გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/24223-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - რო-–---------–---–ი
წარმომადგენლები - 1 - თა---------–--–---–ი
2 - პე-------------------ი
მოპასუხე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - მა-------------ე
დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი ნი----–----------–-------ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნა----–------------------------- (ამჟამად მა----–---–ის ქუჩა), ფართი ლიტ „ა“ საცხოვრებელი 91 კვ.მ. და ლიტ „ბ-ვ“ დამხმარე ფართი 52 კვ.მ. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით რო-–---------–---–ს და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათების თანახმად, უძრავ ნივთზე, რომლის რეკვიზიტებია: თბილისი, ნა----–-------------–-----------–---–--------- ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი), ფართი: 91.00 კვ.მ. და ლიტერი „ბ-ვ“ (დამხმარე), ფართი: 52.00 კვ.მ. რეგისტრირებულია ნი----–----------–-------ის საკუთრებად.
(მტკიცებულება: ცნობა-დახასიათება, ს.ფ. 18)
3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ნა----–-------------–-----------–---–------------------------ უფლებათა რეესტრის მონაცემებით არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლება.
(მტკიცებულება: ინფორმაცია, ს.ფ. 111)
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი შენობის გადასახადისა და მიწის რენტაზე საგადასახდელო უწყებებით დადგენილია, რომ ნა----–-------------–---------ში მდებარე სახლთმფლობელობის გადასახდის გადამხდელს წარმოადგენდა ნი----–-----------–---------------–-------ი.
(მტკიცებულება: საგადასახდელო უწყებები, ს.ფ. 55-59)
3.2.4. 1----–-–---------------- შედგენილი ხელწერილის თანახმად, ნი----–-----------–---------------–-------მა გაყიდა მის განკარგულებაში არსებული სახლი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, N-------------–--------------–----------–-----------------------–---–ზე, 5 800 აშშ დოლარად. ამავე ხელწერილის თანახმად, ნი----–--------------–-------მა აიღო ვალდებულება ორი წლის განმავლობაში
ნოტარიულად გადაეფორმებინა ქონება რო-–---------–---–ისათვის. ხელწერილი დადასტურებულია გამყიდველის - ნ. ნ. ზო-–-------------------–-----------------–---–----------------------------------------------–---ის ხელმოწერებით.
(მტკიცებულება: ხელწერილი, ს.ფ. 108-110)
3.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილია უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართით: ქ. თბილისი, ნა----–-------------–-----------–---–--------- რომლის სააღრიცხვო მასალაში ყოფილ მისამართად დაფიქსირებულია ნ-----–----------------------- და ნა----–--------------------- ხოლო ნა----–------------------------ მისამართად მითითებული არ არის. ამავე ინფორმაციისა და მასზე დართული გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1----–-–--------------–-- N---0--8- გადაწყვეტილების საფუძველზე, ნა----–--------------–--------- ქუჩას ეწოდა გრ-----–-------–---–ის სახელი.
(მტკიცებულება: ინფორმაცია, გადაწყვეტილება, ს.ფ. 51-54)
3.2.6. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2----–-–------------ გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, ნი----–----------–-------ის გარდაცვალების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ნი----–----------–-------ის გარდაცვალების თარიღად დაფიქსირებულია სექტემბერი, 1998 წელი.
(მტკიცებულება: გადაწყვეტილება, გარდაცავლების მოწმობა, ს.ფ. 61, 14-15, 16)
3.2.7. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან და ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან, 1998 წლის სექტემბერში გარდაცვლილი ნი----–----------–-------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე არ იძებნება რეგისტრირებული ჩანაწერი და ასევე არ იძებნება ჩანაწერი დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
(მტკიცებულება: სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 48-49)
3.2.8. საქმეში წარმოდგენილი ს-------–----- ქვითრებისა და აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, მისამართზე: მა----–---–ის ქ. N------- აბონენტად ფიქსირდება ბე--–---–----------ა, ხოლო შ-------------------------–----- ქვითრის თანახმად, მისამართზე: ისანი, ნა----–----------------–-----------------, N----------
აბონენტად ფიქსირდება ბ---–---–-. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის თანახმად, ზა-----------–---–ი წარმოადგენს რო-–---------–---–ის შვილს.
(მტკიცებულება: ქვითრები, ბრუნვის ისტორია, დაბადების მოწმობა, ს.ფ. 22-43, 50)
3.2.9. სასამართლოს სხდომაზე მოწმეთა ჩვენებების, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ს-------–----- მიერ გაცემული ბრუნვის ისტორიის მიხედვით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რო-–---------–---–ი წარმოადგენს ქ. თბილისში, ნა----–------------------------- (მა----–---–ის ქ.) - ში მდებარე უძრავი ქონების მოსარგებლეს.
(მტკიცებულება: ხელწერილი, ქვითრები, ბრუნვის ისტორია, 2018 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ. 108-110, 22-43, 86-107)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელე რო-–---------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, იგი წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეს და შესაბამისად, მისი მოთხოვნა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რო-–---------–---–ი წარმოადგენს თბილისი, ნა----–--------------------------–------------–---–----------ში არსებული უძრავი ქონების მოსარგებლეს, რომელმაც ქონების მესაკუთრესთან - ნი----–----------–-------თან გააფორმა წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ სადგომზე. ასევე დადგენილია, რომ შემძენის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასური გადახდილია.
6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაცვლილ ნი----–----------–-------ს ანდერძით მემკვიდრეები არ დარჩენია, ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია მისი კანონისმიერი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილ გარემოებათა შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რო-–---------–---–ი წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს და შესაბამისად, მისი მოთხოვნა ნი----–----------–-------ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს არ ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე რო-–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი ნი----–----------–-------ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნა----–------------------------- (ამჟამად მა----–---–ის ქუჩა), ფართი ლიტ „ა“ საცხოვრებელი 91 კვ.მ. და ლიტ „ბ-ვ“ დამხმარე ფართი 52 კვ.მ.
1.2. გადაეცეს რო-–---------–---–ს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით ნი----–----------–-------ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნა----–------------------------- (ამჟამად მა----–---–ის ქუჩა), ფართი ლიტ „ა“ საცხოვრებელი 91 კვ.მ. და ლიტ „ბ-ვ“ დამხმარე ფართი 52 კვ.მ. და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში.
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი