გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.10.2018
საქმის ნომერი
100310017002200537
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310017002200537

საქმე#3/86 -17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18.10.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: მა------ გე–---

მოპასუხე - შპს ,,M--“

მოპასუხე - შპს ,,ს----------’’

მოპასუხე - ნ---- აბ-–--ე

მოპასუხე - ბა----- მა-------–---–ი

მოპასუხე - გი------ ჭა-----–---–ი

წარმომადგენელი:- ზაზა მა----–---–-, რე---- გ-----–---–ი

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შ.პ.ს. ,,M--“ -ს (ს/კ 4--------), შ.პ.ს.,,ს----------“-ს (ს/კ 4--------), ბა----- მა-------–---–ის (პ/ნ 5--------), გი------ ჭა-----–---–ის (პ/ნ 5----------), ნ---- აბ-–--ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16 126.94 ლარის ოდენობით.

2013 წლის 13 მაისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2--- წლის 07 ივლისს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0----- ბრძანება შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) ქონების დაყადაღების თაობაზე. გადამხდელს საკუთრებაში ქონება არ ერიცხება.

 

შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) 50%-იანი წილის მფლობელია გი------ ჭა-----–---–ი (პ/ნ 5----------), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბა----- მა-------–---–ი (პ/ნ 3----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია მომსახურების დეპარტამენტის დასკვნების შედეგად (08.05.2--- წლის N 1---- და 28.07. 2--- წლის N2---- დარიცხვის ბრძანებები).

 

2012 წლის 15 მარტს, ნ---- აბ-–--ის (პ/ნ 3----------) სახელზე 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს ,,ს----------’’ (ს/ნ 4--------). აღნიშნული 50 %-იანი წილი 2014 წლის 11 ივლისს გი------ ჭა-----–---–მა მიიღო ჩუქებით ნ---- აბ-–--ისაგან. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება.

 

2014 წლის 04 ივნისს - მას შემდეგ რაც შეაჩერა საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობა შპს ,,M--“-მა (ს/ნ 4--------) 12000 ლარად მიჰყიდა ავტომობილი ფ------- , სახ. N A----- და მისაბმელი დ-------, სახ. N K----, რაზედაც გამოწერა 2014 წლის 18 ივლისს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის შედეგადაც შპს ,,ს-----------“ განახორციელა ჩათვლა, ხოლო შპს ,,M--“-იმ არ გადაიხადა დარიცხული დავალიანება.

2014 წლის 14 აპრილს და 29 მაისს შპს ,,M--“-იმ ბა----- მა-------–---–ს შესაბამისად მიჰყიდა მისაბმელი D--------------, სახ.N K----- და სატრანსპორტო საშუალება S-------------,სახ. N C-----.

2014 წლის აპრილის თვეში, შპს ,,M--“-იმ შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო შპს ,,ს-----------“ იმავე თვეში დაიწყო ანალოგიური საქმიანობა (ტრანსპორტით მომსახურები) განხორციელება.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს ,,M--“-ს მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (აქტებით დარიცხვის) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელის ბა----- მა-------–---–ის მეუღლის ნ---- აბ-–--ის სახელზე 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით საწარმოს შპს ,,ს----------“-ს რეგისტრაცია, (რომლის 50%-იანი წილის დღევანდელი მფლობელია გი------ ჭა-----–---–ი რაც ჩუქებით მიიღო ნ---- აბ-–--ისაგან) ახლადშექმნილ საწარმოზე სატრანსპორტო საშუალებების (ავტომობილი და მისაბმელი) გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება იგივე პროფილით მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

აღნიშნული გარემოებები მოსარჩელის მითითებით წარმოადგენს შპს ,,M--’’-ის (ს/ნ 4--------), შპს ,,ს----------’’-ს (ს/ნ 4--------); ბა----- მა-------–---–ის (პ/ნ 3----------); გი------ ჭა-----–---–ის (პ/ნ 5----------); ნ---- აბ-–--ის (პ/ნ 3----------) ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს.

 

2. მოპასუხეთა პოზიციამ

 

2.1. მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის მოთხოვნას. მათი განმარტებით სარჩელის არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შპს ,,M--“ როგორც იურიდიული პირი დაფუძნებულია 2011 წლის 22 ნოემბერს, რომლის საქმიანობის სფერო წესდების შესაბამისად იყო კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი საქმიანობა. ფირმა ჩვეულებრივად საქმიანობდა და შესაბამისად იხდიდა კუთვნილ გადასახადებს. ფირმის საკუთრებაში იყო სატრანსპორტო საშუალებები. ხსენებულ ფირმას 2014 წლის პერიოდში რაიმე სახის საგადსახადო დავალიანება ან/და სხვა სახის ვალი არ ქონია. შესაბამისად ამ ფირმის მიმართ რაიმე ფორმით არ ყოფილა დავა წარმოებული. შპს ,,M--“-ემ როგორც დამოუკიდებელმა იურიდიულმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების თაობაზე, შ.პ.ს. „ს------------“, რითაც რაიმე ფორმით კანონი არ დარღვეულა. ყველა გარიგება რეალურია და კანონიერი.

მოპასუხე ბა----- მა-------–---–ი ვერ ჩაითვლება, შპს ,,M--“-ეს ცრუმაგიერ პირად რადგანაც იგი კეთილსინდისიერი მესაკუთრეა და მფლობელი. აღნიშნული ფირმა და ბა----- მა-------–---–ი არსებობენ ურთიერთდამოუკიდებლად, მათი საქმიანობის სფეროები და საქმიანობის რეჟიმი განსხვავებულია. სახეზე არ არის მათ შორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენდეს გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,M--’’-ე (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 22 ნოემბერს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, 2-------- ქ. N 4-. 50%-იანი წილის მფლობელია გი------ ჭა-----–---–ი (პ/ნ 5----------), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბა----- მა-------–---–ი (პ/ნ 3----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.25-26);

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16 126.94 ლარის ოდენობით.

2013 წლის 13 მაისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2--- წლის 08 ივლისს. 2--- წლის 07 ივლისს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0----- ბრძანება შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) ქონების დაყადაღების თაობაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2--- წლის 13 ივლისს. გადამხდელს საკუთრებაში ქონება არ ერიცხება.

საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია მომსახურების დეპარტამენტის დასკვნების შედეგად (08.05.2--- წლის N 1---- და 28.07. 2--- წლის N2---- დარიცხვის ბრძანებები)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შედარების აქტი (ს.ფ .20 )

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2--- წლის 07 ივლისის N065 - 47

ბრძანება (იხ. ს.ფ.23);

- ელექტრონული ბაზიდან ამონაწერი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის რეესტრიდან (იხ. ს.ფ.21-22; 24)

- 08.05.2--- წლის N 1---- და 28.07. 2--- წლის N2---- დარიცხვის ბრძანებები (ს.ფ. 27-30)

 

3.1.3. დადგენილია, 2012 წლის 15 მარტს 50 % -იანი წილობრივი მონაწილეობით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია საწარმო შ.პ.ს. ,,ს----------“-ს (ს/კ4--------). აღნიშნული 50 %-იანი წილი 2014 წლის 11 ივლისს გი------ ჭა-----–---–მა მიიღო ჩუქებით ნ---- აბ-–--ისაგან (პ/ნ 3----------). საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება.

დადგენილია, რომ ნ---- აბ-–--ე (პ/ნ 3----------) და ბა----- მა-------–---–ი (პ/ნ 3----------) არიან მეუღლეები და ჰყავთ შვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 31-32)

- ნ.აბ-–--ის განცხადება სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ (იხ. ს.ფ. 33);

- გ. ჭა-----–---–ის თანხმობა (ს.ფ. 34)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

3.1.4. დაგენილია, რომ 2014 წლის აპრილის თვეში შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა (25 აპრილს ტრანსპორტით მომსახურებაზე გამოწერა ბოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა), ხოლო შ.პ.ს. ,,ს-----------“ (ს/კ4--------) იმავე თვეში დაიწყო ანალოგიური საქმიანობის (ტრანსპორტით მომსხურება) განხორცილება.

 

ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 04 ივნისს (მას შემდეგ რაც შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა) შპს ,,M--“-მ (ს/ნ 4--------) შ.პ.ს. ,,ს----------“-ს (ს/კ4--------) 12000 ლარად მიჰყიდა ავტომობილი ფ-------, სახ. N A----- და მისაბმელი დ-------, სახ. N K----, რაზედაც გამოწერა 2014 წლის 18 ივლისს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის შედეგადაც შპს ,,ს-----------“ განახორციელა ჩათვლა, ხოლო შპს ,,M--“-ემ არ გადაიხადა დარიცხული დავალიანება.

2014 წლის 14 აპრილს და 29 მაისს შპს ,,M--“-იმ ბა----- მა-------–---–ს მიჰყიდა მისაბმელი D--------------, სახ.N K----- და სატრანსპორტო საშუალება S-------------,სახ. N C-----.

 

დადგენილია, რომ შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) ჩანაცვლება შ.პ.ს. ,,ს----------“-ს (ს/კ4--------) მიერ განხორცილედა ისე, რომ სამეწარმეო საქმიანობა არ შეჩერებულა და წყვეტა არ განუცდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შემოსავლების სამსახურის ელ. ბაზის მონაცემები (36-37)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

3.1.5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ბა----- მა-------–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალ გასხვისების და გირავნობის უფლება შემდეგ მოძრავ ქონებაზე: სატრანსპორტო საშუალება - MERSEDES BENZ ATEGO 8--, სახ. N U-----, VIN : W---------------- ; სატრანსპორტო საშუალება - S-------------- უნაგირა საწევარა; სახ. N Z-----, VIN : V----------------.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 05 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 06.12.2017 წლის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჩხერის რაიონული სასამართლოს 06.12.2017 წლის განჩინება (იხ. ს.ფ. 82-89);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 13.02.2018წლის წლის განჩინება (იხ. ს.ფ.117-122);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შ.პ.ს. ,,M--“ -ს (ს/კ 4--------)-ს, ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,ს-----------“-ს (ს/კ4--------), ასევე შ.პ.ს. ,,M--“-ს (ს/კ 4--------)-ს, ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას ბა----- მა-------–---–ი (პ/ნ5--------). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს შ.პ.ს. ,,M--“ -ს მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ საქმიანობის შეჩერებას, ბაქარ მა-------–---–ის მეუღლის ნ---- აბ-–--ის მონაწილეობით შ.პ.ს.,,ს-----------“-ს რეგისტრაცია. ახლად შექმნილ საწარმოზე სატრანსპორტო საშუალებების გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება იგივე პროფილით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, შ.პ.ს. ,,M--“ -ს (ს/კ 4--------), შ.პ.ს.,,ს----------“-ს (ს/კ4--------), ბა----- მა-------–---–ის (პ/ნ5--------), გი------ ჭა-----–---–ის(პ/ნ5----------), ნ---- აბ-–--ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასამართლო, პირველ რიგში, მსჯელობს, წარმოადგენს თუ არა შ.პ.ს. ,,M--“ -ე (ს/კ 4--------), შ.პ.ს.,,ს----------“ (ს/კ4--------), ბა----- მა-------–---–ი (პ/ნ5--------), გი------ ჭა-----–---–ი (პ/ნ5----------), ნ---- აბ-–--ე (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული სუბიექტების მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისკენ. შესაბამისად საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება გარკვეულ მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს ბა----- მა-------–---–ის, გი------ ჭა-----–---–ის და ნ---- აბ-–--ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

იმავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ, საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის;

 

ასევე მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, გი------ ჭა-----–---–ს, ნ---- აბ-–--ეს და მეორე მხრივ, შ.პ.ს. ,,M--“-ეს (ს/კ 4--------), შ.პ.ს. ,,ს----------“ -ს(ს/კ4--------) შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება.

 

6.4.,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

 

დადგენილია, რომ შპს ,,M--’’-ე (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 22 ნოემბერს, რომლის 50%-იანი წილის მფლობელია გი------ ჭა-----–---–ი (პ/ნ 5----------), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბა----- მა-------–---–ი (პ/ნ 3----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება.

დადგენილია, რომ 2014 წლის აპრილის თვეში შპს ,,M--“-მ (ს/ნ 4--------) შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა (25 აპრილს ტრანსპორტით მომსახურებაზე გამოწერა ბოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა),ხოლო შ.პ.ს. ,,ს-----------“ (ს/კ4--------) იმავე თვეში დაიწყო ანალოგიური საქმიანობის (ტრანსპორტით მომსხურება) განხორცილება.

 

დადგენილია, 2012 წლის 15 მარტს 50 % -იანი წილობრივი მონაწილეობით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია საწარმო შ.პ.ს. ,,ს----------“-ს (ს/კ4--------). აღნიშნული 50 %-იანი წილი 2014 წლის 11 ივლისს გი------ ჭა-----–---–მა მიიღო ჩუქებით ნ---- აბ-–--ისაგან (პ/ნ 3----------). საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება.

 

ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 04 ივნისს (მას შემდეგ რაც შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა) შპს ,,M--“-მ (ს/ნ 4--------) შ.პ.ს. ,,ს----------“-ს (ს/კ4--------) 12000 ლარად მიჰყიდა ავტომობილი ფ-------, სახ. N A----- და მისაბმელი დ-------, სახ. N K----, რაზედაც გამოწერა 2014 წლის 18 ივლისს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის შედეგადაც შპს ,,ს-----------“ განახორციელა ჩათვლა, ხოლო შპს ,,M--“-ემ არ გადაიხადა დარიცხული დავალიანება.

2014 წლის 14 აპრილს და 29 მაისს შპს ,,M--“-იმ ბა----- მა-------–---–ს მიჰყიდა მისაბმელი D--------------, სახ.N K----- და სატრანსპორტო საშუალება S-------------,სახ. N C-----.

 

საქმიანობის სფეროს, როგორც შპს ,,M--“-ს ისე შ.პ.ს. ,,ს----------“-ს შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება. ისეთ ვითარებაში, როდესაც კანონმდებლობით ნებადართულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება 1 პირის მიერ და კაპიტალის განისაზღვრა ნებისმიერი ოდენობით (რასაც ადგილი აქვს შპს-ების დაფუძნებისას), მხოლოდ ამ საფუძვლით, ერთი მხრივ ფიზიკური პირების და მეორე მხრივ იურიდიულ პირებს შორის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის დადასტურება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

ამდენად ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ ფიზიკურ პირების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, ბა----- მა-------–---–ი, გი------ ჭა-----–---–ი, ნ---- აბ-–--ე საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

6.5. სასამართლო დადგენილად თვლის, რომ სახეზეა შპს ,,M---ს” და შპს ,,ს----------” ს ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში სრულყოფილად ადასტურებს ეჭვს ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ, კერძოდ, დადგენილია, რომ 2014 წლის აპრილის თვეში შპს ,,M--“-მ (ს/ნ 4--------) შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა (25 აპრილს ტრანსპორტით მომსახურებაზე გამოწერა ბოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა),ხოლო შ.პ.ს. ,,ს-----------“ (ს/კ4--------) იმავე თვეში დაიწყო ანალოგიური საქმიანობის (ტრანსპორტით მომსხურება) განხორცილება.

ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 04 ივნისს (მას შემდეგ რაც შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა) შპს ,,M--“-მ (ს/ნ 4--------) შ.პ.ს. ,,ს----------“-ს (ს/კ4--------) 12000 ლარად გადასცა ავტომობილი ფ-------, სახ. N A----- და მისაბმელი დ-------, სახ. N K----, რაზედაც გამოწერა 2014 წლის 18 ივლისს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის შედეგადაც შპს ,,ს-----------“ განახორციელა ჩათვლა, ხოლო შპს ,,M--“-ემ არ გადაიხადა დარიცხული დავალიანება.

2014 წლის 14 აპრილს და 29 მაისს შპს ,,M--“-იმ ბა----- მა-------–---–ს მიჰყიდა მისაბმელი D--------------, სახ.N K----- და სატრანსპორტო საშუალება S-------------,სახ. N C-----.

 

დადგენილია, რომ შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) ჩანაცვლება შ.პ.ს. ,,ს----------“-ს (ს/კ4--------) მიერ განხორციელდა ისე, რომ სამეწარმეო საქმიანობა არ შეჩერებულა და წყვეტა არ განუცდია.

 

ამ შემთხვევაში ზედნადებით განხორციელებული საგადასახადო ოპერაცია-საქონლის შესყიდვა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. მითითებული დასაბუთებიდან გამომდინარე იურიდიული პირების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საკითხი სახეზეა. ასევე სახეზეა შ.პ.ს. ,,M--“ -სა და ბა----- მა-------–---–ის ცრუმაგიერ პირად ცნობის საკითხი.

 

როგორც აღინიშნა ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება).

 

ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. იურიდიულ პირებთან მიმართებაში მოცემული ფაქტი დადასტურებულია და წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულება.

 

6.6. ამდენად საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები:

შ.პ.ს. ,,M--“ (ს/კ 4--------) და, შ.პ.ს.,,ს----------“ (ს/კ4--------) ერთი და იგივე პირები არიან საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს. ასევე შ.პ.ს. ,,M--“ -ს (ს/კ 4--------) და ბა----- მა-------–---–ი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად უნდა იქნას აღიარებული.

 

6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს შ.პ.ს. ,,M--“-ს , შ.პ.ს.,,ს----------“-ს და ბა----- მა-------–---–ს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად 100 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელი.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაშია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შემოსავლების სამსახურის სარჩელი შ.პ.ს. ,,M--“ -ს (ს/კ 4--------), შ.პ.ს.,,ს-----------“-ს (ს/კ 4--------), ბა----- მა-------–---–ის (პ/ნ5--------), გი------ ჭა-----–---–ის (პ/ნ 5----------), ნ---- აბ-–--ე (პ/ნ 3----------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შ.პ.ს. ,,M--“ -ს (ს/კ 4--------)-ს, ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,ს-----------“-ს (ს/კ 4--------), ასევე შ.პ.ს. ,,M--“ -ს (ს/კ 4--------)-ს, ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას ბა----- მა-------–---–ი (პ/ნ5--------). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. შ.პ.ს. ,,M--“ -ს (ს/კ 4--------)-ს, შ.პ.ს.,,ს-----------“-ს (ს/კ4--------), ასევე ბა----- მა-------–---–ს (პ/ნ5--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად დაეკისროს გადასახდელად 100 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი