განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
330100118002551234
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე #---------

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორები - გ------ კ------–---–ი, მ------ ბ--–----ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----------ის ძე ბ------- (დაბადებული - 1----–-–----- მ----, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ქ-----ს ქუჩა N------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–-----ს მ-------------ი, კორპუსი N-------------ში).

 

ადვოკატი - ნ---- ტ-------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 14 ივნისს, ქ. თბილისში, გ-–---------------------ში, ი--------ს ქ--------ში მდებარე სს ,,ს----------–--------ის“ ფ--–---–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ----------ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ--------- ხ------–---–ის კუთვნილ ,,ა-------ს“ მოდელის მობილურ ტელეფონს ღირებულს 140 ლარად;

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, განაჩენთა ერთობლიობით გ----------ას განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 6 თვის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1400 ლარი;

 

1.3. 2----–-–-----------, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევ გ----------ას ქ. თბილისში, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,ა----------ისა“ და ,,მ--------------ის“ უკანონოდ მოხმარების ფაქტი;

 

1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–--ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი გ----------ა 2----–-–-----------, დაახლოებით 17:25 საათზე, ქ. თბილისში, გ-–-----ს მ-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ----------ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ----------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. ბრალდებულმა გ----------ამ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ სრულად ცნო და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.

3.2. გ----------ას მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ გ----------ას საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილი ბრალდებებში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - რ--------- ხ------–---–ის და მოწმეების - თ------ ა----–--ის, კ------------- ფ-----ს, თ------ ფ-----ს ნ------- გ-------ის, ნ-------------–---–ის, გ------------ის, დ----- თ------ის, ვ--–------ დ-------–---–ის და გ--------------ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 15 ივნისის ოქმს; ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების 2018 წლის 29 ივნისის ოქმს; მობილური ტელეფონის ამოღების 2018 წლის 24 ივნისის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 24 და 25 ივნისის ოქმებს; პირის ამოცნობის 2018 წლის 25 ივნისის ოქმს; ბრალდებულის დაკავების 2018 წლის 25 ივნისის ოქმს; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის 2----–-–---------–--ის N------ დასკვნას; პირადი ჩხრეკის 2----–-–----------ის ოქმს; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ცივი იარაღის ექსპერტიზის 2----–-–-----------ის N----–- დასკვნას; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------–--ის განაჩენს; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------ის განაჩენს; ადმინისტრაციული დაკავების 2----–-–----------ის ოქმს; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნას; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------ოს განაჩენს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება.

4.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

4.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა და ზიანი).

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებაში, თუკი პირი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი იყო (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი) და ნასამართლობა არ ჰქონდა მოხსნილი ან გაქარწყლებული, ანუ აუცილებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უსწრებდეს პირის ნასამართლობა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ნარკოტიკი მოხმარებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით - ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

4.6. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ----------ას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით, იყო რა იგი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევი პირი, 2----–-–-----------, ნარკოტიკული შემოწმების შედეგად, ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნით კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,ა----------ისა“ და ,,მ--------------ის“ უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

4.7. ბრალდებულ გ----------ას მიერ მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებები - ,,ა----------ი’’ და ,,მ--------------ი’’ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ხ“ ქვეპუნქტის თანახმად, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება წარმოადგენს უკანონო მოხმარებას.

 

4.8. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ცივი იარაღის (დანის და ა.შ.) ტარებაში, თუკი პირი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ცივი იარაღის ექსპერტიზის 2----–-–-----------ის N----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2----–-–-----------, გ----------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, დანაზე გადაკეთების კვლები არ აღინიშნება, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–--ის განაჩენით, გ----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რომელიც იმ დროისათვის მოქმედი რედაქციით, მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გ----------ა იყო რა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, 2018 წლის 7 ივნისს, გამოვლენილი იქნა ცივი იარაღის - დანის ტარების ფაქტზე, აღნიშნული კი ქმნის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

4.9. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

4.11. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

4.12. სასამართლო ბრალდებულ გ----------ას მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულ - რ--------- ხ------–---–ის და მოწმეების - თ------ ა----–--ის, კ------------- ფ-----ს, თ------ ფ-----ს ნ------- გ-------ის, ნ-------------–---–ის, გ------------ის, დ----- თ------ის, ვ--–------ დ-------–---–ის და გ--------------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 15 ივნისის ოქმით; ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების 2018 წლის 29 ივნისის ოქმით; მობილური ტელეფონის ამოღების 2018 წლის 24 ივნისის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 24 და 25 ივნისის ოქმებით; პირის ამოცნობის 2018 წლის 25 ივნისის ოქმით; ბრალდებულის დაკავების 2018 წლის 25 ივნისის ოქმით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის 2----–-–---------–--ის N------ დასკვნით; პირადი ჩხრეკის 2----–-–----------ის ოქმით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ცივი იარაღის ექსპერტიზის 2----–-–-----------ის N----–- დასკვნით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------–--ის განაჩენით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------ის განაჩენით; ადმინისტრაციული დაკავების 2----–-–----------ის ოქმით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------ოს განაჩენით, თავად ბრალდებულის - გ----------ას აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2----–-–-----------, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევ გ----------ას ქ. თბილისში, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,ა----------ისა“ და ,,მ--------------ის“ უკანონოდ მოხმარების ფაქტი; ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–--ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი გ----------ა 2----–-–-----------, დაახლოებით 17:25 საათზე, ქ. თბილისში, გ-–-----ს მ-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ატარებდა ცივ იარაღს - დანას; ასევე, 2018 წლის 14 ივნისს, ქ. თბილისში, გ-–---------------------ში, ი--------ს ქ--------ში მდებარე სს ,,ს----------–--------ის“ ფ--–---–ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ----------ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ--------- ხ------–---–ის კუთვნილ 140 ლარად ღირებულ ,,ა-------ს“ მოდელის მობილურ ტელეფონს. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ----------ამ ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით; ასევე, ჩაიდინა - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით; ასევე, ჩაიდინა - განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. გ----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

5.2. გ----------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეული უნდა იქნეს დანაშაულის სიმრავლე, ასევე, გ----------ას ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4. სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას და მის მიერ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას; რაც შეეხება სასჯელის დამძიმებას, იმის გათვალისწინებით, რომ გ----------ას 2----–-–-------------ოს განაჩენით ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლთან მიმართებით), სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გ----------ას მიმართ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა დროს არაერთი შეღავათი იქნა გამოყენებული, კერძოდ: საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------–ის განკარგულებით, გ----------ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------–--ის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მიუხედავად აღნიშნულისა, გ----------ამ 2----–-–--------------ალს, იმავე წლის 29 მარტს და 13 სექტემბერს ისევ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული, ხოლო 2018 წლის 6 და 9 თებერვალს კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაულები. აღნიშნული დანაშაულების შემთხვევაშიც, გ----------ას მიმართ ბრალდების მხარის მხრიდან არაერთხელ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათი და მასთან დაიდო საპროცესო შეთანხმება.

6.6. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად გ----------ას მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ჰუმანური აქტისა და შეღავათების გამოყენებისა, მისი რესოციალიზაცია ამ დრომდე ვერ მოხდა და მის მიერ 2----–-–-----------, ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობისას, კვლავ ჩადენილი იქნა განზრახი დანაშაულები. საქართველოს ს------–---------–-----------------–--------------------------------------------------–-------------–-----------------–--------------–----------ოს 1--------- წლის M--------------- წერილის თანახმად, გ----------ას მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება თბილისის პრობაციის ბიუროში მიმდინარეობდა ხუთჯერ და იგი აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში 2----–-–------------იდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენის საფუძველზე.

6.7. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის სიმრავლის, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, ჯარიმის ან შინაპატიმრობის გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დაენიშნოს მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულ იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

6.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში ბრალად შერაცხული ქმედებები ჩადენილია 2018 წლის 7 და 14 ივნისს, ხოლო 2----–-–--------------ოს განაჩენით დადგენილი დანაშაულები კი ჩადენილია - 2018 წლის 9 თებერვალს, რის გამოც საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად.

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. გ----------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. თბილისის შსს გ-–------ნ----–------ს სამმართველოს პ------–-----------–--აში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

7.2. კ------------- ფ-----სგან ამოღებული 1 (ერთი) ცალი ,,ა-----------“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. თბილისის შსს გ-–------ნ----–------ს სამმართველოს პ------–-----------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

7.3. 01 (ერთი) ცალი CD დისკი (საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათები), რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ----------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

2. გ----------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

3. გ----------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების თანახმად, წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ოს განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ----------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

6. გ----------ას, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

7. გ----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ივნისის 14:56 საათიდან.

 

8. მსჯავრდებულ გ----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- გ----------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. თბილისის შსს გ-–------ნ----–------ს სამმართველოს პ------–-----------–--აში- განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- კ------------- ფ-----საგან ამოღებული 1 (ერთი) ცალი ,,ა-----------“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. თბილისის შსს გ-–------ნ----–------ს სამმართველოს პ------–-----------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

- 01 (ერთი) ცალი CD დისკი (საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათები), რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე