გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.11.2018
საქმის ნომერი
330310018002705540
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6903-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე: ა(ა)იპ საქართ---–--------–---------------------------–--ცია;

წარმომადგენელი: ნიკო-–------------–-ილი;

 

მოპასუხე: №-- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია;

თავჯდომარე: გიო-------------–-ილი;

წარმომადგენელი: ჯუ----------ლი;

 

მესამე პირები (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ნან----------ია; N-- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორი - ლი-----------–-ილი; N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - დარე-------------------ი; N-- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორი - ნა-----------ე; N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ირ---–-–--–--ე; N-- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი - ნან-------–--ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი №-- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №------- განკარგულება N-- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორის - ლი-----------–-ილის; N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - დარე-------------------ის; რეგისტრატორის - ნა-----------ის; N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - ირ---–-–--–--ის და მდივნის - ნან-------–--ის ნაწილში 2018 წლის 30 ოქტომბერს N------ საჩივრით მოთხოვნილი დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების უარის თქმის თაობაზე.

 

1.2. №-- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემა, 2018 წლის 30 ოქტომბერს N------ საჩივრით მოთხოვნილი N-- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორის - ლი-----------–-ილის, N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - დარე-------------------ის, რეგისტრატორის - ნა-----------ის, N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - ირ---–-–--–--ის და მდივნის - ნან-------–--ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართ---–--------–---------------------------–--ცია წარმოადგენდა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას 2018 წლის 28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებს 2018 წლის 29 ოქტომბერს გადმოეცათ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმები, მათი შესწორების ოქმები და ახსნა-განმარტებები. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს წარმოადგენდა, კერძოდ:

 

1. №-- კრწანისის საოლქო საარჩევნო N-- საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, ფიქსირდება 4-ით მეტობა (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 578, ხოლო ნამდვილ და ბათილ ბიულეტენთა რაოდენობა 582). ამავე უბნის რეგისტრატორმა მოგვიანებით დაწერა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც შემთხვევით გადაუყვა 4 ბიულეტენი, ხოლო შესწორების ოქმი არ არის შედგენილი, რომელიც ასახავდა ნაკლების ხელმოწერისა და მეტი ბიულეტენის ბალანსს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა მოითხოვეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება N-- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორის მიმართ.

 

2. №-- კრწანისის ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, დაფიქსირდა მეტობა 2-ით (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 6--, ხოლო ნამდვილ და ბათილ ბიულეტენთა რაოდენობა 646). აღნიშნულზე უბნის რეგისტრატორის მიერ დაწერილ იქნა ახსნა-განმარტება, რომელშიც მიუთითა, რომ ხმების დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გამორჩა 2 ხელმოწერა. მოცემულ შემთხვევაში რეგისტრატორს გამორჩა 2 ხელმოწერა, ხოლო თავმჯდომარემ არ დაიცვა უბნის დახურვის შემდგომ ხმების დათვლამდე პროცედურა, რაც განსაზღვრულია ცესკოს დადგენილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა მოითხოვეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის მიმართ.

 

3. №-- კრწანისის ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვი, ფიქსირდება მეტობა 6-ით (არჩევნებში მონაწილე პირთა საერთო რაოდენობაა 744, ხოლო ნამდვილ და ბათილ ბიულეტენთა რაოდენობაა 750). აღნიშნულთან დაკავშირებით, 2018 წლის 29 ოქტომბერს 16:20 საათზე კომისიამ შეადგინა შესწორების ოქმი და დაიწერა ახსნა-განმარტება, რომელთა თანახმადაც, მდივანს ამომრჩეველთა რაოდენობაში გამორჩა სპეციალურ სიაში შეყვანილი 7 ამომრჩეველი. შესწორების ოქმი და ახსნა-განმარტება შედგენილია კენჭისყრის მეორე დღეს 16:20 საათზე და შემაჯამებელ ოქმზე არ არის მითითებული მაშინვე, რომ ოქმი შესწორებულია, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა მოითხოვეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. №-- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ №-- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №------- განკარგულება სრულიად შეესაბამება კანონის ნორმებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნან----------ია და N-- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორი - ლი-----------–-ილი არ გამოცხადდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

 

3.2. N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დარე-------------------ი და N-- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორი - ნა-----------ე არ გამოცხადდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

 

3.3. N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ირ---–-–--–--ე და N-- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი - ნან-------–--ე არ გამოცხადდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ადგილობრივი დამკვირვებლის N---- მოწმობის თანახმად, ნიკო-–------------–-ილი არის ,,საქართ---–--------–---------------------------–--ციის'' დამკვირვებელი 28.10.2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა N---- (ს.ფ. 22);

 

4.1.2. ადგილობრივი დამკვირვებლის N---- მოწმობის თანახმად, ეკ----------–-ილი არის ,,საქართ---–--------–---------------------------–--ციის''დამკვირვებელი 28.10.2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა N---- (ს.ფ. 23);

 

4.1.3. 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- კრწანისის საარჩევნო ოლქში N-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების N---- შემაჯამებელი ოქმის თანახმად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 578, ხოლო ნამდვილ და ბათილ ბიულეტინთა რაოდენობამ შეადგინა 582.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- კრწანისის საარჩევნო ოლქში N-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების N---- შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 26)

 

4.1.4. N04 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის მე-3 რეგისტრატორის - ლი-----------–-ილის 28.10.2018 წლის ახსნა-განმარტების თანახმად, მე-3 რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებისას მას შეცდომით გადაჰყვა 4 ცალი ბიულეტენი. მან ითხოვა აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინება ოქმის შედგენისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N04 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის მე-3 რეგისტრატორის - ლი-----------–-ილის 28.10.2018 წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 27);

 

4.1.5. 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- კრწანისის საარჩევნო ოლქში N-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების N---- შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 6--, ხოლო ნამდვილ და ბათილ ბიულეტინთა რაოდენობამ შეადგინა 646.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- კრწანისის საარჩევნო ოლქში N-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების N---- შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 28);

 

4.1.6. N04 კრწანისის ოლქის N-- საარჩევნო უბნის კომისიის წევრის (N- რეგისტრატორის) ნა-----------ის 28.10.2018 წლის ახსნა-განმარტების თანახმად, ხმების საბოლოო გადათვლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ გამორჩა 2 ხელმოწერა სამაგიდო სიაში. მან ითხოვა აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინება შემაჯამებელი ოქმის შედგენის დროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N- კრწანისის ოლქის N-- საარჩევნო უბნის კომისიის წევრის (N- რეგისტრატორის) ნა-----------ის 28.10.2018 წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 29);

 

4.1.7. N04 კრწანისის საარჩევნო ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის 29.10.2018 წლის შესწორების ოქმის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის ''საქართველოს საარჩევნო კოდექსის'' 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების (საუბნო საპრეზიდენტო) შემაჯამებელ ოქმში შეტანილია შემდეგი შესწორებები გრაფაში N-: ნაცვლად რიცხვისა ,,6--'' უნდა ეწეროს რიცხვი ,,646''.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N04 კრწანისის საარჩევნო ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის შესწორების ოქმი (ს.ფ. 30);

 

4.1.8. N04 კრწანისის ოლქის N-- უბნის კომისიის თავმჯდომარის - დარე-------------------ის და მდივნის - ა------------ის 29.10.2018 წლის ახსნა-განმარტების თანახმად, შემაჯამებელი ოქმის შედგენისას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში მათ შეცდომით არ გაითვალისწინეს მე-4 რეგისტრატორის ნა-----------ის ახსნა-განმარტება, ნაცვლად 646-სა დააფიქსირეს 6--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N04 კრწანისის ოლქის N-- უბნის კომისიის თავმჯდომარის - დარე-------------------ის და მდივნის - ა------------ის 29.10.2018 წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 31);

 

4.1.9. 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- კრწანისის საარჩევნო ოლქში N-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების N0296 შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 744, ხოლო ნამდვილ და ბათილ ბიულეტინთა რაოდენობამ შეადგინა 750.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- კრწანისის საარჩევნო ოლქში N-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების N0296 შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 32);

 

4.1.10. N04 კრწანისის საარჩევნო ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის 29.10.2018 წლის შესწორების ოქმის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის ''საქართველოს საარჩევნო კოდექსის'' 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების (საუბნო საპრეზიდენტო) შემაჯამებელ ოქმში შეტანილია შემდეგი შესწორებები გრაფაში N-: ნაცვლად რიცხვისა ,,744'' უნდა ეწეროს რიცხვი ,,751''.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N04 კრწანისის საარჩევნო ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის 29.10.2018 წლის შესწორების ოქმი (ს.ფ. 33);

 

4.1.11. N-- უბნის კომისიის თავმჯდომარის - ირ---–-–--–--ის და მდივნის - ნან-------–--ის 29.10.2018 წლის ახსნა-განმარტების თანახმად, შემაჯამებელი ოქმის შევსებისას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში არსებული ხელმოწერების რაოდენობა - 7 (შვიდი), მათ არ დაამატეს ერთიანი და გადასატანი ყუთის სამაგიდო სიებში არსებულ ხელმოწერების რაოდენობას. არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობად, ნაცვლად ოქმში დაფიქსირებული 744-სა, უნდა ეწეროს 751.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N-- უბნის კომისიის თავმჯდომარის - ირ---–-–--–--ის და მდივნის - ნან-------–--ის 29.10.2018 წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 34);

 

4.1.12. 2018 წლის 30 ოქტომბერს საქართ---–--------–---------------------------–--ციის დამკვირვებლებმა - ეკ----------–-ილმა და ნიკო-–------------–-ილმა საჩივრით მიმართეს N04 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიას და მე-2 საკითხით მოითხოვეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - ნან----------იას და რეგისტრატორის - ლი-----------–-ილის მიმართ; მე-3 საკითხით - N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - დარე-------------------ის და რეგისტრატორის - ნა-----------ის მიმართ, ხოლო მე-4 საკითხით - N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - ირ---–-–--–--ის და მდივნის - ნან-------–--ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ეკ----------–-ილის და ნიკო-–------------–-ილის 30.10.2018 წლის საჩივარი (ს.ფ. 35-37);

 

4.1.13. N04 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 01.11.2018 წლის N-6/2018 განკარგულების მე-2 მუხლით არ დაკმაყოფილდა საქართ---–--------–---------------------------–--ციის დამკვირვებლების - ნიკო-–------------–-ილისა და ეკ----------–-ილის საჩივარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

N04 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 01.11.2018 წლის N-6/2018 განკარგულება (ს.ფ. 40-42);

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ საქართ---–--------–---------------------------–--ციის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საარჩევნო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული აქტი - №-- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №------- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

7.3. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლები უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო უფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. აქტიური საარჩევნო უფლებით დაცული სფერო ერთი მხრივ, გულისხმობს საარჩევნო უფლების მქონე ყოველი პირის ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფას და მის ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებში, ხოლო მეორე მხრივ, იგი ასევე მოიცავს გამოვლენილი ნების დაცვას და განსაკუთრებული, კანონით გათვალისწინებული საგანგებო შემთხვევის გარეშე, მისი გაუქმების დაუშვებლობას.

 

7.4. საქართველოს საარჩევნო კოდექსი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

 

იმავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო. ამავე ნორმის მე-16 ნაწილით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: ე) დამკვირვებლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა და საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი მინიჭებული აქვს ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას ა(ა)იპ საქართ---–--------–---------------------------–--ციას.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის, 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

 

7.5. საქართველოს საარჩევნო კოდექსი 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამკვირვებელს უფლება აქვს: ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად; ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს; თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დამკვირვებელს არა აქვს უფლება: ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

 

7.6. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;

 

ხოლო 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

 

საქმის მასალების თანახმად ირკვევა, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს საქართ---–--------–---------------------------–--ციის დამკვირვებლებმა - ეკ----------–-ილმა და ნიკო-–------------–-ილმა საჩივრით მიმართეს N- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება N-- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორის - ლი-----------–-ილის ; N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - დარე-------------------ის, რეგისტრატორის - ნა-----------ის, N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - ირ---–-–--–--ის და მდივნის - ნან-------–--ის მიმართ. ამასთან, დადგენილია, რომ N- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 01.11.2018 წლის N-6/2018 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა საქართ---–--------–---------------------------–--ციის დამკვირვებლების - ნიკო-–------------–-ილისა და ეკ----------–-ილის საჩივარი.

 

7.7. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70.1 მუხლის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

 

7.8. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს N-5/2018 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენიტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევენებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის მე-3 თავზე, რომლის თანახმად, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, წილისყრის ჩატარებამდე, კომისიის თავმჯდომარემ უნდა დაავალოს ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს, გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) და მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით).

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70.3 მუხლის თანახმად, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით. ხოლო, მე-4 ნაწილის ადგენს, რომ თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.

 

სასამართლო საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

- 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- კრწანისის საარჩევნო ოლქში N-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების N---- შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 578, ხოლო ნამდვილ და ბათილ ბიულეტინთა რაოდენობამ შეადგინა 582.

 

- N04 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის მე-3 რეგისტრატორის - ლი-----------–-ილის 28.10.2018 წლის ახსნა-განმარტების თანახმად, მე-3 რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებისას მას შეცდომით გადაჰყვა 4 ცალი ბიულეტენი. მან ითხოვა აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინება ოქმის შედგენისას.

 

- 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- კრწანისის საარჩევნო ოლქში N-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების N---- შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 6--, ხოლო ნამდვილ და ბათილ ბიულეტინთა რაოდენობამ შეადგინა 646.

 

- N- კრწანისის ოლქის N-- საარჩევნო უბნის კომისიის წევრის (N- რეგისტრატორის) ნა-----------ის 28.10.2018 წლის ახსნა-განმარტების თანახმად, ხმების საბოლოო გადათვლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ გამორჩა 2 ხელმოწერა სამაგიდო სიაში. მან ითხოვა აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინება შემაჯამებელი ოქმის შედგენის დროს.

 

- N- კრწანისის საარჩევნო ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის 29.10.2018 წლის შესწორების ოქმის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის ''საქართველოს საარჩევნო კოდექსის'' 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების (საუბნო საპრეზიდენტო) შემაჯამებელ ოქმში შეტანილია შემდეგი შესწორებები გრაფაში N-: ნაცვლად რიცხვისა ,,6--'' უნდა ეწეროს რიცხვი ,,646''.

 

- N- კრწანისის ოლქის N-- უბნის კომისიის თავმჯდომარის - დარე-------------------ის და მდივნის - ა------------ის 29.10.2018 წლის ახსნა-განმარტების თანახმად, შემაჯამებელი ოქმის შედგენისას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში მათ შეცდომით არ გაითვალისწინეს მე-4 რეგისტრატორის ნა-----------ის ახსნა-განმარტება, ნაცვლად 646-სა დააფიქსირეს 6--.

 

- 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- კრწანისის საარჩევნო ოლქში N-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების N0296 შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 744, ხოლო ნამდვილ და ბათილ ბიულეტინთა რაოდენობამ შეადგინა 750.

 

- N- კრწანისის საარჩევნო ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის 29.10.2018 წლის შესწორების ოქმის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის ''საქართველოს საარჩევნო კოდექსის'' 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების (საუბნო საპრეზიდენტო) შემაჯამებელ ოქმში შეტანილია შემდეგი შესწორებები გრაფაში N-: ნაცვლად რიცხვისა ,,744'' უნდა ეწეროს რიცხვი ,,751''.

 

- N-- უბნის კომისიის თავმჯდომარის - ირ---–-–--–--ის და მდივნის - ნან-------–--ის 29.10.2018 წლის ახსნა-განმარტების თანახმად, შემაჯამებელი ოქმის შევსებისას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში არსებული ხელმოწერების რაოდენობა - 7 (შვიდი), მათ არ დაამატეს ერთიანი და გადასატანი ყუთის სამაგიდო სიებში არსებულ ხელმოწერების რაოდენობას. არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობად, ნაცვლად ოქმში დაფიქსირებული 744-სა, უნდა ეწეროს 751.

 

7.9. სასამართლო მიუთითებ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლში რეგლამენტირებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. მითითებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა; დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა; ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი. ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა. თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ხოლო მე-2 პუნქტი განსაზღვრავს შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების სახეებს. მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.

 

სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, დისციპლინური პასუხისმგებლობის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის დაკისრება საოლქო საარჩევნო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რამდენადაც საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. შესაბამისად, ასეთი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობას აფასებს და წყვეტს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო - შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია, ხოლო ადმინისტრაციული დავის შემთხვევაში, სასამართლო კონტროლი მოიცავს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ან/და სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებას და იგი არ გულისხმობს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შემოწმებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლის ფარგლები სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის (საქმის ნომერი: ბს--300-291(კ-13)) განჩინება) კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება.“

 

სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებში დაშვებული უსწორობის აღმოჩენისთანავე, თითოეული სუბიექტის მიერ, შედგა ახსნა-განმარტება და შესწორების ოქმები, რომლებიც დაერთო შემაჯამაბელ ოქმებს და აიტვირთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ №-- კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიამ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად არ არსებობს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა მოსაზრებების გაზიარების საფუძველი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო აღნიშნავს, გასაჩივრებული განკარგულებები შესაბამისობაშია საქმის ფაქტობრივი გარემოებებთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ცი ო ნ ა წ ი ლი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა----------–---------------------------–--–-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

 

მოსამართლე: ნანა ჭიჭილეიშვილი