გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.07.2018
საქმის ნომერი
010313317002169348
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-11/18

010313317002169348

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – მე---ბ მა-–-------ა

წარმომადგენელი – ვა-----გ ლო---ა

მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

წარმომადგენელი - ზვ--დ ბო-–----ე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მე---ბ მა-–-------ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა,„სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---ბ მა-–-------აზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების და მეზღვაურის წიგნაკის გაუქმების თაობაზე“ 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

მე---ბ მა-–-------ამ 1970 წელს 8 წლიანი საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1985 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის №1 პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში, მატროს-მოტო---სტის სპეციალობით.

მე---ბ მა-–-------ამ 1987 წელს გაიარა პრაქტიკა მ/ტ ,,გენერალ მერკვილაძეზე“ (3,5 თვე) 1988 წელს მ/ტ ,,ბათუმი" (3 თვე). 1988-1990 წლეებში კი სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა/

მე---ბ მა-–-------ამ 2005 წელს სწავლა განაგრძო, ბათუმის საზღვაო აკადემიაში დაუსწრებელ ფაკულტეტზე, გემთწამყვანის სპეციალობით, თუმცა, რამოდენიმე დღეში განცხადებით მიმართა, ადმინისტრაციას, რომ გადაეყვანათ გემების ინჟინერ-მექანიკოსის კათედრაზე. განცხადება ჩაიბარეს და უთხრეს, რომ გაატარებდენ რეგისტრაციაში.

2008 წელს გემზე მუშაობის დროს, მასთან სახლში ბათუმის საზღვაო აკადემიიდან მივიდა წერილი, რომელიც აუწყებდა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით გაუქმებული იქნა დაუსწრებელი სწავლა საქართველოში და უნდა გაეტანა სასწავლებლიდან მისი სასწავლო დიპლომი.

2009 წელს, როცა მ. მა-–-------ა ჩამოვიდა გემიდან, მიაკითხა სასწავლებელს და მას მისცეს დიპლომი, რომელშიც ეწერა, რომ მ. მა-–-------ამ მიიღო ინჟინერ-მექანიკოსის ბაკალავრის წოდება. ამის შემდეგ, მიმართა საზღვაო ადმინისტრაციას, რომ ის დაეშვეს მორიგე მექანიკოსის გამოცდაზე, რაზეც საბუთების შემოწმების შემდეგ აცნობეს, რომ გამოცდაზე დაშვებულია. მე---ბ მა-–-------ამ გამოცდები ჩააბარა და აიღო კომპეტენციის სერტიფიკატი. ამავე პერიოდში ის გადიოდა სპეციალიზირებულ-სასწავლო კურსებს, რომელიც გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით;

18 თვიანი სტაჟის დაგროვების შემდეგ, ისევ მიმართა მე---ბ მა-–-------ამ განცხადებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რომ დაეშვათ მე-2 მექანიკოსის გამოცდაზე, რაც დაუდასტურეს კიდეც 3 დღის შემდეგ. გამოცდის ჩაბარების შემდგომ მე---ბ მა-–-------ამ აიღო მე- 2 მექანიკოსის სერტიფიკატი.

26 თვიანი სამუშაო სტაჟის დაგროვების შემდეგ მე---ბ მა-–-------ამ 2015 წლის 25 ივნისს ისევ მიმართა საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას განცხადებით, რათა დაეშვათ კვალიფიკაციის ასამაღლებელ გამოცდაზე, უფროს მექანიკოსზე, რაზეც 3 სამუშაო დღის შემდეგ მიიღო უარი. მე---ბ მა-–-------ას განუცხადეს, რომ მისი სასწავლო დიპლომი არის გემთწამყვანის სპეციალობის, რაც ბათუმის საზღვაო აკადემიაში ინახება, ხოლო დიპლომი, რომელიც მას ხელზე ჰქონდა ამ დრომდე, იყო სხვის სახელზე გაცემული და შეცდომით იგივე ნომრით გაიცა მასზე. მე---ბ მა-–-------ას სააგენტოში განუმარტეს, რომ უნდა აეღო საზღვაო აკადემიიდან ის დიპლომი, რომელიც იყო მის სახელზე გაცემული, მაგრამ არა ინჟინერ მექანიკოსის, არამედ, გემთწამყვანის სპეციალობით, რაც გააკეთა კიდეც და მეორე დღესვე მიიტანა სააგენტოში.

ამის შემდეგ, მას სააგენტოში მაინც განუცხადეს უარი, რომ ამ დიპლომით ვერ დაუშვებდნენ გამოცდაზე, თუმცა, განუმარტეს, ვინაიდან მისი კომპეტენციის სერტიფიკატს ჰქონდა დარჩენილი ვადა 2017 წლის 4 მაისამდე, შეეძლო უპრობლემოდ ემუშავა, თან დაუსაბუთეს, რომ მექანიკოსის დიპლომის გარეშე ვერ დაუშვებდნენ გამოცდაზე. აღნიშნულის გამო მე---ბ მა-–-------ამ განცხადება შეიტანა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და ჩაირიცხა ნიკოლაევის საზღვაო სასწავლებელში.

მე---ბ მა-–-------ამ 2017 წლის 2 თებერვალს მიიტანა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „გემის ენერგეტიკული დანადგარების“ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი ცნობა და მიმართა განცხადებით, რომ დაეშვათ მე-2 მექანიკოსის გამოცდაზე, რაზეც მიიღო უარი, რომლითაც განუმარტეს, ვინაიდან 2015 წლის 21 აგვისტოს გაცემული იყო ბრძანება, მასზე გაცემული მე-2 მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის და მეზღვაურის წიგნაკის გაუქმების თაობაზე, მათ არ ჰქონდათ უფლება, დაეშვათ იგი მე-2 მექანიკოსის გამოცდაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მე---ბ მა-–-------ამ გამოთქვა პროტესტი, რომ ეს იყო ბრძანება მე-2 მექანიკოსზე და მეზღვაურის წიგნაკზე და არა მორიგე მექანიკოსზე, რაზეც სააგენტოს იურისტმა განუცხადა, 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანებაში იგულისხმება, მორიგე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატიც და მთელი ნამუშევარი სტაჟიც, რაც 2010 წლიდან 2017 წლამდე იმუშავა მე---ბ მა-–-------ამ, რომ განულებული, გაუქმებული იყო.

საერთაშორისო კონვენციის თანახმად, მეზღვაურების და ვახტის დგომის შესაბამის დიპლომის კანდიდატს ევალება, მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში თეორიული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის და სტაჟის წარდგენა, რომელიც ასევე დასტურდება საზღვაო აკადემიის მიერ გაცემული დიპლომით და გემებზე მუშაობის სტაჟით, რეკომენდაციებით.

 

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, შემოწმებით (თუ კი ასეთი განხორციელდა) მიღებული შედეგები გაენალიზებინა, განეზოგადებინა და შეემუშავებინა წინადადება, ფაქტებთან დაკავშირებით; თუ კი იარსებებდა რაიმე სახის დარღვევა მე---ბ მა-–-------ას მხრიდან, განეხილა მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება დამრღვევის მიმართ, სანქციების გატარების თაობაზე.

ადმინისტრაციულ ორგანოს შემოწმებით (თუ კი ასეთი განხორციელდა) მიღებული შედეგები არ განუზოგადებია და არ მოუხდენია საკითხის სრულყოფილი განხილვა, არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა თუ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, რაც აშკარა კანონდარღვევას წარმოადგენს.

ადმინისტარციულ ორგანოს არ დაუდგენია, არ გამოუკვლევია, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად (რომელზედაც მე---ბ მა-–-------ა არ ყოფილა მიწვეული - ინფორმირებული), იქნა თუ არა დარღვეული კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსი, რა ზიანი მიადგა საჯარო ინტერესებს და რაში იქნა ის გამოსახული;

საქმის გარემოებათა გამოკვლევა არ მომხდარა მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, ხოლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო შესწავლისა და შეფასების შედეგად მოცემულ საკითხებზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა ან გაუქმება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სააგენტო ამოწმებს სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნამდვილობას, მეზღვაურის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რის შემდეგაც ხდება დოკუმენტების გადამოწმება საზღვაო სასწავლებლებში.

მე---ბ მა-–-------ამ 2015 წლის 25 ივნისს შეიტანა განცხადება სააგენტოში, უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის მისაღებად. სააგენტოს მიერ გადამოწმებულ იქნა 2006 წელს მე---ბ მა-–-------ას სახელზე გამოწერილი ბათუმის საზღვაო აკადემიის დიპლომი და დადგინდა, რომ მასზე 2006 წელს გემის მექანიკოსის კვალიფიკაციით ასეთი დიპლომი არ გაცემულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ იმოქმედა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის გადამოწმებას და რევიზიას. გამომდინარე იქედან, რომ სააგენტოში მა-–-------ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა არ დადასტურდა, სააგენტომ საქართველოს კანონი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ 62-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2015 წლის 21 აგვისტოს გამოსცა ბრძანება და გააუქმა მა-–-------ას სახელზე გაცემული სერტიფიკატები, რომელიც მან მიიღო მექანიკოსის უმაღლესი განათლების დიპლომის შესაბამისად. მე---ბ მა-–-------ას არ გააჩნდა განათლების დიპლომი მექანიკოსის კვალიფიკაციით და მის მიერ სტაჟის დაგროვება მოხდა იმ კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც არ მიუღია, ან მიიღო კანონდარღვევით. შესაბამისად, არ არსებული კვალიფიკაციის საფუძველზე მიღებული ნაოსნობის სტაჟი და მის სახელზე გაცემული ყველა სერტიფიკატები გაუქმებულ იქნა.

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნაოსნობის სტაჟი არის გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/დაარსებულის განსაახლებლად. აღნიშნული კანონის შესაბამისად, სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად აუცილებელი მოთხოვნაა, მეზღვაურს გააჩნდეს შესაბამისი საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად საზღვაო - საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დაცვით მინიჭებულ კვალიფიკაციას. ვინაიდან, მე---ბ მა-–-------ას მიერ სტაჟის დაგროვება მოხდა იმ კვალიფიკაციის საფუძველზე, რომელიც მას არ მიუღია, გაუქმებული იქნა კანონდარღვევით მიღებული ყველა ნაოსნობის სტაჟი.

მნიშვნელოვანი გარემოებას ის, რომ სააგენტო მე---ბ მა-–-------ას კომპეტენციის საკითხს გემთწამყვანის სპეციალობით არ აყენებს ეჭვს ქვეშ და აღიარებს მას, როგორც გემთწამყვანის სპეციალობის მქონე მეზღვაურს, ხოლო, რაც შეეხება მექანიკოსის კვალიფიკაციას, ნაოსნობის სტაჟი მექანიკოსის კვალიფიკაციით მე---ბ მა-–-------ას მიღებული აქვს იმ განათლების დიპლომის შესაბამისად, რომელიც მასზე არ გაცემულა.

მოსარჩელე მხარე სარჩელის სამართლებრივ დასაბუთებაში აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით ვერ ადასტურებს სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 21 აგვისტოს მიღებული №01/01/45 ბრძანებით გამოწვეული ზიანის ფაქტს. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ როგორ მიადგა მის კანონიერ ინტერესებს ზიანი, რაც მისცემდა შესაძლებლობას, აღეძრა სარჩელი სასამართლოში.

არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით, მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს გასაჩივრებული აქტით ზიანი არ ადგება. სწორედაც, რომ მოსარჩელის ქმედებების შედეგად ზიანი საჯარო ინტერესს მიადგა.

მოსარჩელის მოთხოვნა არის სამართლებრივად და ფაქტობრივად დაუსაბუთებელი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მე---ბ მა-–-------ამ 1970 წელს 8 წლიანი საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1985 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის №1 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, მატროს-მოტო---სტის სპეციალობით, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1988 წელს, მიიღო მოტო---სტ მატროსის პროფესია და 30 ივნისს გაცემული №082584 დიპლომის საფუძველზე მიენიჭა, 1-ლი კლასის მოტორისტის, მე-2 კლასის მატროსის კვალიფიკაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1988 წლის 30 ივნისს გაცემული №082584 დიპლომი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მე---ბ მა-–-------ამ 2015 წლის 18 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კომპეტენციის სერტიფიკატის (უფროსი მექანიკოსის) მისაღებად. მე---ბ მა-–-------ას მიერ წარდგენილი იქნა სსიპ ბათუმის საზღვაო აკადემიის მიერ 2006 წლის 10 ივნისს გაცემული №000294 დიპლომი, რომლის თანახმად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის 2006 წლის 10 ივნისის ოქმი №26-ის გადაწყვეტილებით მე---ბ მა-–-------ას მინიჭებული აქვს გემის მექანიკოსის კვალიფიკაციით, საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამოწმებულ იქნა სსიპ ბათუმის საზღვაო აკადემიაში, მე---ბ მა-–-------აზე გაცემული აღნიშნული დიპლომის ნამდვილობა, კერძოდ, 2015 წლის 25 ივნისს სააგენტომ №05/1682 წერილით მიმართა ბათუმის საზღვაო აკადემიას, მე---ბ მა-–-------აზე გაცემული განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებით და ბათუმის საზღვაო აკადემიიდან 2015 წლის 29 ივნისს მიღებული №01-01/2051 წერილით დადგინდა, რომ მე---ბ მა-–-------ას სახელზე 2006 წელს ბათუმის საზღვაო აკადემიის მიერ გემის მექანიკოსის კვალიფიკაციით დიპლომი №000294, არ გაცემულა.

აღნიშნულის შემდეგ, სააგენტომ 2015 წლის 20 ივლისს №05/915 წერილით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის, მიაწოდა ინფორმაცია, მე---ბ მა-–-------ას განათლების დიპლომის სავარაუდო ფიქტიურობასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საქმეზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მე---ბ მა-–-------ას 2015 წლის 25 ივნისს განცხადება;

- 2006 წლის 10 ივნისს გაცემული №000294 დიპლომი;

- 2015 წლის 25 ივნისს სააგენტოს №05/1682 წერილი;

- ბათუმის საზღვაო აკადემიის 2015 წლის 29 ივნისის №01-01/2051 წერილი;

- სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2015 წლის 20 ივლისს №05/915 წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. სსიპ ბათუმის საზღვაო აკადემიის მიერ 2008 წლის 30 ივნისს მე---ბ მა-–-------ას სახელზე გამოწერილია №000630 დიპლომი, რომლის თანახმად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის 2008 წლის 30 ივნისის ოქმი №16-ის გადაწყვეტილებით, მე---ბ მა-–-------ას მინიჭებული აქვს გემების და მათი ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის სპეციალობით საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2008 წლის 30 ივნისს გაცემული №000630 დიპლომი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მ. ახ--–---ს მიერ 2015 წლის 21 აგვისტოს მიღებული №01/01/45 ბრძანებით, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა, მე---ბ მა-–-------ას სახელზე 2006 წელს აკადემიის მიერ გემის მექანიკოსის კვალიფიკაციით დიპლომი №000294-ის ნამდვილობა, გაუქმებული იქნა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---ბ მა-–-------აზე 2012 წლის 4 მაისს გაცემული №12G04-10-000174 მე- 2 მექანიკოსის (საზღვაო ინჟინერი, შეკეთება და მომსახურება, ელექტრომოწყობილებების კონტროლი) კომპეტენციის სერტიფიკატი, 2012 წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №12G04-10-000174 და 2013 წლის 30 ივლისს გაცემული მეზღვაურის წიგნაკი, № GE001203.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, 2015 წ. 21.08. №01/01/45 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. მე---ბ მა-–-------ამ 2016 წლის 5 იანვარს განცხადება შეიტანა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, მოტორისტის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შესახებ. სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, მე---ბ მა-–-------ას მიერ წარდგენილი, საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების დიპლომის საფუძველზე ის დაეშვა ტექსტურ გამოცდაზე.

აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, 2016 წლის 18 იანვარს მა-–-------ამ მომართა სააგენტოს განცხადებით, მეზღვაურის წიგნაკის მისაღებად. მა-–-------ას მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მასზე გაიცა მეზღვაურის წიგნაკი, მოტორისტის კომპეტენციის სერტიფიკატის საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 18.01. მეზღვაურის წიგნაკის განაცხადი;

- 2016 წლის 22.01. მეზღვაურის განაცხადზე რეაგირების ფურცელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობის თანახმად, მე---ბ მა-–-------ა სწავლობდა შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში“ აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „გემის ენერგეტიკული დანადგარების“ საგანმანათლებლო პროგრამაზე და 2017 წლის 21 აგვისტოს შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ საკვალიფიკაციო სხდომის №18/17 ოქმის საფუძველზე მე---ბ მა-–-------ას მიენიჭა საზღვაოსნო მეცნიერების (გემის მექანიკა) ბაკალავრის კვალიფიკაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მე---ბ მა-–-------ას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონი.

_ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებით დამტკიცებული „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესი“.

_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, აგრეთვე საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და მონიტორინგის სისტემები განისაზღვრება საქართველოს კანონით, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, რომელიც შემუშავებულია განათლების მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების თაობაზე არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს.

აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეზღვაურის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ხოლო საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები − რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები.

აღნიშნულის შესაბამისად, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა წვრთნის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.

 

6.2. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) პუნქტით კომპეტენციის სერტიფიკატი განმარტებულია, როგორც კაპიტანზე, ოფიცერსა და GMDSS-ის რადიოოპერატორზე ამ კანონის დებულებათა შესაბამისად გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები;

ამავე მუხლის ჟ) პუნქტის მიხედვით, კვალიფიკაციის სერტიფიკატი არის მეზღვაურზე გაცემული სერტიფიკატი, გარდა კომპეტენციის სერტიფიკატისა, რომლის თანახმად, დაკმაყოფილებულია წვრთნის, კომპეტენციის ან საზღვაო გამოცდების თაობაზე ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები;

მე-3 მუხლის ს) პუნქტის თანახმად, დადასტურების სერტიფიკატი წარმოადგენს სააგენტოს მიერ კონვენციის I/2 რეგლამენტისა და ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად გაცემულ და მოქმედ დოკუმენტს;

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება. კერძოდ, მე-5 მუხლის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემა, აღიარება ან/და დადასტურება;

ბ) მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგი;

გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და სისტემატური მონიტორინგი;

დ) საწვრთნელი პროგრამების კონვენციითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარება;

ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ერთად საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და მისი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/ პროგრამების ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული სასწავლებლების მონიტორინგი ამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმება და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარება;

თ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;

ი) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრა, გამოცდების ორგანიზება და ჩატარება;

კ) სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების მონიტორინგის განხორციელება;

ლ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი მიღება (გამოცემა);

მ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის (შემდგომ − IMO), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის საქართველოში მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ნ) ამ კანონის დარღვევისათვის დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ო) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

 

6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მე---ბ მა-–-------ამ 1970 წელს 8 წლიანი საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1985 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის №1 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, მატროს-მოტორისტის სპეციალობით, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1988 წელს, მიიღო მოტორისტ მატროსის პროფესია და 30 ივნისს გაცემული №082584 დიპლომის საფუძველზე მიენიჭა, 1-ლი კლასის მოტორისტის, მე-2 კლასის მატროსის კვალიფიკაცია.

ასევე, დადგენილია, რომ მე---ბ მა-–-------ამ 2005 წელს სწავლა განაგრძო სსიპ ბათუმის საზღვაო აკადემიაში, დაუსწრებელ ფაკულტეტზე და პარალელურად განაგრძობდა მუშაობას ზღვაოსნობაში.

მე---ბ მა-–-------ამ 2015 წლის 18 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კომპეტენციის სერტიფიკატის (უფროსი მექანიკოსის) მისაღებად და ამისათვის წარადგინა სსიპ ბათუმის საზღვაო აკადემიის მიერ 2006 წლის 10 ივნისს გაცემული №000294 დიპლომი, რომლის თანახმად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის 2006 წლის 10 ივნისის ოქმი №26-ის გადაწყვეტილებით, მას მინიჭებული აქვს გემის მექანიკოსის კვალიფიკაციით საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამოწმებულ იქნა სსიპ ბათუმის საზღვაო აკადემიაში, მე---ბ მა-–-------აზე გაცემული აღნიშნული დიპლომის ნამდვილობა და ბათუმის საზღვაო აკადემიიდან 2015 წლის 29 ივნისს მიღებული №01-01/2051 წერილით დადგინდა, რომ მე---ბ მა-–-------ას სახელზე 2006 წელს ბათუმის საზღვაო აკადემიის მიერ გემის მექანიკოსის კვალიფიკაციით დიპლომი №000294, არ გაცემულა.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და უდავო, რომ სსიპ ბათუმის საზღვაო აკადემიის მიერ 2008 წლის 30 ივნისს გამოწერილია №000630 დიპლომი, რომლის თანახმად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის 2008 წლის 30 ივნისის ოქმი №16-ის გადაწყვეტილებით მე---ბ მა-–-------ას მინიჭებული აქვს გემების და მათი ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის სპეციალობით საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თუმცა მე---ბ მა-–-------ას აღნიშნული დიპლომი სააგენტოში არ წარუდგენია.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია მეზღვაურთა სავალდებულო სერტიფიცირების წესი. მე-6 მუხლის თანახმად, კომპეტენციის სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ სააგენტო, სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტური დასაბუთების ნამდვილობის დამოწმებისა და მისი მოქმედების ვადის დამტკიცების შემდეგ. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, თუ პირი აკმაყოფილებს ასაკის, განათლების, ნაოსნობის სტაჟის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, წვრთნისა და კომპეტენციის შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით და კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---ბ მა-–-------აზე 2006 წელს ბათუმის საზღვაო აკადემიის გემის მექანიკოსის კვალიფიკაციის №000294 დიპლომის საფუძველზე, 2012 წლის 4 მაისს გაცემული იყო №12G04-10-000174 მე-2 მექანიკოსის (საზღვაო ინჟინერი, შეკეთება და მომსახურება, ელექტრომოწყობილებების კონტროლი) კომპეტენციის სერტიფიკატი, 2012 წლის 4 მაისს კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №12G04-10-000174, ხოლო 2013 წლის 30 ივლისს გაცემული იყო შესაბამისი მეზღვაურის წიგნაკი, № GE001203.

 

6.5. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ევალება გაყალბებისა და სხვა უკანონო ქმედებების თავიდან აცილება:

1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მისთვის ცნობილი ნებისმიერი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევას, რომელიც ჩადენილია მის მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ. გაყალბების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას გაცემული სერტიფიკატის ჩამორთმევასთან, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებით.

2. სააგენტო ვალდებულია მისთვის ცნობილი გაყალბების ყოველი ფაქტის შესახებ აცნობოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შესაბამის სამსახურს და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

3. სააგენტო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა გაყალბებასთან და სერტიფიკატებთან ან აღიარების დამადასტურებელ საბუთებთან დაკავშირებული სხვა უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით.

4. სააგენტო არ მიიღებს განცხადებას სერტიფიკატის ან აღიარების დამადასტურებელი საბუთის ცნობის შესახებ, თუ ამგვარი სერტიფიკატის ან საბუთის ნამდვილობა არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, საკრუინგო აგენტის ან გემთმფლობელის მიერ.

5. სააგენტო ვალდებულია დოკუმენტის, მათ შორის, განცხადების ასლის მიღების შემდეგ შეამოწმოს იგი და შეუდაროს დედანს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლისაგან მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ან დოკუმენტის წარდგენა.

6. სააგენტოს უფლება აქვს, განცხადების მიღების პროცესში გამოიყენოს IMO-ს შესაბამისი ვებგვერდი სხვა ადმინისტრაციებთან დაკავშირების მიზნით და შექმნას მათგან მიღებული პასუხების მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

7. სააგენტო ვალდებულია შექმნას შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქსელში აღიარების მისანიჭებლად.

8. სააგენტოს მიერ გაცემული დადასტურების სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ მოთხოვნებს.

9. სერტიფიკატის ასლი ან მისი შემცვლელი საბუთი სააგენტოსთვის წერილობითი განცხადებით მიმართვის გარეშე არ გაიცემა.

10. სააგენტო პასუხისმგებელია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტურ ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლაზე.

11. სააგენტო ვალდებულია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე წარუდგინოს მათ მეზღვაურთა სერტიფიკატები, შესაბამისი დადასტურების სერტიფიკატები ან სხვა დოკუმენტები − დასაბუთება მეზღვაურთა საქართველოში წვრთნის დადასტურების ან უარყოფის მიზნით.

12. ყალბი სერტიფიკატის გაცემა ან დამზადება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებით დამტკიცებული „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესი“ განსაზღვრავს მეზღვაურის წიგნაკის ფორმას, მისი დამზადების, გაცემის, შეცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ჩამორთმევის პირობებს.

პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მეზღვაურს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მოქმედი მეზღვაურის წიგნაკი.

მე-10 მუხლით განისაზღვრება მეზღვაურის წიგნაკის ჩამორთმევისა ან მისი ძალის დაკარგვის საფუძვლები:

თუ წიგნაკის გაცემის შემდეგ დადგინდება, რომ მფლობელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის საფუძველზეც გაიცა აღნიშნული წიგნაკი, ყალბია, ან წიგნაკში თვითნებურად არის შეტანილი შესწორება, მაშინ სააგენტო ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას მფლობელს აღნიშნული მეზღვაურის წიგნაკი.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მ. ახ--–---ს მიერ 2015 წლის 21 აგვისტოს მიღებული №01/01/45 ბრძანებით, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა მე---ბ მა-–-------ას სახელზე 2006 წელს საზღვაო აკადემიის მიერ გემის მექანიკოსის კვალიფიკაციით გამოწერილი №000294 დიპლომის ნამდვილობა, გაუქმებული იქნა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---ბ მა-–-------აზე 2012 წლის 4 მაისს გაცემული №12G04-10-000174 მე-2 მექანიკოსის (საზღვაო ინჟინერი, შეკეთება და მომსახურება, ელექტრომოწყობილებების კონტროლი) კომპეტენციის სერტიფიკატი, 2012 წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №12G04-10-000174 და 2013 წლის 30 ივლისს გაცემული მეზღვაურის წიგნაკი, № GE001203.

 

6.6. სასამართლო მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ მე---ბ მა-–-------ას მიერ სააგენტოში წარდგენილი, ბათუმის საზღვაო აკადემიის მიერ 2006 წლის 10 ივნისს გამოწეწრილი გემის მექანიკოსის კვალიფიკაციის №000294 დიპლომი არ იყო გაცემული შესაბამისი სასწავლო დაწესებულების მიერ, სააგენტო „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტო---ს 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებით დადგენილი წესების შესაბამისად, ვალდებული იყო, მიეღო გადაწყვეტილება მე---ბ მა-–-------აზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურებისა და მეზღვაურის წიგნაკის გაუქმების თაობაზე, რადგანაც მათი გაცემისათვის აუცილებელი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ნამდვილობა არ დადასტურდა, ანუ კომპეტენციის სერტიფიკატი და მეზღვაურის პასპორტი სააგენტოს მიერ თავის დროზე გაცემული იქნა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მ. ახ--–---ს მიერ 2015 წლის 21 აგვისტოს მიღებული №01/01/45 ბრძანებით, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა, მე---ბ მა-–-------ას სახელზე 2006 წელს აკადემიის მიერ გემის მექანიკოსის კვალიფიკაციით დიპლომი №000294-ის ნამდვილობა, სწორად და კანონშესაბამისად იქნა გაუქმებული, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---ბ მა-–-------აზე 2012 წლის 4 მაისს გაცემული №12G04-10-000174 მე-2 მექანიკოსის (საზღვაო ინჟინერი, შეკეთება და მომსახურება, ელექტრომოწყობილებების კონტროლი) კომპეტენციის სერტიფიკატი, 2012 წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №12G04-10-000174 და 2013 წლის 30 ივლისს გაცემული მეზღვაურის წიგნაკი, № GE001203.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მოქმედება და სადავოდ გამხდარი აქტიც, 2015 წლის 21 აგვისტოს მიღებული №01/01/45 ბრძანება, სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს და მოსარჩელის პრეტენზია მის კანონწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც მე---ბ მა-–-------ამ 2016 წლის 5 იანვარს განცხადება შეიტანა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, მოტორისტის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შესახებ, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, მე---ბ მა-–-------ას მიერ წარდგენილი, 1988 წლის 30 ივნისს მასზე გაცემული საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების №082584 დიპლომის საფუძველზე, რომლითაც მიღებული აქვს მოტორისტ მატროსის პროფესია და მიენიჭებული აქვს 1-ლი კლასის მოტორისტის, მე-2 კლასის მატროსის კვალიფიკაცია, გაცემული ყოფილიყო მოტო---სტის კომპეტენციის სერტიფიკატი.

აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, 2016 წლის 18 იანვარს მა-–-------ამ მიმართა სააგენტოს განცხადებით, მეზღვაურის წიგნაკის მისაღებად. მე---ბ მა-–-------ას მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მასზე გაიცა მეზღვაურის წიგნაკი, მოტორისტის კომპეტენციის სერტიფიკატის საფუძველზე.

 

მოსარჩელე მე---ბ მა-–-------ას თავის 2017 წლის 02.10. განცხადებაზე, რომლითაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „გემის ენერგეტიკული დანადგარების“ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მოითხოვდა მე-2 მექანიკოსის კომპეტენციის დიპლომის აღდგენას, სააგენტოს 2017 წლის 12 ოქტომბრის წერილით ეცნობა, რომ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაჟი არის გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად, ან/და არსებულის განსაახლებლად. აღნიშნულის მიხედვით, სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად აუცილებელი მოთხოვნაა, მეზღვაურს გააჩნდეს შესაბამისი საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მინიჭებულ კვალიფიკაციას.

წერილითვე განიმარტა, ვინაიდან მე---ბ მა-–-------ას მიერ სტაჟის დაგროვება მოხდა იმ კვალიფიკაციით, რომელიც მას არ მიუღია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლებელია მოხდეს კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა ამ სტაჟის საფუძველზე.

სასამართლო სააგენტოს ამ განმარტებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის უ) პუნქტით განსაზღვრულია ნაოსნობის სტაჟი, როგორც კონვენციის I/1 რეგლამენტის 26-ე პუნქტისა და ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად;

მოსარჩელე მე---ბ მა-–-------ას გააჩნია მე-2 მექანიკოსის (საზღვაო ინჟინერი, შეკეთება და მომსახურება, ელექტრომოწყობილებების კონტროლი) კომპეტენციის სერტიფიკატით ფაქტობრივად მუშაობის სტაჟი და მისთვის მინიჭებული აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი და მეზღვაურის პასპორტი სააგენტოს მიერ გაუქმებული იქნა არა ნაოსნობის სტაჟის არარსებობის საფუძვლით, არამედ შესაბამისი განათლების მიუღებლობის გამო.

სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 21 აგვისტოს მიღებული №01/01/45 ბრძანებით ვერ ჩაითვლება მე---ბ მა-–-------ას მე-2 მექანიკოსის ფაქტობრივად მუშაობის სტაჟი გაუქმებულად და ბრძანებაში არც არის მითითებული ამის თაობაზე, ამასთან, არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან სტაჟის გაუქმება და არსებული სტაჟის ჩაუთვლელობა. მე---ბ მა-–-------ას თავიდან სერტიფიცირება (სერტიფიკატის მიღება), თუ მისთვის კომპეტენციის მინიჭება ფაქტობრივად არსებული სტაჟის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული წესით განიხილება, რასაც ამ დავის ფარგლები არ მოიცავს.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი მე---ბ მა-–-------ასთვის შესაბამისი განათლების გარეშე მინიჭებული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურებისა და მასზე გაცემული მეზღვაურის წიგნაკის გაუქმების საკითხი.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანება „სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---ბ მა-–-------აზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების და მეზღვაურის წიგნაკის გაუქმების თაობაზე“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებით დამტკიცებული „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესისა“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე მე---ბ მა-–-------ას კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მე---ბ მა-–-------ას სარჩელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე