განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002669991-1/386-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
პროკურორი - გ------------–---–---–-
ადვოკატი - ზ-------------
ბრალდებული - რ---------------
მამის სახელი: ი-----
დაბადებული: 2-.0-.1---
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მისამართი: ა-------------–----–---------------–-------
რეგისტრირებული: ა-------------–----–---------------–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 2------------ დაახლოებით 12:30 საათზე, ა------ს რაიონის სოფელ ო---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ---------------მ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს მ-------------------ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი ფეხის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია 117-ე ,118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2.მანვე, 2018 წლის 2------------, დაახლოებით 12:30 საათზე, ა------ს რაიონის სოფელ ო---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ--------------- საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, ყელში ხელების მოჭერით დაემუქრა მეუღლეს მ-------------------ს, სიცოცხლის მოსპობით, რაც მ-------------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
რ---------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
მ------------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც 2018 წლის 2------------ მისი მეუღლე რ--------------- ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოუვიდათ კამათი და რ---------------მ მას მიყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი ხელისა და ფეხის არეში, აგრეთვე ყელში უჭერდა ხელს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ-------------------მ იქვე მდგომი დოქი დაარტყა თავის არეში. მისი განმარტებით მეუღლეს რ---------------ს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და აქედან გამომდინარე შეიძლებოდა მისი სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღესრულებინა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო რძალი გ----–----–------ და უსინათლო მამამთილი ი----- გ--------. მ------------------- განმარტავს, რომ მისი მეუღლისაგან ყოველთვის განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
იხ. ს.ფ. 4-6;
გ----–----–-----ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც 2018 წლის 2------------ იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა მამამთილი რ---------------, მას შემდეგ რაც მეუღლემ მ-------------------მ ფული სთხოვა ფეხის სამკურნალოდ, რ---------------მ გამოართვა ხელჯოხი და რამდენჯერმე დაარტყა ნატკენი ფეხის არეში, თან ხელები მოუჭირა ყელში და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ-------------------მ ქმარს დოქი ჩაარტყა თავის არეში და თავი დააღწია. გ----–----–-----ის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი მეუღლის მამიდა ი--- გ-------- და უსინათლო პაპა ი----- გ--------.
იხ. ს.ფ. 12 -14;
2018 წლის 2------------ N 9--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მ------------------ის მარჯვენა ბარძაყის არეში არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინაარმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ. 19-21;
2018 წლის 0--------------- N 5--------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მ------------------- მისი მეუღლის რ--------------ის მხრიდან მასზე განხორცილებეული ქმედების გამო არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
იხ. ს.ფ. 159-165;
რ---------------მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
რ--------------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ი--- გ-------ის, ი----- გ-------ის, მ--–-----–------–---–ის, გ---------–---–---–ის, ი------------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მ------------------ის სამედიცინო შემოწმების ბარათი, ოქმი ალკოტესტზე შემოწმების შესახებ, მ------------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება, განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია რ--------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ რ--------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩადენილია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასვამ მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენა.
რ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ--------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რ--------------- ასევე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვაროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა უნდა შთანთქოს მეორე და რ---------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ--------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.რ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;
2.რ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;
3.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და რ---------------ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;
4.რ---------------ს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი;
5.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ რ---------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.რ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 2--------------- 2018 წლის 1--------------- ჩათვლით.
7.რ--------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით რ--------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ 6-.0-.3--0--- 5 000 ლარის ფარგლებში;
8.ნივთმტკიცება ერთი ცალი ჯოხი, რომელიც ინახება შსს ა------ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი