განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
281100118002706882
დავის ტიპი
236 3
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №281100118002706882 (1/62-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

სალომე ქობალიას მდივნობით

სტაჟიორი პროკურორის - გ----------------ას,ბრალდებულ - თ--------------ის და

ადვოკატ - შ---------------ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სპაჟიორი პროკურორის - გ----------------ას შუამდგომლობა

ბრალდებულ თ--------------ის მიმართ

დაბადების თარიღი: 3--------- წელი,პირადი ნომერი: 6-----------

საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,მისამართი: ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ჭ------

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

დადგენილია, რომ თ--------------მა ჩაიდინა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

თ--------------მა უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 30 ოქტომბრამდე თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეინახა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ქარხნული წესით დამზადებული „F-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით მარკირებით „(22) T.H.T. 2-06“ და „UZRGM“ ტიპის ამფეთქი ფალია, რომლებიც მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

დადგენილია, რომ თ--------------მა ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

თ--------------მა უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 30 ოქტომბრამდე თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 18,20 გრამი გამომშრალი მარიხუანა.

2018 წლის 04 ნოემბერს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის გ-----------------ას, ბრალდებულ თ--------------ს და ადვოკატ შ--------------ს შორის.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული თ--------------ი აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

ბრალდებული თ--------------ი აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

ბრალდებული თ--------------ი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

სტაჟიორი პროკურორი გ----------------ა შუამდგომლობს თ--------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

თ--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე 04 წლის გამოსაცდელი ვადით.

თ--------------ს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვადით 225 საათი;

ბრალდებული თ---------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თ--------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე 6 (ექვსი) თვით ჩამოერთმვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 3 (სამი) წლით ჩამოერთმევა:

ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ე) პასიური საარჩევნო უფლება;

ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქის ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით თ--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე 04 წლის გამოსაცდელი ვადით.

თ--------------ს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 225 საათის ვადით;

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა'' და ასაფეთქებელი მოწყობილობა, განადურდეს.

თ--------------ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი შოთიკო ჩიქოვანი დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

თამაზ ჩიქოვანის ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

მოწმეების კ----------------ს, გ--------------ს, თ----------------ს, თ--------------ის გამოკითხვის ოქმები, ჩხრეკის ოქმი, პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა.

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ თ--------------ა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

თ--------------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის გ----------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორს გ----------------ას, ბრალდებულ თ--------------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - შ--------------ს შორის;

თ--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 04 წლის გამოსაცდელი ვადით.

თ--------------ს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვადით 225 საათი;

ბრალდებული თ---------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თ--------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე 6 (ექვსი) თვით ჩამოერთმვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 3 (სამი) წლით ჩამოერთმევა:

ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ე) პასიური საარჩევნო უფლება;

ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქის ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით თ--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე 04 წლის გამოსაცდელი ვადით.

თ--------------ს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 225 საათის ვადით;

თ--------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე 6 (ექვსი) თვით ჩამოერთმვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 3 (სამი) წლით ჩამოერთმევა:

ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ე) პასიური საარჩევნო უფლება;

ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა'' და ასაფეთქებელი მოწყობილობა, განადურდეს.

თ--------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი, 2018 წლის 02 ნოემბრიდან 2018 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით;

თ--------------ის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

თ--------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა