განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4053-18
(002230218004)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ა----------–---–ის,ბრალდებულ ზ-------------ას მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---------–-----------------ს (პ/№1----------) - დაბადებულის 1----–-–------------–ს, ს------------------------–-------–----–ი, რეგისტრირებულის: ზ-----------–--------------------–--–-----------; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–------------–---–------------, - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ზ-------------ას ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ცივი იარაღის ტარება, განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ-------------ა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 18 დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, მათ შორის პირობითი მსჯავრი 04 წლის გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ზ-------------ამ კვლავ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სენაკის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–-ს განაჩენით. აღნიშნული ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
2018 წლის 23 თებერვალს, 17:43 საათზე, ქ-------–--–---------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ინდ. მეწარმე ბ-----------–---ს დახლიდან ზ-------------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა საერთო ჯამში 100 (ასი) ლარად ღირებულ სამ ცალ ჯინსის შარვალს. ზ-------------ას დანაშაულებრივი ქმედებით ინდ. მეწარმე ბ-----------–---ს მიადგა 100 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევმა ზ-------------ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა დანა, რომელსაც 2018 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 17:43 საათზე, ქ-------–--–---------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა თან. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #3---–- დასკვნის თანახმად, ზ-------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ-------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის წარმომადგენლის ბ-----------–---ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ბა-----------–--------------------–----–-------ს გამოკითხვის ოქმები, ზ-------------ას გამოკითხვის ოქმი, ზ-------------ას პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ჯინსის შარვლების ამოცნობის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, სენაკის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–-ს განაჩენი, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #3---–- დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა) ერთობლიობა ზ-------------ას მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ასაკს, ასევე იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას და მოპარული ჯინსის შარვლები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდება დაზარალებულს. ამასთანავე, მართალია ზ-------------ა წარსულში ნასამართლევია, მაგრამ აღნიშნული ნასამართლობა მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არ იქნება მიჩნეული, რადგან ის წარმოადგენს ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ-------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ 63-64ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ზ-------------ას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის პერიოდი - 2018 წლის 10 მარტიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. ზ-------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 01 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
1) ზ-------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი ჯინსის შარვალი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
2) ზ-------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი