განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/59-15წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---- შვ--------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი - პა--–- კა------ე
ბრალდებული (დაუსწრებლად) - ხ-----------------–-----–---------------–-------–-–---------------------------–----------–----------------–------------------------------–-------------------–--------------
კვალიფიკაცია;
საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის ივნისის რედაქცია);
- თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით წარდგენილი ბრალდების არსი:
1991 წლის 10 ოქტომბერს, ხ---- ც-----–ი გასამართლებულ იქნა გალის რაიონის სასამართლოს მიერ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთ 3 წლის ვადით, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ხ---- ც-----–ია სასჯელს იხდიდა რა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მოთავსებული იყო ხონის N123/2 შრომა გასწორების კოლონიაში, 1991 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 სათზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების ხონის N123/2 შრომა გასწორების კოლონიის 125 მსჯავრდებულთან ერთად, დაწესებულების ცენტრალური კარის განგრევის გზით განახორციელა ჯგუფურად გაცევა სასჯერლის მოხდის ადგილიდან და მიიმალა.
სასამართლომ დაადგინა:
ხ---- ც-----–ია, მსჯავრდებული იყო რა გალის რაიონის სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდიდა ხონის 123/2 შრომა გასწორების კოლონიაში, 1991 წლის 24 დეკემბერს, ამავე დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, დაწესებულების ცენტრალური კარის განგრევის შედეგად დატოვა თავისუფლების აღკვეთის ადგილი და მიიმალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
- თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სე----- ნე---–---–მა განაცხადა, რომ 1981 წლიდან მუშაობდა ხონის N123/2 დაწესებულბაში სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსად. მის ფუნქციებში შედიოდა მსჯავრდებულთა მიღება, პირადი სააქმეების წარმოება. 1991 წლის 24 დეკემბერს, საღამოს რ. შა-–--------ესთან ერთად აწარმოებდა საცხოვრებელი ზონის ირგვლივ შემოვლას. დახლოებით შვიდის ნახევარზე, როდესაც იყო სპეცნაწილის შენობასთან გამოვარდა მორიგე ბა----ი ბუ-------–---–ი და კონტროლიორი ჯა-------ა და ატეხეს ყვირილი. ყვირილი და დარტყმების ხმა ისმოდა ზონიდანაც. დაინახა, რომ გამოინგრა კარი და შავი მასა, რომელიც გარდოდა ჩაის პლანტაციებში. იგი დაჯდა მანქანაში და წავიდა ხონში, სადაც შეატყობინა პოლიციას და ზედამხედველ პროკურორს. როდესაც დაბრუნდა ზონის მხრიდან ესმოდა სროლის ხმა. გაქცევა შეაჩერეს. ჩაატარეს აღრიცხვა პირადად მან შეადგინა გაქცეულ მსჯავრდებულთა სია და გადაცეს პროკურატურას. 3 გაქცეული გარდაიცვალა სროლისას. როდესაც შევიდნენ დაწესებლებაში ნახეს, რომ მეტალის 10-12 მტრიანი მილების დარტყმით გაენგრიათ კარებები პატიმრებს. დაზიანებული იყო ჭიშკარი, პეტლები ჩამონგრეული იყო. პატიმრები ჩაის პლანტაციებში გარბოდნენ. დაწესებულებაში 500 ცოტა მეტი პატიმარი იყო. იქ იყვნენ კოლონიის თანამშრომლები მუ-----ი ჩი-----ე, ბუ-------–--–ი, ჯა-------ა, ირ---–ი გა-----ა დაწესებულების უფროსი, ასევე ამ----- ლი--------–---ი ოპერატიული განყოფილების უფროსი. გაქცევის მომენტში მას ხ. ც-----–ია არ დაუნახავს და ვერც ვერავის გაარჩევდა გაქცეულებს შორის მათი სიმრავლის გამო. ხ. ც-----–ია რომ ნამდვილად გაქცეულია, დადასტურდა პატიმართა აღრიცხვით.
(სასამართლო სხდომის ოქმი;)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სხით დაკითხულმა მუ----- ჩი-----ემ განაცხადა, რომ 1984 წლიდან მუშაობდა ხონის N123/2 დაწესებულებაში სარეჟიმო და ოპერატიული განყოფილების უფროს ინსპექტორად. 1991 წლის 24 დეკემბერს იყო ოპერატიული მორიგე და აწარმოებდა შემოვლას ზონის გარე პერიმეტრზე. დაახლოებით შვიდის ნახევარზე გაიგოა ხმაური. მივიდა ჭიშკართნ, სადაც დაინახა, რომ ჭიშკარი გადმოინგრეული იყო, ეზოდან გამოვარდა პატიმრების ჯგუფი და გაიქცნენ. ჯგუფური გაქცევა იყო. მეტალის მილები იყო ეზოში, იმ მილებს ურტყამდნენ ჭიშკარს. 123 პატიმარი გაიქცა. სამი პატიმარი გარდაიცვალა სროლისას. რამოდენიმე დააკავეს. მოხდა პატიმრების პირადი საქმეების გადამოწმება. ყველა სათითაოდ აღიციხა. სედგა გაქცეული პატიმრების სიები, მათ შორის იყო ხ---- ც-----–იაც, რომელსაც იცნობდა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მე---- ბუ-------–---–ის დაკითხვის ოქმის მიხედვით, იგი 1982 წლიდან მუშაობდა ხონის დაწესებულება N123/2-ში კოლონიის უფროსის მორიგე თანაშემწედ. 1991 წლის 24 დეკემბერსდილის 9 საათზე ჩაიბარა დაწესებულების მორიგეობა. საღამოს დაახლოებით 18 საათზე, ზემდეგ ჯა-------ასთან ერთად იმყოფებოდა ზონაში, საკონტროლო პუნქტის გასასვლელთან რა დროსაც შეომესმათ ხმაური საცხოვრებელი ზონის მხრიდან. დაინახეს რომ გამორბოდა მსჯავრდებულთა ჯგუფი, რომლებიც ილანძღებოდნენ და იმუქრებოდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლების მისამართით. წინა ჯგუფს ხელში ეჭირა 100 მმ დიამეტროს მილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 10-12 მეტრი იქნებოდა და ამ მილით ცდილობდნენ გასასვლელი კარის განგრევას, ნაწილი კი გამორბოდა ჯოხების ქნევით და გინებით. მან და ჯა-------ამ მოასწრეს საყარაულო შენობაში შესვლა და კარის ჩაკეტვა და ბატალიონის უფროსს შა-----ას და ყარაულის უფროსს კვ---------ეს მოახსენა არსებული სიტუაციის შესახებ. შა-----ა და მისი ჯარისკაცები გავიდნენ გარეთ და მოახდინეს გასროლები ჰაერში. ამასობაში მსჯავრდებულებმა მოახერხეს მეორე კარის განგრევაც და გადაეშვნენ ჩაის პლანტაციებში. მსჯავრდებულები ერთად მოქმედებდნენ და ერთად მოახდის გაქცევა. მას არ შეუზლია დაასახელოს გაქცეული მსჯავრდებულების ვინაობა, თუმცა იცის რომ დაწესებულების ხელმძღვანელობისა და სპეცნაწილის მიერ შედგა სია, რომელშიც შეყვანილი იყო ყველა გაქცეული მსჯავრდებულო
(სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 91-95).
საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხონის რაიონის ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე. N2 კოლონიაში. კოლონიის შიგნითა კარი არის 3 მეტრი სიმაღლის და 5 მეტრი სიგანის და შეღებილია მწვანედ. კარის თავზე არის ერთიანი ლითონის ფურცელი, რომლის შუა ნაწილში არის ლითონის საკეტი, რომელიც მოტეხილია. კარის ბოლოებში არის კარარის ლითონის დასამაგრებელი, რომელიც გადაღუნულია და კარი არის ნახევრად რია მდგომარეობაში კარს აჩნია დარტყმის კვლები.აღნიშნული კარებიდა შესასვლელ კარებამდე არის 9 მეტრი. გარეთ ძირითადი კარების სიგანე არის 5 მეტრი, სიმაღლე 3 მეტრი. იგი შეკრულია ლითონის ფურცლებისგან, შუა ნაწილში აქვს რკინის საკეტი, რომლის ჩამოსაკიდებელი მოგლეჯილია, ხოლო რკინის სამაგრებელი გადაღუნულია. შიდა და გარე კარებებს აქვს 30 სმ სიმსხოს რკინის ტროსი. გარეთ კარის ტროსი გაწყვეტილია. პირველი შესასვლელი კარის წინ აგდია ორი ცალი 10 მეტრი სიგრძის, 100 მმ დიამეტრის ლითონის მილი, რომლითაც მოხდა კარები განგრევა.
( ს.ფ. 28-38).
საქმეში არსებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და საგამომძიებლო ჯგუფის შექმნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ხონის N2 კოლონიიდან პატიმართ მასიური გაქცევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 1991 წლის 26 დეკემბერს.
( ს.ფ. 3).
საქმეში არსებული 1991 წლის 24 დეკემბერს კოლონიიდან გაქცეული პატიმრების სიაში 105-ე ნომრად მითითებულია ც-----–ია ხ---- სე-----ს ძე.
(ს.ფ. 21-23).
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების შესაბამისად, დაწესებულებაში ნებაყოფლობით დაბრუნების გამო, ამნისტიის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდა 53 პირის მიმართ და ამ პირებს შორის ხ. ც-----–ია არ არის.
( ს.ფ. 25-26).
საქმეშა ბრალდეულის სახით პასუხისგებაში მიცემის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების და ბრალდებულის ძებნის შესახებ დადგენილებები, რომლებითაც დგინდება, რომ 1992 წლის 10 მარტს, ხ---- სე-----ს ძე ც-----–ია დაუსწრებლად იქნა ბრალდებულის სახით მიცემული პასუხისგებაშისაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მეორე ნაწილით. აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმროდა და გამოცხადდა მისი ძებნა.
( ს.ფ. 6-8.).
გალის რაიონის სასამართლოს 1991 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ხ---- სე-----ს ძე ც-----–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მესამე ნაწილითდა სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, სასჯელის საერთო რეჟიმის შრომა გასწორების კოლონიაში მოხდით. სასჯელი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 1991 წლის 2 აგვისტოდან.
( ს.ფ. 56).
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, (სსსკ-ის 1998 წ. კანონი) არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცევბის მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის # 1/1/548 გადაწყვეტილებაში განმარტა: ”დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადაამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო დარჩება.
აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლერგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.” საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, (სსსკ-ის 1998 წ. კანონი) ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე”.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუზველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--------- ქ-----–---–-- ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა.
რაც შეეხება ხ. ც-----–იას ქმედების კვალიფიკაციას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის ქმედებას ბრალდების მხარის მიერ მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და სწორადაა დაკვალიფიცირებული 2000 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლით, კერძოდ:
ხ. ც-----–იას მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი (1991 წელი), თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევისათვის (203-ე მუხლის მეორე ნაწილი), სასჯელის სახედ ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთს ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
2000 წლის პირველ ივნისს ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის 379-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევისათვის ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით, ამჟამად მოქმედი რედაქცია კი, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთს ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
საქრთველოს კოცტიტუციის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ ასევე იმსჯელა ხ. ც-----–იას მიმართ ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღვათების გავრცელებაზე და მიაჩნია, რომმის მიმართ უნდა გავრცელდეს მითითებული კანონის მე-16 მუხლით დადგენილი შეღავათი და ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს როგორც მოსახდელი, ასევე ახლად დანიშნული სასჯელი. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას ხ. ც-----–იას მიმართ ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მესამე მუხლის შესაბამისად გალის სახალხო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შესახებ, იმაზე მითითებით, რომ ხ.. ც-----–იას მსჯავრდების მუხლი, შეესაბამება ამჟამად მოქმედ 177-ე მუხლის მეორე ნაწილს და ნაკლებადმძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიგს მიეკუთვნება, შემდეგ გარემოებათ გამო:
მითითებული კანონის მესამე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ა----ე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.
საქართველოს სიხილის სამართლის კოდექსის 1960 წლის რედაქია არ იცნობს დანაშაულის სიმძიმის მიხედვით კატეგრიებად დაყოფას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, როგორც ძველი, ასევე მოქმედი რედაქციების თანახმად, ახალი კანონის მიღების გამო განაჩენის გადასინჯვა,მოქედ კანონმდებლობასთნ შესაბამისობაში მოყვანა სააპელაციო სასამართლოს პრეროგატივაა და პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულზე.
რაც შეეხება ბრალდებიოს მხარის მოთხოვნას ხ. ც-----–იას მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას 1960 წლის რედაქციის 41-42-ე მუხლების გამოყენებას, სასამართლო არ იზიარებს და მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლით განსაღვრული წესი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხვ-–- ც-----–ია ცნობილ უნდა იქნეს დამნაშვედ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში. სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მეთექვსმეტე მუხლის შესაბამისად უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით. ამ სასჯელმა კი უნდა შთანთქოს წინა - გალის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი, სამი წლით თავისუფლების აღკვეთ და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის) 502-ე, 504-ე, 507-ე, 508- 509, 512-ე, 518-ე, 523-ე მუხლებით და ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა
ხ---- ც-----–ია ცნობილ იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მეთექვსმეტე მუხლის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით.
ხ---- ც-----–იას 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მეთექვსმეტე მუხლის შესაბამისად ერთი მეოთხედით შეუმცირდეს გალის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით.
მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთნავე.
ბრალდების მხარეს უფლება აქვს გაასაივროს განაჩენი მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე
ლევან მეშველიანი