გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310018002703310 (3/19--18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - ააიპ ,,სა------–-------------------–-----------------ლო''
წარმომადგენელი - გუ-–------–-ია
მოპასუხე - №6- ზ----------------–-----------------------ა
წარმომადგენლები: ას----------ია, ნა-------ვა
სას კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირები: №9- საუბნო სა-----------------ა, ელის---------------------------–---–----------–--------------------------------------------------------–---–-----–--–---------–-–---–------------------–---–-------------–--–---–---–-------------------------------------------------------------–-----------------------------–---–-------------------------------–----–---–---–-------------–---–------------–-----------–------–-----–-–---–--------------------------–-----------------–--------------–---–---------------------–---–---------------------------------------------–----------------–---–-------------------–-–--–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.№9- საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების №32-- შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა;
1.2.№6- ზ----------------–-----------------------ის №24/---- განკარგულების ბათილად ცნობა
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1.სასამართლოს სხდომაზე მესამე პირთაგან გამოცხადდა მხოლოდ №9- საუბნო სა-----------------ის თავმჯდომარე - ხათ-------------აია, რომელმაც არ ცნო სარჩელი.
4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეზე
4.1.1. 20---–-–------------------ს საქართველოს პრე--------------------ბზე №6-/9- საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ საუბნო სა-----------------ის წევრები და დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის, - ააიპ ,,სა------–-------------------–-----------------ლო''-ს წარმომადგენელი - ნი--------–-ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 20---–-–------------------ს საქართველოს პრე--------------------ბზე №6-/9- საარჩევნო უბანზე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის - ააიპ ,,სა------–-------------------–-----------------ლო''-ს წარმომადგენლის - ნი--------–-ას მიერ დაიწერა ორი საჩივარი, იმ მოტივით, რომ კომისიის წევრმა, საარჩევნო ყუთის მეთვალყურის ფუნქციის შემსრულებელმა ელ-----------ამ, მის თვალწინ ჩაყარა ყუთში კონვერტები, რომლებშიც საჩივრის ავტორის მოსაზრებით იყო ბიულეტენები, რადგან დათვლისას ცარიელი კონვერტი არ გამოვლენილა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს, 20---–-–------------------ს კომისიის თავმჯდომარემ - ხათ-------------აიამ, კომისიის წევრებმა მა-------------–---–იამ და ი-----------–-ამ, ასევე ედპ-ს წარმომადგენელმა - გულ-----------ამ, სა---–-------------------–---------------–მა - თე----------–--ლმა და ერთ-------–------–-----------------ს წარმომადგენელმა - ხა-----------–---მა წერილობით შეადგინეს ერთობლივი ახსნა-განმარტება, რომლითაც უარყვეს საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები და განმარტეს, რომ ელ-----------ა არ იყო ყუთის ზედამხედველი და მას ხელში კონვერტი არ ეჭირა.
წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა აგრეთვე ელ-----------ას, რომელმაც არ დაადასტურა საჩივრებში მითითებული გარემოებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-განცხადება/საჩივრები;
-სადავო განკარგულება;
-სხდომაზე წარმოდგენილი ჟურნალისა და ჩანაწერთა წიგნის ასლები;
-წერილობითი ახსნა-განმარტებები;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.2.ნი--------–-ამ მიიჩნია რა, რომ საჩივრებში მითითებულ გარემოებებმა შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინონ საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგზე, საჩივრები წარადგინა №6- ზ----------------–-----------------------აში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-განცხადება/საჩივრები;
-სადავო განკარგულება;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.3.დადგენილია, რომ №6-/9- საუბნო საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველი ელ-----------ა არ ყოფილა და აღნიშნული ფუნქციის მატარებელი იყო მა-------------–---–ია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი ჟურნალისა და ჩანაწერთა წიგნის ასლები;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.4. №6-/9- საუბნო საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიის მიერ შედგა ყველა კომისიის წევრის მიერ პრეტენზიის გარეშე ხელმოწერილი №32-- კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც არჩევნებში მონაწილე, ყველა სახის სიაში ხელმომწერ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაფიქსირდა 6-4, ყუთიდან ამოღებული ანუ გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 669 ბიულეტენი, საიდანაც ვარგის ბიულეტენად მიჩნეულ იქნა 647, ხოლო გაბათილდა 22 ბიულეტენი.
ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებულია ყველაზე მეტი 298 ხმა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი კანდიდატის ხმათა რაოდენობამ შეადგინა 217.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შემაჯამებელი ოქმი;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.5. 20---–-–----- ოქ---------ს №6- ზ----------------–-----------------------ამ კანონით დადგენილი წესით შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და 20---–-–----- ოქ---------ს მიიღო №24/---- განკარგულება - ნი--------–-ას საჩივრებს დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საოლქო სა-----------------ამ ჩამორთმეული ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიჩნია, რომ ელ-----------ას მხრიდან კონვერტების ყუთში ჩაყრის ფაქტი არ გამოვლენილა და რომ №9- საარჩევნო უბნის კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე ბალანისის სისწორე შედგა, ბიულეტინების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობასთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია და არც განსხვავებული აზრი დაფიქსირებულა უბანზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-განცხადება/საჩივრები;
-სადავო განკარგულება;
-შემაჯამებელი ოქმი;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და შესაბამისად, კერძოდ, სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-განცხადება/საჩივრები;
-სადავო განკარგულება;
-შემაჯამებელი ოქმი;
-წერილობითი ახსნა-განმარტებები;
-სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი ჟურნალისა და ჩანაწერთა წიგნის ასლები;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, მოწმის ჩვენების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საარჩევნო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7.სამართლებრივი შეფასება
7.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტია საოლქო სა-----------------ის განკარგულება და საუბნო სა-----------------ის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული შემაჯამებელი ოქმი და განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე საარჩევნო კოდექსთან და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის პირობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებულ ,,არსებით დარღვევად” მიიჩნევა ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით; გ) კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობა სადავო აქტების ბათილად ცნობასთან მიმართებით სწორედ ზემოთ მითითებული პირობების არსებობის, თუ არარსებობის დადგენით უნდა განისაზღვროს.
7.2.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--- წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
გამომდინარე აქედან, ზუგდიდის რაიონული სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ საქმის განხილვის შედეგად გამოკვეთილ არსებით საკითხებზე და მისცემს მათ სამართლებრივ შეფასებას.
7.3.ცნობილია, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს მოსარჩელის, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლის ნი--------–-ას მოსაზრება მასზედ, რომ №9- საარჩევნო უბანში 2018 წლის 28 ოქტობერს ჩატარებულ საქართველოს პრე--------------------ბზე საარჩევნო ყუთზე მეთვალყურე კომისიის წევრმა - ელ-----------ამ ნი--------–-ას თვალწინ ყუთში ჩაყარა კონვერტები, რომლებშიც იდო ბიულეტენები.
საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. სა-----------------ის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა; საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია ნი--------–-ას მიერ საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია ელ-----------ას ყუთის მეთვალყურეობის შესახებ, რადგან ჟურნალში და ჩანაწერთა წიგნში აღნიშნულია, რომ ელ-----------ა იყო კომისიის უფუნქციო წევრი და ყუთზე ზედამხედველობა ევალეობა არა ელ-----------ას, არამედ მა-------------–---–იას. ამ გარემოებას ადასტურებს, როგორც საქმეში წარმოდგენილი საარჩევნო პროცესის მონაწილე კომისიის წევრებისა და სხვა პირთა წერილობითი ახსნა-განმარტება, ისე სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი. შესაბამისად, ფორმალურად გამორიცხული იყო ელ-----------ას ჰქონოდა წვდომა საარჩევნო ყუთთან. საწინააღმდეგო დასაბუთებული არგუმენტი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
მხოლოდ ფაქტი მასზედ, რომ კომისიის წევრი ელ-----------ა იმყოფებოდა ყუთთან ახლოს, არ მიუთითებს მისი მხრიდან რაიმე დარღვევის წარმოშობის საფრთხეზე, საარჩევნო კანონმდებლომა მას ამას არ უკრძალავდა, პირიქით, საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მისი, როგორც საუბნო სა-----------------ის წევრის ვალდებულება იყო უზრუნველეყო ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელება კენჭისყრის დღეს და ეკისრებოდა სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის. ეს კი მას უნდა განეხორციელებინა საარჩევნო პროცესის, მათ შორის, საარჩევნო ყუთზე თვალის მიდევნების სახით.
რაც შეეხება ელ-----------ას მიერ შემდგომი ქმედების განხორციელებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, მოწმის ჩვენება, როგორც მტკიცებულება საფუძვლიანად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე, საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში.
იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის წარმომადგენელ და სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ნი--------–-ასთან ერთად კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ კომისიის წევრები, ასევე დამკვირვებლები, კერძოდ, ედპ-ს წარმომადგენელი - გულ-----------ა, სა---–-------------------–---------------–ი - თე----------–--ლი და ერთ-------–------–-----------------ს წარმომადგენელი - ხა-----------–---ი, რომლებმაც ერთობლივი წერილობითი ახსნა-განმარტებით უარყვეს საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები ელ-----------ას მიერ ყუთში კონვერტების ჩაყრის თაობაზე, მხოლოდ ნი--------–-ას სასამართლოში მიცემული ჩვენება ვერ გამოდგება სათანადო მტკიცებულებად იმისა, რომ ელ-----------ას მხრიდან ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრას.
7.4.სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაზიარებელი არ არის მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ამ მხრივ, მას საქმეზე რაიმე სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არა აქვს. მართალია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე დანერგილია ინკვიზიციურობის პრინციპი, თუმცა აღნიშნული პრინციპის არსებობა არ გამორიცხავს მოდავე მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპით სარგებლობის ვალდებულებას, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მათ უნდა მიუთითონ ფატები და მოსაზრებები, ასევე წარმოადგინონ დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათი მოთხოვნის კანონიერებას.
საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო სა-----------------ების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში; შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.
უნდა აღნიშნავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად, კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამასთან, კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - რომ ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა.
საარჩევნო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების აღნიშნული პრინციპების დაცვით განმარტება საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ შემაჯამებელი ოქმის დანიშნულება არის არა მონაცემთა ბალანსის პრიორიტეტულობა, არამედ ამომრჩეველის რეალურად გამოხატული ნების აღნუსხვა, ხოლო მონაცემთა შორის ბალანსი უნდა ემსახურებოდეს ამ მონაცემთა ნამდვილობის დადასტურებას. ამასთან, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და თუ კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერ დარღვევა, არამედ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევა. ხოლო იმავე ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კანონმდებელი საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევად განიხილავს ისეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა განხორციელებას, რაც უკავშირდება საარჩევნო პრინციპების, ამომრჩეველთა კონსტიტუციული საარჩევნო უფლების შელახვას, ამომრჩეველთა ნების მასობრივ გაყალბებას, რაც არ იძლევა რეალური შედეგის დადგენის შესაძლებლობას, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა ასევე, ისეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, რასაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. მოცემულ შემთხვევაში, არცერთ ამ შემთხვევას ადგილი არა აქვს №6-.9- სარჩევნო უბანთან მიმართებაში და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი.
დადგენილია, რომ №6-/9- საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიის მიერ შედგა ყველა კომისიის წევრის მიერ ხელმოწერილი №32-- კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, ისე, რომ განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე, ყველა სახის სიაში ხელმომწერ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაფიქსირდა 6-4, ყუთიდან ამოღებული ანუ გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 669 ბიულეტენი, საიდანაც ვარგის ბიულეტენად მიჩნეულ იქნა 647, ხოლო გაბათილდა 22 ბიულეტენი. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ ამოღებული ანუ გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობის ტოლობა ან ნაკლებობა ყველა სახის სიაში ხელმომწერ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არსებით დარღვევად, რადგან ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს იმაზე მეტი ბიულეტენი, რამდენმა ამომრჩეველმაც მოაწერა ხელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხმის მიცემა ნიშნავს ამომრჩევლის მიერ არა მხოლოდ სიაში მისი ხელმოწერის დაფიქსირებას, არამედ აღებული ბიულეტენის ყუთში მოთავსების პროცესსაც.
ასევე, ყურადსაღებია, რომ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ მიღებულია 2------------–--------------–-------------------------თ. ამომრჩეველთა ხელმოწერების საერთო რაოდენობასა და ყუთიდან ამოღებულ, ნამდვილ ბიულეტენების რაოდენობას შორის სხვაობაა 2-------–-------------------- რაც არსებით გავლენას არ ახდენს შედეგზე.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სადავო უბანზე სა-----------------ის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი და ამ მხრივ საოლქო კომისიის გასაჩივრებული განკარგულება გამოცემულია კანონშესაბამისად და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რასაც შეელო ზეგავლენა მოეხდინა უკვე ფიქსირებულ საარჩევნო შედეგზე, საარჩევნო პროცესისას ადგილი არ ჰქონია.
7.5.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. კანონით განსაზღვრული ამ ვალდებულების შესრულება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, ვერ წარმოადგინა სარჩელში და სასამართლოს სხდომაზე მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
8.1.სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს სსს კოდექსის 178-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, სარჩელს უნდა დაერთოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) საგადახდო დავალებისა და სალაროს შემოსავლის ორდერის სახით (დედანი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესით. თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა, არაქონებრივ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1ააიპ ,,სა------–-------------------–-----------------ლო''-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 01 დღის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა