გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
120210118002512167
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2512167-2/508-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი’’

წარმომადგენელი - ლ--–- ხ------–---–ი

მოპასუხე - მ--–---- ხ-------ე

წარმომადგენელი - ნ-------- ს--------–---–-

მოპასუხე - ი-----–- ჭ------ე

მოპასუხე - ნ----- გ--------ე

მოპასუხე - ჯ--- მ---------ე (დასწრებისგარეშე)

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს მ--–---- ხ-------ეს, ი-----–- ჭ------ეს, ნ----- გ--------ეს და ჯ--- მ---------ეს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 8089.22 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3204.30 ლარი, პროცენტი - 3284.92 ლარი, პირგასამტეხლო - 1600 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს „ლ-------------სა“ და მ--–---- ხ-------ეს შორის 2014 წლის 20 იანვარს გაფორმდა №0002/2014/10297 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 10000 ლარი. წლიურ 28% და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებმა პირებმა - ი-----–- ჭ------ემ, ნ----- გ--------ემ და ჯ--- მ---------ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა მ--–---- ხ-------ესთან ერთად. თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 10300 ლარით.

 

24.05.2016წლიდან მოპასუხეთა მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა მ--–---- ხ-------ემ, ი-----–- ჭ------ემ, ნ----- გ--------ემ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროთ მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა.

 

2.2. მოპასუხე ჯ--- მ---------ეს შესაგებელი არ წარმუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 იანვარს სს ,,ლ-------------სა’’ და მ--–---- ხ-------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2014/10297, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 10000 ლარი, 36 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი 28%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 იანვარს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 20 იანვარს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 0002/2014/10297-2, რომლის მიხედვითაც ი-----–- ჭ------ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10300 ლარით.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 იანვარს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 20 იანვარს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 0002/2014/10297-3, რომლის მიხედვითაც ნ----- გ--------ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10300 ლარით.

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 იანვარს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 20 იანვარს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 0002/2014/10297-1, რომლის მიხედვითაც ჯ--- მ---------ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10300 ლარით.

 

3.1.5. 2014 წლის 20 იანვარის №0002/2014/10297 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა სულ - 11596,45 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირითადი თანხა - 6795,7 ლარის ოდენობით, პროცენტი - 3939,11 ლარი, პირგასამტეხლო - 861,64 ლარი.

 

3.1.6. 24.05.2016 წლიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა N0002/2014/10297 საკრედიტო ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი;

 

3.1.7. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20.01.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2014/10297;

- 20.01.2014წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 20.01.2014წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 20.01.2014წ. თავდებობის ხელშეკრულებები;

- ი-----–- ჭ------ის, ნ----- გ--------ის და ჯ--- მ---------ის განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 21.01.2014წ.-31.12

- .2018წ;

- 11.06.2018წ. N03065/23506 ცნობა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხეების მ--–---- ხ-------ის, ი-----–- ჭ------ის, ნ----- გ--------ის და ჯ--- მ---------ის დავალიანება სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ 14.03.2014წ. N0002/2014/07721 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5035.11 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3204.30 ლარი, პროცენტი - 1297.48 ლარი; ჯარიმა 1600 ლარი;

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითოხვდა პროცნეტის სახით მოპასუხეთათვის 3284.92 ლარის დაკისრებას. მოსარჩელე უთითებს, რომ აღნიშნული თანხა დაანგარიშებულია 2018 წლის 11 ივნისამდე (ცნობის გაცემის თარიღი). ხელშეკრულებით და მასზე თანდართული სესხის დაფარვის გრაფიკით დგინდება და არც მხარეები უარყოფენ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება დადებული იქნა 36 თვის ვადით და სესხის დაფარვის ბოლო გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 24 იანვარს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხეთათავის პროცენტის თანხის დაკისრება, უსაფუძვლოა. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების მოქმედების დროისათვის არსებული პროცენტის თნახა - 1297.48 ლარის ოდნეობით.

 

3.2.2. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია კრედიტის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - მ--–---- ხ-------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------------სა’’ და მ--–---- ხ-------ე) შორის გაფორმებული 2014 წლის 20 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მ--–---- ხ-------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 3204.30 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებებს). მოთხოვნა ამ ნაწილში ცნეს მოპასუხეებმა მ--–---- ხ-------ემ, ი-----–- ჭ------ემ და ნ----- გ--------ემ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 1297.48 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. გასათვალისიწნებელია ისიც, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თახიდან 1% ის დაანგარიშებით, დაფარულია პირგასამტეხლოს გარკვეული ნაწილი.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1600 ლარი უნდა შემცირდეს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 533.33 ლარით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ-------------სა'' და მ--–---- ხ-------ეს შორის 2014 წლის 20 იანვარს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ-------------სა'' და მეორეს მხრივ ი-----–- ჭ------ე, ნ----- გ--------ე და ჯ--- მ---------ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ი-----–- ჭ------ემ, ნ----- გ--------ემ და ჯ--- მ---------ემ იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 10300 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 20 იანვრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის - 3204,3 ლარის, საპროცენტო დავალიანების - 1297.48 ლარის და პირგასამტეხლოს - 533.33 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მ--–---- ხ-------ემ, ი-----–- ჭ------ემ და ნ----- გ--------ემ სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო მოპასუხე ჯ--- მ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 96.12 ლარის ოდნებით. მოპასუხე მხარემ სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე მ--–---- ხ-------ეს, ი-----–- ჭ------ეს, ნათა გ--------ე და ჯ--- მ---------ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჯის - 54,92 ლარის და უზრუნველყოფის სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე მ--–---- ხ-------ეს, ი-----–- ჭ------ეს, ნ----- გ--------ეს და ჯ--- მ---------ეს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 5035.11 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3204.30 ლარი, პროცენტი - 1297.48 ლარი, პირგასამტეხლო - 533.33 ლარი.

 

3. მოპასუხე ჯ--- მ---------ეს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - 96.12 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე მ--–---- ხ-------ეს, ი-----–- ჭ------ეს, ნ----- გ--------ეს და ჯ--- მ---------ეს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის - 104.92 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი