განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/4055-18
(006160718013)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ზ-----------–--–---–ის,ბრალდებულ ი-----------–------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი--------------–----- ბ----–------ის (პ-------------) - დაბადებულის 19---–-–-------------, რეგისტრირებულის თ---–------–------------------–- - მიმართ, საქართველოს სსკ 171-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ი-----------–------ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, დ----–-----–ი, რ---------–-------------ში მდებარე სს „ფუდმარტის“ სუპერმარკეტ „ს-----დან“ ი-----------–------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 158.75 ლარად ღირებულ „ლეკავკასის“ ფირმის 0.7 ლ მოცულობის კონიაკს, რითაც დაზარალებულს მიადგა 158.75 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მასვე ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, (სამი ეპიზოდი) რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, დ----–-----–ი, რ---------–-------------ში მდებარე სს „ფუდმარტის“ სუპერმარკეტ „ს-----დან“ ი-----------–------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 144.95 ლარად ღირებულ „ჯეკ დენიელსის“ ფირმის 1 ლიტრი მოცულობს ვისკის, რითაც დაზარალებულს მიადგა 144.95 ლარის მატერიალური ზიანი.
2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, დ----–-----–ი, რ---------–-----------------ში მდებარე სს „ნ----------------ის“ სუპერმარკეტ „ნიკორადან“ი-----------–------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 67.50 ლარად ღირებულ „ბალანტაისის“ ფირმის 0.5 ლიტრის მოცულობის ვისკის, რითაც დაზარალებულს მიადგა 67.50 ლარის მატერიალური ზიანი.
2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, დ----–-----–ი, რ---------–-----------------ში მდებარე სს „ნ----------------ის“ სუპერმარკეტ „ნიკორადან“ი-----------–------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 71.70 ლარად ღირებულ „ჯეკ დენიელსის“ ფირმის 0.75 ლიტრის მოცულობის ვისკის, რითაც დაზარალებულს მიადგა 71.70 ლარის მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი-----------–------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ქ--------------------------------–-–--------–----------------–---–----------–---------–-----------–-–---------------–---- გამოკითხვის ოქმები, მნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ნივთიერი მტკიცებულება - ლაზერული დისკები, პირადი ჩხრეკის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა ი-----------–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
ი-----------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
ი-----------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
ი-----------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი. საბოლოოდ, ი-----------–------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, ი-----------–------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს ი-----------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
ნივთიერი მტკიცებულები:
სს „ნ----------------ის“ 2018 წლის პირველი აგვისტოს ვიდეოჩანაწერი 1 ცალ დისკზე, სუპერმარკეტ „ს-----ს“2018 წლის 16 ივლისის ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე და სს „ნ----------------ის“ 2018 წლის 15 ივლისის ვიდეოჩანაწერი 1 ცალ დისკზე - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები 2 ცალ დისკზე - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი