გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11899-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე
მოსარჩელეები - და-------------ია, ივ----------–-–---–------------–----–---–---–--------------–-----------------–-–---–------------------–ია
მოპასუხე - ა(ა)იპ სა---------–----------------–----
პრეზიდენტი ამ-----------------–---–-
მოპასუხის წარმომადგენელი - მალ------–------
დავის საგანი - გამგეობის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ სა---------–----------------–----ს გამგეობის 20---–-–------------ის სხდომის ოქმი, რომლის საფუძველზეც და-------------ია, ივ----------–-–---–ი და გი-------–----–---–ი გაირიცხა სა---------–----------------–----დან.
მოსარჩელის განმარტებით, კავშირის რიგებიდან მოსარჩელეთა გარიცხვის მიზეზად მოპასუხემ მიუთითა მათ მიერ კავშირის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და კავშირისთვის სახელის გატეხა, რაც არ წარმოადგენს რეალურ გარემოებას. კავშირის პრეზიდენტმა ამ-----------------–---–მა და მისმა მეუღლემ, ვიცე-პრეზიდენტმა მა-------------მ ერთპიროვნულად მიიღეს გადაწყვეტილება მოსარჩელეთა გარიცხვაზე. აღნიშნული, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, გამოწვეულია და-------------იას მხრიდან კავშირის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით წამოწყებული სასამართლოში დავის გამო.
მოსარჩელეები ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევენ გამგეობის გადაწყვეტილებას ივ----------–-–---–ის და გი-------–----–---–ის ნაწილში და აღნიშნავენ, რომ დაუსაბუთებელია მითითება, თითქოს მოსარჩელეები ავრცელებდნენ კავშირის შემლახავ ცნობებს და ზიანს აყენებდნენ კავშირის საქმიანობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
მოპასუხე მხარის განმარტებით, 2014-2015 წლიდან მოსარჩელეებს არ გადაუხდიათ საწევრო გადასახადი. გარდა ამისა, მოსარჩელის (და-------------იას) მხრიდან მოხდა კავშირის წევრობის დამადასტურებელი წიგნაკების და ჟესტური ენის ლექსიკონის საჯაროდ დახევა და დაცინვა, რამაც, კავშირის წესდების 6.7 მუხლის საფუძველზე გამოიწვია მოსარჩელეთა გარიცხვა სა---------–----------------–----ს წევრობიდან. რაც შეეხება ივ----------–-–---–ისა და გი-------–----–---–ს, მათი მხრიდან ხდებოდა არასწორი და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელება და კავშირის საქმიანობისთვის ხელშეშლა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---------–- #B17-------3 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სა---------–----------------–----ს 20---–-–------------------ საერთო კრების ოქმის საფუძველზე, 2----–-–-----------ს #B15------/7 გადაწყვეტილებით სა---------–----------------–----ს რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, შეიცვალა წესდება, არჩეულ იქნა გამგეობის ახალი შემადგენლობა და საზოგადოების პრეზიდენტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იგივე გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------ს #B15------/7 გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სა---------–----------------–----ს პრეზიდენტის ცვლილების შესახებ.
3.2.2. სა---------–----------------–----ს გამგეობის 20---–-–------------ის სხდომაზე განხილვის საგანს წარმოადგენდა სა---------–----------------–----ს თბილისის პ/ორგანიზაციის წევრის და-------------იას და თელავის პ/ორგანიზაციის წევრების ივ----------–-–---–ის და გი-------–----–---–ის კავშირიდან გარიცხვა. გამგეობის №- სხდომის ოქმით მოსარჩელეები გარიცხულ იქნენ ყრ---------–---ის წევრობიდან.
გარიცხვის საფუძვლად სადავო ოქმში მითითებულია ყრ---------–---ის წესდების 6.6, 6.7, 6.8 და 6.12 პუნქტები და განმარტებულია, რომ მოსარჩელეები ხელს უშლიან კავშირის საქმიანობას და სახელს უტეხენ მის ღირსებას.
3.2.4. სა---------–----------------–----ს წესდების (2015წ.) 6.6 მუხლი ადგენს კავშირის წევრობის შეწყვეტის საფუძვლად წევრის გარიცხვას კავშირის რიგებიდან. 6.7 მუხლი კი განსაზღვრავს გარიცხვის წინაპირობებს, ესენია: საწევრო შენატანის 6 თვეზე მეტი ვადით არასაპატიო მიზეზით გადაუხდელობა, კავშირის წესდების, აგრეთვე კანონმდებლობის ან აღიარებული ზნეობრივი ნორმების დარღვევა. 6.8 მუხლით, ამ ტიპის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა გამგეობა. წესდების 6.12 მუხლი ადგენს კავშირის წევრის ვალდებულებებს, რაც მოიცავს წევრის არაერთ ვალდებულებას, მათ შორის, არ განახორციელოს ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის კავშირის საქმიანობას, სახელს გაუტეხს მის ღირსებას.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა და მოწმედ დაკითხულმა მა-------------მ (ცივე-პრეზიდენტი), ასევე გამგეობის სხვა წევრებმა განმარტეს, რომ და-------------იას გარიცხვის საფუძველი გახდა საწევროს შეუტანლობა, წევრობის დამადასტურებელი წიგნაკების და ჟესტური ენის ლექსიკონის დახევა და დაცინვა. მოპასუხე მხარე და მისი მოწმეები ასევე საუბრობდნენ მუდმივ დაძაბულობასა და უთანხმოებაზე და-------------იას მხრიდან. გი-------–----–---–ის გარიცხვა მოხდა მისი მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, ორგანიზაციის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, ხოლო ივ----------–-–---–მა კი კახეთში მოახდინა სხავა ობიექტიდან დენის გადაყვანა, რაზეც მიიღო გაფრთხილება ორგანიზაციისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოდასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას და ეს არის უნივერსალური მიდგომა მტკიცების ტვირთის განაწილების მიმართ. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა სასამართლოსთვის მოსარჩელეთა კავშირის წევრობიდან გარიცხვის მართლზომიერება. სადავო გამგეობის სხდომის ოქმში მითითებული და სხდომაზე გაჟღერებული საფუძვლები, სასამართლოს მოსაზრებით, არ არის იმ ტიპის უხეში დარღვევები რაც საფუძვლად დაედებოდა საზოგადოებიდან წევრთა გაიცხვას. ვერ დადასტურდა მოპასუხეთა მხრიდან, კონკრეტულად რაში გამოიხატა კავშირის ღირსების შელახვა მოსარჩელის მხრიდან. დაუსაბუთებელია გარიცხვის მოტივად მუდმივი დაპირისპირების და განსხვავებული აზრის ქონის მითითება, რაც პირის სუბიექტურ შეხედულებებს შეიძლება ეფუძნებოდეს, ვინაიდან ეს უფლება წევრობის გარეშეც ვერ ექნება შეზღუდული. მოპასუხე მხარე როგორც სხომის ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, ასევე საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ზოგადი მითითებებით შემოიფარგლებოდა საზოგადოების წესდების დარღვევის თაობაზე, ამასთან არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა საწევროს შეუტანლობის გამო მოსარჩელეთა გაფრთხილების ფაქტი, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სა---------–----------------–----ს“ წესდება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სა---------–----------------–----ს“ წესდების 2.1 მუხლის მიხედვით, კავშირი შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და პრინციპებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, სმენადრღვეულთა საერთაშორისო რეკომენდაციებით და ამ წესდებით.
წესდების 6.6 მუხლი ადგენს კავშირის წევრობის შეწყვეტის საფუძვლად წევრის გარიცხვას კავშირის რიგებიდან. 6.7 მუხლი კი განსაზღვრავს გარიცხვის წინაპირობებს, ესენია: საწევრო შენატანის 6 თვეზე მეტი ვადით არასაპატიო მიზეზით გადაუხდელობა, კავშირის წესდების, აგრეთვე კანონმდებლობის ან აღიარებული ზნეობრივი ნორმების დარღვევა და სხვა. წესდების 6.8 მუხლით, ამ ტიპის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა გამგეობა.
წესდების 6.12 მუხლის მიხედვით გაწერილია კავშირის წევრის ვალდებულებები, რაც მოიცავს წევრის არაერთ ვალდებულებას, მათ შორის, არ განახორციელოს ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის კავშირის საქმიანობას, სახელს გაუტეხს მის ღირსებას.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
დადგენილია, რომ გამგეობის სადავო კრება ჩატარდა 20---–-–------------ს, რა დროსაც მოხდა მოსარჩელეთა გარიცხვა სა---------–----------------–----ს წევრობიდან. სასამართლოს მოსაზრებით, ოქმის კანონიერების შესამოწმებლად, უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობდა და-------------იას, ივ----------–-–---–ის და გი-------–----–---–ის გარიცხვის რეალური საფუძველი. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელეთა გარიცხვის საფუძვლები არ უნდა შეფასდეს იმგვარ დარღვევებად, რაც გახდებოდა მათი კავშირის რიგებიდან გარიცხვის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სხდომის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
"საქართველოს ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "მ" პუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. და-------------იას, ივ----------–-–---–ის და გი-------–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ სა---------–----------------–----ს გამგეობის 20---–-–------------ის სხდომის ოქმი, რომლის საფუძველზეც და-------------ია, ივ----------–-–---–ი და გი-------–----–---–ი გაირიცხა სა---------–----------------–----დან.
3. და-------------იას დაუბრუნდეს 2017 წლის 08 მაისის საგადასახადო დავალებით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე