკვლევის აქტი(ს.ფ. 71-72)
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 23 თებერვალს, ერთის მხრივ შპს „ვ-–-–----------ს(შემდგომში „დამკვეთად“ წოდებული) მისი გენერალური დირექტორის ს--–---------------–--ეს სახით, მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „შემსრულებლად’’წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(მონტაჟი) (ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობით) N666, რომლის თანახმადაც „შემსრულებელი’’ უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას ,,დამკვეთს’’ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------------–-------------------–---–--------------
დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ასახულია სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვაში და შეადგენს 143,09 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.1პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შედგება სახარჯი მასალების ღირებულებისაგან, ასევე ობიექტის დაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შემსრულებლის მიერ საკუთარი ხარჯებით, მის საკუთრებაში არსებული 1600(ათასექვსასი) ლარს ზევით დასამონტაჟებელი მასალების ღირებულებისაგან(ინვოისი N10018). ამავე მუხლის 2.3 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი’’ ვალდებულია 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ღირებულება გადაიხადოს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის 3.2.2. ქვეპუნქტის ,,დამკვეთი’’ ვალდებულია დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამშოაები მიიღოს მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო სამუშაოების ღირებულება გადაიხადოს ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ხოლო ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ობიექტის მოკვლევის აქტი და სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვა(ინვოისი N10018).
დადგენილია, რომ 2017 წლის 23 თებერვალს, ერთის მხრივ შპს „ვ-–-–----------ს(შემდგომში „დამკვეთად“ წოდებული) მისი გენერალური დირექტორის ს--–---------------–--ეს სახით, მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (პერიმეტრი) N---, რომლის თანახმადაც „დაცვა“ უზრუნველყოფს „დაკვეთის“ მაღაზიის დაცვას(შემდგომში „ობიექტად“ წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე, ქ.თბილისი, ვ---------------–-------------------–---–--------------
დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „დაცვას“ გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 146.00(ასორმოცდაექვსი) ლარს დღგ-ის ჩათვლით, ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის ხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის(ანგარიშფაქტურა) გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, „დაცვა“ ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1600(ათასექვსასი) ლარამდე ღირებულების(ინვოისი N10016) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟ-ინსტალაცია „დამკვეთის“ ობიექტზე; ამავე მუხლის 3.2.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1.პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს დაცვის საკუთრების და დაცვის განხორციელების მიზნით გადაცემულია „დამკვეთისთვის“) განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის განმავლობაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალის განსაზღვრული ინვოისი N10016-ით მითითებული ღირებულების შესაბამისად; იმავე მუხლის 3.2.13 პუნქტის თანახმად, ხელშეკურლების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200(ორასი) ლარის ოდენობით.
დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ ვალდებულია, ზიანის დადასტურების შემთხვევაში 3.2.6 ქვეპუნქტში მითითებული თანხის გადახდა უზრუნველყოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე მუხლის 6.5პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; ამავე მუხლის 6.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით; ამავე მუხლის 6.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 6.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობით 5%-ის მიღწევის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,--–-–-----------ს შორის 2017 წლის 10 მარტს შედგა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულება(მონტაჟი) ტექნიკური საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობით N666(ს.ფ. 68-70)
- 2017 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულება(პერიმეტრი) ტექნიკური საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობით N---(ს.ფ. 13-16)
-2017 წლის 10 მარტის დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ. 24)
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 13 მარტის N-----------------თ დგინდება, რომ 2017წლის 13 მარტიდან ორგანიზებული უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა მოახდინოს ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებაზე მყოფი (რადიოგადაცემის N001-1999) შპს „ვ-–-–----------ს ობიექტის(ქ.თბილისი ვაკე-საბურთალოს რ-ნი, თ------–---–-------------- ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 13 მარტის N600/19 ბრძანება ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ’’ (ს.ფ. 17)
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის N--------–-----–ით, შპს ,,--–-–-----------ს ეცნობა, რომ დაცვის მომსახურეობის დავალიანების გამო, ურთიერთშორის 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმებული N1/667 ხელშეკრულების 6.9 პუნქტის საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2017 წლის 20 ნოემბრიდან ცალმხრივად წყვიტავს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 17 ნოემბრის N-----------------ს პირველი მუხლის 1.4. ქვეპუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 20ნოემბრიდან შეწყვეტილი იქნა შპს „ვ-–-–----------ს(ქ.თბილისი, თამარაშვილის N15, რადიოგადამცემის N001-1999) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. ამავე ბრძანების მე-2 ნაწილის თანახმად, დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან წინამდებარე ბრძანების 1 პუნქტში ჩამოთვლილ რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტების გათიშვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის N--------–-----–ი(ს.ფ. 18)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის ბრძანება N2772734 ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ’’(ს.ფ. 19-20)
3.1.5. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 30 აგვისტოს შპს „ვ-–-–----------ს ახალი საწყობის გამოკვლევის აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,--–-–-----------ს დირექტორის ს--–---------------–--ის განცხადების საფუძველზე, ,,ობიექტი’’ მოიკვლია შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს მოკვლევის სამსახურის უფროსმა ინსპექტორმა ზ---------მა და მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,--–-–-----------ს საწყობი(შემდგომში ,,ობიექტად’’ წოდებული) მდებარეობს ქ.თბილისში, ვაკე ს----------–-------------------–---–--------------–- და განთავსებულია ოთხ სართულიანი ადმინისტრაციული დანიშნულების შენობის მეორე სართულზე და განთავსებულია სამ ნაწილად გაყოფილ მთლიან ფართში, ამათგან თითოეულ ნაწილს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელები საერთო დერეფნიდან და ეზოს მხარეს გამავალი ფანჯრებით, რომლებიც გარედან რკინის გისოსებითაა გამაგრებული. ერთ მხარეს ესაზღვრება საერთო კიბის უჯრედის ფართი, ხოლო მეორე მხარეს სხვის სარგებლობაში არსებული ფართი. ობიექტის დაკავებული ფართი შეადგენს დაახლოებით 80-100კვადრატულ მეტრს. ობიექტის პერიმეტრული სიგნალიზაციით დაცვის მიზნით, დაცვის პოლიციის ცენტრალური დაკვირვების პულტზე ჩასართავად, საჭიროა შემდეგი სახის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება:
- დასაცავი ობიექტი-შპს ,,--–-–-----------ს საწყობი;
-საგანგაშო სიგნალიზაციის თვალსაზრისით:
1.ობიექტის გარე პერიმეტრზე გამავალი ოთხი ხის კარი, ბლოკირებული იქნას გაღებაზე 6(ექვსი) ცალი მაგნიტო-კონტაქტული დეტექტორით, მთლიანი შიდა პერიმეტრი გაკონტროლდეს 8(რვა) ცალი მოძრაობის მაუწყებელი დეტექტორით;
2. ობიექტზე დამონტაჟებული პერიმეტრული სიგნალიზაცია უზრუნველყოფილი იქნას სარეზერვო კვების 12 ვოლტიანი აკუმლიატორით და სამუხტი მოწყობილობით;
3. ობიექტზე დამონტაჟებული პერიმეტრული სიგნალიზაცია ჩართული იქნა დაცვის დეპარტამენტის ც.დ.პ-ზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,--–-–-----------ს ახალი საწყობის 2017 წლის 30 აგვისტოს გამოკვლევის აქტი(ს.ფ. 77-78)
3.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 04 სექტემბერს, ერთის მხრივ შპს „ვ-–-–----------ს(შემდგომში „დამკვეთად“ წოდებული) მისი გენერალური დირექტორის ს--–---------------–--ეს სახით, მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „შემსრულებლად’’წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(მონტაჟი) (ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობით), რომლის თანახმადაც „შემსრულებელი’’ უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას ,,დამკვეთს’’ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------------–-------------------–---–--------------
დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება განსაზღვრულია თანდართული ინვოისით N11564(შემდგომში დანართი N1, თანხის ოდენობა შეადგენს 172,53 ლარს). ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული თანხის გადახდისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, დანართი N1-ში მოცემული მასალები გადადის ,,დამკვეთის’’ საკუთრებაში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.2.2. ქვეპუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი’’ ვალდებულია დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოები მიიღოს მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო ამავე მუხლის 3.2.3ქვეპუნქტის თანახმად კი, უზრუნველყოს ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა ინვოისის წარდგენის შემდგომ ,,შემსრულებლის’’ საბანკო ანგარიშზე.
დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ხოლო ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ობიექტის მოკვლევის აქტი და სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვა(დანართი N1).
საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 05 სექტემბრის საგადასახადო დავალება N---------, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ,---–-–----------- მიერ გადახდილი იქნა თანხა 172,53(ასსამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 04 სექტემბრის ხელშეკრულება, ინვოისი N11564(ს.ფ. 74-76)
-2017 წლის 05 სექტემბრის საგადასახადო დავალება N---------(ს.ფ. 79)
3.1.7. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 26 იანვრის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „ვ-–-–--------- (-------------- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის საქართველოს სასარგებლოდ 23.02.2017 წლის N-------––-------–---ს საფუძველზე 2018 წლის 26იანვრის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 542.36(ხუთასოთხმოცდაორი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი.
მათ შორის:
- 2017 წლის აგვისტო - 73.47 ლარი
- 2017 წლის სექტემბერი - 146.00 ლარი
- 2017 წლის ოქტომბერი - 146.00 ლარი
- 2017 წლის ნოემბერი - 92.47 ლარი
- დარიცხული პირგასამტეხლო 84.42 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 26 იანვრის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ.21)
- თანხის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 22-23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ არსებობს სარჩელში მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი,- მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად გაზიარებული ვერ იქნება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №-------------თ დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №-------------თ დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,--–-–-----------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა არსებითი პირობები, კერძოდ- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 თებერვალს, ერთის მხრივ შპს „ვ-–-–----------ს(შემდგომში „დამკვეთად“ წოდებული) მისი გენერალური დირექტორის ს--–---------------–--ეს სახით, მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „შემსრულებლად’’წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(მონტაჟი) (ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობით) N666, რომლის თანახმადაც „შემსრულებელი’’ უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას ,,დამკვეთს’’ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------------–-------------------–---–-------------- დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ასახულია სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვაში და შეადგენს 143,09ლარს დღგ-ს ჩათვლით; ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შედგება სახარჯი მასალების ღირებულებისაგან, ასევე ობიექტის დაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შემსრულებლის მიერ საკუთარი ხარჯებით, მის საკუთრებაში არსებული 1600(ათასექვსასი) ლარს ზევით დასამონტაჟებელი მასალების ღირებულებისაგან(ინვოისი N10018); ამავე მუხლის 2.3პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი’’ ვალდებულია 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ღირებულება გადაიხადოს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის ,,დამკვეთი’’ ვალდებულია დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოები მიიღოს მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო სამუშაოების ღირებულება გადაიხადოს ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში; დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.12 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე; ხოლო ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ობიექტის მოკვლევის აქტი და სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვა(ინვოისი N10018).
დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 23 თებერვალს, ერთის მხრივ შპს „ვ-–-–----------ს(შემდგომში „დამკვეთად“ წოდებული) მისი გენერალური დირექტორის ს--–---------------–--ეს სახით, მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (პერიმეტრი) N---, რომლის თანახმადაც „დაცვა“ უზრუნველყოფს „დაკვეთის“ მაღაზიის დაცვას(შემდგომში „ობიექტად“ წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე, ქ.თბილისი, ვ---------------–-------------------–---–-------------- დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „დაცვას“ გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 146.00(ასორმოცდაექვსი) ლარს დღგ-ის ჩათვლით, ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის ხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის(ანგარიშფაქტურა) გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.1ქვეპუნქტის თანახმად, „დაცვა“ ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1600(ათასექვსასი) ლარამდე ღირებულების(ინვოისი N10016) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟ-ინსტალაცია „დამკვეთის“ ობიექტზე; ამავე მუხლის 3.2.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს დაცვის საკუთრების და დაცვის განხორციელების მიზნით გადაცემულია „დამკვეთისთვის“) განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში 5სამუშაო დღის განმავლობაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალის განსაზღვრული ინვოისი N10016-ით მითითებული ღირებულების შესაბამისად; იმავე მუხლის 3.2.13პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200(ორასი) ლარის ოდენობით.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 26 იანვრის დებიტორული დავალიანების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ შპს „ვ-–-–--------- (-------------- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის საქართველოს სასარგებლოდ 23.02.2017 წლის N-------––-------–---ს საფუძველზე 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 542.36(ხუთასოთხმოცდაორი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი. მათ შორის: 2017 წლის აგვისტო - 73.47 ლარი; 2017 წლის სექტემბერი - 146.00 ლარი; 2017 წლის ოქტომბერი - 146.00 ლარი; 2017 წლის ნოემბერი - 92.47 ლარი; დარიცხული პირგასამტეხლო 84.42 ლარი.
6.3. მოცემულ შემთხვევაში, საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებულია თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, შპს,,--–-–-----------ს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება - 542,36(ხუთასორმოცდაორი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №-------------თ დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების’’ 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა) ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას;
ბ) ახორციელებს დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვას(ინკასაცია) და დაცვას გადაზიდვის დროს, მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას;
გ) ახორციელებს დასაცავი ობიექტების დაცვით-ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანავიგაციო სისტემებით) აღჭურვას ან/და მომსახურებას;
დ) ამოწმებს კერძო დაცვითი ორგანიზაციის, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის შესაბამისობას „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს კერძო დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს;
ე) ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №-------------თ დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების’’ 3.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიცია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვისათვის.
განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ 2017 წლის 23თებერვალს, ერთის მხრივ შპს „ვ-–-–----------ს(შემდგომში „დამკვეთად“ წოდებული) მისი გენერალური დირექტორის ს--–---------------–--ეს სახით, მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(პერიმეტრი) N---, რომლის თანახმადაც „დაცვა“ უზრუნველყოფს „დაკვეთის“ მაღაზიის დაცვას(შემდგომში „ობიექტად“ წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე, ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალოს რ-ნი, თ------–---–-------------, დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „დაცვას“ გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 146.00(ასორმოცდაექვსი) ლარს დღგ-ის ჩათვლით, ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის ხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის(ანგარიშფაქტურა) გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შპს ,,--–-–-----------ზე თანხის დაკისრებას 542,36(ხუთასორმოცდაორი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით ითხოვს სწორედ მხარეთა შორის 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმებული N-------––-------–---ს საფუძველზე. თავის მხრივ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება ნამდვილად გაფორმდა 2017 წლის 23თებერვალს, თუმცა უთითებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კეთილსინდისიერად იხდიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასურს 146 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 2017 წლის აგვისტოს თვიდან კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აღარ უწევს მომსახურებას, რამეთუ 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაუკავშირდა ცხელ ხაზზე და აუხსნა, რომ შპს ,,--–-–-----------ს ობიექტი გადადიოდა სხვა უფრო დიდ ტერიტორიაზე, შესაბამისად შესაწყვეტი იყო მათ შორის არსებული ხელშეკრულება და მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო ახალი ხელშეკრულება, მომხდარიყო დაცვის სისტემის ამ ახალ გაფართოებულ ობიექტზე გადატანა, ამავე სატელეფონო ზარის მეშვეობით მოხდა შეტყობინება, რომ აღნიშნულის გამო ვეღარ მოხდებოდა სამსახურის სერვისით სარგებლობა, ხოლო ახალი ხელშეკრულების გაფორმება კი სავალდებულო იყო, რადგანაც იცვლებოდა დასაცავი ფართის ოდენობა და მდებარეობა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ,- 2017 წლის 30 აგვისტოს შპს „ვ-–-–----------ს ახალი საწყობის გამოკვლევის აქტზე, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,--–-–-----------ს დირექტორის ს--–---------------–--ის განცხადების საფუძველზე, ,,ობიექტი’’ მოიკვლია შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს მოკვლევის სამსახურის უფროსმა ინსპექტორმა ზ---------მა და მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,--–-–-----------ს საწყობი(შემდგომში ,,ობიექტად’’ წოდებული) მდებარეობს ქ.თბილისში, ვაკე ს----------–-------------------–---–--------------–- და განთავსებულია ოთხ სართულიანი ადმინისტრაციული დანიშნულების შენობის მეორე სართულზე და განთავსებულია სამ ნაწილად გაყოფილ მთლიან ფართში, ამათგან თითოეულ ნაწილს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელები საერთო დერეფნიდან და ეზოს მხარეს გამავალი ფანჯრებით, რომლებიც გარედან რკინის გისოსებითაა გამაგრებული. ერთ მხარეს ესაზღვრება საერთო კიბის უჯრედის ფართი, ხოლო მეორე მხარეს სხვის სარგებლობაში არსებული ფართი. ობიექტის დაკავებული ფართი შეადგენს დაახლოებით 80-100კვადრატულ მეტრს; 2017 წლის 04 სექტემბერს, ერთის მხრივ შპს „ვ-–-–----------ს(შემდგომში „დამკვეთად“ წოდებული) მისი გენერალური დირექტორის ს--–---------------–--ეს სახით, მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „შემსრულებლად’’წოდებული) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე(მონტაჟი)(ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ „შემსრულებელი’’ უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას ,,დამკვეთს’’ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------------–-------------------–---–-------------- დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება განსაზღვრულია თანდართული ინვოისით N11564(შემდგომში დანართი N1, თანხის ოდენობა შეადგენს 172,53 ლარს). ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული თანხის გადახდისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, დანართი N1-ში მოცემული მასალები გადადის ,,დამკვეთის’’ საკუთრებაში; ასევე 2017 წლის 05 სექტემბრის N--------- საგადასახადო დავალებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ,---–-–----------- მიერ გადახდილი იქნა თანხა 172,53(ასსამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ 2017 წლის აგვისტოს თვიდან შპს ,,--–-–-----------ს ობიექტი გადადიოდა სხვა უფრო დიდ ტერიტორიაზე, შესაბამისად ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და მეორეს მხრივ შ------–-–--------’’-ს შორის 2017 წლის 23თებერვალს გაფორმებული N--- ხელშეკრულება შესაწყვეტი იყო და მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო ახალი ხელშეკრულება, მომხდარიყო დაცვის სისტემის ამ ახალ გაფართოებულ ობიექტზე გადატანა, რის გამოც ვეღარ მოხდებოდა სამსახურის(საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) სერვისით სარგებლობა.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად ასკვნის, რომ მხარეთა შორის 2017წლის 23 თებერვალს გაფორმებული N-------––-------–---ს ფარგლებში, მოსარჩელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №-------------თ დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებით’’ განსაზღვრული ვალდებულებები არ არის შესრულებული, რამეთუ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელის მხრიდან, დადასტურებული არ არის, რომ 2017 წლის აგვისტოს თვიდან 2017 წლის ნოემბრამდე(ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდი) პერიოდში, დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამის მომსახურეობას უწევდა შპს ,,--–-–-----------ს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მოპასუხე-შპს ,,--–-–-----------ზე სწორედ მითითებული პერიოდის თანხის დაკისრებას ითხოვს, რაც საერთო ჯამში შეადგენს 542.36(ხუთასოთხმოცდაორი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს(მათ შორის: 2017წლის აგვისტო - 73.47 ლარი; 2017 წლის სექტემბერი - 146.00 ლარი; 2017წლის ოქტომბერი - 146.00 ლარი; 2017 წლის ნოემბერი - 92.47 ლარი; დარიცხული პირგასამტეხლო 84.42 ლარი).
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე- შპს ,,--–-–-----------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი