გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6929-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: ბეჟან ნემსაძე
მოსარჩელე - ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ა
წარმომადგენელი - მ-----–--------
მოპასუხე - №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია
თავმჯდომარე - ა---------------
წარმომადგენელი - პ-------–----–-----
მესამე პირი - №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ნ-----–-------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის №------- განკარგულება №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში.
1.2. დაევალოს №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - ნ-----–-------------ს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
2.2. მესამე პირი - №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ნ-----–------------- არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ადგილობრივი დამკვირვებლის №---- მოწმობის თანახმად, მ-----–-------- არის „ს----------–--------–---------------------------–--–-ის“ დამკვირვებელი 28.1-.2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა №---- (ს.ფ. 25).
3.1.2. 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე, №-- საბურთალოს საარჩევნო ოლქში, №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების №---- შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა - 1---, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ - 1-, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 6--, მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ - 1---, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 2-.
შემაჯამებელი ოქმით დგინდება, რომ მიღებულ ხმათა რაოდენობა გადანაწილდა შემდეგნაირად:
მ-----–-------- - 2,დ-------------- - 29,ვ---------------- - 0,გ-------–---–--- - 1-7,შ--–---------–-–---–- - 13,ზ-------------–---–- - 0,გ---------–--–---–---–- - 0,ა-------------- - 0,კ----------- - 11,ო----------------- - 0,ი-----–----------- - 2,დ--------------–---–- - 63,ზ------------------ - 0,მ-----–----–---–---–- - 1,ზ--------–---–- - 0,თ-------–-----------–- - 3,გ--–-----–-–---–- - 0,ზ------------------ - 65,ლ------------ - 0,ს--–--------------–---–- - 2-2,ბ-----------------–---–- - 4,გ------------------ - 0,კ---------------- - 1,ვ-–----------------–---–- - 0,თ-----------–-–--–---–- - 4.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- საბურთალოს საარჩევნო ოლქში №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების №---- შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 15).
3.1.3. 2018 წლის 30 ოქტომბერს ს----------–--------–---------------------------–--–-ის წარმომადგენელმა - მ-----–--------მ საჩივრით მიმართა №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება №-- საბურთალოს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ყუთის მეთვალყურის (აგრეთვე ყველა იმ კომისიის წევრის, რომელიც ასრულებდა ყუთის მეთვალყურის ფუნქციას) მიმართ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 30 ოქტომბრის საჩივარი (ს.ფ. 16-18).
3.1.4. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის №------- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის წარმომადგენლის - მ-----–--------ს საჩივარი, უსაფუძვლობის გამო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №------- განკარგულება (ს.ფ. 19-21).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის №------- განკარგულება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს ორგანულ კანონთან - „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო. ამავე მუხლის მე-16 პუნქტით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: ე) დამკვირვებლებს, ხოლო 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა და საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი მინიჭებული აქვს ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას – ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ას.
მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვირვებელს უფლება აქვს: ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად; ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს; თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დამკვირვებელს არა აქვს უფლება: ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.
6.3. საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე კანონის 2--ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
ამავე კოდექსის 21-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე. ამავე მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ს----------–--------–---------------------------–--–-ის წარმომადგენელმა - მ-----–--------მ საჩივრით მიმართა №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება №-- საბურთალოს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ყუთის მეთვალყურის (აგრეთვე ყველა იმ კომისიის წევრის, რომელიც ასრულებდა ყუთის მეთვალყურის ფუნქციას) მიმართ.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის №------- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის წარმომადგენლის - მ-----–--------ს საჩივარი, უსაფუძვლობის გამო.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №45/2018 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენიტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევენებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის მე-3 თავზე, რომლის თანახმად, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, წილისყრის ჩატარებამდე, კომისიის თავმჯდომარემ უნდა დაავალოს ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) და მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით).
6.5. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლში რეგლამენტირებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. მითითებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა; დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა; ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი. ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა; თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) თანამდებობრივი სარგოს/თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება; დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).
სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება - უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
შესაბამისად, ასეთი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობას აფასებს და წყვეტს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო - შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია, ხოლო ადმინისტრაციული დავის შემთხვევაში, სასამართლო კონტროლი მოიცავს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ან/და სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებას და იგი არ გულისხმობს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შემოწმებას.
სასამართლო, საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №-- საბურთალოს საარჩევნო ოლქში №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კეჭისყრის შედეგების №---- შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 6--, ხოლო ნამდვილ (6--) და ბათილად მიჩნეული (2-) საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ ჯამში შეადგინა - 6--, ანუ საარჩევნო ყუთში არ აღმოჩნდა 1- ბიულეტინი.
სასამართლოს მიაჩნია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს არ გააჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე სახის ბერკეტი და შესაძლებლობა შემოწმება ჩაატარონ და დაადგინონ ამომრჩეველმა კონვერტში ნამდვილად საარჩევნო ბიულეტინი მოათავსა თუ რაიმე სხვა დოკუმენტი, ან ცარიელო ფურცელი.
შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო უბანზე საარჩევნო დღის განმავლობაში არც საარჩევნო კომისიის წევრების და არც დამკვირვებლების მხრიდან არ დაფიქსირებულა დარღვევა, რაც უყურადღებოდ იქნა დატოვებული თავმჯდომარის მხრიდან, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო ყუთში მოთავსებული ბიულეტინების რეალური ოდენობის დადგენა და მისი შედარება უბანზე მისული ამომრჩევლების ოდენობასთან, მის გადათვლამდე შეუძლებელი იყო, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიამ მართებულად შეადგინა შემაჯამებელი ოქმი და მიუთითა მასში რეალური სურათი, რაც სახეზე იყო იმ მომენტისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ეთანხმება #-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას და თვლის, რომ სახეზე არ გვაქს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ისეთი ქმედება, რაც გამოიწვევდა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებას.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი, მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის №------- განკარგულება №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და მისი გამოცემისას არ არის დარღვეული კანონმდებლობის ისეთი არსებითი მოთხოვნები, რასაც შესაძლოა გამოეწვია მისი ბათილად ცნობა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელე მხარეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1-0 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე: ივ. ღლონტი