განაჩენი

სისხლის სამართლის 19.10.2018
საქმის ნომერი
060100115002359283
დავის ტიპი
379
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/66-15წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და---- შვ--------ე

 

დაცვის მხარე

ადვოკატი - პა--–- კა------ე

 

ბრალდებული (დაუსწრებლად) - გ------------------------------–---–--------------–-------–-–---------------------------–----------–----------------–--------------------------------------------------------

კვალიფიკაცია;

 

საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის ივნისის რედაქცია);

 

- თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საბრალდებო დასკვნით წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1988 წლის 6 ივნისს, გ--------- ქ-----–---–ი გორის სახალხო სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილით და 243-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 1987 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 წელი, 7 თვე და 20 დღე. 1988 წლის 15 დეკემბერს გორის სახალხო სასამართლომ შეიტანა ცვლილებები 1988 წლის განაჩენში და გ------- ქ-----–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 7 თვისა და 20 დღის ვადით.

 

გ------- ქ-----–---–ი სასჯელს იხდიდა რა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მოთავსებული იყო ხონის N123/2 შრომა გასწორების კოლონიაში, 1991 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 სათზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების ხონის N123/2 შრომა გასწორების კოლონიის 125 მსჯავრდებულთან ერთად, დაწესებულების ცენტრალური კარის განგრევის გზით განახორციელ ჯგუფურად გაქცევა სასჯელის მოხდის ადგილიდან და მიიმალა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ-------- ქ-----–---–ი, მსჯავრდებული იყო რა გორის სახალხო სასამართლოს მიერ და საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 1989 წლის 7 თებერვლის N360/1 დამატებითი განჩინებით განსაზღვრულ სასჯელს იხდიდა ხონის 123/2 შრომა გაწორების კოლონიაში, 1991 წლის 24 დეკემბერს, ამავე დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, დაწესებულების ცენტრალური კარის განგრევის შედეგად დატოვა თავისუფლების აღკვეთის ადგილი და მიიმალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

- თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სე---ო ნე---–---–მა განაცხადა, რომ 1981 წლიდან მუშაობდა ხონის N123/2 დაწესებულბაში სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსად. მის ფუნქციებში შედიოდა მსჯავრდებულთა პირთა, პირადი სააქმეების წარმოება. 1991 წლის 24 დეკემბერს, საღამოს დახლოებით შვიდის ნახევარზე აწარმოებდა საცხოვრებელი ზონის ირგვლივ შემოვლას და იყო სპეცნაწილის შენობასთან. რა დროსაც გამოვარდა მორიგე ბა----ი ბუ-------–---–ი და კონტროლიორი ჯა-------ა და ატეხეს ყვირილი. ზონიდან ისმოდა ყვირილი და დარტყმების ხმა. გამოანგრიეს კარები და დაინახა შავი მასა, რომელიც გარბოდა ჩაის პლანტაციებში. იგი დაჯდა მანქანაში და წავიდა ხონში, სადაც შეატყობინა პოლიციას და ზედამხედველ პროკურორს. როდესაც დაბრუნდა ზონის მხრიდან ესმოდა სროლის ხმა. გაქცევა შეაჩერეს. ჩაატარეს აღრიცხვა პირადად მან შეადგინა გაქცეულ მსჯავრდებულთა სია და გადაცეს პროკურატურას. 3 გაქცეული გარდაიცვალა სროლისას. როდესაც შევიდნენე დაწესებლებაში ნახეს, რომ მეტალის 10-12 მტრიანი მილების დარტყმით გაენგრიათ კარებები პატიმრებს. დაზიანებული იყო ჭიშკარი, პეტლები ჩამონგრეული იყო. პატიმრები ჩაის პლანტაციებში გარბოდნენ. ქ-----–---–იც მათ შორის აღმოჩნდა. დაწესებულებაში 500 ცოტა მეტი პატიმარი იყო. იქ იყვნენ კოლონიის თანამშრომლები მუ-----ი ჩი------, ბუ-------–--–ი, ჯა-------ა, ირ---–ი გა-----ა დაწესებულების უფროსი, ასევე ამ----- ლი--------–---ი ოპერატიული განყოფილების უფროსი. გ. ქ-----–---–ს ფიზიკურად იცნობდა თუმცა გაქცევის მომენტში ის არ დაუნახავს და ვერც ვერავის გაარჩევდა გაქცეულებს შორის მათი სიმრავლის გამო. გ. ქ-----–---–ი რომ ნამდვილად გაქცეულია, დადასტურდა პატიმართა აღრიცხვით.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი;)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სხით დაკითხულმა მუ----- ჩი------მ განაცხადა, რომ 1984 წლიდან მუშაობდა ხონის N123/2 დაწესებულებაში სარეჟიმო და ოპერატიული განყოფილების უფროს ინსპექტორად. 1991 წლის 24 დეკემბერს იყო ოპერატიული მორიგე და აწარმოებდა შემოვლას ზონის გარე პერიმეტრზე. დაახლოებით შვიდის ნახევარზე გაიგონა ხმაური. მივიდა ჭიშკართან, სადაც დაინახა, რომ ჭიშკარი გადმოინგრეული იყო, ეზოდან გამოვარდა პატიმრების ჯგუფი და გაიქცნენ. ჯგუფური გაქცევა იყო. მეტალის მილები იყო ეზოში, იმ მილებს ურტყამდნენ ჭიშკარს. 123 პატიმარი გაიქცა. სამი პატიმარი გარდაიცვალა სროლისას. რამოდენიმე დააკავეს. მოხდა პატიმრების პირადი საქმეების გადამოწმება. ყველა სათითაოდ აღიციხა. შედგა გაქცეული პატიმრების სიები, მათ შორის იყო გ--------- ქ-----–---–ი. პირადად ფიზიკურად მას არ იცნობდა და არც რაიმე ოპერატიული ინფორმაცია მასზე არ ჰქონიათ.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მე---- ბუ-------–---–ის დაკითხვის ოქმის მიხედვით, იგი 1982 წლიდან მუშაობდა ხონის დაწესებულება N123/2-ში კოლონიის უფროსის მორიგე თანაშემწედ. 1991 წლის 24 დეკემბერს დილის 9 საათზე ჩაიბარა დაწესებულების მორიგეობა. საღამოს დაახლოებით 18 საათზე, ზემდეგ ჯა-------ასთან ერთად იმყოფებოდა ზონაში, საკონტროლო პუნქტის გასასვლელთან რა დროსაც შეომესმათ ხმაური საცხოვრებელი ზონის მხრიდან. დაინახეს რომ გამორბოდა მსჯავრდებულთა ჯგუფი, რომლებიც ილანძღებოდნენ და იმუქრებოდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლების მისამართით. წინა ჯგუფს ხელში ეჭირა 100 მმ დიამეტროს მილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 10-12 მეტრი იქნებოდა და ამ მილით ცდილობდნენ გასასვლელი კარის განგრევას, ნაწილი კი გამორბოდა ჯოხების ქნევით და გინებით. მან და ჯა-------ამ მოასწრეს საყარაულო შენობაში შესვლა და კარის ჩაკეტვა და ბატალიონის უფროსს შა------ას და ყარაულის უფროსს კვ---------ეს მოახსენა არსებული სიტუაციის შესახებ. შა------ა და მისი ჯარისკაცები გავიდნენ გარეთ და მოახდინეს გასროლები ჰაერში. ამასობაში მსჯავრდებულებმა მოახერხეს მეორე კარის განგრევაც და გადაეშვნენ ჩაის პლანტაციებში. მსჯავრდებულები ერთად მოქმედებდნენ და ერთად მოახდის გაქცევა. მას არ შეუძლია დაასახელოს გაქცეული მსჯავრდებულების ვინაობა, თუმცა იცის რომ დაწესებულების ხელმძღვანელობისა და სპეცნაწილის მიერ შედგა სია, რომელშიც შეყვანილი იყო ყველა გაქცეული მსჯავრდებულო

(სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 52-54; ტ.1)

 

შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხონის რაიონის ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე. N2 კოლონიაში. კოლონიის შიგნითა კარი არის 3 მეტრი სიმაღლის და 5 მეტრი სიგანის და შეღებილია მწვანედ. კარის თავზე არის ერთიანი ლითონის ფურცელი, რომლის შუა ნაწილში არის ლითონის საკეტი, რომელიც მოტეხილია. კარის ბოლოებში არის კარის ლითონის დასამაგრებელი, რომელიც გადაღუნულია და კარი არის ნახევრად ღია მდგომარეობაში კარს აჩნია დარტყმის კვლები. აღნიშნული კარებიდა შესასვლელ კარებამდე არის 9 მეტრი. გარეთ ძირითადი კარების სიგანე არის 5 მეტრი, სიმაღლე 3 მეტრი. იგი შეკრულია ლითონის ფურცლებისგან, შუა ნაწილში აქვს რკინის საკეტი, რომლის ჩამოსაკიდებელი მოგლეჯილია, ხოლო რკინის სამაგრებელი გადაღუნულია. შიდა და გარე კარებებს აქვს 30 სმ სიმსხოს რკინის ტროსი. გარეთ კარის ტროსი გაწყვეტილია. პირველი შესასვლელი კარის წინ აგდია ორი ცალი 10 მეტრი სიგრძის, 100 მმ დიამეტრის ლითონის მილი, რომლითაც მოხდა კარები განგრევა.

( ს.ფ. 4-14).

 

საქმეში არსებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და საგამომძიებლო ჯგუფის შექმნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ხონის N2 კოლონიიდან პატიმართ მასიური გაქცევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 1991 წლის 26 დეკემბერს.

( ს.ფ. 3).

 

საქმეში არსებული 1991 წლის 24 დეკემბერს კოლონიიდან გაქცეული პატიმრების სიაში 57-ე ნომრად მითითებულია ქ-----–---–ი გ------- ნ-------ის ძე.

 

(ს.ფ. 25-27).

 

სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების შესაბამისად, დაწესებულებაში ნებაყოფლობით დაბრუნების გამო, ამნისტიის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდა 53 პირის მიმართ და ამ პირებს შორის გ. ქ-----–---–ი არ არის.

 

( ს.ფ. 29-32).

 

საქმეში ბრალდეულის სახით პასუხისგებაში მიცემის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების და ბრალდებულის ძებნის შესახებ დადგენილებები, რომლებითაც დგინდება, რომ 1992 წლის 10 მარტს, გ--------- ნ-------ის ძე ქ-----–---–ი დაუსწრებლად იქნა ბრალდებულის სახით მიცემული პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მეორე ნაწილით. აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა მისი ძებნა.

 

( ს.ფ. 33-36.).

 

1989 წლის 7 თებერვლის N360/1 დამატებითი განჩინებით, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლომ იმსჯელა გ--------- ქ-----–---–ის მიმართ გორის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ 1988 წლის 6 ივნისისა და ამავე წლის 15 დეკემბრის განაჩენებით დანიშნულ სასჯელზე და გ--------- ქ-----–---–ს საბოლოოდ მოსახდელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლის, 07 თვისა და 20 დღის ვადით, სასჯელის საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 1988 წლის 18 თებერვლიდან.

( ს.ფ. 52-53; 47-51).

 

სამართლებრივი შეფასება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის # 1/1/548 გადაწყვეტილებაში განმარტა: ”დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო დარჩება.

 

აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლე---იტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.” საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, (სსსკ-ის 1998 წ. კანონი) ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე”.

 

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუზველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--------- ქ-----–---–მა ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა.

 

რაც შეეხება გ. ქ-----–---–ის ქმედების კვალიფიკაციას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის ქმედებას ბრალდების მხარის მიერ მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და სწორადაა დაკვალიფიცირებული 2000 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლით, კერძოდ:

 

გ. ქ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი (1991 წელი), თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევისათვის (203-ე მუხლის მეორე ნაწილი), სასჯელის სახედ ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთს ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

 

2000 წლის პირველ ივნისს ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის 379-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევისათვის ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით, ამჟამად მოქმედი რედაქცია კი, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთს ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

 

საქართველოს კონტიტუციის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ ასევე იმსჯელა გ. ქ-----–---–ის მიმართ ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღვათების გავრცელებაზე და მიაჩნია, რომმის მიმართ უნდა გავრცელდეს მითიტებული კანონის მე-16 მუხლით დადგენილი შეღავათი და ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს როგორც მოსახდელი, ასევე ახლად დანიშნული სასჯელი.

 

რაც შეეხება ბრალდებიოს მხარის მოთხოვნას გ. ქ-----–---–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას 1960 წლის რედაქციის 41-42-ე მუხლების გამოყენებას, სასამართლო არ იზიარებს და თვლის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლით განსაღვრული წესი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------- ქ-----–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშვედ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში. სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მეთექვსმეტე მუხლის შესაბამისად უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის და ექვსი თვის ვადით. ამ სასჯელმა კი უნდა შთანთქოს წინა - გალის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის და ექვსი თვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის) 502-ე, 504-ე, 507-ე, 508- 509, 512-ე, 518-ე, 523-ე მუხლებით და ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

გ--------- ქ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მეთექვსმეტე მუხლის შესაბამისად შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

 

გ--------- ქ-----–---–ს 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მეთექვსმეტე მუხლის შესაბამისად ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს უმაღლესი სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით.

 

მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთნავე.

 

ბრალდების მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს განაჩენი მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი