გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე #2/20540-18
16 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე
მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი”
წარმომადგენელი რე-------------–---–ი
მოპასუხე წარმომადგენელი თე----------–-----ა ნა--–-----------–---–ი
დავის საგანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 70 410 ლარის გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 10 185,34 ლარის გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს 157,78 ლარის გადახდის დაკისრება; 1.4. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 41 784,49 ლარის გადახდის დაკისრება; 1.5. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 70 410 ლარის წლიური 24%-ს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.6. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 80 595,34 ლარის 1,5%-ს - გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.7. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 29 157,02 ლარის გადახდის დაკისრება; 1.8. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 5 273,07 ლარის გადახდის დაკისრება; 1.9. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს 101,69 ლარის გადახდის დაკისრება; 1.10. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 17 447,1 ლარის გადახდის დაკისრება; 1.11. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 29 157 ლარის წლიური 30%-ს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.12. მოპასუხე თე----------–-----ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 34 430,09 ლარის 1,5%-ს - გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.13. გადაწყვეტილებით თე----------–-----ასთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, თე----------–-----ას საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, მდებარე - თბილისი, დაბა კ---------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------; 1.4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხე თე----------–-----ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 7-8, იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:19:56-12:20:08 სთ) სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2017 წლის 17 ოქტომბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე----------–-----ას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მოცულობა - 150 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 300 თვე. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების (მათი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის თანახმად, თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). სს ,,სა---------–--------ს“ და თე----------–-----ას შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 17 ოქტომბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე----------–-----ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თე----------–-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, დაბა კ---------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------. 2017 წლის 17 ოქტომბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე----------–-----ას შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 70 410 ლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 24%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 120 თვე, პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 13 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე----------–-----ას შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 29 500 ლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 30%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 120 თვე, პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. 2018 წლის 09 ივლისის მდგომარეობით, თე----------–-----ას დავალიანება სს ,,სა---------–--------ის” მიმართ: 1) 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 122 537,61 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 70 410 ლარი, პროცენტი - 10 185,34 ლარი, საკომისიო - 157,78 ლარი და პირგასამტეხლო - 41 784,49 ლარი; 2) 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 51 978,88 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 29 157,02 ლარი, პროცენტი - 5 273,07 ლარი, საკომისიო - 101,69 ლარი და პირგასამტეხლო - 17 447,1 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა თე----------–-----ასთვის: 1) 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 122 537,61 ლარის გადახდის დაკისრება; 2) 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 70 410 ლარის წლიური 24%-ს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3) პირგასამტეხლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 80 595,34 ლარის 1,5%-ს გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 4) 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 29 157,02 ლარის გადახდის დაკისრება; 5) 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 29 157 ლარის წლიური 30%-ს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 6) 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 34 430,09 ლარის 1,5%-ს გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 7) გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული, თე----------–-----ას საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, მდებარე - თბილისი, დაბა კ---------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------; 8) იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულების მიქცევა თე----------–-----ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 4-8, იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:19:56-12:20:08, 12:14:12 სთ)
2. მოპასუხის პოზიცია
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე თე----------–-----ას წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 70 410 ლარის და დარიცხული პროცენტის - 10 185,34 ლარის, სულ 80 595,34 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, ასევე 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 29 157,02 ლარის და პროცენტის - 5 273,07 ლარის, სულ 34 430,09 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილ ნაწილს, მოპასუხემ სადაო გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მისი შემცირება. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 79-81, იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:12:47-12:29:14 სთ)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 17 ოქტომბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე----------–-----ას შორის გაფორმდა #6-------- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მოცულობა - 150 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 300 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიურ 48%-მდე. აღნიშნული ხელშეკრულებით ბანკი აცხადებდა თანხმობას კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, კერძოდ მასში მითითებული საკრედიტო ლიმიტის, პროცენტის და ვადის ფარგლებში მიეწოდებინა საბანკო მომსახურების პაკეტი. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების (მათი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის თანახმად, თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). სს ,,სა---------–--------ს“ და თე----------–-----ას შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 17 ოქტომბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე----------–-----ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თე----------–-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, დაბა კ---------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------. იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2017 წლის 17 ოქტომბრის #6-------- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 17-19) - გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ტომი 1, ს.ფ. 44-51) - 2017 წლის 17 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 31-41) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 42-43) 3.1.2. 2017 წლის 17 ოქტომბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე----------–-----ას შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 70 410 ლარი, სარგებელი - წლიური 24%, სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის მართვის საკომისიო - 8 ლარი, უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიო - წლიური 0,27%, ხელშეკრულების ვადა - 120 თვე, პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის - ვადაგადაცილებული თანხის 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 20-27) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.3. 2017 წლის 13 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე----------–-----ას შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 29 500 ლარი, სარგებელი - წლიური 30%, სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის მართვის საკომისიო - 8 ლარი, უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიო - წლიური 0,27%, ხელშეკრულების ვადა - 120 თვე, პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის - ვადაგადაცილებული თანხის 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 52-59) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.4. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. 2018 წლის 09 ივლისის მდგომარეობით, თე----------–-----ას დავალიანება სს ,,სა---------–--------ის” მიმართ: 1) 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 122 537,61 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 70 410 ლარი, პროცენტი - 10 185,34 ლარი, საკომისიო - 157,78 ლარი და პირგასამტეხლო - 41 784,49 ლარი; 2) 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 51 978,88 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 29 157,02 ლარი, პროცენტი - 5 273,07 ლარი, საკომისიო - 101,69 ლარი და პირგასამტეხლო - 17 447,1 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 4-8, იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) - მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 79-81, იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) - სესხის დაფარვის გრაფიკები (ტომი 1, ს.ფ. 24-27, 56-59) - ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 63)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 251-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე, 867-ე, 403-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 301-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება (სასარჩელო მოთხოვნები 1.1., 1.2., 1.7. და 1.8.)
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თე----------–-----ას წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 70 410 ლარის და დარიცხული პროცენტის - 10 185,34 ლარის, სულ 80 595,34 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, ასევე 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 29 157,02 ლარის და პროცენტის - 5 273,07 ლარის, სულ 34 430,09 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბრის და 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დავალიანების, სულ 115 025,43 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. (სასარჩელო მოთხოვნები 1.3., 1.5., 1.9., 1.11.) 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს და 2017 წლის 13 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და თე----------–-----ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, კერძოდ, 2017 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 24%-ს, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულებით - წლიურ 30%-ს. 2017 წლის 17 ოქტომბრის და 2017 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულებები წარმოადგენენ 2017 წლის 17 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებებს. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად კი, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების (მათი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. ამდენად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საპროცენტო სარგებელი დავალიანების სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია როგორც ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, ისე მისი ვადის გასვლის შემდეგ, დავალიანების სრულად დაფარვამდე გადაიხადოს თითოეული ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი. გარდა ამისა, 2017 წლის 17 ოქტომბრის და 2017 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულებებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ დაზღვევის მართვის საკომისიოს გადახდის ვალდებულება, რაც სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის მართვისას შეადგენდა 8 ლარს, ხოლო უძრავი ქონების დაზღვევის შემთხვევაში - წლიურ 0,27%-ს. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებებით შეთანხმებული საკომისიო. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანების ოდენობის დაანგარიშების სისწორეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,სა---------–--------ის“ მოთხოვნა, მოპასუხისთვის 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 70 410 ლარის წლიური 24%-ს და 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 29 157 ლარის წლიური 30%-ს გადახდის დაკისრების თაობაზე, ასევე 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს 157,78 ლარის და 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს 101,69 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. (სასარჩელო მოთხოვნები 1.4., 1.6., 1.10. და 1.12.) 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 17 ოქტომბრის და 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ვადაგადაცილებული თანხის 1,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 45%-ს, ხოლო წელიწადში 540%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისრა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის, ასევე თითოეული ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის გადახდა 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შესაბამისად, მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, პირგასამტეხლოს განაკვეთი 1,5%-დან უნდა შემცირდეს 0,05%-მდე. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგნაირად: 1) მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 392,8 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 41 784,49 ლარისა; 2) მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 80 595,34 ლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3) მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 581,57 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 17 447,1 ლარისა; 2) მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 34 430,09 ლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. (სასარჩელო მოთხოვნები 1.13. და 1.14.) 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბრის და 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, 2017 წლის 17 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია თე----------–-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2017 წლის 17 ოქტომბრის და 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები მხარეთა შორის დადებულია 2017 წლის 17 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 17 ოქტომბრის და 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, თე----------–-----ას საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის მიხედვით, თუ სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). 2017 წლის 17 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, 2017 წლის 17 ოქტომბრის და 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს თე----------–-----ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარი. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა: 1) 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 122 537,61 ლარის გადახდის დაკისრებას; 2) 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 70 410 ლარის წლიური 24%-ს გადახდის დაკისრებას, 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3) პირგასამტეხლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 80 595,34 ლარის 1,5%-ს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 4) 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 29 157,02 ლარის გადახდის დაკისრებას; 5) 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 29 157 ლარის წლიური 30%-ს გადახდის დაკისრებას, 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 6) 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 34 430,09 ლარის 1,5%-ს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამდენად, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 122 537,61 ლარის, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 441 248,5 ლარის (80 595,34*1,5/100*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 16 898,4 ლარის (70 410*24/100), 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 51 978,88 ლარის, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 188 486 ლარის (34 430,09*1,5/100*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 8 747,1 ლარის (29 157,02*30/100) ჯამს, 829 896,49 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებისა). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე თე----------–-----ას წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 2017 წლის 17 ოქტომბრის და 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დავალიანების, სულ 115 025,43 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (829 896,49 ლარის) 13,86%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 5 000 ლარის 13,86% - 693 ლარი. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შემდეგ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 714 871,06 ლარს (829 896,49-115 025,43), ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხა - 4 307 ლარს (5 000-693). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 48 866,84 ლარით (2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება - 157,78 ლარი, პირგასამტეხლო - 1 392,8 ლარი, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 14 705,85 ლარი, ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 16 898,4 ლარი; 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება - 101,69 ლარი, პირგასამტეხლო - 581,57 ლარი, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 6 281,65 ლარი, ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 8 747,1 ლარი), ნაცვლად 714 871,06 ლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 6,83%). შესაბამისად, მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 4 307 ლარის 6,83%-ს, 294 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 70 410 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 10 185,34 ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს 157,78 ლარის გადახდა;
1.4. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 1 392,8 ლარის გადახდა;
1.5. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 70 410 ლარის წლიური 24%-ს გადახდა, 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.6. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 80 595,34 ლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.7. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 29 157,02 ლარის გადახდა;
1.8. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 5 273,07 ლარის გადახდა;
1.9. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს 101,69 ლარის გადახდა;
1.10. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 581,5 ლარის გადახდა;
1.11. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 29 157 ლარის წლიური 30%-ს გადახდა, 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.12. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 34 430,09 ლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.13. გადაწყვეტილებით თე----------–-----ასთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, თე----------–-----ას საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, მდებარე - თბილისი, დაბა კ---------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------;
1.4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხე თე----------–-----ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;
2. მოპასუხე თე----------–-----ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 294 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. სს ,,სა---------–--------ს” დაუბრუნდეს 693 ლარი სარჩელზე 2018 წლის 09 ივლისს (საგადახდო დავალება #6--) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 5 000 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოსო ღურწკაია