გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2018
საქმის ნომერი
330310018002649285
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6078-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი-მ--------------

მოპასუხე -შპს ,-----------

დავის საგანი- თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს- შპს ,,--------ის'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 736.99(შვიდასოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-11; 2018 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ, შპს ,,--------ის''(შემდგომში „დამკვეთი") და მეორეს მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „შემსრულებელი") შორის, 2016 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული იქნა N1/3407 ხელშეკრულება, „დამკვეთის" ობიექტზე მდებარე: ქ.თბილისი, ა-–-----–----------------–- დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე.

 

ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი" ვალდებული იყო უზრუნველყო ,,დამკვეთის" ობიექტზე შეესრულებინა დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-სამუშაოები, რაც დაცვის მიერ შესრულდა ჯეროვნად და სამუშაოს შესრულების შემდგომ 3.2.2 პუნქტის თანახმად, გაფორმდა დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოს ღირებულებით-706.26 ლარის ოდენობით, რომელიც მათ დღემდე არ გადაუხდიათ. ,,დამკვეთის" მიერ ასევე არ შესრულდა 2017წლის 27 ივლისს გაფორმებული N1/2515 ხელშეკრულება ,,დამკვეთის" საათების მაღაზიის დაცვის შესახებ(რომელიც მანამდეც იყო დაცვაზე),სადაც ხელშეკრულების 1.1. 1.3. პუნქტის თანახმად, ვალდებულებას იღებდა დაცვა განეხორციელებინა ,,დამკვეთის" მიერ ,,ობიექტის" დაცვის ცენტრალურ პუნქტზე ჩაბარებისა და ,,დაცვის" მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ- საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით- ,,ობიექტის" მდებარე: ქ.თბილისი, ა-–----–----------------–-- ხელშეკრულების 2.1პუნტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 215 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ხოლო ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად კი, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო საგადასახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ,,დაცვამ" თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ,,ობიექტის" მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1. 2.2. პუნქტი, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროს შეადგინა 28.77 ლარი. 2018 წლის 10 ინავრის N69592 წერილის საფუძველზე მხარეთა შორის შეწყდა ხელშეკრულება და გამოიცა ბრძანება N97111, ხოლო ობიექტზე მოიხსნა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის აპარატურა და შედგა სათანადო ცნობა აპარატურის მოხსნისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. ობიექტი გაფრთხილებული იქნა არსებული დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, ,,ხელშეკრულების" 2.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 02.%-ის ოდენობით. რამაც წარმოდგენილი დარიცხვით შეადგინა-1.96ლარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს- შპს ,,--------ის", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურეობის დავალიანება 28.77ლარი, ასევე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების სახით პირგასამტეხლო- 1.96 ლარი და მონტაჟის თანხა- 706.26 ლარი, სულ ჯამში - 739.99(შვიდასოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით გადახდა.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,--------ის“, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016წლის 27 სექტემბერს, ერთის მხრივ შპს ,,--------ის''(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) დირექტორის გ-----------------ეს და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული), დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მ--------–---------–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება(მონტაჟი) ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით №1/3407, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს: ,,შემსრულებელი" უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას ,,დამკვეთის" ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ა-–----–---------------- დასახელებული ხელშეკრულების მეორე მუხლის 2.1პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ასახულია სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვაში და შეადგენს 706.26 ლარს(შვიდასექვსი ლარი და ოცდაექვსი თეთრი), დღგ-ს ჩათვლით; მეორე მუხლის 2.2. პუნქტით, წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შედგება სახარჯი მასალების ღირებულებისაგან, ასევე ობიექტის დაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შემსრულებლის მიერ საკუთარი ხარჯებით, მის საკუთრებაში არსებული 1600(ათას ექვსასი) ლარს ზევით დასამონტაჟებული მასალების ღირებულებისაგან(ინვოისი N8619). ხელშეკრულების მეორე მუხლის 2.3. პუნქტით, დამკვეთი ვალდებულია 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ღირებულება გადაიხადოს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.1.4.პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულების დღიდან 6თვის(საგარანტიო ვადა) განმავლობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით, თუ ისინი გამოწვეული არ არის ,,დამკვეთის" მიერ არასწორი ექსპლოატაციით. ხელშეკრულების 3.1.5. პუნქტის შესაბამისად, ,,შემსრულებელმა" წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან და სახარჯი მასალის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან, არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, დაიწყოს სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების წარმოება, ხელშეკრულების 3.1.6 ქვეპუნქტით კი, ,,დამკვეთის" მიერ 3.2.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების დამთავრება, თუ დასაცავი ,,ობიექტის" სპეციფიკა არ მოითხოვს დროის უფრო დიდი პერიოდს. დასახელებული ხელშეკრულების მეექვსე მუხლის 6.2 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის" მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,შემსრულებელი" უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და შეწყვეტიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს დამონტაჟებულის, ხარჯთააღრიცხვაში მითითებული მასალების(მოწყობილობების) შემოწმება და დემონტაჟი. აღნიშნული მუხლის 6.3 პუნქტით, მხარეები თანხმდებიან, რომ ,,დამკვეთისათვის" დამონტაჟებული მასალები, მათი ღირებულების გადახდამდე, წარმოადგენს ,,შემსრულებლის" საკუთრებას(სახარჯი მასალის გარდა) და მათი განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი, ხარჯთააღრიცხვაში გათვალისწინებული ღირებულების ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულება(მონტაჟი) ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით №1/3407 (ს.ფ. 12-13)

 

3.1.2. 2017 წლის 27 ივლისს, ერთის მხრივ შპს ,,--------ის''(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) დირექტორის გ-----------------ეს და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული), დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მ--------–---------–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება(შერეული) ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით №2515, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს: ,,დამკვეთის" ობიექტზე-საათების მაღაზიის დაცვა, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ა-–----–---------------- დასახელებული ხელშეკრულების მეორე მუხლის 2.1პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში სულ შეადგენს 215.00(ორასთხუთმეტი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით(მათ შორის პირველი გასაღების ღირებულება 135.00 ლარი, მეორე გასაღების ღირებულება 70.00 ლარი, დამატებული 10.00 ლარი, ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ღირებულება). ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5საბანკო დღის განმავლობაში; ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1600(ათასექვსასი) ლარამდე ღირებულების(ინვოისი N86618) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟი-ინსტალაცია დამკვეთის ობიექტზე. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. 6.5.პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ხელშეკრულების 6.6. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის" მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო ამავე ხელშეკრულების 6.7. პუნქტის თანახმად, 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება(შერეული) ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით №2515 (ს.ფ. 15-18)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილია დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ „დამკვეთის” ობიექტზე, 2016 წლის 27 სექტემბრის N1/3407(ინვოისი N8619) მონტაჟის ხელშეკრულების საფუძველზე დამონტაჟდა, სულ 706.26 ლარის(დ.ღ.გ-ს ჩათვლით) ღირებულების დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის საშუალებები(მასალის დასახლება,რაოდენობა): 1; კაბელი 8 წვერიანი(კოდი 8547)-50 მეტრი; 2. კაბელი 12 წვერიანი(კოდი 8548)-50 მეტრი; 3. აკუმულატორი 7ამპ/სთ(კოდი 10123)-2 ცალი; 4. უკაბელო მსხვრევის დეტექტორი(კოდი 7085)-2 ცალი; 5. ვიბრო-სენსორული დეტექტორი(კოდი 8728)-2 ცალი; 6. უსადენო დეტექტორების მიმღები(კოდი 8830)-1 ცალი;

 

დაცვის მომსახურების გაწევის მიზნით: ,,დამკვეთის" ობიექტზე 2016 წლის 27სექტემბრის N1/3406(ინვოისი N8618) დაცვითი მომსახურების ხელშეკრულების თანახმად დამონტაჟდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი(მასალის დასახელება, რაოდენობა): 1.AESIntellinet-ის სისტემის 8ზონიანი რადიოგადამცემი(კოდი 34986)-1 ცალი; *რადიო გადამცემი N12081381; *რადიო გადამცემი პლატა N047976; *რადიო გადამცემის ყუთი N047976; 2.საკონტროლო პანელი(კლავიატურა+სირენა)(კოდი 643810)-კომპლექტი; 3.ტრანსფორმატორი(კოდი 6923)-1 ცალი; 4.რადიო მიმღებ-გადამცემის მოწყობილობა(კოდი 7440)-1 ცალი; 5. უკაბელო მოძრაობის დეტექტორი(კოდი 8689)-4 ცალი; 6. სირენა(კოდი 640004)-1 ცალი; 7. კვამლის სახანძრო დეტექტორი(კოდი 3853)-6 ცალი; 7.კვამლის სახანძრო დეტექტორი(კოდი 3853)-6 ცალი; 8. მოძრაობის დეტექტორი(კოდი 8433)-6 ცალი; 9. მსხვრევის დეტექტორი(კოდი 9212)-2 ცალი; სისტემის მონტაჟი-ინსტალაცია შესრულდა ჯეროვნად, რაზედაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 30 სექტემბრის დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მირება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 21)

 

3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2017 წლის 27 ივლისის №--------------------, დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125"-ის განყოფილებამ უნდა უზრუნველყოს ქ.თბილისი, ა-–----–----------------–- მდებარე შპს ,,--------"-ს(საათების მაღაზია) ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება; დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125"-ის განყოფილებას დაევალა ობიექტი ცენტრალური დაკვიირვების პულტის ბაზაში შეიყვანოს რიგითი ნომრით N001-2975; კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125"-ის განყოფილების უფროსს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2017 წლის 27 ივლისის №1791703 ბრძანება ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ’’ (ს.ფ. 22)

 

3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2018 წლის 10 იანვრის წერილით ირკვევა, რომ დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის N----------1 12------------------ს საფუძველზე, ობიექტის- შპს ,,--------ის" მიმართ მისამართი: ქ.თბილისი, პ--–----------------ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2018 წლის 12 იანვრის წერილი(ს.ფ. 24)

 

3.1.6. შპს ,,--------ის"', 2018 წლის 12 ივნისის მდგომარეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება- 706.26(შვიდასექვსი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარის ოდენობით. ასევე შპს ,,--------ის'', შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 27.07.2017 წლის N2515 ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 13მარტის მდგომარეოობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 2018 წლის იანვრის თვის მომსახურება 28.77(ოცდარვა ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ყოველ დღეზე 0.2%-1.96(ერთი ლარი და 96 თეთრი) ლარი, სულ დებიტორული დავალიანება შეადგენს- 30.73(ოცდაათი ლარი და 73 თეთრი) ლარი.

 

აღნიშნული დავალიანება შპს ,,--------ის'' მიერ დღეის მდგომარეობით დაფარული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 ივნისის ცნობა, თანხის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 25-26)

-2018 წლის 13 მარტის ცნობა დებიტორული დავალიანება(ს.ფ.27)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,,--------ის'', მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 736.99(შვიდასოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,--------ის'' შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2016 წლის 27სექტემბერს, ერთის მხრივ შპს ,,--------ის''(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(მონტაჟი) ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით №1/3407, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს: ,,შემსრულებელი" უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას ,,დამკვეთის" ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ა-–----–---------------- დასახელებული ხელშეკრულების მეორე მუხლის 2.1პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ასახულია სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვაში და შეადგენს 706.26 ლარს(შვიდასექვსი ლარი და ოცდაექვსი თეთრი), დღგ-ს ჩათვლით; მეორე მუხლის 2.2. პუნქტით, წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შედგება სახარჯი მასალების ღირებულებისაგან, ასევე ობიექტის დაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შემსრულებლის მიერ საკუთარი ხარჯებით, მის საკუთრებაში არსებული 1600(ათას ექვსასი) ლარს ზევით დასამონტაჟებული მასალების ღირებულებისაგან(ინვოისი N8619). ხელშეკრულების მეორე მუხლის 2.3. პუნქტით, დამკვეთი ვალდებულია 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ღირებულება გადაიხადოს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 27ივლისს, ერთის მხრივ შპს ,,--------ის''(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(შერეული) ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით №2515, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს: ,,დამკვეთის" ობიექტზე-საათების მაღაზიის დაცვა, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ა-–----–---------------- დასახელებული ხელშეკრულების მეორე მუხლის 2.1პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში სულ შეადგენს 215.00(ორასთხუთმეტი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით(მათ შორის პირველი გასაღების ღირებულება 135.00 ლარი, მეორე გასაღების ღირებულება 70.00 ლარი, დამატებული 10.00 ლარი, ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ღირებულება). ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5საბანკო დღის განმავლობაში; ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1600(ათასექვსასი) ლარამდე ღირებულების(ინვოისი N86618) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟი-ინსტალაცია დამკვეთის ობიექტზე. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. 6.5.პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ხელშეკრულების 6.6. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის" მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო ამავე ხელშეკრულების 6.7. პუნქტის თანახმად, 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2018 წლის 10იანვრის N69592 წერილით ირკვევა, რომ დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მიერ შპს ,,--------ის" ეცნობა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 27 ივლისს გაფორმებული N2515 ხელშეკრულების 6.4 და 6.5 პუნქტების საფუძველზე, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2018 წლის 15 იანვრიდან ცალმხრივად წყვეტს 2017წლის 27 ივლისს გაფორმებულ N2515 ხელშეკრულებას(ქ.თბილისში, პ--–----------------ში მდებარე ობიექტის დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის დაცვითი მომსახურების შესახებ). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 12 იანვრის N3 18 00097111 ბრძანებით დადგენილია, რომ 15.01.2018-დან შეწყვეტილი იქნა შპს ,,--------ის" ობიექტის(ქ.თბილისი, პუშკინის N15) ცენტრალური დაკვირვების პულტთ მომსახურება. მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს. მის მიერ სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება შეადგენს- 706.26 ლარს, 2018 წლის იანვრის თვის მომსახურების დავალიანება შეადგენს- 28.77 ლარს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ყოველ დღეზე 0.2%-1.96ლარს. საერთო დავალიანება კი შეადგენს-736.99(შვიდასოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარს.

 

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს,,--------ის'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 736.99(შვიდასოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- შპს ,,--------ის'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,,--------ის'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 736.99(შვიდასოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს- შპს ,,--------ის'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი