განაჩენი

სისხლის სამართლის 19.10.2018
საქმის ნომერი
060100115002359271
დავის ტიპი
379
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/58-15წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და---- შვ--------ე

 

დაცვის მხარე

ადვოკატი - პა--–- კა------ე

 

ბრალდებული (დაუსწრებლად) - ვ--–-----–---–-------–-------------------------–-------–-–---------–----------------–----------–----------------–---------------------------------------–----------------------–--

 

კვალ---იკაცია;

 

საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის ივნისის რედაქცია);

 

- თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საბრალდებო დასკვნით წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2006 წლის 30 ივნისის დადგენილებით პირის ვინაობის დადგენის შესახებ დადგენილია, რომ საქმეზე გამოძიება ნაწარმოებულია ვ--–-- ალ---აშა ო---–- ო------ვზე, მაშინ როდესაც მის სახელზე გაცემული პასპორტის N5----- თანახმად, იგი არის ვ--–-- ა-–---–- ო---–- ო------ვი, რის გამოც ვ--–-- ალ---ასა ო---–- ო------ვის მიმართ ნაწარმოებ დოკუმენტად.

 

2007 წლის 22 ნოემბრის შსს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მოთხოვნით დადგენილია, რომ ვ--–-- ა-–---–- ო---–- ო------ვი გასამართლებულია ყაზახეთის ქ. ლენინსკის სამხედრო ტრიბუნალის მიერ 1990 წლის 18 ოქტომბერს ყაზახეთის სსკ-ის 231-ე მუხლის „ბ’ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წელი და 06 თვე. 1992 წლის 25 მარტიდან იძებნება მარნეულის შსს მიერ, საგამოძიებო საქმის N67255/92, ფედერალური ძებნა N4740.

 

ყაზახეთის ქ. ლენინსკის სამხედრო ტრიბუნალის 1990 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ვ--–-- ა-–---–- ო---–-ს მიმართ, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი ცნობილი იქნა დამნაშავედ ყაზახეთის სსკ-ის 231-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1990 წლის 10 აპრილიდან.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ვ--–-- ა-–---–- ო---–- ო------ვი, მსჯავრდებული იყო რა ქ. ლენინსკის სამხედრო ტრიბუნალის მიერ 1990 წლის 18 ოქტომბერს ყაზახეთის სსკ-ის 231-ე მუხლის „ბ’ ქვეპუნქტით სასჯელს იხდიდა ხონის 123/2 შრომა გაწორების კოლონიაში, 1991 წლის 24 დეკემბერს, ამავე დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთნ ერთად, დაწესებულების ცენტრალური კარის განგრევის შედეგად დატოვა თავისუფლების აღკვეთის ადგილი და მიიმალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

- თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სე----- ნე---–---–მა განაცხადა, რომ 1981 წლიდან მუშაობდა ხონის N123/2 დაწესებულბაში სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსად. მის ფუნქციებში შედიოდა მსჯავრდებულთა მიღება, პირადი სააქმეების წარმოება. 1991 წლის 24 დეკემბერს, საღამოს დახლოებით შვიდის ნახევარზე აწარმოებდა საცხოვრებელი ზონის ირგვლივ შემოვლას და იყო სპეცნაწილის შენობასთან. რა დროსაც გამოვარდა მორიგე ბა----ი ბუ-------–---–ი და კონტროლიორი ჯა------ვა და ატეხეს ყვირილი. ზონიდან ისმოდა ყვირილი და დარტყმების ხმა. გამოანგრიეს კარება და დაინახა შავი მასა, რომელიც გარბოდა ჩაის პლანტაციებში. იგი დაჯდა მანქანაში და წავიდა ხონში, სადაც შეატყობინა პოლიციას და ზედამხედველ პროკურორს. როდესაც დაბრუნდა ზონის მხრიდან ესმოდა სროლის ხმა. გაქცევა შეაჩერეს. ჩაატარეს აღრიცხვა პირადად მან შეადგინა გაქცეულ მსჯავრდებულთა სია და გადაცეს პროკურატურას. 3 გაქცეული გარდაიცვალა სროლისას. როდესაც შევიდნენე დაწესებლებაში ნახეს, რომ მეტალის 10-12 მტრიანი მილების დარტყმით გაენგრიათ კარებები პატიმრებს. დაზიანებული იყო ჭიშკარი, პეტლები ჩამონგრეული იყო. პატიმრები ჩაის პლანტაციებში გარბოდნენ. ვ--–-- ა-–----ა ო---–-ც მათ შორის აღმოჩნდა. დაწესებულებაში 500 ცოტა მეტი პატიმარი იყო. იქ იყვნენ კოლონიის თანამშრომლები მუ-----ი ჩი-----ე, ბუ-------–--–ი, ჯა------ვა, ირ---–ი გა-----ა დაწესებულების უფროსი, ასევე ამ----- ლი--------–---ი ოპერატიული განყოფილების უფროსი. ო------ვს ფიზიკურად იცნობდა თუმცა გაქცევის მომენტში ის არ დაუნახავს და ვერც ვერავის გაარცევდა გაქცეულებს შორის მათი სიმრავლის გამო. ო------ვი რომ ნამდვილად გაქცეულია, დადასტურდა პატიმართა აღრიცხვით.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი;)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სხით დაკითხულმა მუ----- ჩი-----ემ განაცხადა, რომ 1984 წლიდან მუშაობდა ხონის N123/2 დაწესებულებაში სარეჟიმო და ოპერატიული განყოფილების უფროს ინსპექტორად. 1991 წლის 24 დეკემბერს იყო ოპერატიული მორიგე და აწარმოებდა შემოვლას ზონის გარე პერიმეტრზე. დაახლოებით შვიდის ნახევარზე გაიგონა ხმაური. მივიდა ჭიშკართან, სადაც დაინახა, რომ ჭიშკარი გადმოინგრეული იყო, ეზოდან გამოვარდა პატიმრების ჯგუფი და გაიქცნენ. ჯგუფური გაქცევა იყო. მეტალის მილები იყო ეზოში, იმ მილებს ურტყამდნენ ჭიშკარს. 123 პატიმარი გაიქცა. სამი პატიმარი გარდაიცვალა სროლისას. რამოდენიმე დააკავეს. მოხდა პატიმრების პირადი საქმეების გადამოწმება. ყველა სათითაოდ აღიციხა. შედგა გაქცეული პატიმრების სიები, მათ შორის იყო ო------ვი. პირადად ფიზიკურად მას არ იცნობდა და არც რაიმე ოპერატიული ინფორმაცია მასზე არ ჰქონიათ.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მე---- ბუ-------–---–ის დაკითხვის ოქმის მიხედვით, იგი 1982 წლიდან მუშაობდა ხონის დაწესებულება N123/2-ში კოლონიის უფროსის მორიგე თანაშემწედ. 1991 წლის 24 დეკემბერსდილის 9 საათზე ჩაიბარა დაწესებულების მორიგეობა. საღამოს დაახლოებით 18 საათზე, ზემდეგ ჯა------ვასთან ერთად იმყოფებოდა ზონაში, საკონტროლო პუნქტის გასასვლელთნ რა დროსაც შეომესმათ ხმაური საცხოვრებელი ზონის მხრიდან. დაინახეს რომ გამორბოდა მსჯავრდებულთა ჯგუფი, რომლებიც ილანძღებოდნენ და იმუქრებოდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლების მისამართით. წინა ჯგუფს ხელში ეჭირა 100 მმ დიამეტროს მილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 10-12 მეტრი იქნებოდა და ამ მილკით ცდილობდნენ გასასვლელი კარის განგრევას, ნაწილი კი გამორბოდა ჯოხების ქნევით და გინებით. მან და განგღავამ მოასწრეს საყარაულო შენობაში შესვლა და კარის ჩაკეტვა და ბატალიონის უფროსს შამათვას და ყარაულის უფროსს კვ---------ეს მოახსენა არსებული სიტუაციის შესახებ. შამათვა და მისი ჯარისკაცები გავიდნენ გარეთ და მოახდინეს გასროლები ჰაერში. ამასობაში მსჯავრდებულებმა მოახერხეს მეორე კარის განგრევაც და გადაეშვნენ ჩაის პლანტაციებში. მსჯავრდებულები ერთად მოქმედებდნენ და ერთად მოახდის გაქცევა. მას არ შეუძლია დაასახელოს გაქცეული მსჯავრდებულების ვინაობა, თუმცა იცის რომ დაწესებულების ხელმძღვანელობისა და სპეცნაწილის მიერ შედგა სია, რომელშიც შეყვანილი იყო ყველა გაქცეული მსჯავრდებულო

(სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 52-54; ტ.1)

 

შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხონის რაიონის ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე. N2 კოლონიაში. კოლონიის შიგნითა კარი არის 3 მეტრი სიმაღლის და 5 მეტრი სიგანის და შეღებილია მწვანედ. კარის თავზე არის ერთიანი ლითონის ფურცელი, რომლის შუა ნაწილში არის ლითონის საკეტი, რომელიც მოტეხილია. კარის ბოლოებში არის კარარის ლითონის დასამაგრებელი, რომელიც გადაღუნულია და კარი არის ნახევრად ღია მდგომარეობაში კარს აჩნია დარტყმის კვლები. აღნიშნული კარები და შესასვლელ კარებამდე არის 9 მეტრი. გარეთ ძირითადი კარების სიგანე არის 5 მეტრი, სიმაღლე 3 მეტრი. იგი შეკრულია ლითონის ფურცლებისგან, შუა ნაწილში აქვს რკინის საკეტი, რომლის ჩამოსაკიდებელი მოგლეჯილია, ხოლო რკინის სამაგრებელი გადაღუნულია. შიდა და გარე კარებებს აქვს 30 სმ სიმსხოს რკინის ტროსი. გარეთ კარის ტროსი გაწყვეტილია. პირველი შესასვლელი კარის წინ აგდია ორი ცალი 10 მეტრი სიგრძის, 100 მმ დიამეტრის ლითონის მილი, რომლითაც მოხდა კარები განგრევა.

( ს.ფ. 4-14).

 

საქმეში არსებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და საგამომძიებლო ჯგუფის შექმნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ხონის N2 კოლონიიდან პატიმართ მასიური გაქცევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 1991 წლის 26 დეკემბერს.

( ს.ფ. 3).

 

საქმეში არსებული 1991 წლის 24 დეკემბერს კოლონიიდან გაქცეული პატიმრების სიაში 57-ე ნომრად მითითებულია ვ--–-- ა-–---–- ო---–- ო------ვი.

 

(ს.ფ. 25-27).

 

სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების შესაბამისად, დაწესებულებაში ნებაყოფლობით დაბრუნების გამო, ამნისტიის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდა 53 პირის მიმართ და ამ პირებს შორის ვ--–-- ალ---აშა ო---–- ო------ვი არ არის.

 

( ს.ფ. 29-32).

 

საქმეში ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების და ბრალდებულის ძებნის შესახებ დადგენილებები, რომლებითაც დგინდება, რომ 1992 წლის 10 მარტს, ვ--–-- ალ---აშა ო---–- ო------ვი დაუსწრებლად იქნა ბრალდებულის სახით მიცემული პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მეორე ნაწილით. აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმროდა და გამოცხადდა მისი ძებნა.

 

( ს.ფ. 33-36.).

 

1989 წლის 7 თებერვლის N360/1 დამატებითი განჩინებით, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლომ იმსჯელა გო------ი ქო---–---–ის მიმართ გორის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ 1988 წლის 6 ივნისისა და ამავე წლის 15 დეკემბრის განაჩენებით დანიშნულ სასჯელზე და ვ--–-- ა-–---–- ო---–- ო------ვს საბოლოოდ მოსახდელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლის, 07 თვისა და 20 დღის ვადით, სასჯელის საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 1988 წლის 18 თებერვლიდან.

( ს.ფ. 52-53; 47-51).

 

სამართლებრივი შეფასება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის # 1/1/548 გადაწყვეტილებაში განმარტა: ”დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადაამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო დარჩება.

 

აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლერგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.” საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, (სსსკ-ის 1998 წ. კანონი) ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე”..

 

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუზველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გო------ი ქო---–---–მა ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა.

 

რაც შეეხება ვ--–-- ა-–---–- ო---–- ო------ვის ქმედების კვალ---იკაციას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის ქმედებას ბრალდების მხარის მიერ მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი სეფასება და სწორადაა დაკვალ---იცირებული 2000 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლით, კერძოდ:

 

ვ--–-- ა-–---–- ო---–- ო------ვის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი (1991 წელი), თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევისათვის (203-ე მუხლის მეორე ნაწილი), სასჯელის სახედ ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთს ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

 

2000 წლის პირველ ივნისს ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის 379-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევისათვის ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით, ამჟამად მოქმედი რედაქცია კი, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთს ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

 

საქრთველოს კოცტიტუციის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ ასევე იმსჯელა ვ.ა. ო------ვის მიმართ ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღვათების გავრცელებაზე და მიაჩნია, რომმის მიმართ უნდა გავრცელდეს მითიტებული კანონის მე-16 მუხლით დადგენილი შეღავათი და ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს როგორც მოსახდელი, ასევე ახლად დანიშნული სასჯელი.

 

რაც შეეხება ბრალდებიოს მხარის მოთხოვნას ვ.ა. ო------ვის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას 1960 წლის რედაქციის 41-42-ე მუხლების გამოყენებას, სასამართლო არ იზიარებს და თვლის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლით განსაღვრული წესი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის) 502-ე, 504-ე, 507-ე, 508- 509, 512-ე, 518-ე, 523-ე მუხლებით და ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ვ--–-- ალ---აშ ო---–- ო------ვი ცნობილ იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს 4 წლის და 8 თვის ვადით რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მეთექვსმეტე მუხლის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

 

ვ--–-- ალი ფაშაო---–- ო------ვს 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მეთექვსმეტე მუხლის შესაბამისად ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ყაზახეთის სამხედრო ტრიბნალის მიერ შეფარდებული სასჯელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

 

მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

სასჯელის ვადის მოხდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთნავე

 

ბრალდების მხარეს უფლება აქვს გაასაივროს განაჩენი მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს მითიტებულ ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთ პალატაში, სამტრედიის რაუონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლევან მეშველიანი