გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310018002344907
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1526-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - ვ-------------------–-

წარმომადგენლები - თ---------------------------------–------

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - უ---------------–-–---–-

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–-

მესამე პირები - გ---–------------------–-----------------------–---------------–---–----–------------------------------–-------(ასკ 16.2 მუხლი)

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქმედების განხორციელება, კერძოდ- გააუქმოს 2017 წლის 02მაისის №0----------–ერილით ქალაქ თბილისში, ძ-------------------------------–---–--------------–- არსებული მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: №01.15.05.001.0--- საზღვრების ცვლილების შესაძლებლობა(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ. 62-72).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 04 იანვრის №----------------------–-------–--ა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ. 62-72).

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 05 თებერვლის №---------------------–-------–-ბა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ. 62-72).

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 23 თებერვლის №-----------–-------–-ბა ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ. 62-72).

 

მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობს ქ.თბილისში, ძ----------------------------–-- მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ხოლო მის მომიჯნავედ მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი №32, რომელთა შორის მათი აშენების პერიოდიდან არის საჰაერო სივრცე, ტერიტორია, რომელიც არცერთი ბინის ნახაზის შემადგენლობაში არ შედიოდა. მისივე განმარტებით, ამ გარემოებას ადასტურებს საინვენტარიზაციო გეგმაც, სადაც შენობის მიმდებარე ტერიტორია საინვენტარიზაციო მონაცემებში მითითებული არ არის. საინვენტარიზაციო გეგმაში და ცნობა-დახასიათებაში მიწის ნაკვეთის ფართობი მითითებულია 192 კვ.მეტრი.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის 31 მარტს ბმა ,-------–- 20--’’-ის წარმომადგენელმა გუ-–------------------–--ემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა განცხადება №------------ და მოითხოვა ძ----------------------------–- მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: N01.15.05.001.0-- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა სიტუაციური ნახაზი, რომლითაც ბინებს შორის მოთავსებული ტერიტორია, საჰაერო სივრცე, რომელიც მოთავსებული იყო №30 და №32 შენობებს შორის, შეტანილი იქნა №32 შენობა-ნაგებობის წითელი ხაზების შემადგენლობაში. ამ რეგისტრაციაზე წარდგენილ იქნა ასევე ბმა ,-------–- 20--’’-ის 100 %-იანი კრების ოქმი, თუმცა მოსარჩელისთვის გაუგებარია შენობათა შორის თავისუფალი ტერიტორიის №32 ბინის წითელ ხაზებში მოქცევასთან დაკავშირებით №32 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ამხანაგობის გადაწყვეტილება რა კავშირში იყო. 2017 წლის 06 აპრილის №------ წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის პოზიცია მითითებულ საკადასტრო კოდზე საზღვრების კონფიგურაციის ცვლილებების შეტანის შესახებ. მიწოდებული ესკიზის მიხედვით საზღვრების ცვლილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიიჩნია შესაძლებლად 2017 წლის 02 მაისის №0----------–ერილით, რომელიც გახდა საფუძველი 2017 წლის 11 მაისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეღო გადაწყვეტილება ცვლილების რეგისტრაციაზე მითითებულ კოდზე.

 

2017 წლის 27 დეკემბერს, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ,,რეგისტრაციის შესახებ’’ 2017 წლის 11 მაისის №----------------------–-----ლების შედეგად რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ განიხილა განცხადება და შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განმცხადებელი არ იყო უფლებამოსილი პირი, ხოლო მოგვიანებით შეწყვიტა წარმოება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის №-----------–-------–-ბით კი მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხემ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.1.2. მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლე) წერილობითი ფორმით შესაგებელი ვ-------------------–-ს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირს - გუ-–------------------–--ეს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ვ-------------------–-ს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2.2. მესამე პირმა - გ-------------ემ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2.3. მესამე პირებს - ლ---------------–---–----–----------------------------------–--------- წერილობითი ფორმით შესაგებელი ვ-------------------–-ს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენიათ. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, ასევე არ გამოცხადდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შესაბამისად მათი პოზიცია წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ძ--------------------------------–-------------–- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--.01.5--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 450.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 1, მე-3 სართული, 109.55 კვ.მ. 2008 წლის 02ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვ-------------------–-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22/01/2018(იხ. ტომი 1, ს.ფ. 14-15)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ძ--------------------------------–-------------–- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 180.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 1, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 210.51კვ.მეტრი, საცხოვრებელი ფართი: 168.85კვ.მეტრი, დამხმარე ფართი: 18.24კვ.მეტრი, სამეურნეო ფართი: 23.42კვ.მეტრი, 20-- წლის 06 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გუ-–------------------–--ის(21/168 ნაწილი), გ-------------ის(27/168 ნაწილი), ლ---------------–---–ის(26/168 ნაწილი), ლ-----------------------------–--–-----------------–-------ს(21/168 ნაწილი) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 08/05/2017(იხ. ტომი 1, ს.ფ. 16-18)

 

3.1.3. 2017 წლის 31 მარტს, ბმა ,-------–- 20--’’-ის თავმჯდომარემ გუ-–------------------–--ემ №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, უძრავ ნივთზე(საკ.კოდი: №01.15.05.001.0--- ცვლილების რეგისტრაცია. №------------ სარეგისტრაციო განცხადებას ასევე ერთვოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,-------–- 20--’’-ის 2017 წლის 30 მარტის კრების ოქმი, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაციას მხარს უჭერდა ამხანაგობის წევრთა 100%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბმა ,-------–- 20--’’-ის თავმჯდომარის გუ-–------------------–--ის 2017 წლის 31 მარტის №------------ განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 191-192)

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 193-194)

- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,-------–- 20--’’-ის 2017 წლის 30მარტის კრების ოქმი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 195-197)

 

3.1.4. 2017 წლის 06 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №------ წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ბმა ,-------–- 20--’’-ის თავმჯდომარის გუ-–------------------–--ის №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით და სთხოვა კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის დაფიქსირება.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 მაისის №0----------–ერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მიწოდებული ესკიზის მიხედვით, ქ.თბილისში, ძ---------------------------------–-------------ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--- საზღვრების ცვლილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 აპრილის №------ წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 28)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 მაისის №0----------–ერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 27).

 

3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 11 მაისს მიღებული იქნა №-------------08 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც დაკმაყოფილდა ბმა,-------–- 20--’’-ის განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა(ყოფ. ლეონიძე) №32.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ.თბილისში, ძ--------------------------------–-------------–- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 192.00კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, საკუთრების უფლებით აღირიცხა გუ-–------------------–--ის(21/168 ნაწილი), გ-------------ის (27/168 ნაწილი), ლ---------------–---–ის(26/168 ნაწილი, შედგება შემდეგი ფართებისაგან: საცხოვრებელი 15.71კვ.მ, 9.93 კვ.მ და არასაცხოვრებელი 12.0 კვ.მ), ლ------------------------------–--–--------------–------------------–--–-- სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 მაისის №-------------08 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 217)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 03/06/2015(იხ. ტომი 1, ს.ფ. 220-221)

 

3.1.6. 2017 წლის 27 დეკემბერს, ვ-------------------–მა(წარმომადგენელი თ-------–------- №892017289187 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე(საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--- რეგისტრაციის შესახებ №-------------08(11.05.2017) გადაწყვეტილების შედეგად რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 04 იანვრის №---------------------–-------–---თ ვ-------------------–-ს მიერ წარდგენილ გაცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად განმცხადებელს დაევალა რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვ-------------------–-ს(წარმომადგენელი თ-------–------- 2017 წლის 27 დეკემბრის №892017289187 განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 98-99)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 იანვრის №--------------3 გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 32)

 

3.1.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის №---------------------–-------–-ბით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული 2018 წლის 05 თებერვლის №---------------------–-------–-ბა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 38)

 

3.1.8. 2018 წლის 26 იანვარს ვ-------------------–მა(წარმომადგენელი თ-------–------- №57282/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 იანვრის №---------------------–-------–---ს ბათილად ცნობა და მის მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 23 თებერვლის №-----------–-------–-ბით, ვ-------------------–-ს წარმომადგენლის თამარ ლანჩავას 2018 წლის 26 იანვრის №57282/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე იმსჯელა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 05თებერვლის №---------------------–-------–-ბის კანონიერებაზეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვ-------------------–-ს წარმომადგენლის თამარ ლანჩავას 2018 წლის 26 იანვრის №57282/17 ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 103-104)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის №-----------–-------–-ბა ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 33-37)

 

3.1.9. საქმეში წარმოდგენილია ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი ,,--------------------- 2018 წლის 08 თებერვლის №002/2-3 დ.რ. დასკვნა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ძ----------------------------–----------–- არსებული საცხოვრებელი სახლები(ს/კ: №01.15.05.001.0-- და №01.15.05.001.0--- განთავსებულნი არიან ერთმანეთის მიმდებარედ და სახლებს შორის დაშორება შეადგენს 0,8-0,85 მ-ს, რომელიც გამოყენებულია გასავლელად. №32 შენობის მაცხოვრებლების მიერ სახლის მიმდებარე წითელი ხაზი გატარებულია №30 სახლის(შენობის) მიჯნაზე, რის გამოც სახლებს შორის არსებული(მათი აშენების პერიოდიდან) ნეიტრალური გასასვლელი მოქცეულია №32 სახლის საკუთრებაში. აღნიშნული გარემოება განხორციელებულია ამავე სახლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის მიერ ნეიტრალური სივრცის ნაწილში სველი წერტილის მოწყობის გამო და წითელი ხაზის №30 სახლის მიჯნაზე გატარებით დარღვეულია №30 სახლის მაცხოვრებლების, კერძოდ კი მოქ. ვ-------------------–-ს ინტერესები, ასევე ამ გასავლელით მოსარგებლე პირების ინტერესები, რის გამოც მიზანშეწონილია ხსენებული გასასვლელი(სახლებს შორის არსებული სივრცე) დარჩეს ნეიტრალურ(არა რომელიმე სახლის კუთვნილ) ფართად ისე, როგორც იყო ხსენებული წითელი ხაზის გატარებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი ,,--------------------- 2018 წლის 08 თებერვლის №002/2-3 დ.რ. დასკვნა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 40-42)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ვ-------------------–-ს სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება(დებულება)(სადავო პერიოდში მოქმედი), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 04 იანვრის №----------------------–-------–--ა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის №----------------------–-------–ება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის №-----------–-------–-ბა ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 იანვრის №--------------3 და ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის №---------------------–-------–-ბების ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკადასტრო მონაცემების ზედდება – უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მჯუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ძ--------------------------------–-------------–- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 180.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 1, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 210.51 კვ.მეტრი, საცხოვრებელი ფართი: 168.85 კვ.მეტრი, დამხმარე ფართი: 18.24 კვ.მეტრი, სამეურნეო ფართი: 23.42 კვ.მეტრი, 20-- წლის 06მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გუ-–------------------–--ის(21/168ნაწილი), გ-------------ის(27/168 ნაწილი), ლ---------------–---–ის(26/168 ნაწილი), ლ-----------------------------–--–-----------------–-------ს (21/168 ნაწილი) სახელზე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მარტს ბმა ,-------–- 20--’’-ის თავმჯდომარემ გუ-–------------------–--ემ №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, უძრავ ნივთზე(საკ.კოდი: №01.15.05.001.0--- ცვლილების რეგისტრაცია. №------------ სარეგისტრაციო განცხადებას ასევე ერთვოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,-------–- 20--’’-ის 2017 წლის 30 მარტის კრების ოქმი, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაციას მხარს უჭერდა ამხანაგობის წევრთა 100%.

 

დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 06 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №------ წერილით მიმართა ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და ბმა ,-------–- 20--’’-ის თავმჯდომარის გუ-–------------------–--ის №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით და სთხოვა კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის დაფიქსირება. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 მაისის №0----------–ერილით კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მიწოდებული ესკიზის მიხედვით, ქ.თბილისში, ძ--------------------------------–-------------–- არსებული მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--- საზღვრების ცვლილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 11 მაისს მიღებული იქნა №-------------08 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც დაკმაყოფილდა ბმა ,-------–- 20--’’-ის განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე და ქ.თბილისში, ძ--------------------------------–-------------–- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 192.00კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, საკუთრების უფლებით აღირიცხა გუ-–------------------–--ის(21/168 ნაწილი), გ-------------ის(27/168 ნაწილი), ლ---------------–---–ის(26/168 ნაწილი, შედგება შემდეგი ფართებისაგან: საცხოვრებელი 15.71კვ.მ, 9.93 კვ.მ და არასაცხოვრებელი 12.0 კვ.მ), ლ-----------------------------–--–--------------–------------------–--–--------–----

 

6.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში(21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. ამავე კანონის 22-ე მუხლის ,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა)წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ)ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ)ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ)ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.მე-3 პუნქტის თანახმად კი, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს, ვ-------------------–მა(წარმომადგენელი თ-------–------- №892017289187 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე(საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--- რეგისტრაციის შესახებ №-------------08(11.05.2017) გადაწყვეტილების შედეგად რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება.

 

დადგენილია ასევე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 04 იანვრის №---------------------–-------–---თ ვ-------------------–-ს მიერ წარდგენილ გაცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად განმცხადებელს დაევალა რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 05 თებერვლის №---------------------–-------–-ბით კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოება შეჩერების შესახებ და განმცხადებელს დაევალა იმ სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შემდგომში გახდებოდა რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, თუმცა ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულ პირს(ვ-------------------–ს) არ წარუდგენია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვ-------------------–-ს სასარჩელო მოთხოვნა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04იანვრის №---------------------–-------–---ს და ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის №---------------------–-------–-ბის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23თებერვლის №----------–-------–---ს ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის №----------–-------–---ს ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქმედების განხორციელება, კერძოდ- გააუქმოს 2017 წლის 02 მაისის №0----------–ერილით ქალაქ თბილისში, ძ-------------------------------–---–--------------–- არსებული მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: №01.15.05.001.0--- საზღვრების ცვლილების შესაძლებლობა,- აღნიშნულ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა, კერძოდ:

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების(დებულების)(სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის მე-2 მუხლის თანახმადაც, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების(დებულების)(სადავო პერიოდში მოქმედი), მე-3 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის ფუნქციები. კერძდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე; ,,ფ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილების შეფასება, ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა, ,,ც’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების პროქტების მომზადების პროცესში ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ)თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეიმუშაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმები; გ)მონაწილეობა მიიღოს თბილისის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელებაში; დ) უზრუნველყოს თბილისის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება; ე) განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება; ვ) მოამზადოს თბილისის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო-საინვესტიციო წინადადებები; ზ)დაიცვას სამსახურის ინტერესები სასამართლოში; თ) საჭიროების შემთხვევაში, მოიზიდოს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციები; ი) მოამზადოს სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის დოკუმენტაცია, მოახდინოს მათი ტირაჟირება და გავრცელება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; კ)თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან; ლ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე, დაუყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორგანოში; მ)სამართლებრივ ურთიერთობებში გამოვიდეს საკუთარი სახელით; ნ)კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, გასცეს ნებართვები; ო)მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; პ)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოითხოვოს მონაცემები თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისი ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან; ჟ)ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება, დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ; რ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ს)კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების(დებულების)(სადავო პერიოდში მოქმედი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილების უფლებამოსილებას მიეკუთვნება დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე სამსახურის პოზიციის მომზადება.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ 2017 წლის 06 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №------ წერილით მიმართა ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და ბმა,-------–- 20--’’-ის თავმჯდომარის გუ-–------------------–--ის №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით და სთხოვა კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის დაფიქსირება. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა კი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილა წარდგენილი განცხადება და 2017 წლის 02 მაისის №0----------–ერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მიწოდებული ესკიზის მიხედვით, ქ.თბილისში, ძ--------------------------------–-------------–- არსებული მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--- საზღვრების ცვლილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება, რაც გამოიხატება იმაში, რომ 2017 წლის 02 მაისის №0----------–ერილით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მიწოდებული ესკიზის მიხედვით, ქ.თბილისში, ძ--------------------------------–-------------–- არსებული მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--- საზღვრების ცვლილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა,- შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რამეთუ დასახელებული წერილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული წერილით ქ.თბილისის მუნიციპალიუტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტეტურის სამსახურმა მხოლოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიწოდებული ესკიზის მიხედვით, ქ.თბილისში, ძ--------------------------------–-------------–- არსებული მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--- საზღვრების ცვლილება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა. ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 11 მაისს მიღებული იქნა №-------------08 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც დაკმაყოფილდა ბმა ,-------–- 20--’’-ის განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე და ქ.თბილისში, ძ---------------------------------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.05.001.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 192.00კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, საკუთრების უფლებით აღირიცხა გუ-–------------------–--ის(21/168 ნაწილი), გ-------------ის (27/168 ნაწილი), ლ---------------–---–ის(26/168 ნაწილი, შედგება შემდეგი ფართებისაგან: საცხოვრებელი 15.71კვ.მ, 9.93 კვ.მ და არასაცხოვრებელი 12.0კვ.მ), ლ------------------------------–--–--------------–------------------–--–-- სახელზე,- თუმცა როგორც საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება უძრავ ქონებაზე ცვლილების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტები, ხოლო მათ შორის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 მაისის №0----------–ერილი კი მითითებული არ არის.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-------------------–-ს სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი(განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად. რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეულ ხარჯს,- საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 21 ნოემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი №1817960122, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ვ-------------------–-ს მიერ გადახდილია იურიდიული მომსახურების საფასური 600(ექვსასი) ლარის ოდენობით(მიმღები თეიმურაზ მაისურაძე). ამასთან, მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე,- სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელე მხარეზე წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ-------------------–-ს სარჩელი მოპასუხეების- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლე), მესამე პირების- გუ-–------------------–--ის, გ-------------ის, ლ---------------–---–ის, ლამარა ქავთარაძის, მირანდა ცხადაიას მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი