გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27291-18
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი
(ამონაწერი)
31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - ლ------------–--ე
წარმომადგენელი - ხ---------------–-–---–ი
მოპასუხე - ი.ბ.ა. ,,შ--------"
წარმომადგენელი - დ-------------–--ე
დავის საგანი - საკუთრების უფლების აღიარება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ------------–--ის სარჩელი მოპასუხე იბა ,,შ--------"-ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს, რომ თბილისში, რ--------------- ქ. N--ში მდებარე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკადასტრო კოდით N 01.14.0-.01--00-.01.5-- რეგისტრირებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე არსებული და ლ------------–--ის (პ/ნ 09---------) საკუთრებაში რეგისტრირებული 73.49 კვ.მ ფართი ბინის დაზუსტებული ფართობი შეადგენს 112.99 კვ.მ-ს.
3. ლ------------–--ეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 818.58 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სს ,,თ-----------ს" 18/09/2018 წლის #1--------- საგადახდო დავალებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ხათუნა ბუცხრიკიძე