გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.07.2018
საქმის ნომერი
010310118002252056
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310118002252056

№3-11/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – მე---- მა-–------ია

წარმომადგენელი – ვა------ ლო----

მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

წარმომადგენელი - ზვ---- ბო-–--აძე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მე---- მა-–------იამ სარჩელი აღძრა ბა-----ის საქალაქო სასამართლოში, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა,„სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---- მა-–------იაზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების და მე----------ის წიგნაკის გაუქმების თაობაზე“ 20-- წლის 21 აგვისტოს №0------- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

მე---- მა-–------იამ 19-- წელს 8 წლიანი საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 19-- წელს სწავლა განაგრძო ბა-----ის №- პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში, მატროს-მოტორისტის სპეციალობით.

მე---- მა-–------იამ 19-- წელს გაიარა პრაქტიკა მ/ტ ,,გე------– მე------–-ძეზე“ (3,5 თვე) 19-- წელს მ/ტ ,,ბა-----ი" (3 თვე). 19---19-- წლეებში კი სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა/

მე---- მა-–------იამ 20-- წელს სწავლა განაგრძო, ბა-----ის საზღვაო აკადემიაში დაუსწრებელ ფაკულტეტზე, გემთწამყვანის სპეციალობით, თუმცა, რამოდენიმე დღეში განცხადებით მიმართა, ადმინისტრაციას, რომ გადაეყვანათ გემების ინ–------მე--------ის კათედრაზე. განცხადება ჩაიბარეს და უთხრეს, რომ გაატარებდენ რეგისტრაციაში.

20-- წელს გემზე მუშაობის დროს, მასთან სახლში ბა-----ის საზღვაო აკადემიიდან მივიდა წერილი, რომელიც აუწყებდა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით გაუქმებული იქნა დაუსწრებელი სწავლა საქართველოში და უნდა გაეტანა სასწავლებლიდან მისი სასწავლო დიპლომი.

2009 წელს, როცა მ. მა-–------ია ჩამოვიდა გემიდან, მიაკითხა სასწავლებელს და მას მისცეს დიპლომი, რომელშიც ეწერა, რომ მ. მა-–------იამ მიიღო ინ–------მე--------ის ბაკალავრის წოდება. ამის შემდეგ, მიმართა საზღვაო ადმინისტრაციას, რომ ის დაეშვეს მორიგე მე--------ის გამოცდაზე, რაზეც საბუთების შემოწმების შემდეგ აცნობეს, რომ გამოცდაზე დაშვებულია. მე---- მა-–------იამ გამოცდები ჩააბარა და აიღო კომპეტენციის სერტიფიკატი. ამავე პერიოდში ის გადიოდა სპეციალიზირებულ-სასწავლო კურსებს, რომელიც გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით;

18 თვიანი სტაჟის დაგროვების შემდეგ, ისევ მიმართა მე---- მა-–------იამ განცხადებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რომ დაეშვათ მე-2 მე--------ის გამოცდაზე, რაც დაუდასტურეს კიდეც 3 დღის შემდეგ. გამოცდის ჩაბარების შემდგომ მე---- მა-–------იამ აიღო მე- 2 მე--------ის სერტიფიკატი.

2- თვიანი სამუშაო სტაჟის დაგროვების შემდეგ მე---- მა-–------იამ 20-- წლის 25 ივნისს ისევ მიმართა საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას განცხადებით, რათა დაეშვათ კვალიფიკაციის ასამაღლებელ გამოცდაზე, უფროს მე--------ზე, რაზეც 3 სამუშაო დღის შემდეგ მიიღო უარი. მე---- მა-–------იას განუცხადეს, რომ მისი სასწავლო დიპლომი არის გემთწამყვანის სპეციალობის, რაც ბა-----ის საზღვაო აკადემიაში ინახება, ხოლო დიპლომი, რომელიც მას ხელზე ჰქონდა ამ დრომდე, იყო სხვის სახელზე გაცემული და შეცდომით იგივე ნომრით გაიცა მასზე. მე---- მა-–------იას სააგენტოში განუმარტეს, რომ უნდა აეღო საზღვაო აკადემიიდან ის დიპლომი, რომელიც იყო მის სახელზე გაცემული, მაგრამ არა ინ–----- მე--------ის, არამედ, გემთწამყვანის სპეციალობით, რაც გააკეთა კიდეც და მეორე დღესვე მიიტანა სააგენტოში.

ამის შემდეგ, მას სააგენტოში მაინც განუცხადეს უარი, რომ ამ დიპლომით ვერ დაუშვებდნენ გამოცდაზე, თუმცა, განუმარტეს, ვინაიდან მისი კომპეტენციის სერტიფიკატს ჰქონდა დარჩენილი ვადა 20-- წლის 4 მაისამდე, შეეძლო უპრობლემოდ ემუშავა, თან დაუსაბუთეს, რომ მე--------ის დიპლომის გარეშე ვერ დაუშვებდნენ გამოცდაზე. აღნიშნულის გამო მე---- მა-–------იამ განცხადება შეიტანა ბა-----ის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და ჩაირიცხა ნიკოლაევის საზღვაო სასწავლებელში.

მე---- მა-–------იამ 20-- წლის 2 თებერვალს მიიტანა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ბა-----ის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „გემის ენერგეტიკული დანადგარების“ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი ცნობა და მიმართა განცხადებით, რომ დაეშვათ მე-2 მე--------ის გამოცდაზე, რაზეც მიიღო უარი, რომლითაც განუმარტეს, ვინაიდან 20-- წლის 21 აგვისტოს გაცემული იყო ბრძანება, მასზე გაცემული მე-2 მე--------ის კომპეტენციის სერტიფიკატის და მე----------ის წიგნაკის გაუქმების თაობაზე, მათ არ ჰქონდათ უფლება, დაეშვათ იგი მე-2 მე--------ის გამოცდაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მე---- მა-–------იამ გამოთქვა პროტესტი, რომ ეს იყო ბრძანება მე-2 მე--------ზე და მე----------ის წიგნაკზე და არა მორიგე მე--------ზე, რაზეც სააგენტოს იურისტმა განუცხადა, 20-- წლის 21 აგვისტოს ბრძანებაში იგულისხმება, მორიგე მე--------ის კომპეტენციის სერტიფიკატიც და მთელი ნამუშევარი სტაჟიც, რაც 20-- წლიდან 20-- წლამდე იმუშავა მე---- მა-–------იამ, რომ განულებული, გაუქმებული იყო.

საერთაშორისო კონვენციის თანახმად, მე----------ების და ვახტის დგომის შესაბამის დიპლომის კანდიდატს ევალება, მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში თეორიული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის და სტაჟის წარდგენა, რომელიც ასევე დასტურდება საზღვაო აკადემიის მიერ გაცემული დიპლომით და გემებზე მუშაობის სტაჟით, რეკომენდაციებით.

 

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, შემოწმებით (თუ კი ასეთი განხორციელდა) მიღებული შედეგები გაენალიზებინა, განეზოგადებინა და შეემუშავებინა წინადადება, ფაქტებთან დაკავშირებით; თუ კი იარსებებდა რაიმე სახის დარღვევა მე---- მა-–------იას მხრიდან, განეხილა მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება დამრღვევის მიმართ, სანქციების გატარების თაობაზე.

ადმინისტრაციულ ორგანოს შემოწმებით (თუ კი ასეთი განხორციელდა) მიღებული შედეგები არ განუზოგადებია და არ მოუხდენია საკითხის სრულყოფილი განხილვა, არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა თუ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, რაც აშკარა კანონდარღვევას წარმოადგენს.

ადმინისტარციულ ორგანოს არ დაუდგენია, არ გამოუკვლევია, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად (რომელზედაც მე---- მა-–------ია არ ყოფილა მიწვეული - ინფორმირებული), იქნა თუ არა დარღვეული კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსი, რა ზიანი მიადგა საჯარო ინტერესებს და რაში იქნა ის გამოსახული;

საქმის გარემოებათა გამოკვლევა არ მომხდარა მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, ხოლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო შესწავლისა და შეფასების შედეგად მოცემულ საკითხებზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, 20-- წლის 21 აგვისტოს ბრძანება მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მე----------თა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა ან გაუქმება „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სააგენტო ამოწმებს სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნამდვილობას, მე----------ის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რის შემდეგაც ხდება დოკუმენტების გადამოწმება საზღვაო სასწავლებლებში.

მე---- მა-–------იამ 20-- წლის 25 ივნისს შეიტანა განცხადება სააგენტოში, უფროსი მე--------ის კომპეტენციის მისაღებად. სააგენტოს მიერ გადამოწმებულ იქნა 20-- წელს მე---- მა-–------იას სახელზე გამოწერილი ბა-----ის საზღვაო აკადემიის დიპლომი და დადგინდა, რომ მასზე 20-- წელს გემის მე--------ის კვალიფიკაციით ასეთი დიპლომი არ გაცემულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ იმოქმედა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის გადამოწმებას და რევიზიას. გამომდინარე იქედან, რომ სააგენტოში მა-–------იას მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა არ დადასტურდა, სააგენტომ საქართველოს კანონი „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ 62-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 20-- წლის 21 აგვისტოს გამოსცა ბრძანება და გააუქმა მა-–------იას სახელზე გაცემული სერტიფიკატები, რომელიც მან მიიღო მე--------ის უმაღლესი განათლების დიპლომის შესაბამისად. მე---- მა-–------იას არ გააჩნდა განათლების დიპლომი მე--------ის კვალიფიკაციით და მის მიერ სტაჟის დაგროვება მოხდა იმ კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც არ მიუღია, ან მიიღო კანონდარღვევით. შესაბამისად, არ არსებული კვალიფიკაციის საფუძველზე მიღებული ნაოსნობის სტაჟი და მის სახელზე გაცემული ყველა სერტიფიკატები გაუქმებულ იქნა.

„მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნაოსნობის სტაჟი არის გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/დაარსებულის განსაახლებლად. აღნიშნული კანონის შესაბამისად, სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად აუცილებელი მოთხოვნაა, მე----------ს გააჩნდეს შესაბამისი საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად საზღვაო - საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დაცვით მინიჭებულ კვალიფიკაციას. ვინაიდან, მე---- მა-–------იას მიერ სტაჟის დაგროვება მოხდა იმ კვალიფიკაციის საფუძველზე, რომელიც მას არ მიუღია, გაუქმებული იქნა კანონდარღვევით მიღებული ყველა ნაოსნობის სტაჟი.

მნიშვნელოვანი გარემოებას ის, რომ სააგენტო მე---- მა-–------იას კომპეტენციის საკითხს გემთწამყვანის სპეციალობით არ აყენებს ეჭვს ქვეშ და აღიარებს მას, როგორც გემთწამყვანის სპეციალობის მქონე მე----------ს, ხოლო, რაც შეეხება მე--------ის კვალიფიკაციას, ნაოსნობის სტაჟი მე--------ის კვალიფიკაციით მე---- მა-–------იას მიღებული აქვს იმ განათლების დიპლომის შესაბამისად, რომელიც მასზე არ გაცემულა.

მოსარჩელე მხარე სარჩელის სამართლებრივ დასაბუთებაში აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით ვერ ადასტურებს სააგენტოს დირექტორის 20-- წლის 21 აგვისტოს მიღებული №0------- ბრძანებით გამოწვეული ზიანის ფაქტს. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ როგორ მიადგა მის კანონიერ ინტერესებს ზიანი, რაც მისცემდა შესაძლებლობას, აღეძრა სარჩელი სასამართლოში.

არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით, მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს გასაჩივრებული აქტით ზიანი არ ადგება. სწორედაც, რომ მოსარჩელის ქმედებების შედეგად ზიანი საჯარო ინტერესს მიადგა.

მოსარჩელის მოთხოვნა არის სამართლებრივად და ფაქტობრივად დაუსაბუთებელი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მე---- მა-–------იამ 19-- წელს 8 წლიანი საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 19-- წელს სწავლა განაგრძო ბა-----ის №- პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, მატროს-მოტორისტის სპეციალობით, რომლის სრული კურსი დაამთავრა 19-- წელს, მიიღო მოტორისტ მატროსის პროფესია და 3- ივნისს გაცემული №0----- დიპლომის საფუძველზე მიენიჭა, 1-ლი კლასის მოტორისტის, მე-2 კლასის მატროსის კვალიფიკაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19-- წლის 3- ივნისს გაცემული №0----- დიპლომი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მე---- მა-–------იამ 20-- წლის 18 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კომპეტენციის სერტიფიკატის (უფროსი მე--------ის) მისაღებად. მე---- მა-–------იას მიერ წარდგენილი იქნა სსიპ ბა-----ის საზღვაო აკადემიის მიერ 20-- წლის 10 ივნისს გაცემული №0----- დიპლომი, რომლის თანახმად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის 20-- წლის 10 ივნისის ოქმი №2--ის გადაწყვეტილებით მე---- მა-–------იას მინიჭებული აქვს გემის მე--------ის კვალიფიკაციით, საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამოწმებულ იქნა სსიპ ბა-----ის საზღვაო აკადემიაში, მე---- მა-–------იაზე გაცემული აღნიშნული დიპლომის ნამდვილობა, კერძოდ, 20-- წლის 25 ივნისს სააგენტომ №0------ წერილით მიმართა ბა-----ის საზღვაო აკადემიას, მე---- მა-–------იაზე გაცემული განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებით და ბა-----ის საზღვაო აკადემიიდან 20-- წლის 29 ივნისს მიღებული №0--------- წერილით დადგინდა, რომ მე---- მა-–------იას სახელზე 20-- წელს ბა-----ის საზღვაო აკადემიის მიერ გემის მე--------ის კვალიფიკაციით დიპლომი №0-----, არ გაცემულა.

აღნიშნულის შემდეგ, სააგენტომ 20-- წლის 20 ივლისს №0----- წერილით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის, მიაწოდა ინფორმაცია, მე---- მა-–------იას განათლების დიპლომის სავარაუდო ფიქტიურობასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საქმეზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მე---- მა-–------იას 20-- წლის 25 ივნისს განცხადება;

- 20-- წლის 10 ივნისს გაცემული №0----- დიპლომი;

- 20-- წლის 25 ივნისს სააგენტოს №0------ წერილი;

- ბა-----ის საზღვაო აკადემიის 20-- წლის 29 ივნისის №0--------- წერილი;

- სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 20-- წლის 20 ივლისს №0----- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. სსიპ ბა-----ის საზღვაო აკადემიის მიერ 20-- წლის 3- ივნისს მე---- მა-–------იას სახელზე გამოწერილია №00--3- დიპლომი, რომლის თანახმად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის 20-- წლის 3- ივნისის ოქმი №---ის გადაწყვეტილებით, მე---- მა-–------იას მინიჭებული აქვს გემების და მათი ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის სპეციალობით საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20-- წლის 3- ივნისს გაცემული №00--3- დიპლომი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მ. ახალაძის მიერ 20-- წლის 21 აგვისტოს მიღებული №0------- ბრძანებით, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა, მე---- მა-–------იას სახელზე 20-- წელს აკადემიის მიერ გემის მე--------ის კვალიფიკაციით დიპლომი №0------ის ნამდვილობა, გაუქმებული იქნა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---- მა-–------იაზე 20-- წლის 4 მაისს გაცემული №------10-000--4 მე- 2 მე--------ის (საზღვაო ინ–-----ი, შეკეთება და მომსახურება, ელექტრომოწყობილებების კონტროლი) კომპეტენციის სერტიფიკატი, 20-- წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №------10-000--4 და 20-- წლის 3- ივლისს გაცემული მე----------ის წიგნაკი, № G--------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, 20-- წ. 21.08. №0------- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. მე---- მა-–------იამ 201- წლის 5 იანვარს განცხადება შეიტანა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, მოტორისტის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შესახებ. სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, მე---- მა-–------იას მიერ წარდგენილი, საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების დიპლომის საფუძველზე ის დაეშვა ტექსტურ გამოცდაზე.

აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, 201- წლის 18 იანვარს მა-–------იამ მომართა სააგენტოს განცხადებით, მე----------ის წიგნაკის მისაღებად. მა-–------იას მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მასზე გაიცა მე----------ის წიგნაკი, მოტორისტის კომპეტენციის სერტიფიკატის საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 201- წლის 18.01. მე----------ის წიგნაკის განაცხადი;

- 201- წლის 22.01. მე----------ის განაცხადზე რეაგირების ფურცელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. შპს „ბა-----ის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ 20-- წლის 24 აგვისტოს №0----- ცნობის თანახმად, მე---- მა-–------ია სწავლობდა შპს „ბა-----ის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში“ აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „გემის ენერგეტიკული დანადგარების“ საგანმანათლებლო პროგრამაზე და 20-- წლის 21 აგვისტოს შპს „ბა-----ის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ საკვალიფიკაციო სხდომის №----- ოქმის საფუძველზე მე---- მა-–------იას მიენიჭა საზღვაოსნო მეცნიერების (გემის მექანიკა) ბაკალავრის კვალიფიკაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ბა-----ის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ 20-- წლის 24 აგვისტოს №0----- ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მე---- მა-–------იას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონი.

_ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 20-- წლის 1- იანვრის №0-- ბრძანებით დამტკიცებული „მე----------ის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესი“.

_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში მე----------თა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, აგრეთვე საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და მონიტორინგის სისტემები განისაზღვრება საქართველოს კანონით, „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, რომელიც შემუშავებულია განათლების მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და მე----------თა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების თაობაზე არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მე----------ების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 19-- წლის საერთაშორისო კონვენციის გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს.

აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მე----------ის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ხოლო საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები − რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები.

აღნიშნულის შესაბამისად, „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, მაღალკვალიფიციურ მე----------თა წვრთნის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.

 

6.2. „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) პუნქტით კომპეტენციის სერტიფიკატი განმარტებულია, როგორც კაპიტანზე, ოფიცერსა და GMDSS-ის რადიოოპერატორზე ამ კანონის დებულებათა შესაბამისად გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები;

ამავე მუხლის ჟ) პუნქტის მიხედვით, კვალიფიკაციის სერტიფიკატი არის მე----------ზე გაცემული სერტიფიკატი, გარდა კომპეტენციის სერტიფიკატისა, რომლის თანახმად, დაკმაყოფილებულია წვრთნის, კომპეტენციის ან საზღვაო გამოცდების თაობაზე ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები;

მე-3 მუხლის ს) პუნქტის თანახმად, დადასტურების სერტიფიკატი წარმოადგენს სააგენტოს მიერ კონვენციის I/2 რეგლამენტისა და ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად გაცემულ და მოქმედ დოკუმენტს;

„მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება. კერძოდ, მე-5 მუხლის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემა, აღიარება ან/და დადასტურება;

ბ) მე----------თა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგი;

გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და სისტემატური მონიტორინგი;

დ) საწვრთნელი პროგრამების კონვენციითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მე----------თა წვრთნისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარება;

ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ერთად საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და მისი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/ პროგრამების ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული სასწავლებლების მონიტორინგი ამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმება და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარება;

თ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;

ი) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრა, გამოცდების ორგანიზება და ჩატარება;

კ) სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების მონიტორინგის განხორციელება;

ლ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი მიღება (გამოცემა);

მ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის (შემდგომ − IMO), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის საქართველოში მე----------თა წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ნ) ამ კანონის დარღვევისათვის დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ო) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

 

6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მე---- მა-–------იამ 19-- წელს 8 წლიანი საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 19-- წელს სწავლა განაგრძო ბა-----ის №- პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, მატროს-მოტორისტის სპეციალობით, რომლის სრული კურსი დაამთავრა 19-- წელს, მიიღო მოტორისტ მატროსის პროფესია და 3- ივნისს გაცემული №0----- დიპლომის საფუძველზე მიენიჭა, 1-ლი კლასის მოტორისტის, მე-2 კლასის მატროსის კვალიფიკაცია.

ასევე, დადგენილია, რომ მე---- მა-–------იამ 20-- წელს სწავლა განაგრძო სსიპ ბა-----ის საზღვაო აკადემიაში, დაუსწრებელ ფაკულტეტზე და პარალელურად განაგრძობდა მუშაობას ზღვაოსნობაში.

მე---- მა-–------იამ 20-- წლის 18 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კომპეტენციის სერტიფიკატის (უფროსი მე--------ის) მისაღებად და ამისათვის წარადგინა სსიპ ბა-----ის საზღვაო აკადემიის მიერ 20-- წლის 10 ივნისს გაცემული №0----- დიპლომი, რომლის თანახმად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის 20-- წლის 10 ივნისის ოქმი №2--ის გადაწყვეტილებით, მას მინიჭებული აქვს გემის მე--------ის კვალიფიკაციით საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამოწმებულ იქნა სსიპ ბა-----ის საზღვაო აკადემიაში, მე---- მა-–------იაზე გაცემული აღნიშნული დიპლომის ნამდვილობა და ბა-----ის საზღვაო აკადემიიდან 20-- წლის 29 ივნისს მიღებული №0--------- წერილით დადგინდა, რომ მე---- მა-–------იას სახელზე 20-- წელს ბა-----ის საზღვაო აკადემიის მიერ გემის მე--------ის კვალიფიკაციით დიპლომი №0-----, არ გაცემულა.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და უდავო, რომ სსიპ ბა-----ის საზღვაო აკადემიის მიერ 20-- წლის 3- ივნისს გამოწერილია №00--3- დიპლომი, რომლის თანახმად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის 20-- წლის 3- ივნისის ოქმი №---ის გადაწყვეტილებით მე---- მა-–------იას მინიჭებული აქვს გემების და მათი ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის სპეციალობით საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თუმცა მე---- მა-–------იას აღნიშნული დიპლომი სააგენტოში არ წარუდგენია.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია მე----------თა სავალდებულო სერტიფიცირების წესი. მე-6 მუხლის თანახმად, კომპეტენციის სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ სააგენტო, სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტური დასაბუთების ნამდვილობის დამოწმებისა და მისი მოქმედების ვადის დამტკიცების შემდეგ. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, თუ პირი აკმაყოფილებს ასაკის, განათლების, ნაოსნობის სტაჟის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, წვრთნისა და კომპეტენციის შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით და კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---- მა-–------იაზე 20-- წელს ბა-----ის საზღვაო აკადემიის გემის მე--------ის კვალიფიკაციის №0----- დიპლომის საფუძველზე, 20-- წლის 4 მაისს გაცემული იყო №------10-000--4 მე-2 მე--------ის (საზღვაო ინ–-----ი, შეკეთება და მომსახურება, ელექტრომოწყობილებების კონტროლი) კომპეტენციის სერტიფიკატი, 20-- წლის 4 მაისს კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №------10-000--4, ხოლო 20-- წლის 3- ივლისს გაცემული იყო შესაბამისი მე----------ის წიგნაკი, № G--------

 

6.5. „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ევალება გაყალბებისა და სხვა უკანონო ქმედებების თავიდან აცილება:

1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მისთვის ცნობილი ნებისმიერი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევას, რომელიც ჩადენილია მის მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ. გაყალბების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას გაცემული სერტიფიკატის ჩამორთმევასთან, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებით.

2. სააგენტო ვალდებულია მისთვის ცნობილი გაყალბების ყოველი ფაქტის შესახებ აცნობოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შესაბამის სამსახურს და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

3. სააგენტო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა გაყალბებასთან და სერტიფიკატებთან ან აღიარების დამადასტურებელ საბუთებთან დაკავშირებული სხვა უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით.

4. სააგენტო არ მიიღებს განცხადებას სერტიფიკატის ან აღიარების დამადასტურებელი საბუთის ცნობის შესახებ, თუ ამგვარი სერტიფიკატის ან საბუთის ნამდვილობა არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, საკრუინგო აგენტის ან გემთმფლობელის მიერ.

5. სააგენტო ვალდებულია დოკუმენტის, მათ შორის, განცხადების ასლის მიღების შემდეგ შეამოწმოს იგი და შეუდაროს დედანს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლისაგან მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ან დოკუმენტის წარდგენა.

6. სააგენტოს უფლება აქვს, განცხადების მიღების პროცესში გამოიყენოს IMO-ს შესაბამისი ვებგვერდი სხვა ადმინისტრაციებთან დაკავშირების მიზნით და შექმნას მათგან მიღებული პასუხების მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

7. სააგენტო ვალდებულია შექმნას შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქსელში აღიარების მისანიჭებლად.

8. სააგენტოს მიერ გაცემული დადასტურების სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ მოთხოვნებს.

9. სერტიფიკატის ასლი ან მისი შემცვლელი საბუთი სააგენტოსთვის წერილობითი განცხადებით მიმართვის გარეშე არ გაიცემა.

10. სააგენტო პასუხისმგებელია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტურ ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლაზე.

11. სააგენტო ვალდებულია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე წარუდგინოს მათ მე----------თა სერტიფიკატები, შესაბამისი დადასტურების სერტიფიკატები ან სხვა დოკუმენტები − დასაბუთება მე----------თა საქართველოში წვრთნის დადასტურების ან უარყოფის მიზნით.

12. ყალბი სერტიფიკატის გაცემა ან დამზადება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 20-- წლის 1- იანვრის №0-- ბრძანებით დამტკიცებული „მე----------ის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესი“ განსაზღვრავს მე----------ის წიგნაკის ფორმას, მისი დამზადების, გაცემის, შეცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ჩამორთმევის პირობებს.

პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მე----------ს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მოქმედი მე----------ის წიგნაკი.

მე-10 მუხლით განისაზღვრება მე----------ის წიგნაკის ჩამორთმევისა ან მისი ძალის დაკარგვის საფუძვლები:

თუ წიგნაკის გაცემის შემდეგ დადგინდება, რომ მფლობელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის საფუძველზეც გაიცა აღნიშნული წიგნაკი, ყალბია, ან წიგნაკში თვითნებურად არის შეტანილი შესწორება, მაშინ სააგენტო ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას მფლობელს აღნიშნული მე----------ის წიგნაკი.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მ. ახალაძის მიერ 20-- წლის 21 აგვისტოს მიღებული №0------- ბრძანებით, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა მე---- მა-–------იას სახელზე 20-- წელს საზღვაო აკადემიის მიერ გემის მე--------ის კვალიფიკაციით გამოწერილი №0----- დიპლომის ნამდვილობა, გაუქმებული იქნა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---- მა-–------იაზე 20-- წლის 4 მაისს გაცემული №------10-000--4 მე-2 მე--------ის (საზღვაო ინ–-----ი, შეკეთება და მომსახურება, ელექტრომოწყობილებების კონტროლი) კომპეტენციის სერტიფიკატი, 20-- წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №------10-000--4 და 20-- წლის 3- ივლისს გაცემული მე----------ის წიგნაკი, № G--------

 

6.6. სასამართლო მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ მე---- მა-–------იას მიერ სააგენტოში წარდგენილი, ბა-----ის საზღვაო აკადემიის მიერ 20-- წლის 10 ივნისს გამოწეწრილი გემის მე--------ის კვალიფიკაციის №0----- დიპლომი არ იყო გაცემული შესაბამისი სასწავლო დაწესებულების მიერ, სააგენტო „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მე----------ის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 20-- წლის 1- იანვრის №0-- ბრძანებით დადგენილი წესების შესაბამისად, ვალდებული იყო, მიეღო გადაწყვეტილება მე---- მა-–------იაზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურებისა და მე----------ის წიგნაკის გაუქმების თაობაზე, რადგანაც მათი გაცემისათვის აუცილებელი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ნამდვილობა არ დადასტურდა, ანუ კომპეტენციის სერტიფიკატი და მე----------ის პასპორტი სააგენტოს მიერ თავის დროზე გაცემული იქნა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მ. ახალაძის მიერ 20-- წლის 21 აგვისტოს მიღებული №0------- ბრძანებით, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა, მე---- მა-–------იას სახელზე 20-- წელს აკადემიის მიერ გემის მე--------ის კვალიფიკაციით დიპლომი №0------ის ნამდვილობა, სწორად და კანონშესაბამისად იქნა გაუქმებული, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---- მა-–------იაზე 20-- წლის 4 მაისს გაცემული №------10-000--4 მე-2 მე--------ის (საზღვაო ინ–-----ი, შეკეთება და მომსახურება, ელექტრომოწყობილებების კონტროლი) კომპეტენციის სერტიფიკატი, 20-- წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №------10-000--4 და 20-- წლის 3- ივლისს გაცემული მე----------ის წიგნაკი, № G--------

სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მოქმედება და სადავოდ გამხდარი აქტიც, 20-- წლის 21 აგვისტოს მიღებული №0------- ბრძანება, სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს და მოსარჩელის პრეტენზია მის კანონწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც მე---- მა-–------იამ 201- წლის 5 იანვარს განცხადება შეიტანა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, მოტორისტის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შესახებ, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, მე---- მა-–------იას მიერ წარდგენილი, 19-- წლის 3- ივნისს მასზე გაცემული საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების №0----- დიპლომის საფუძველზე, რომლითაც მიღებული აქვს მოტორისტ მატროსის პროფესია და მიენიჭებული აქვს 1-ლი კლასის მოტორისტის, მე-2 კლასის მატროსის კვალიფიკაცია, გაცემული ყოფილიყო მოტორისტის კომპეტენციის სერტიფიკატი.

აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, 201- წლის 18 იანვარს მა-–------იამ მიმართა სააგენტოს განცხადებით, მე----------ის წიგნაკის მისაღებად. მე---- მა-–------იას მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მასზე გაიცა მე----------ის წიგნაკი, მოტორისტის კომპეტენციის სერტიფიკატის საფუძველზე.

 

მოსარჩელე მე---- მა-–------იას თავის 20-- წლის 02.10. განცხადებაზე, რომლითაც ბა-----ის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „გემის ენერგეტიკული დანადგარების“ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მოითხოვდა მე-2 მე--------ის კომპეტენციის დიპლომის აღდგენას, სააგენტოს 20-- წლის 12 ოქტომბრის წერილით ეცნობა, რომ „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაჟი არის გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად, ან/და არსებულის განსაახლებლად. აღნიშნულის მიხედვით, სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად აუცილებელი მოთხოვნაა, მე----------ს გააჩნდეს შესაბამისი საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მინიჭებულ კვალიფიკაციას.

წერილითვე განიმარტა, ვინაიდან მე---- მა-–------იას მიერ სტაჟის დაგროვება მოხდა იმ კვალიფიკაციით, რომელიც მას არ მიუღია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლებელია მოხდეს კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა ამ სტაჟის საფუძველზე.

სასამართლო სააგენტოს ამ განმარტებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის უ) პუნქტით განსაზღვრულია ნაოსნობის სტაჟი, როგორც კონვენციის I/1 რეგლამენტის 2--ე პუნქტისა და ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად;

მოსარჩელე მე---- მა-–------იას გააჩნია მე-2 მე--------ის (საზღვაო ინ–-----ი, შეკეთება და მომსახურება, ელექტრომოწყობილებების კონტროლი) კომპეტენციის სერტიფიკატით ფაქტობრივად მუშაობის სტაჟი და მისთვის მინიჭებული აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი და მე----------ის პასპორტი სააგენტოს მიერ გაუქმებული იქნა არა ნაოსნობის სტაჟის არარსებობის საფუძვლით, არამედ შესაბამისი განათლების მიუღებლობის გამო.

სააგენტოს დირექტორის 20-- წლის 21 აგვისტოს მიღებული №0------- ბრძანებით ვერ ჩაითვლება მე---- მა-–------იას მე-2 მე--------ის ფაქტობრივად მუშაობის სტაჟი გაუქმებულად და ბრძანებაში არც არის მითითებული ამის თაობაზე, ამასთან, არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან სტაჟის გაუქმება და არსებული სტაჟის ჩაუთვლელობა. მე---- მა-–------იას თავიდან სერტიფიცირება (სერტიფიკატის მიღება), თუ მისთვის კომპეტენციის მინიჭება ფაქტობრივად არსებული სტაჟის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული წესით განიხილება, რასაც ამ დავის ფარგლები არ მოიცავს.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი მე---- მა-–------იასთვის შესაბამისი განათლების გარეშე მინიჭებული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურებისა და მასზე გაცემული მე----------ის წიგნაკის გაუქმების საკითხი.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 20-- წლის 21 აგვისტოს №0------- ბრძანება „სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე---- მა-–------იაზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების და მე----------ის წიგნაკის გაუქმების თაობაზე“, „მე----------თა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 20-- წლის 1- იანვრის №0-- ბრძანებით დამტკიცებული „მე----------ის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესისა“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე მე---- მა-–------იას კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მე---- მა-–------იას სარჩელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბა-----ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბა-----ი, ზუბალაშვილის ქ. №3-/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე