გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5439-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - შპს ,,ა----------------------–-------------------–------------–-------–--------
წარმომადგენელი-----------------–---–-
მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო(საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
წარმომადგენლები - ე-----------–---–--------------–--------–---–-
დავის საგანი-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018წლის 13 მარტის №-------- გადაწყვეტილება დ------------–---–--ათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-13; განცხადება ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ; ს.ფ. 30-31).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 ივლისის №------- გადაწყვეტილება შპს,,აკა--------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 28 მარტის N----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-13; განცხადება ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ; ს.ფ. 30-31).
1.3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს 2018 წლის 13 მარტის №-------- გადაწყვეტილებაში მითითებული პაციენტის- დ------------–---–--თვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-13; განცხადება ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ; ს.ფ.30-31; 2018 წლის 05 ოქტომბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი; ს.ფ.48-53).
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–------–-- მკურნალობა ჩაუტარდა დ------------–---–- 2017 წლის 02ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით იშემიური კარდიომიოპათიის, პნევმონიის და კარდიოგენური შოკის დიაგნოზით. 2017 წლის 05 ოქტომბრის 21:30 საათზე პაციენტის მდგომარეობის დამძიმების გამო ჩატარდა ინტუბაცია, პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ,,სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში“ რეგისტრატორის მიერ მექანიკური შეცდომით მოხდა არასწორი დროის 12:30 საათის მითითება, ნაცვლად 21:30 საათისა, რის გამოც ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ ინსპექტორის მიერ დაკორექტირდა II-III დონის ინტენსიურის მკურნალობა/მოვლის პროგრამული შემთხვევა. ამის გათვალისწინებით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტომ“ 2018 წლის 13 მარტის N-------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შემთხვევის ანაზღაურებაზე. მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა დადგენილი წესით და 2018წლის 12 აპრილს განხილვაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ მსგავსი მექანიკური ხასიათის შემთხვევები ექვემდებარება 50 ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას და არ ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურების პროგრამით განსაზღვრულ დაფინანსებაზე უარს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 ივლისის №------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,აკა--------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 28 მარტის N----- ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი, სააგენტომ არ იხელმძღვანელა აღნიშნული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის ნორმებით, რის გამოც, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს 2018 წლის 13მარტის №-------- გადაწყვეტილებაში მითითებული პაციენტის- დ--------------–---–-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება .
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 13 ოქტომბრის ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი- დ-------------–---–ი(დაბადებული 19.04.1----–--–--, მკურნალობდა შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–------–-- სტაციონარში მოთავსების მიზნით. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ძირითადი დაავადება: გიდ:იშემიური კარდიომიოპათია(I25.5); თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში (G93.1); თავის ტვინის ღეროს დამბლის სინდრომი (I60-I67+) (G46.3*);პნევმონია, დაუზუსტებელი(J18.9). გართულებები: გულის გაჩერება მისი მოქმედების წარმატებული აღდგენით (I46.0); პარკუჭის მწვავე უკმარისობა(კარდიული ასთმა) (I50.1); გულის უკმარისობა III (NYHA) (I50.9); ჰიდროთორაქსი(ორმხრივი) (J94.8); პარკუჭთა ფიბრილაცია (I49.0), პარკუჭოვანი ტაქიკარდია (i47.2); კარდიოგენური შოკი (R57.0); თანმხლები დაავადება: მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი (2005წ) (I25.2); კორონარული შუნტირების შემდგომი მდგომარეობა (2008 წ.) Z95.1); წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა(პერმანენტული ფორმა) (I48); თირკმლების უკმარისობა, დაუზუსტებელი(N19). ავადმყოფობის მიმდინარეობა: პაციენტი მოთავსდა კლინიკაში დიაგნოზით: პარკუჭის მწვავე უკმარისობა (კარდიული ასთმა). მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, დაბალი სატურაციის მაჩვენებელი - 87%. მკურნალობის ფონზე მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, შემცირდა გულის უკმარისობის მოვლენები. პაციენტი 2017 წლის 03 ოქტომბრის 10:30 საათზე გადაყვანილ იქნა შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში. ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, პაციენტი საჭიროებდა ოქსიგენოთერაპიას, მარყუჭოვანი დიურეტიკებით დიურეზის სტიმულირებას. 2017 წლის 05 ოქტომბერს 21:30 საათზე მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, პაციენტმა დაკარგა გონება, დაეცა, რის შედეგადაც აღენიშნა ზედა ტუჩის სისხლმდენი ჭრილობა. ეკგ -მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭთა ფირილაცია, რის გამოც ჩატარდა პარკუჭთა დეფირბრილაცია, ეკგ მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია. დაწყებულ იქნა გულის არაპირდაპირი მასაჟი, რის ფონზეც მალევე აღდგა რითმი. თუმცა პაციენტი იმყოფებოდა უგონო მდგომაროებაში. საციცოცხლო ჩვენებით ჩატარდა ენდოტრაექული ინტუბაცია (7.5 F). პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე SIMV რეჟიმში. გამოხატული იყო ჰიპოტონია - 80/40 მმ.ვწ.სვ. კარდიოგენული შოკის კლინიკა. დაწყებულ იქნა ი/ვ დოპამინის და დობუტამინის ინფუზია ტროპონინის ანალიზით გამოირიცხა მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება (Tnl-0.07 ng/ml). დაფიქსირდა ლეიკოციტოზი, ლეიკოციტარული ფორმულის მარცხნივ გადახრა, მაღალი CRPს მაჩვენებელი, ფებრელიტეტი დაწყებულ იქნა ანტიბიოტიკოთერაპია ცეფტრიასონით (07.10.2017). 08.10.2017-ში სატურაციის დაბალი მაჩვენებელი - 85%. დაფიქსირდა საინტუბაციო მილის ობსტრუქცია ნახველით, რის გამოც ჩატარდა რეინტუბაცია. ჭარბი სეკრეტის გამო ჩატარდა ბრონქოსკოპია-სანაცია. გამოვლინდა ლორწოვანი გარსების შეშუპების მაღალი ხარისხი, დიდი რაოდენობით სქელი მოყვითალო, წებოვანი და რთულად სანირებადი სეკრეტი, ჩირქოვანი საცობები. აგრეთვე სისხლჟონვა ბრონქების სანათურებიდან. ჩაუტარდა სანაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. შეჩერებულ იქნა ვარფარინი. 09.10.17-ში დაფიქსირდა უარყოფითი დინამიკა CRP-ს მატება. ჩატარდა პულმონოლოიგის, რეანიმატოლოგის კონსულტაცია. მკურნალობას ტიენამი (500 მგ 4 ჯერ), კოლომიცინი (2000000 3კერ), ცეფტრიაქსონი შეიცვალა ლევოქსიმედით(400 მგ 1ჯერ). ჩატარდა ექოკარდიოაგრაფია, გულმკერდის RO–გრაფია. პულმონოლგოის მიერ დაესვა პნევმონიის დიაგნოზი. რეანიმატოლოგის კონსულტაციით მკურნალობას დაემატა ადრენალინის ინფუზია(დაწვრილებით იხ. ისტორიაში). 10.10.2017-ში ჩატარდა განმეორებითი ბრონქოსკოპია-სანაცია, სადაც შეშუპების ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, ბრონქების სანათრებიდან სისხლჟონვა აღარ დაფიქსირებულა. ლაბორატორიულად გამოვლინდა დადებითი დინამიკა, იკლო CRP-ს მაჩვენებელმა, ლეიკოციტები ნორმალიზირდა. გაუმჯობესდა რენტგენოლოგიური სურათი. ნევროლოგიური შეფასებით პაციენტი იღვიძებდა აღგზნებით, გამოხატული იყო ტაქიპნოე, რის გამოც უგრძელდებოდა ნარკოზი. ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია. დაფიქსირდა კრეატინინის დინამიკაში მატება, ბოლო მონაცემით - 2.3 მგ/დლ. ჩატარებულ სისხლის, ნახველის, შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევები, საიდანაც პათოლოგიური მიკროფლორა არ ამოითესა. 11.07.2017-ში ფიქსირდება კვლავ ფებრელიტეტი. ჩატარდა სეფსოლოგის კონსულტაცია. მკურნალობაში ცვლილება არ შეტანილა. პაციენტს უგრძელდება ი/ვ დოფამინის და დობუტამინის ინფუზია. 13.10.2017-ში პაციენტი კონსულტირებულ იქნა ნევროლოგის მიერ, დაესვა ანოქსიური ენცეფალოპათიის და თავის ტვინის ღენოს დამბლის სინდრომის დიაგნოზი. ჩატარდა ნეფროლოგის კონსულტაცია, დაესვა თირკმლის დაუზუსტებელი უკმარისობის დიაგნოზი. პაციენტს აქვს პნევმონია. ამ ეტაპზე გულის უკმარისობის მოვლენები შემცირებულია, მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგია არ ფიქსირდება. შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს ხანგრძლივად მართვით სუნთქვაზე ყოფნა. ამის გათვალისწინებით, ნევროლოგის, ნეფროლოგის, რეანიმატოლოგის რეკომენდაციით პაციენტი საჭიროებს ფართო პროფილის კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას. რის გამოც კატასტროფის ბრიგადის მიერ გადადის გადაუდებელი მედიცინის ცენტრში შემდგომი კვლევისა და მკურნალობისთვის. მდგომარეობა სტაციონარში გაწერისას: სტაბილიზაცია. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ზოგადი პროფილის კლინიკაში მკურნალობის გაგრძელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 13 ოქტომბრის ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 61-75)
3.1.2. შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- მიერ პაციენტ დ------------–---–--თვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ მიწოდებულ იქნა შემდეგი ინფორმაცია: 1. ძირითადი დიაგნოზის სახ. კოდი INT0001/1 – I დონის ინტენსიური მკურნალობა მოვლა, დაწყების დრო 2017 წლის 02 ოქტომბრის 20:50:00 -საათიდან, 2017 წლის 05 ოქტომბრის 12:30:00 საათამდე, ჩარევა - WAA891 - ინტენსიური თერაპიის არაინვაზიური მონიტორინგი; 2. თანმხლები დიაგნოზის სახ. კოდი REAN0001/1 – II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დაწყების დრო 2017 წლის 05 ოქტომბრის 12:30:00 -საათიდან, 2017 წლის 13 ოქტომბრის 14:40:00 საათამდე, ჩარევა - WAA900 - რეანიმაცია. ოპერატორის კომენტარი: I50.1, R57.0, N19; G93.1, G46.3, J18.9, პაციენტი გადადის პროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული (ს.ფ. 57-60)
3.1.3. შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- 2017წლის ოქტომბრის №36-3-2/2177299070-340967741 „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერის პირველი პუნქტით დგინდება, რომ წარდგენილი შემთხვევის ნომერი - №---------; შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა(ლარებში) –5585 განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ა----------------------–-------------------–------------–-------–---------ს 2017 წლის ოქტომბრის №36-3-2/2177299070-340967741 „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერი (ს.ფ. 16)
3.1.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 მარტის №-------- გადაწყვეტილებით(საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ) დგინდება, რომ პაციენტი: დ------------–---–--------------------------------- საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი N1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე მკურნალობდა შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–------–-- 2017 წლის 02 ოქტომბრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: I25.5 იშემიური კარდიომიოპათია -/-INT0001/1 – I დონის ინტენსიური მკურნალობა მოვლა და -/- REAN0001/1 – II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. სამედიცინო დოკუმენტაციით მითითებული დაზუსტება არ შეესაბამება შემთხვევების რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადმოცემულს(დაინტუბირების დრო არ შეესაბამება ელ. ანგარიშგებაში გადმოცემულს). შესაბამისად სამედიცინო შემთხვევას №--------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრათ სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ,,შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 მარტის №-------- გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“(ს.ფ. 14-15)
3.1.5. შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- 2018წლის 28 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით N----- მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 13მარტის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018წლის 23 ივლისის №-------8 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- 2018 წლის 28 მარტის N----- ადმინისტრაციული საჩივარი(სააგენტოში რეგისტრირებულია 28.03.2018, №30259). შემთხვევა №--------- არ ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- 2018 წლის 28 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი N----- (ს.ფ. 17)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23ივლისის №-------8 გადაწყვეტილება ,,შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- 2018 წლის 28 მარტის N----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ ( ს.ფ. 18-19)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №-------------–--ა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №-------- გადაწყვეტილება დ--------------–---–-ს შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23ივლისის №------- გადაწყვეტილება შპს ,,აკა--------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 28 მარტის N----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №-------- გადაწყვეტილება დ------------–---–-- შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №-------------–--ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის(შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა)საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა)პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ)ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ)მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ)ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს(შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ)სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო(შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილების დანართი ერთის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტი - დ------------–---–ი, წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №-------------–--ის №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე პირს.
6.3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე დადგენილების მე-151 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალის და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას თუ სადავოა) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. ამასთან, იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ან სადავოა და დაზუსტების შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს ანაზღაურებას, ასანაზღაურებელ თანხებზე გაფორმებულ პირველად მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად იბეჭდება შესაბამისი რეესტრი 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. სადავო საკითხების განსახილველად ან აღმოსაფხვრელად მიმწოდებელს ეძლევა ასანაზღაურებელ თანხებზე პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და სადავო შემთხვევების რეესტრის მიღებიდან 5 სამუშაო დღე. თუ მიმწოდებელი ამ პერიოდში არ მოახდენს რეაგირებას, შემთხვევა აღარ ანაზღაურდება. სადავო შემთხვევების განხილვაში ჩართულები არიან მიმწოდებელი, განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 13 ოქტომბრის ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი- დ-------------–---–ი(დაბადებული 19.04.1----–--–--, მკურნალობდა შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–------–-- სტაციონარში მოთავსების მიზნით. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ძირითადი დაავადება: გიდ:იშემიური კარდიომიოპათია(I25.5); თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში (G93.1); თავის ტვინის ღეროს დამბლის სინდრომი (I60-I67+) (G46.3*); პნევმონია, დაუზუსტებელი(J18.9). გართულებები: გულის გაჩერება მისი მოქმედების წარმატებული აღდგენით(I46.0); პარკუჭის მწვავე უკმარისობა(კარდიული ასთმა) (I50.1); გულის უკმარისობა III (NYHA) (I50.9); ჰიდროთორაქსი(ორმხრივი) (J94.8); პარკუჭთა ფიბრილაცია(I49.0), პარკუჭოვანი ტაქიკარდია(i47.2); კარდიოგენური შოკი (R57.0); თანმხლები დაავადება: მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი (2005წ) (I25.2); კორონარული შუნტირების შემდგომი მდგომარეობა(2008 წ.) Z95.1); წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა (პერმანენტული ფორმა) (I48); თირკმლების უკმარისობა, დაუზუსტებელი (N19). ავადმყოფობის მიმდინარეობა: პაციენტი მოთავსდა კლინიკაში დიაგნოზით: პარკუჭის მწვავე უკმარისობა(კარდიული ასთმა). მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, დაბალი სატურაციის მაჩვენებელი - 87%. მკურნალობის ფონზე მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, შემცირდა გულის უკმარისობის მოვლენები. პაციენტი 2017 წლის 03 ოქტომბრის 10:30 საათზე გადაყვანილ იქნა შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში. ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, პაციენტი საჭიროებდა ოქსიგენოთერაპიას, მარყუჭოვანი დიურეტიკებით დიურეზის სტიმულირებას. 2017 წლის 05 ოქტომბერს 21:30 საათზე მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, პაციენტმა დაკარგა გონება, დაეცა, რის შედეგადაც აღენიშნა ზედა ტუჩის სისხლმდენი ჭრილობა. ეკგ -მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭთა ფირილაცია, რის გამოც ჩატარდა პარკუჭთა დეფირბრილაცია, ეკგ მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია. დაწყებულ იქნა გულის არაპირდაპირი მასაჟი, რის ფონზეც მალევე აღდგა რითმი. თუმცა პაციენტი იმყოფებოდა უგონო მდგომაროებაში. საციცოცხლო ჩვენებით ჩატარდა ენდოტრაექული ინტუბაცია (7.5 F). პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე SIMV რეჟიმში. გამოხატული იყო ჰიპოტონია - 80/40 მმ.ვწ.სვ. კარდიოგენული შოკის კლინიკა. დაწყებულ იქნა ი/ვ დოპამინის და დობუტამინის ინფუზია ტროპონინის ანალიზით გამოირიცხა მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება (Tnl-0.07 ng/ml). დაფიქსირდა ლეიკოციტოზი, ლეიკოციტარული ფორმულის მარცხნივ გადახრა, მაღალი CRPს მაჩვენებელი, ფებრელიტეტი დაწყებულ იქნა ანტიბიოტიკოთერაპია ცეფტრიასონით (07.10.2017). 08.10.2017-ში სატურაციის დაბალი მაჩვენებელი - 85%. დაფიქსირდა საინტუბაციო მილის ობსტრუქცია ნახველით, რის გამოც ჩატარდა რეინტუბაცია. ჭარბი სეკრეტის გამო ჩატარდა ბრონქოსკოპია-სანაცია. გამოვლინდა ლორწოვანი გარსების შეშუპების მაღალი ხარისხი, დიდი რაოდენობით სქელი მოყვითალო, წებოვანი და რთულად სანირებადი სეკრეტი, ჩირქოვანი საცობები. აგრეთვე სისხლჟონვა ბრონქების სანათურებიდან. ჩაუტარდა სანაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. შეჩერებულ იქნა ვარფარინი. 09.10.17-ში დაფიქსირდა უარყოფითი დინამიკა CRP-ს მატება. ჩატარდა პულმონოლოიგის, რეანიმატოლოგის კონსულტაცია. მკურნალობას ტიენამი (500 მგ 4ჯერ), კოლომიცინი (2000000 3კერ), ცეფტრიაქსონი შეიცვალა ლევოქსიმედით (400 მგ 1ჯერ). ჩატარდა ექოკარდიოაგრაფია, გულმკერდის RO–გრაფია. პულმონოლგოის მიერ დაესვა პნევმონიის დიაგნოზი. რეანიმატოლოგის კონსულტაციით მკურნალობას დაემატა ადრენალინის ინფუზია (დაწვრილებით იხ. ისტორიაში). 10.10.2017-ში ჩატარდა განმეორებითი ბრონქოსკოპია-სანაცია, სადაც შეშუპების ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, ბრონქების სანათრებიდან სისხლჟონვა აღარ დაფიქსირებულა. ლაბორატორიულად გამოვლინდა დადებითი დინამიკა, იკლო CRP-ს მაჩვენებელმა, ლეიკოციტები ნორმალიზირდა. გაუმჯობესდა რენტგენოლოგიური სურათი. ნევროლოგიური შეფასებით პაციენტი იღვიძებდა აღგზნებით, გამოხატული იყო ტაქიპნოე, რის გამოც უგრძელდებოდა ნარკოზი. ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია. დაფიქსირდა კრეატინინის დინამიკაში მატება, ბოლო მონაცემით - 2.3 მგ/დლ. ჩატარებულ სისხლის, ნახველის, შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევები, საიდანაც პათოლოგიური მიკროფლორა არ ამოითესა. 11.07.2017-ში ფიქსირდება კვლავ ფებრელიტეტი. ჩატარდა სეფსოლოგის კონსულტაცია. მკურნალობაში ცვლილება არ შეტანილა. პაციენტს უგრძელდება ი/ვ დოფამინის და დობუტამინის ინფუზია. 13.10.2017-ში პაციენტი კონსულტირებულ იქნა ნევროლოგის მიერ, დაესვა ანოქსიური ენცეფალოპათიის და თავის ტვინის ღენოს დამბლის სინდრომის დიაგნოზი. ჩატარდა ნეფროლოგის კონსულტაცია, დაესვა თირკმლის დაუზუსტებელი უკმარისობის დიაგნოზი. პაციენტს აქვს პნევმონია. ამ ეტაპზე გულის უკმარისობის მოვლენები შემცირებულია, მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგია არ ფიქსირდება. შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს ხანგრძლივად მართვით სუნთქვაზე ყოფნა. ამის გათვალისწინებით, ნევროლოგის, ნეფროლოგის, რეანიმატოლოგის რეკომენდაციით პაციენტი საჭიროებს ფართო პროფილის კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას. რის გამოც კატასტროფის ბრიგადის მიერ გადადის გადაუდებელი მედიცინის ცენტრში შემდგომი კვლევისა და მკურნალობისთვის. მდგომარეობა სტაციონარში გაწერისას: სტაბილიზაცია. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ზოგადი პროფილის კლინიკაში მკურნალობის გაგრძელება.
- შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შპს ,,ა----------------------–-------------------–------------–-------–---------ს მიერ პაციენტ დ------------–---–--თვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ მიწოდებული იქნა შემდეგი ინფორმაცია: 1. ძირითადი დიაგნოზის სახ. კოდი INT0001/1 – I დონის ინტენსიური მკურნალობა მოვლა, დაწყების დრო 2017 წლის 02 ოქტომბრის 20:50:00 -საათიდან, 2017 წლის 05 ოქტომბრის 12:30:00 საათამდე, ჩარევა - WAA891 - ინტენსიური თერაპიის არაინვაზიური მონიტორინგი; 2. თანმხლები დიაგნოზის სახ. კოდი REAN0001/1 – II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დაწყების დრო 2017წლის 05 ოქტომბრის 12:30:00 -საათიდან, 2017 წლის 13 ოქტომბრის 14:40:00 საათამდე, ჩარევა - WAA900 - რეანიმაცია. ოპერატორის კომენტარი: I50.1, R57.0, N19; G93.1, G46.3, J18.9, პაციენტი გადადის პროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების მიზნით.
საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.2-ში დადგენილია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობების შესახებ ნუსხა. ამავე დადგენილების დანართი №1.1- ის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ,,შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს“. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია გადაცემულ დიაგნოზს/დაზუსტებასა და ჩარევას შორის ხარვეზის არსებობას, რადგან გადაცემული დიაგნოზები სრულად ემთხვევა მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიწოდებული ინფორმაციის უსწორობა განხილული უნდა იქნეს, როგორც ტექნიკური შეცდომა და მხარეს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა მოეხდინა კორექტირება მიწოდებულ ინფორმაციაში, რასაც ითვალისწინებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--------------–---–-ს მიმართ გაწეული მომსახურება არის ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №-------------–--ის დანართი №1.1-ით გათვალისწინებული შემთხვევა.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ”, ,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი’’ პაციენტის - დ--------------–---–-ს მკურნალობის ღირებულების დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 ივლისის №------- გადაწყვეტილება შპს ,,აკა--------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 28 მარტის N----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, კერძოდ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ”(პაციენტის - დავით ხატიშავილის მკურნალობის ღირებულების დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ) კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 ივლისის №------- გადაწყვეტილება შპს ,,აკა--------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 28 მარტის N----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 196.32 (ასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე - შპს,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 196.32(ასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ” და დაევალოს მოპასუხეს პაციენტ დ------------–---–--თვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება.
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 ივლისის №------- გადაწყვეტილება შპს,,აკა--------------------–-------------------–------------–-------–---------- 2018 წლის 28მარტის N----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.
4. მოპასუხეს- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე - შპს ,,-----------------------–-------------------–------------–-------–--------- სასარგებლოდ დაეკისროს 196.32(ასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი