განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2018
საქმის ნომერი
330100115001191672
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5------

(გამოძიების №00--------03)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი--------------–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული (მონაწილეობის გარეშე) - ნი----–-----------ე (დაბადებული - 19---–-–------------------------------–----------–---------------------------------------–-----------------------------------–-----------–-------–------------------------------------------------------ში),ადვოკატი - მე--–---------------ა,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. შპს „უს-------ოს“ დირექტორმა ნი----–-----------ემ საზღვარგარეთ ავტომანქანების და ტრაქტორის ყიდვასა და საქართველოში ჩამოყვანაში დახმარების ცრუ დაპირებით, ქ. თბილისში, მე-----------------ში მოქალაქეებთან გააფორმა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც 2015 წლის 1 ივნისიდან 17 ივლისამდე პერიოდში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ნუ-------------–---–ის 17 000 აშშ დოლარს, ავ--------–---------ის 10 000 აშშ დოლარს, იო--------------ის 7700 აშშ დოლარს, ვა-------------–---–ის 8500 აშშ დოლარს, იდ-------------------უს 12 500 აშშ დოლარს, გი--------------ას 5800 აშშ დოლარს, და---------–----ის 7000 აშშ დოლარს, მა------------–---–ის 9027 აშშ დოლარს, არ---–----------ის 5300 აშშ დოლარს, ან-----------ას 20 800 აშშ დოლარს, გი------–--------ას 8000 აშშ დოლარს, ჯა---–---–-----ის 5200 აშშ დოლარს, გი------------------ის 9500 აშშ დოლარს, ნო-------------–-–---–ის 7680 აშშ დოლარს, ან-------–----–----ის 25 000 აშშ დოლარს, იბ-----------------ის 9000 აშშ დოლარს და შპს „ივ-------ის“ 14 500 აშშ დოლარს, რითაც დაზარალებულებს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გო--ვრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გო--ვრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობის, საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გო--ვრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

2.4. ნი----–-----------ის მიერ მოქალაქეთა ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ნუ-------------–---–ის, ავ--------–---------ის, მა------------–---–ის, და---------–----ის, იო--------------ის, ვა-------------–---–ის, გი--------------ას, ან-----------ას, ჯა---–---–-----ის, ან-------–----–----ის, იბ-----------------ის, ნო-------------–-–---–ის და გი------–--------ას ჩვენებები, არ---–----------ის, გი------------------ის და იდ-------------------უს დაკითხვის ოქმები, მოწმეების - და-------------–---–ის, ჯო--------–---–ის, გი----------------–---–ის, ლე-----–-------–---–ის, მი----–----------–---–ის, ზუ-----–----–---–ისა და გი--------------–---–ის ჩვენებები, დათვალიერების ოქმები, ხელშეკრულებები საშუამავლო მომსახურების შესახებ, სალაროს შემოსავლის ორდერები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ზემოაღნიშნული თაღლითობის ფაქტის დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

2.5. სასამართლოს ნი----–-----------ის მიერ მოქალაქეთა ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

 

2.6. მოწმე მი----–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2011 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის 20 მაისამდე იყო კომპანია „US------S“ დირექტორი, რომლის საქმიანობის საგანსაც წარმოადგენდა ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი. დილერების დახმარებით (იყო შემთხვევები, როდესაც უშუალოდ თვითონაც მონაწილეობდა აუქციონში) ამერიკის შეერთებულ შტატებში აუქციონზე ყიდულობდა ავტომანქანებს, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც განათავსებდა როგორც კომპანიის საიტზე, ასევე ვებ. პორტალ „m----------ზე“ და დაინტერესებული მყიდველის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ახდენდა მათ ტრანსპორტირებას საქართველოში. ავტომანქანის შეკვეთის შემთხვევაში, ერთი კვირიდან ორ კვირამდე პერიოდში კლიენტს აწვდიდა კონტეინერის ნომერს, რომელიც ადასტურებდა, რომ სწორედ აღნიშნულ კონტეინერში იყო მოთავსებული შეძენილი ავტომობილი შესაბამისი „ვინ კოდით“. მყიდველს ასევე უგზავნიდა პორტის ფოტოსურათებს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ნამდვილად აღნიშნულ პორტში იმყოფებოდა მოთხოვნილი ავტომანქანა. მი----–----------–---–ის განმარტებით, აღნიშნული პროცედურები ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, თუმცა მსგავსი პროფილის ყველა კომპანია იცავს ამ წესს. ფინანსური პრობლემების გამო 2015 წლის 20 მაისს გაასხვისა შპს „US------S“ ნი----–-----------ეზე. ვინაიდან კომპანიას გააჩნდა ჯერ კიდევ შესასრულებელი ვალდებულებები და უშუალოდ მის მიერ შეძენილი ავტომანქანები არ იყო ჩამოსული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნი----–-----------ეს სთხოვა, რომ ის და მისი თანამშრომელი ჯო--------–---–ი რამდენიმე კვირით გააგრძელებდნენ საქმიანობას კომპანიის ოფისში. იმ პერიოდში, როდესაც ნი----–-----------ის ოფისში აგრძელებდა საქმიანობას, მიმართა და-------------–---–მა და სთხოვა ავტომანქანა LEXUS JX470-ის შეძენა. ვინაიდან იგი „US------S“ სახელით აღარ ახორციელებდა საქმიანობას, შეკვეთა გადასცა ნი----–-----------ეს. ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის შეძენა და კლიენტისთვის ჩაბარება, რის გამოც გადახდილი თანხა დაუბრუნა და-------------–---–ს. ნი----–-----------ემ შეკვეთის შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ თითქოს ავტომანქანის საბუთები დათქმულ ვადაში არ ჩამოვიდა ამერიკიდან. მას შემდეგ რაც კლიენტებთან ყველა ვალდებულება შეასრულა, ნი----–-----------ესთან არანაირი შეხება არ ჰქო--ა.

 

მოწმის განმარტებით, ნი----–-----------ეს შესთავაზა, რომ საქმიანობა გაეგრძელებინა მის (მი----–----------–---–ის) უცხოელ პარტნიორებთან, რაზეც ბრალდებულმა უარი განუცხადა და განუმარტა, რომ მას უკვე ჰყავდა დილერები ამერიკაში და მათი დახმარებით შეძლებდა ავტომანქანების შეძენას და საქართველოში გამოგზავნას. მოგვიანებით, ჯო--------–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან მივიდნენ უკმაყოფილო დაზარალებულები, რომლებიც ნი----–-----------ეს ვერ უკავშირდებოდნენ. ჯო--------–---–თან ერთად შეხვდა დაზარალებულებს, გაესაუბრა მათ და უთხრა, რომ კომპანია მაისის თვეში ოფიციალურად გასხვისებული ჰქონდა ნი----–-----------ეზე და სწორედ ბრალდებული აგრძელებდა საქმიანობას შპს „US------S“ სახელით.

 

2.7. მოწმე ჯო--------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2010 წლიდან მუშაობდა შპს „US------S“ ოფისში გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. თავდაპირველად კომპანიის დირექტორი იყო მი----–----------–---–ი, თუმცა 2015 წლის 20 მაისიდან, მას შემდეგ რაც შპს „US------S“ გაიყიდა, კომპანიის დირექტორი გახდა ნი----–-----------ე. ვინაიდან კომპანიას ძველი ვალდებულებები ბოლომდე არ ჰქონდა შესრულებული, რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუწია ნი----–-----------ესთან ერთად მუშაობა. მის მოვალეობაში შედიოდა კლიენტთან გასაუბრება და მყიდველისთვის ავტომანქანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ავტომანქანების შესახებ კლიენტისთვის გადასაცემ ინფორმაციას ნი----–-----------ე აწვდიდა. მყიდველს რომელიც კომპანიაში რეკავდა, პასუხობდა თვითონ ან გი----------------–---–ი, ხოლო ამერიკელ დილერებთან მოლაპარაკებას ნი----–-----------ე აწარმოებდა. სწორედ დირექტორი აფორმებდა კლიენტებთან ხელშეკრულებას და იღებდა ვალდებულებას მყიდველისთვის მიეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია. ნი----–-----------ის პარტნიორი იყო ზვ-----–--–--ე, რომელიც ოფისში არ მუშაობდა, მხოლოდ ავტომანქანების შესახებ მონაცემებს განათავსებდა საიტზე. ხუთშაბათ დღეს (ან პარასკევს, ზუსტად არ ახსოვს) ნი----–-----------ემ თქვა რომ ფოთში მიდიოდა ავტომანქანების ჩამოსაყვანად, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამასობაში კლიენტებმა დაიწყეს დარეკვა, რომლებსაც აინტერესებდათ ინფორმაცია მათ მიერ შეძენილი ავტომანქანების შესახებ. ერთ-ერთ კლიენტთან ერთად მივიდა ქ. თბილისში, გ-–--------------ში მდებარე ნი----–-----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ ქალბატო--, რომელიც აცხადებდა, რომ იყო ბრალდებულის დედა. მას კომპანია „US------S“ არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. განაცხადა, რომ მისი შვილი ქათმის ბიზნესით იყო დაკავებული და თურქეთში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანები ამერიკიდან ჩამოვიდა და კლიენტებს ჩააბარა, ნი----–-----------ის ოფისში არ მისულა. კომპანიის ანგარიშებთან წვდომა როგორც ახსოვს მხოლოდ ნი----–-----------ეს ჰქონდა.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 20 ოქტომბერს, ჯო--------–---–მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #3 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.8. მოწმე გი----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2011 წლიდან მუშაობდა შპს „US------S“ გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, რომლის დირექტორიც იყო მი----–----------–---–ი. 2014 წელს წავიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, ხოლო 2015 წელს დაბრუნდა, თუმცა ამჯერად მისი მფლობელი და დირექტორი ნი----–-----------ე იყო. ბოლო პერიოდში მი----–----------–---–ი კომპანიაში არ მუშაობდა, თუმცა ოფისში დადიოდა, რადგან ძველი ვალდებულებები ჰქონდა დარჩენილი და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომანქანების ჩამოსვლას ელოდებოდა. კომპანია „US------S“ საქმიანობის საგანს წარმოადგენდა კლიენტების შეკვეთების მიღება, ავტომანქანების შერჩევა და ჩამოყვანა. ხელშეკრულება, რომლებიც კომპანიის სახელით მყიდველებთან იდებოდა ძირითადად სტანდარტული იყო (ზოგიერთი მათგანი იდებოდა გარანტიით, ზოგიც გარანტიის გარეშე). ავტომანქანების შეძენა ხდებოდა აუქციონზე ან დილერებთან შეთანხმებით. კომპანია შესყიდვის ორივე ფორმას იყენებდა, მაგრამ ძირითადად მაინც დილერის მომსახურებით სარგებლობდა და მათთან ხდებოდა შეთანხმება. დილერებთან ურთიერთობა ფირმის დირექტორს-ნი----–-----------ეს ჰქონდა. ავტომანქანების შესახებ ინფორმაციას სწორედ ის აწვდიდა გაყიდვების მენეჯერებს, რომლებსაც საიტებზე ათავსებდნენ. შპს „US------S“ ოფისი მდებარეობდა ქ. თ---–-–---------------------ში. კომპანიას ანგარიში „თ------------ში“ ჰქონდა გახსნილი, სადაც კლიენტები ახორციელებდნენ თანხების ჩარიცხვას. ანგარიშის ნომერს ინვოისთან ერთად მყიდველს დირექტორი გადაცემდა. თანხის გადახდის შემთხვევაში ინფორმაციას ძირითადად დირექტორს აწვდიდნენ. სწორედ ნი----–-----------ეს ჰქონდა წვდომა კომპანიის ანგარიშზე. ხელშეკრულების ტექსტს კომპიუტერიდან თვითონ ბეჭდავდა, თუმცა ხელს ნი----–-----------ე აწერდა და სწორედ ის იღებდა პასუხისმგებლობას მის შესრულებაზე.

 

მოწმის განმარტებით, მისი კომპანიაში ყოფნის პერიოდში ნი----–-----------ის მიერ შეძენილი არცერთი ავტომანქანა არ ჩამოსულა საქართველოში. ბრალდებული კლიენტებს პირდებოდა, რომ ავტომანქანა ნამდვილად შეძენილი იყო აუქციონზე და გარანტიას აძლევდა მათ, რომ დადგენილ ვადაში ჩამოიყვანდა საქართველოში. იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც ნი----–-----------ის მიერ მიწოდებული კონტეინერის ნომერი გადასცა კლიენტს. მისთვის ცნობილია იმ გარემოების შესახებ, რომ ნი----–-----------ეს და კლიენტს შორის შეთანხმება ვერ შედგა და ბრალდებულმა ავტომანქანა ვერ იყიდა. კომპანიაში უკმაყოფილო კლიენტები გამოჩნდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტომანქანებმა დაიგვიანეს. ნი----–-----------ესთან კონტაქტი 2015 წლის ივნისში შეწყდა. იმ პერიოდში მასთან რამდენჯერმე სცადა დაკავშირება მაგრამ უშედეგოდ. ერთ - ერთ უკმაყოფილო კლიენტთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ-–--------------ში მდებარე ნი----–-----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ დედამისი, რომელმაც განმარტა, რომ ნი----–-----------ეს არანაირი ავტომობილების კომპანია არ ჰქონდა, იგი დაკავებული იყო ქათმების ბიზნესით და თურქეთში იმყოფებოდა.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 20 ოქტომბერს, გი----------------–---–მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #1 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.9. სასამართლო აფასებს მოწმეების - მი----–----------–---–ის, ჯო--------–---–ის და გი----------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან რაიმე პირადი დაინტერესება ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, რაც აღნიშნული მოწმეების ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის/დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. მოწმეებმა დეტალურად განმარტეს თუ რა საქმიანობას ეწეოდა შპს „US------S“, როგორ იღებდნენ კლიენტებისგან შეკვეთებს, რა ვალდებულებები გააჩნდათ მათ მიმართ და რა პროცედურებს გადიოდა ავტომანქანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოსვლამდე. მოწმეებმა ასევე მიუთითეს კომპანიის გაყიდვების მენეჯერისა და დირექტორის უფლება-მოვალეობების შესახებ. მათი ჩვენებებით დადგინდა, რომ კომპანიის საქმიანობას დირექტორი წარმართავდა, რომელიც მყიდველებთან ხელშეკრულებაზე აწერდა ხელს, იღებდა ავტომანქანის დათქმულ დროში საქართველოში ჩამოყვანისა და კლიენტისთვის გადაცემის ვალდებულებას.

 

2.10. მოწმეების - მი----–----------–---–ის, ჯო--------–---–ისა და გი----------------–---–ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 20 მაისს შპს „US------S“ შეიძინა ნი----–-----------ემ და იგი გახდა აღნიშნული კომპანიის დირექტორი. კომპანიის ძველი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მი----–----------–---–ი და ჯო--------–---–ი რამდენიმე კვირა მუშაობდნენ შპს „US------S“ ოფისში, თუმცა ნი----–-----------ის საქმიანობაში არ ერეოდნენ. ბრალდებული თვითონ აფორმებდა კლიენტებთან საშუამავლო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულებებს, რომლითაც იღებდა ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან და შეძენილი ავტომანქანის საფასურის გადახდიდან 40-70 დღეში საქართველოში ჩამოიყვანდა მოთხოვნილ ავტომანქანებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დილერებთან მოლაპარაკებებს ნი----–-----------ე აწარმოებდა. მათთვის უცნობია შეასრულა თუ არა ნი----–-----------ემ აღებული რომელიმე ვალდებულება და ჩამოიყვანა თუ არა თუნდაც ერთი ავტომანქანა საქართველოში. ჯო--------–---–მა და გი----------------–---–მა ასევე აღნიშნეს, რომ კომპანიის ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა მხოლოდ დირექტორს გააჩნდა და ის განკარგავდა შემოსულ თანხებს. ისინი ნი----–-----------ესთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობდნენ კომპანიაში და მათ სახელზე რაიმე სახის მინდობილობა დირექტორის მხრიდან გაცემული არ ყოფილა.

 

2.11. დაზარალებულმა ნუ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის მაისის თვეში, „ბობკატის“ შეძენის მიზნით დაუკავშირდა კომპანია „US------S“. მივიდა ქ. თბილისში, მ------------აზე მდებარე ოფისში, სადაც დახვდა ნი----–-----------ე მისთვის უცნობ ორ ახალგაზრდასთან ერთად. გაესაუბრა მას და უთხრა, რომ სურდა 2009 წელს გამოშვებული „ბობკატი 220-ის“ შეძენა. თავდაპირველად პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მოგვიანებით მაინც მიაღწიეს შეთანხმებას და გააფორმეს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს მან და ნი----–-----------ემ. ხელშეკრულებასთან ერთად ბრალდებულმა გადასცა ინვოისი, სადაც მითითებული იყო კომპანია „US------S“ ანგარიშის ნომერი. მეორე ამ მესამე დღეს, „თ------------ში“ გახსნილ შპს „US------S“ ანგარიშზე შეიტანა 17 000 აშშ დოლარი, რის შესახებაც შეატყობინა ზვ-----–--–--ეს. ხელშეკრულება ნი----–-----------ესთან 2015 წლის მაისის ბოლოს გააფორმა, ხოლო თანხა ივნისის თვის დასაწყისში გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. ხელშეკრულების თანახმად, ნი----–-----------ე ვალდებული იყო „ბობკატი“ 40-70 დღეში ფოთის პორტამდე ჩაეყვანა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ორჯერ იმყოფებოდა შპს „US------S“ ოფისში, სადაც უთხრეს რომ ყველაფერი რიგზე იყო და შეძენილი ტექნიკა დათქმულ დროს ჩამოვიდოდა. მესამედ როდესაც მივიდა ოფისი დაკეტილი დახვდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნი----–-----------ესთან არ უსაუბრია, ზვ-----–--–--ესთან ჰქონდა კონტაქტი, რომელმაც უთხრა, რომ ტრაქტორი უკვე შეძენილი იყო, ამერიკის ერთ-ერთ პორტში იდგა და წამოსვლას ელოდებოდა. ზვ-----–--–--ის თქმით, ტექნიკის პორტამდე მიყვანას 10-12 დღე სჭირდებოდა, შემდეგ გემი შეივსებოდა და საქართველოსკენ დაიძვრებოდა. ნი----–-----------ეს მისთვის კონტეინერის ნომერი არ გადაუცია. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ სცადა ნი----–-----------ესთან დაკავშირება, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მისი მობილური ტელეფო-- გამორთული იყო. მოგვიანებით შეიტყო, რომ ნი----–-----------ე გაქცეული იყო. ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობა მისი მონაწილეობით არის ჩატარებული. ადასტურებს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორეს.

 

დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ მართალია ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ავტომანქანის ჩამოყვანისთვის დადგენილი 70 დღიანი ვადა გასული არ იყო, თუმცა თვენახევარი ისე გავიდა, შეძენილი ტექნიკის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. ივლისის თვეში უკვე შეიტყო, რომ ნი----–-----------ე გაქცეული იყო.

 

2015 წლის 31 მაისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (ნუ--------------–---–ს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ტექნიკის მოძიებაში, მოძიებული ტრაქტორის „2009 BOBCAT S220 TURBO“ ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ტექნიკის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ტექნიკის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 17 000 აშშ დოლარით.

 

#11-------- სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, ნუ-------------–---–მა 2015 წლის 1 ივნისს ჩარიცხა 17 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 25 სექტემბერს, ნუ-------------–---–მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #3 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.12. დაზარალებულმა ჯა---–---–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ინტერნეტში მოიძია 2007 წელს გამოშვებული ავტომანქანა „მერსედესი“, C კლასის მოდელის, რომლის შეძენის მიზნითაც დაუკავშირდა შპს „US------S“. მივიდა ა--–-------------ოს მოპირდაპირე მხარეს განთავსებულ ოფისში, გაესაუბრა კომპანიის დირექტორ ნი----–-----------ეს და შეუთანხმდა პირობებზე. შეთანხმების თანახმად, ავტომანქანის ღირებულების გადახდიდან 40 დღეში ნი----–-----------ე მის მიერ შერჩეულ ავტომობილს ჩამოიყვანდა ფოთის პორტში. ხელშეკრულება ნი----–-----------ესთან გააფორმა და სწორედ მან აიღო პასუხისმგებლობა ავტომანქანის ჩამოყვანაზე. 300 აშშ დოლარი პირველივე დღეს ჩარიცხა „თ------------ში“ გახსნილ შპს „US------S“ ანგარიშზე, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი - 4900 აშშ დოლარი, ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღეს ჩარიცხა კომპანიის ანგარიშზე, რის შესახებაც აცნობა ნი----–-----------ეს. აღნიშნულის შემდეგ ნი----–-----------ესთან კავშირი არ ჰქო--ა. როდესაც სცადა მასთან დაკავშირება, აღმოჩნდა, რომ ნი----–-----------ეს მობილური ტელეფო-- გათიშული ჰქონდა. მივიდა კომპანიის ოფისში, სადაც უთხრეს რომ პოლიციისთვის მიემართა. მისი მონაწილეობით ჩატარებულ ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობას ადასტურებს.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 4 ნოემბერს, ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ - გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა მი------–---–-----ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 4 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, ინვოისი #00---- და შპს „US------S“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი ერთ ფურცლად.

 

2015 წლის 4 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (ჯა---–---–-----ს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2007 Mercedes C-klass“ VIN: W---------------- ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 5200 აშშ დოლარით.

 

#11-------- სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, ჯა---–---–-----მა შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 5 ივნისს ჩარიცხა 300 აშშ დოლარი.

 

#118------6 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, ჯა---–---–-----მა შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 6 ივნისს ჩარიცხა 4900 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 4 ნოემბერს, ჯა---–---–-----მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #3 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.13. დაზარალებულმა ნო-------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის ივლისის თვეში, ვებ. პორტალ „M----------ზე“ შეარჩია ავტომანქანა „მერსედესი ML 350“ და დაუკავშირდა შპს „US------S“. მივიდა ქ. თბილისში, ა--–-----–----------------აზე მდებარე კომპანიის ოფისში, სადაც გაესაუბრა დირექტორს (ნი----–-----------ეს). ბრალდებულმა აჩვენა ავტომანქანის ფოტოები, განუმარტა, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჰყავდა წარმომადგენელი, რომელიც შეთანხმების შემთხვევაში დაჯავშნიდა ავტომანქანას. საბოლოოდ შეთანხმდნენ პირობებზე და გააფორმეს ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, თანხის გადახდიდან 70 დღეში ავტომანქანა უნდა ჩამოსულიყო ფოთის ან ბათუმის პორტში. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „US------S“ სახელზე „თ----------ში“ გახსნილ ანგარიშზე გადარიცხა 7680 აშშ დოლარი, დარჩენილი 300 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ავტომანქანის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. ხელშეკრულება ივლისის შუა რიცხვებში გააფორმეს, რის შემდეგაც მხოლოდ ერთხელ ჰქონდა კონტაქტი ნი----–-----------ესთან, როდესაც სთხოვა ე.წ. „კარ ფაქსის“ მისთვის გადაგზავნა, რაც ბრალდებულმა თანხის ჩარიცხვიდან 4 დღეში განახორციელა. აღნიშნულის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ჰქო--ა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ დაურეკა ერთ-ერთმა დაზარალებულმა და უთხრა, რომ ნი----–-----------ე გაქცეული იყო. „US------S“ ოფისში მისულს ადგილზე დახვდნენ სხვა დაზარალებულები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. დღეის მდგომარეობით მის მიერ გადახდილი 7680 აშშ დოლარი ანაზღაურებული არ არის. დაზარალებულის განმარტებით, ნი----–-----------ე არის საშუალო აღნაგობის, 28-35 წლის, მრგვალი პირისახის, რომელსაც თმაზე ჭაღარა ჰქონდა. ფოტოსურათით ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა, რომლის სისწორესაც ადასტურებს.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 7 დეკემბერს, ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ - გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა ნო-------------–-–---–ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 7 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, ინვოისი #00---- და შპს „US------S“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი ერთ ფურცლად.

 

2015 წლის 7 ივლისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (ნო-------------–-–---–ს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2006 Mercedes Benz ML 350“ VIN: 4--------------03 ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება, საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 8000 აშშ დოლარით.

 

#12-------1 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, ნო-------------–-–---–მა, ნი----–-----------ის მიერ გაცემული #1----- ინვოისის საფუძველზე, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 8 ივლისს ჩარიცხა 7 680 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 7 დეკემბერს, ნო-------------–-–---–მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #1 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.14. დაზარალებულმა მა------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ინტერნეტის საშუალების მოიძია 2005 წელს გამოშვებული ავტომანქანა ,,LEXSUS LX“ და დაუკავშირდა შპს „US------S“. მივიდა კომპანიის ოფისში, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, მ------------აზე და გაესაუბრა დირექტორ ნი----–-----------ეს, რომელსაც შეუთანხმდა პირობებზე. ბრალდებულმა განუმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა უკვე შეძენილი იყო და იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გაუფორმა ხელშეკრულება, მისცა ინვოისი კომპანიის ანგარიშის ნომრით და შპს „US------S“ ანგარიშზე, „თ------------ში“ შეიტანა 9000 აშშ დოლარი. როდესაც თანხა ჩარიცხა, დაურეკა ნი----–-----------ეს და როგორც კომპანიის ხელმძღვანელს შეატყობინა აღნიშნულის შესახებ. ნი----–-----------ის განმარტებით, 10 დღის განმავლობაში ამერიკის პორტში შეიყვანდნენ ავტომანქანას, რის შემდეგაც მიაწვდიდა პორტის სურათებს. ერთი კვირის შემდეგ დაუკავშირდა ბრალდებულს და ჰკითხა რაიმე სიახლე ხომ არ იყო. ნი----–-----------ემ უპასუხა, რომ მეორე დღეს დაუკავშირდებოდა, მაგრამ ბრალდებულს მისთვის არ დაურეკავს. მეორე დღეს თვითონ დაურეკა, თუმცა მას მობილური ტელეფო-- გამორთული ჰქონდა. დაუკავშირდა შპს „US------S“ თანამშრომელ გი-----ის, რომელმაც უთხრა, რომ ნი----–-----------ე ფოთში იყო წასული და აუცილებლად დაუკავშირდებოდა. მეორე დღეს ისევ დაურეკა ნი----–-----------ეს, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მივიდა კომპანიის ოფისში, რომელიც დაკეტილი დახვდა. დაუკავშირდა შპს „US------“ თანამშრომლებს გი-----ის და ჯ-----, რომლებმაც განუმარტეს, რომ ნი----–-----------ეს თვითონაც ეძებდნენ და აღნიშნულის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს. მათთან ერთად მივიდა ნი----–-----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა დედამისი, რომელმაც უთხრა, რომ ნი----–-----------ე თურქეთში იმყოფებოდა. მისი შვილი დისტრიბუტორი იყო და სხვა რაიმე კომპანია არ გააჩნდა. მიბრუნდა ოფისში, დაათვალიერა ხელშეკრულებები და დაურეკა ყველა დაზარალებულს. აინტერესებდა ვინმეს ჩამოუყვანა თუ არა ნი----–-----------ემ ავტომანქანა. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ელოდებოდა შეძენილ ავტომანქანას. აღნიშნულის შემდეგ დარეკა საპატრულო პოლიციაში. ნი----–-----------ეს ავტომანქანა ორ თვეში უნდა ჩამოეყვანა. დღეის მდგომარეობით ბრალდებულს ზარალი არ აუნაზღაურებია.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 18 აგვისტოს, ქ. თბილისის ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ზუ-----–----–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა მა------------–---–ის ელექტრონული ფოსტა, რომლის მისამართია lt-----------------m, რა დროსაც ნანახი იქნა აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე us------------------m-დან გამოგზავნილი ავტომანქანა ,,Lexus Lx 470-ის“ ფოტოსურათები და ე.წ. „კარ ფაქსი“.

 

2015 წლის 6 ივლისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (მა------------–---–ს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2005 LEXUS LX 470“ VIN: J---------------- ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 9 700 აშშ დოლარით.

 

სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, მა------------–---–მა 2015 წლის 7 ივლისს ჩარიცხა 9 027 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (20218,67 ლარი).

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 17 ნოემბერს, მა------------–---–მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #2 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.15. შპს „ივ-------ის“ წარმომადგენელმა ლე-----–-------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შპს „US------S“ საიტზე მოიძია ავტომანქანა ,,BMW X5“ 2009-2010 წლის გამოშვება და დაუკავშირდა აღნიშნულ კომპანიას. ესაუბრა კომპანიის წარმომადგენელ ზვ----ს, რომლის გვარიც არ იცის. 2015 წლის 29 ივნისს გააფორმეს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა „US------S“ დირექტორმა ნი----–-----------ემ. 30 ივნისს მიაწოდეს ინვოისი და ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო პირველ ივლისს ავტომანქანის ღირებულება 14 500 აშშ დოლარის ოდენობით ჩაირიცხა კომპანია „US------S“ ანგარიშზე. ავტომანქანის შესახებ ინფორმაციის მიღება სურდა, რის გამოც ივლისის შუა რიცხვებში ერთხელ ესაუბრა ზვ----ს, რომელმაც უთხრა რომ ყველაფერი წესრიგში იყო. შემდგომში, როდესაც დაკავშირება სცადა კომპანიასთან, საკონტაქტო მობილური ტელეფონები გათიშული იყო და ელექტრონულ ფოსტაზეც არ პასუხობდნენ. აღნიშნულის გამო მიმართა პოლიციას. თვითონ შპს „US------S“ ოფისში არ ყოფილა და ნი----–-----------ე პირადად არ უნახავს. ხელშეკრულება ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნეს და მოაწერა ხელი შპს „ივ-------ის“ წარმომადგენელმა. დარჩენილი 1000 დოლარი გადასახდელი იყო ავტომანქანის თბილისში ჩამოყვანის შემდეგ. ხელშეკრულების მიხედვით პასუხისმგებლობა ავტომანქანის დათქმულ დროში ჩამოყვანაზე კომპანიის დირექტორმა ნი----–-----------ემ აიღო. ბოლო წერილი 2015 წლის 20 ივლისს გაუგზავნა ნი----–-----------ის კომპანიას, რომლითაც ითხოვდა მისთვის ეცნობებინათ ავტომანქანის მოწოდების შესახებ ინფორმაცია. პასუხი არ მიუღია და არც ჩარიცხული თანხა დაუბრუნებიათ მისთვის.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 2 სექტემბერს, ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ - გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა ლე-----–-------–---–ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 29 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, ინვოისი #1----- და ელექტრონული მიმოწერის ამონაწერი შპს „ივ-------ს“ ------------------ და შპს „US------S“ us------------------m, შორის თერთმეტ ფურცლად.

 

2015 წლის 29 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - შპს „ივ-------ს“ დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2009 BMW X5-ის“ VIN: 5---------------- ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 15 500 აშშ დოლარით.

 

სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, შპს „ივ-------მა“ 2015 წლის 1 ივლისს ჩარიცხა 14 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (32574.25 ლარი).

 

2.16. დაზარალებულმა იო--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის ივნისის თვეში, ვებ. პორტალ „M----------ზე” მოიძია 2006 წელს გამოშვებული, თეთრი ფერის ავტომანქანა „მერსედესი ML“, 3.5 ძრავით. საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ავტომანქანა შესყიდული იყო, იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეიძლებოდა საშუამავლო კომპანიის მეშვეობით ჩამოსულიყო საქართველოში. დარეკა საიტზე მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, შემდეგ მივიდა ოფისში, გაესაუბრა კომპანიის წარმომადგენლებს და გააფორმეს ხელშეკრულება. ოფისში ტექნიკური პერსონალიც იმყოფებოდა, თუმცა ხელშეკრულება ნი----–-----------ესთან გააფორმა. როგორც განუმარტეს (შემდეგ ხელმოწერითაც დადასტურდა) ნი----–-----------ე კომპანიის დირექტორი იყო. ხელშეკრულების თანახმად, ნი----–-----------ე პასუხისმგებლობას იღებდა, რომ თანხის გადახდიდან 30 - 40 დღეში ჩამოიყვანდა ავტომანქანას საქართველოში, კომპანიის წარმომადგენელი მასთან ერთად მოახდენდა ფოთის პორტში კონტეინერიდან ავტომანქანის გადმოტვირთვას. ავტომანქანის ღირებულება განისაზღვრა 8300 დოლარით. პირველ ეტაპზე უნდა გადაეხადა 7700 აშშ დოლარი, ხოლო ავტომანქანის ფოთში ჩამოსვლისას ტერმინალის ფულს ცალკე გადაიხდიდა. აღნიშნული პირობები მისაღები იყო და დათანხმდა. ნი----–-----------ემ გადასცა კომპანიის ანგარიშის ნომერი, რის შემდეგაც გადავიდა ოფისის მოპირდაპირე მხარეს მდებარე „თ----------ში“, სადაც „US------S“ ანგარიშზე გადარიცხა 7700 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 4 ივნისს. მისი მონაწილეობით ჩატარდა ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობა, რომლის სისწორესაც ადასტურებს. ნი----–-----------ე იყო საშუალოზე ოდნავ მაღალი, შავგრემანი და წინა მხარეს ჭაღარა თმა ჰქონდა.

 

თანხის კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვიდან მე-4 ან მე-5 დღეს ნი----–-----------ეს იმეილით გადმოაგზავნინა კონტეინერის ნომერი. სპეციალური ვებ. გვერდის მეშვეობით აკონტროლებდა აღნიშნული კონტეინერის მოძრაობას. ჩანდა, რომ ტვირთი ამერიკიდან წამოვიდა, ჯერ ევროპაში შევიდა, შემდეგ თურქეთში, დადგენილ ვადაში ეტეოდა და ეჭვი არ შეჰპარვია. კონტეინერი თურქეთში რომ შევიდა, დარჩენილი 600 აშშ დოლარის გადახდა გადაწყვიტა. დარეკა ოფისში, სადაც უთხრეს, რომ ნი----–-----------ე გაქცეული იყო. ნი----–-----------ის მობილურ ტელეფონზე დარეკა, თუმცა გათიშული იყო. მეორე დღეს განაცხადა პოლიციაში. გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ კონტეინერში მისი ავტომანქანა არ იყო მოთავსებული. მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 7700 აშშ დოლარს, რომელიც დღემდე არ არის ანაზღაურებული.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 19 აგვისტოს, ქ. თბილისის ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა იო--------------ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 4 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, ინვოისი #------ და შპს „US------S“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი ერთ ფურცლად.

 

2015 წლის 4 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (იო--------------ეს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2006 Mercedes-Benz ML 350“ VIN: 4JG-----------8-- ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 8 300 აშშ დოლარით.

 

#11-------2 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, იო--------------ემ 2015 წლის 4 ივნისს ჩარიცხა 7 700 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 25 სექტემბერს, იო--------------ემ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #4 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.17. დაზარალებულმა იბ-----------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ვებ პორტალ „M----------ზე“ მოიძია სასურველი ავტომანქანა „მერსედესი CLS“, 2006 წლის მოდელი. დარეკა საიტზე მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, გაესაუბრა ზვ-----–--–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა ამერიკაში, 9500 აშშ დოლარი ღირდა და თანხის გადახდიდან 60-70 დღის განმავლობაში ჩამოიყვანდა ფოთში ან ბათუმში. კომპანიამ შეადგინა ხელშეკრულება, რომელიც ,,იმეილით“ გადაუგზავნეს. მეორე დღეს მისმა მეუღლემ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა აღნიშნული თანხა „თ----------ის“ ბათუმის ფილიალში. ზვ-----–--–--ემ უთხრა რომ დაახლოებით 15 დღის შემდეგ ეტყოდა კონტეინერის ნომერს. 20-25 დღის შემდეგ კვლავ დაურეკა მას და მოსთხოვა კონტეინერის ნომერი. ზვ-----–--–--ე დაპირდა, რომ მეორე დღეს ეტყოდა კონტეინერის ნომერს. მეორე დღეს მას მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა. შემდეგ მიმართა პოლიციას ბათუმში. ნი----–-----------ეს პირადად არ შეხვედრია, მხოლოდ ტელეფონით უკავშირდებოდა. ბრალდებულს „ვაიბერით“ ესაუბრებოდა, სადაც მისი ფოტო იყო განთავსებული. შეამოწმა ნი----–-----------ის გვერდი „Facebook-ზე“ და მისი ფოტოსურათები დაათვალიერა. როდესაც „სკაიპით“ დაუკავშირდა მაშინაც ნახა ბრალდებულის ფოტო. ბრალდებული არის დაახლოებით 30 წლის, დაბალი, მრგვალი სახის, წინა მხარეს ჭაღარა თმით. დაზარალებულის განმარტებით, ნი----–-----------ეს ესაუბრა ტელეფონით, სწორედ მას შეუთანხმდა ავტომანქანის ფასზე და ჩამოყვანის პირობებზე, რაც არ შესრულდა. მისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის. იგი ადასტურებს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 23 ნოემბერს, ქ. თბილისის ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა იბ-----------------ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 26 მაისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, ინვოისი #0----1, შპს „US------S“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი ერთ ფურცლად, ავტომანქანის ფოტოსურათები, შავი ფერის მ/ტელეფონი აიფონ 5, რომელიც სპეციალური გადამყვანის მეშვეობით შეერთებულ იქნა სამსახურეობრივ კომპიუტერში, იბ-----------------ის მითითებით გაიხსნა მე-11 საქაღალდე, სადაც განთავსებულია ფოტოსურათები.

2015 წლის 26 მაისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (იბ-----------------ს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2006 Mercedes Benz“ VIN: W---------------- ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 9 500 აშშ დოლარით.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 23 ნოემბერს, იბ-----------------მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #2 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, იბ-----------------ის მეუღლემ - აი--------------ამ, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 27 მაისს ჩარიცხა 9000 აშშ დოლარი (20449,80 ლარი).

 

2.18. დაზარალებულმა ვა-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის ივნისის თვეში, ვებ. პორტალ „M----------ზე“ მოიძია სასურველი ავტომანქანა - 2009 წელს გამოშვებული BMW 335, რომლის ფასიც განსაზღვრული იყო 11 500 აშშ დოლარით. დაუკავშირდა კომპანია „US------S-ს“, გაესაუბრა მის დირექტორ ნი----–-----------ეს, რომელსაც შეუთანხმდა პირობებზე. გააფორმეს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს მან და ნი----–-----------ემ. პირველ ეტაპზე კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა 300 აშშ დოლარი, შემდეგ 8000 აშშ დოლარი, დარჩენილი თანხა კი მას შემდეგ უნდა გადაეხადა როდესაც ავტომანქანა თურქეთში შევიდოდა. მოგვიანებით გაარკვია, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ავტომობილი, რომელიც მან შეიძინა, შემდგომში სხვა აუქციონზე გაიყიდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნი----–-----------ესთან რამდენჯერმე ჰქონდა სატელეფონო კონტაქტი. იგი დაჰპირდა, რომ დოკუმენტებს და კონტეინერის ნომერს გაუგზავნიდა, თუმცა ბრალდებულს მისთვის არანაირი დოკუმენტი არ გადაუცია და არც კონტეინერის ნომერი მიუწოდებია. მოგვიანებით ისევ დაურეკა ნი----–-----------ეს, თუმცა დაკავშირება ვერ შეძლო. დეტალურად დაიწყო ავტომანქანის შესახებ ინფორმაციის მოძიება. აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა, რომელიც მისთვის შეძენილი ეგონა, სულ სხვა თანხად იყიდა პიროვნებამ ამერიკის ტერიტორიაზე. დაზარალებულის განმარტებით, ნი----–-----------ე არის საშუალო სიმაღლის, 30-35 წლამდე ასაკის, მრგვალი სახის, შავი თმით, წინა მხარეს ჭაღარით. მისი მონაწილეობით ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობას ადასტურებს.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 2 სექტემბერს, ქ. თბილისის ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა ვა-------------–---–ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: შპს „US------S“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი ერთ ფურცლად. განცხადება ორ ფურცლად, ორივე ფურცელზე ავტომანქანის სურათით.

 

2015 წლის 16 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (ვა-------------–---–ს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2009 BMW 335“ VIN:WB--------------3 ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 11 500 აშშ დოლარით.

 

#11-------6 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, ვა-------------–---–მა ნი----–-----------ის მიერ გაცემული, #1----- ინვოისის საფუძველზე, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე 2015 წლის 16 ივნისს ჩარიცხა 8 200 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 5 დეკემბერს, ვა-------------–---–მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #4 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.19. დაზარალებულმა და---------–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის ივნისის თვეში გადაწყვიტა ავტომობილის შეძენა და მეგობრების რჩევით მიმართა კომპანია „US------S“. მივიდა ა--–-----ში, ბიზნეს ცენტრ მ-----ში მდებარე კომპანიის ოფისში, სადაც გაუწიეს კონსულტაცია, შესთავაზეს რამდენიმე ავტომანქანა. მოლაპარაკების შედეგად შეარჩია სასურველი ავტომანქანა - 2010 წელს გამოშვებული შავი ფერის „მერსედესი C კლასი“ და კომპანიის დირექტორ ნი----–-----------ესთან გააფორმა ხელშეკრულება. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნი----–-----------ემ კომპანიიდან მიითვისა თანხა და გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. მისი კუთვნილი ავტომობილი არ მიუღია და არც გადახდილი თანხა დაუბრუნებია ვინმეს მისთვის. უშულოდ ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკებას ნი----–-----------ესთან აწარმოებდა. ავტომანქანის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 10500 აშშ დოლარს, რომლის ნაწილი 7000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი, 3500 აშშ დოლარი ავტომანქანის ფოთამდე ჩამოყვანის შემდეგ. რეგულარული კავშირი ჰქონდა შპს „US------S“ თანამშრომელ გი-----ისთან და დირექტორ ნი----–-----------ესთან. ისინი ეუბნებოდნენ, რომ ავტომანქანა ამერიკიდან გამოგზავნილი იყო და უახლოეს მომავალში გადასცემდნენ კონტეინერის კოდს და შესაბამის დოკუმენტაციას. ბოლოს ნი----–-----------ეს ესაუბრა 2015 წლის 15 ან 16 ივლისს, მან უთხრა, რომ მეორე დღეს დაურეკავდა და მიაწვდიდა ავტომანქანის მდებარეობის შესახებ ინფორმაციას, თუმცა ბრალდებულს მისთვის არ დაურეკავს და მობილური ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. თანხა ჩარიცხა „თ----------ში“, კომპანია ,,US------S“ ანგარიშზე. დაზარალებულის განმარტებით, ნი----–-----------ე არის საშუალო სიმაღლის, 28-30 წლის ასაკის, მრგვალი პირისახის, თმაზე წინა მხარეს თეთრი ლაქით. ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებული ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობის სისწორეს.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 18 აგვისტოს, ქ. თბილისის ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა და---------–----ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 25 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, ინვოისი #11---6 და შპს „US------S“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი ერთ ფურცლად.

 

2015 წლის 25 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (და---------–----ეს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2010 Mercedes Benz C300“ VIN: WD----------1---6 ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 10 200 აშშ დოლარით.

 

#1--------- სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე და---------–----ემ 2015 წლის 27 ივნისს ჩარიცხა 7 000 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 25 სექტემბერს, და---------–----ემ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #2 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.20. დაზარალებულმა გი--------------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის ივნისის თვეში, ვებ. პორტალ ,,m----------ზე“ მოიძია 2004 წელს გამოშვებული ავტომანქანა „ტოიოტა ფორანერი“, რომელიც იმყოფებოდა ამერიკაში და ყიდიდა საშუამავლო კომპანია „US------S“. მეგობრებისგან მოსმენილი ჰქონდა, რომ აღნიშნული კომპანია კარგი რეპუტაციით სარგებლობდა და გადაწყვიტა დაკავშირებოდა. მივიდა „US------S“ ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ა--–-------------ოს მოპირდაპირე მხარეს და გაესაუბრა დირექტორ ნი----–-----------ეს. ბრალდებული საუბრობდა დამაჯერებლად, ეტყობოდა, რომ საქმე კარგად იცოდა. ნი----–-----------ემ აჩვენა აღნიშნული ავტომანქანის ფოტოსურათები, ამობეჭდა ისტორია, ე.წ. „კარ ფაქსი“ და შეთანხმდნენ თანხაზე. მოლაპარაკებაში ნი----–-----------ის გარდა სხვა ვინმე არ ჩარეულა. 2015 წლის 18 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს მან და ნი----–-----------ემ. ხელშეკრულების თანახმად, ავტომანქანა თანხის გადახდიდან 50-70 დღეში უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ავტომანქანის ღირებულება 5800 აშშ დოლარი შეიტანა „თ----------ში“, კომპანია „US------S“ ანგარიშზე. ინვოისი ნი----–-----------ემ თავისი ხელით ამობეჭდა, ხელი მოაწერა, ბეჭედი დაარტყა და გადასცა.

 

დაზარალებულის განმარტებით, ნი----–-----------ესთან დაახლოებით კვირაში ერთხელ ამოწმებდა ავტომანქანის ადგილმდებარეობას. ბრალდებული ჯერ პასუხობდა, რომ თითქოს ავტომანქანის დოკუმენტები მზადდებოდა, შემდეგ ვითომ ავტომანქანა გადაჰყავდათ პორტში, ბოლოს უთხრა, რომ ავტომანქანა გადაყვანილი იყო პორტში და ელოდებოდა კონტეინერის რიგს. ნი----–-----------ესთან ბოლო საუბარი შედგა 2015 წლის 12 ივლისს, რა დროსაც ბრალდებულმა უთხრა, რომ ავტომანქანა უკვე პორტში იმყოფებოდა და როგორც კი კონტეინერში ჩატვირთავდნენ, გადასცემდა კონტეინერის ნომერს. შაბათ დღეს ნი----–-----------ესთან დაკავშირება ვერ შეძლო, მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დაურეკა კომპანიის თანამშრომელ ზვ-----–--–--ეს, რომელიც მის ზარს არ პასუხობდა. რამდენიმე დღე რეკავდა კომპანიის ნომრებზე, ბოლოს უპასუხა მამაკაცმა, რომელმაც უთხრა, რომ ნი----–-----------ე იმყოფებოდა ფოთში, ტელეფონი გამორთული ჰქონდა, თბილისში მეორე დღეს დაბრუნდებოდა და ყველა კითხვაზე გასცემდა პასუხს. ორი - სამი დღის შემდეგ დაურეკა მისთვის უცნობმა მამაკაცმა და უთხრა, რომ კომპანიის დირექტორი ნი----–-----------ე საქართველოდან გაქცეული იყო. მივიდა კომპანიის ოფისში, სადაც დაზარალებულები იყვნენ შეკრებილები.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 1 სექტემბერს, ქ. თბილისის ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა გი--------------ას მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 18 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, ინვოისი #1----- და შპს „US------S“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი ერთ ფურცლად.

 

2015 წლის 18 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს (გი--------------ას) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „Toyota 4Runner 2005-ის“ VIN: JT--------------6 ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 5 800 აშშ დოლარით.

 

#11-------3 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, გი--------------ამ შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 18 ივნისს ჩარიცხა 5 800 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 17 ნოემბერს, გი--------------ამ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #2 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.21. დაზარალებულმა გი------–--------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ინტერნეტის საშუალებით მოიძია ავტომანქანა „ნისან ჯუკი“, რომლის შეძენაც გადაწყვიტა და 2015 წლის 15 ივნისს მიმართა ქ. თბილისში, ა--–-----–----------------აზე მდებარე „US------S“ ოფისს, სადაც იმყოფებოდა სამი - ოთხი ადამიანი, მაგრამ მათთან შეხება არ ჰქონია. ესაუბრა უშუალოდ ნი----–-----------ეს, რომელმაც უთხრა, რომ მისთვის სასურველი ავტომანქანა იმყოფებოდა ამერიკაში და ღირებულება იყო 10 000 აშშ დოლარი. შეთანხმდნენ, რომ 8000 აშშ დოლარს შეიტანდა იმავე დღეს, ხოლო დარჩენილი 2000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ავტომანქანის ფოთის პორტში ჩამოსვლის შემდეგ. ხელშეკრულება 2015 წლის 15 ივნისს გააფორმეს, რომელსაც ხელი მოაწერეს მან და ნი----–-----------ემ. იმავე დღეს შეიტანა თანხა ოფისთან მდებარე „თ-------“ ბანკში „US------S“ ანგარიშზე თანხის შეტანის თაობაზე შეატყობინა ნი----–-----------ეს და მიუტანა გადახდის ქვითარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ ავტომანქანა თანხის გადახდიდან 40-70 დღეში უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ამის შემდეგ ნი----–-----------ე არ უნახავს და არც უსაუბრია მასთან. რამდენიმე ხნის შემდეგ დაურეკა მისთვის უცნობმა პიროვნებამ და უთხრა, რომ ნი----–-----------ე გაქცეული იყო. ნი----–-----------ე არ დაკავშირებია და გადახდილი თანხა არ დაუბრუნებია მისთვის. დაზარალებულის განმარტებით, ნი----–-----------ე არის საშუალო სიმაღლის, შავგრემანი, თმაზე მარჯვენა მხარეს ჭაღარით. ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის სისწორეს.

 

„თ------------ის“ ამონაწერის თანახმად, 2015 წლის 16 ივნისს, გი------–--------ამ შპს „US------S“ ანგარიშზე ჩარიცხა 8 000 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 12 დეკემბერს, გი------–--------ამ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #2 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.22. დაზარალებულმა ან-----------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის ივნისის თვეში გადაწყვიტა ავტომანქანის შეძენა. მივიდა ქ. თბილისში, მ------------აზე მდებარე შპს „US------S’’ ოფისში, სადაც დახვდა მისთვის უცნობი პიროვნება სახელად გი-----ი. მისი დახმარებით შეარჩია სასურველი ავტომანქანა BMW X5, გამოშვებული 2012 წელს, რომლის ღირებულებაც იყო 21 300 აშშ დოლარი. მომდევნო დღეს შეხვდა კომპანიის დირექტორ ნი----–-----------ეს რომელმაც განუცხადა, რომ ავტომანქანა გამართული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხას დაუბრუნებდა. ბრალდებულმა გადასცა ავტომანქანის ე.წ. „ვინ კოდი“, რომელიც შეამოწმა და დაადგინა, რომ მსგავსი ავტომანქანა ნამდვილად არსებობდა. ხელშეკრულებას მან და ნი----–-----------ემ მოაწერეს ხელი. შპს „US------S“ ანგარიშზე 20 800 აშშ დოლარი „თ------------ის“ მეშვეობით, პარასკევ დღეს ჩარიცხა. ნი----–-----------ეს დაურეკა და შეატყობინა თანხის ჩარიცხვის შესახებ. ნი----–----ი დაჰპირდა, რომ ავტომანქანა ორ თვეში ჩამოვიდოდა საქართველოში, თუმცა ორ კვირაში დაურეკეს და უთხრეს, რომ ბრალდებული გაიქცა. ნი----–-----------ის გაქცევის შესახებ სხვა დაზარალებულმა შეატყობინა. ნი----–-----------ის გაქცევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ დარეკა საპატრულო პოლიციაში.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 2 სექტემბერს, ქ. თბილისის ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ გამომძიებელ ზუ-----–----–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა ან-----------ას მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 13 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, ინვოისი, ე.წ. „კარ ფაქსი“ და შპს „US------S“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.

 

2015 წლის 13 ივლისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს (ან-----------ას) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2012 BMW X5 XDRIVE35D-ის“ VIN: 5U--------------7 ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 20 800 აშშ დოლარით.

 

#120------- სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, ან-----------ამ #9----- ინვოისის საფუძველზე, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 15 ივლისს ჩარიცხა 20 800 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 14 დეკემბერს, ან-----------ამ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #1 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.23. დაზარალებულმა ავ--------–---------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის 4 ივნისს დაუკავშირდა ზვ-----–--–--ეს და უთხრა, რომ სურდა ვებ. პორტალ ,,M----------ზე” კომპანია ,,US------S-ის’’ მიერ განთავსებული, 2007 წელს გამოშვებული, ავტომანქანა „ტოიოტა ფიჯი კრუიზერის“ შეძენა, რომლის ღირებულებაც იყო 12 000 აშშ დოლარი. მივიდა ქ. თბილისში, ა--–-------------ოსთან მდებარე ოფისში, სადაც დახვდა ორი ახალგაზრდა - გი-----ი და ბ----. გაესაუბრა მათ ავტომანქანის შესახებ და გადაწყვიტა მისი შეძენა. ნი----–-----------ესთან გააფორმა ხელშეკრულება, რის შემდეგაც 10 000 აშშ დოლარი „თ----------ში“, შპს „US------S-ის“ ანგარიშზე რამდენიმე ეტაპად ჩარიცხა, ხოლო დარჩენილი 2000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ავტომანქანის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. ანგარიშის ნომერი სადაც თანხა ჩარიცხა ნი----–-----------ემ გადასცა. პასუხისმგებლობა ავტომანქანის ჩამოყვანაზე ბრალდებულმა აიღო. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამდენჯერმე დაურეკა ნი----–-----------ეს და მოსთხოვა კონტეინერის ნომრის გადაცემა, მაგრამ იგი თავს არიდებდა.

 

დაზარალებულის განმარტებით, თავისი ინიციატივით მოძებნა ავტომანქანის ისტორია, ე.წ. „კარ ფაქსი“, გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ე.წ. „გარბენი“ იყო შეცვლილი. აღნიშნულმა გარემოებამ დააეჭვა, მიბრუნდა ოფისში და დაელაპარაკა ნი----–-----------ეს. მისი პასუხი დამაჯერებელი არ იყო, თუმცა ავტომანქანის შეძენაზე უარი არ უთქვამს. მისი მოთხოვნის შემდეგ ნი----–-----------ემ ორ კვირაში მიაწოდა კონტეინერის ნომერი, თუმცა საძიებო სისტემაში მისი მდებარეობა არ იძებნებოდა. მოგვიანებით კი აღნიშნული კონტეინერის ნომრით სხვა ავტომანქანები დაფიქსირდა. ამის თაობაზე შეატყობინა ნი----–-----------ეს, რომელმაც ოფისში დაიბარა. ,,US------S’’ ოფისში დახვდა ორი ახალგაზრდა, რომლებმაც აჩვენეს ავტომანქანის სურათები (ვარაუდობს რომ ძველი იყო), რამაც დაამშვიდა. მოგვიანებით დაურეკა დაზარალებულმა მა----ამ (გვარი არ ახსოვს) და უთხრა, რომ მათი ავტომანქანები დაიკარგა და დაზარალდნენ ის პირები, რომლებმაც ნი----–-----------ესთან გააფორმეს ხელშეკრულებები. ნი----–-----------ემ შეიძინა თუ არა ავტომანქანები მისთვის უცნობია, თუმცა უშუალოდ მას ავტომანქანა არ მიუღია და არც თანხა დაუბრუნებია ვინმეს.

 

2015 წლის 4 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (ავ--------–---------ეს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2007 Toyota FJ-CRUISER“ VIN: J------------2374 ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით.

 

სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად, ავ--------–---------ემ ნი----–-----------ის მიერ გაცემული #00---- ინვოისის საფუძველზე, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 30 ივნისს ჩარიცხა 2 800 აშშ დოლარი, 2015 წლის 4 ივნისს 5000 აშშ დოლარი, 2015 წლის 2 ივლისს 2200 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 25 სექტემბერს, ავ--------–---------ემ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #1 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.24. დაზარალებულმა ან-------–----–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით ორი წლის წინ მიმართა კომპანია „US------S“ ავტომანქანა ლინკოლნის (2013 წელს გამოშვებული, თეთრი ფერის) შეძენაში დახმარების მიზნით. მივიდა ა--–-----ში მდებარე კომპანიის ოფისში და გააფორმეს ხელშეკრულება. შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღეში ავტომანქანის ღირებულებას - 25 000 აშშ დოლარს ჩარიცხავდა კომპანიის ანგარიშზე. ხელშეკრულების ტექსტი მოამზადა ჯო--------–---–მა და ხელმოსაწერად შეუტანა ცალკე ოთახში მჯდომ კომპანიის დირექტორს. შეუთანხმდა მათ, რომ აღნიშნულ თანხას შეიტანდა ბანკში კომპანიის ანგარიშზე, რომელიც მოიხსნებოდა ავტომანქანის შესახებ ინფორმაციის სრულად მიღების შემდეგ. სამ დღეში მას უკვე გამოუგზავნეს გემის დასახელება რომლითაც მის მიერ შეძენილი ავტომანქანა მოდიოდა საქართველოში, კონტეინერის ნომერი, პორტის ფოტოსურათები და სხვა საჭირო დოკუმენტები. თანხის შეტანისას ბანკში უთხრეს, რომ აღნიშნულ კომპანიას მუშაობის პერიოდში ფინანსური პრობლემა არ ჰქონია. ბოლომდე მაინც არ ენდო მათ და ფირმის დირექტორს გამოართვა ფოთის პორტში საკონტაქტო პირის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელსაც პორტში შემავალი გემისა და მასში მოთავსებული ტვირთის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. დარეკა აღნიშნულ ნომერზე, უპასუხეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ავტომანქანას ნამდვილად ელოდებოდნენ, რომელიც თვენახევარში, ორ თვეში ჩამოვიდოდა საქართველოში. მოგვიანებით გაარკვია, რომ კომპანიის დირექტორი მის მეგობართან არეკინებდა. გემი, ნამდვილად ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა მისი ავტომანქანა არ ჩამოუყვანია. ორი თვე ელოდა, რის შემდეგაც მიხვდა, რომ იყო თაღლითობის მსხვერპლი და ჩვენება მისცა პოლიციას. ნი----–-----------ე მხოლოდ ერთხელ ნახა, როდესაც ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. იგი მას გააცნეს, როგორც კომპანიის დირექტორი. 2015 წლის ივლისის თვეში შეიტყო, რომ ნი----–-----------ე გაიქცა და მიისაკუთრა მოქალაქეების ფულადი თანხები.

 

2015 წლის 30 მაისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (ან-------–----–----ეს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2013 Lincoln Navigation Luxury“ VIN: 5L-------------10 ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 25 900 აშშ დოლარით.

 

#11-------- სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, ან-------–----–----ემ შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 1 ივნისს ჩარიცხა 25 900 აშშ დოლარი.

 

2.25. მოწმე და-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის ივნისის თვეში, ინტერნეტში მოიძია 2006 წელს გამოშვებული ავტომანქანა „LEXUS JX 470“, რომლის ღირებულებაც იყო 12 200 აშშ დოლარი. დარეკა საიტზე მითითებულ მობილური ტელეფო--ს ნომერზე და ესაუბრა მისთვის უცნობ პიროვნებას სახელად ჯ-----, შემდეგ მიშას, რომელთა გვარებიც არ ახსოვს. მივიდა ა--–-----ში მდებარე კომპანიის ოფისში, სადაც უთხრეს, რომ მითითებული 12 200 აშშ დოლარის ,,US------S’’ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ შესაძლებელი იყო ავტომანქანის ჩამოყვანა. გააცნეს კომპანიის დირექტორი და გააფორმეს ხელშეკრულება. შეთანხმებას მან და დირექტორმა მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, კომპანიას ავტომანქანა 12 200 აშშ დოლარად უნდა ჩამოეყვანა თბილისამდე. იმავე დღეს, შპს ,,US------S’’ ანგარიშის ნომერზე „თ----------ში“ გადარიცხა ფულადი თანხა. მისი მეგობრები გაოცებულები იყვნენ ავტომანქანის დაბალი ფასით და პირველად ეჭვი მაშინ შეეპარა. გაესაუბრა მიშას, რომელმაც უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და ავტომანქანა მალე კონტეინერში მოთავსდებოდა. მეორე საუბრისას მიშამ უთხრა, რომ ავტომანქანა უკვე მოთავსებული იყო კონტეინერში და პორტში იმყოფებოდა. სთხოვა მას პორტის ფოტოსურათები და კონტეინერის ნომერი. შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კონტეინერით საქართველოში მოდიოდა არა ,,LEXUS JX’’ არამედ ,,LEXUX SX’’, რამაც დააეჭვა. მიშას შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე, რომელმაც უთხრა რომ შეცდომა იყო დაშვებული და მოუბოდიშა. გაიკითხა მანქანების ჩამომყვან კომპანიებში და გაარკვია, რომ აღნიშნულ თანხად მსგავს ავტომანქანას თბილისში ვერ ჩამოიყვანდა. მივიდა ოფისში და თანხის დაბრუნება მოითხოვა. თანხა რამდენიმე დღეში დაუბრუნეს. თანხის დაბრუნების შემდეგ მაინც მოიკითხა მისთვის განკუთვნილი ავტომანქანა თუ მოდიოდა, უპასუხეს რომ დირექტორი გაიქცა და მანქანა არ ჩამოსულა.

 

2015 წლის 15 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს (და-------------–---–ს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2006 Lexus GX 470-ის“ V-------------------- ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 12 200 აშშ დოლარით.

 

#11-------0 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, და-------------–---–მა შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 11 ივნისს ჩარიცხა 12 200 აშშ დოლარი.

 

2.26. დაზარალებულ არ---–----------ის დაკითხვის ოქმის თანახმად, 2015 წლის ივნისის თვეში გადაწყვიტა ავტომანქანის შეძენა. „M----------ზე“ შეარჩია მისთვის სასურველი ავტომანქანა - 2005 წლის „ინფინიტ FX35’’, რომელიც განთავსებული ჰქონდა კომპანია „US------S-ს“. საიტზე მითითებულ მობილურ ტელეფონზე, უპასუხა კომპანიის დირექტორმა - ნი----–-----------ემ, რომელმაც უთხრა, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა კარგ მდგომარეობაში და დეტალებზე სასაუბროდ დაიბარა ოფისში. ოფისში (ა--–-----ი, მე----------------) სამი პიროვნება დახვდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ნი----–-----------ე გაეცნო, როგორც ფირმის დირექტორი. გაესაუბრა მას და უთხრა, რომ უნდოდა აღნიშნული ავტომანქანის შეძენა. ბრალდებულმა კომპიუტერში აჩვენა ავტომანქანის ფოტოსურათები, რომელიც ნი----–-----------ის თქმით იმყოფებოდა ამერიკაში და მისი ფასი ფოთის პორტამდე შეადგენდა 6 500 აშშ დოლარს. შეთანხმების თანახმად, ავტომანქანა თანხის გადახდიდან 40-70 დღეში ჩამოვიდოდა საქართველოში. შეუთანხმდა მას რომ საწყის ეტაპზე შეიტანდა 5 300 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ თანხას ავტომანქანის ჩამოსვლის შემდეგ გადაიხდიდა. 2015 წლის 18 ივნისს გააფორმეს ხელშეკრულება, სადაც მითითებული იყო „US------S-ის“ ანგარიშის ნომერი „თ----------ში“. იმავე დღეს ა--–-----ში მდებარე „თ----------ის“ ოფისში შეიტანა 5 300 აშშ დოლარი, რაც შეატყობინა ნი----–-----------ეს. ბრალდებულმა უთხრა, რომ მას შემდეგ რაც ავტომანქანა ჩაიტვირთებოდა გემზე, გადასცემდა კონტეინერის ნომერს. რამდენჯერმე ესაუბრა ბრალდებულს, რომელმაც ჯერ უთხრა რომ ავტომანქანა არ იყო გემზე დატვირთული, ხოლო ამის შემდეგ ვეღარ დაუკავშირდა. ივლისის თვეში ორჯერ მივიდა კომპანიის ოფისში, რომელიც ორივე შემთხვევაში დაკეტილი დახვდა. მესამედ მისვლისას იქ დახვდნენ კომპანიის სხვა კლიენტები, რომელთაგანაც შეიტყო რომ ნი----–-----------ე გაქცეული იყო. 70 დღეში მისი ავტომანქანა არ ჩამოსულა და არც თანხა დაუბრუნებია ვინმეს. დაზარალებულის განმარტებით, ნი----–-----------ე არის 30-33 წლის, საშუალო აღნაგობის, მრგვალი პირისახის, მუქი, წინა მხარეს ჭაღარა თმით.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 16 დეკემბერს, ქ. თბილისის ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა არ---–----------ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 21 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, და შპს „US------S“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.

 

2015 წლის 21 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (არ---–----------ეს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2005 INFINITI FX35“ VIN: JN--------------2 ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 6 500 აშშ დოლარით.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 14 დეკემბერს, არ---–----------ემ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #1 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

#1--------- სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, არ---–----------ემ შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 22 ივნისს ჩარიცხა 5300 აშშ დოლარი.

 

2.27. დაზარალებულ გი------------------ის დაკითხვის ოქმის თანახმად, 2015 წლის 14 ივნისს, „M----------ზე“ შეარჩია ავტომანქანა „ტოიოტა 4 რანნერ“, რომელიც პორტალზე გასაყიდად განთავსებული ჰქონდა შპს „US------S“. დარეკა საიტზე მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე და უთხრა, რომ დაინტერესებული იყო აღნიშნული ავტომანქანით. მეორე დღეს დაიბარეს კომპანიის ოფისში. 2015 წლის 15 ივნისს, მივიდა ქ. თბილისში, მე----------------ში მდებარე შპს „US------S“ ოფისში, სადაც დახვდა 3 პიროვნება, რომელთაგან ერთი გაეცნო როგორც ფირმის დირექტორი ნი----–-----------ე. ბრალდებულმა კომპიუტერში აჩვენა მის მიერ შერჩეული ავტომანქანის ფოტოსურათი, რომლის ღირებულებაც იყო 9 500 აშშ დოლარი, გადასცა ე.წ. „კარ ფაქსი“ და შეთანხმდნენ პირობებზე. ნი----–-----------ე დაჰპირდა, რომ მის მიერ შერჩეული ავტომანქანა, რომელიც იმყოფებოდა ამერიკის ტერიტორიაზე, საქართველოში ჩამოვიდოდა თანხის გადარიცხვიდან 40-70 დღეში. აღნიშნული თანხა მოიცავდა ფოთის პორტამდე ავტომანქანის ტრასპორტირების ხარჯსაც. ნი----–-----------ეს შეუთანხმდა რომ თავდაპირველად გადაიხდიდა 6 000 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ 3 500 აშშ დოლარს თვის ბოლომდე დაფარავდა. იმავე დღეს გააფორმეს ხელშეკრულება, რომელსაც ორივემ მოაწერა ხელი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნი----–-----------ემ გადასცა ინვოისი, სადაც მითითებული იყო შპს „US------S“ ანგარიშის ნომერი „თ----------ში“. ა--–-------------ოსთან არსებულ ,,თ----------ის’’ ფილიალში შეიტანა 6 000 აშშ დოლარი, რის შესახებაც შეატყობინა ნი----–-----------ეს. 2015 წლის 30 ივნისს მივიდა ოფისში, სადაც დახვდა ნი----–-----------ე მისთვის უცნობ ორ პიროვნებასთან ერთად. ბრალდებულს უთხრა რომ აპირებდა დარჩენილი თანხის ჩარიცხვას კომპანიის ანგარიშზე. ოფისიდან გამოვიდა და დარჩენილი თანხა (3500 აშშ) გადარიცხა „US------S“ ანგარიშის ნომერზე. ბანკიდან გამოსვლისას ოფისიდან დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც უთხრა, რომ კომპანიამ მის მიერ ჩარიცხული თანხა უკვე მიიღო. ამის შემდეგ ორჯერ დაუკავშირდა ნი----–-----------ეს და ჰკითხა ავტომანქანის ადგილმდებარეობის შესახებ. ბრალდებული პასუხობდა, რომ ავტომანქანა მალე ჩაიტვირთებოდა კონტეინერში, გამოიგზავნებოდა საქართველოში და გადასცემდა კონტეინერის ნომერს. მასთან ბოლო საუბარი შედგა ივლისის თვის შუა რიცხვებში. აღნიშნულიდან ერთი კვირის შემდეგ კი ვერ დაუკავშირდა მას, რადგან მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. იმავე დღეს მივიდა ოფისში რომელიც დაკეტილი დახვდა. დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა გადასცა ოფისის თანამშრომლის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელმაც უთხრა, რომ ნი----–-----------ე არ დადიოდა სამსახურში, მის ადგილსამყოფელს ვერ ადგენდნენ, რის გამოც დაზარალებულებს განცხადება ჰქონდათ შეტანილი პოლიციაში. ხელშეკრულებით დადგენილ 40-70 დღიან ვადაში ნი----–-----------ეს ავტომანქანა არ ჩამოუყვანია და არც მის მიერ გადახდილი 9 500 აშშ დოლარი დაუბრუნებია ვინმეს. ნი----–-----------ე არის საშუალო აღნაგობის, მუქი ფერის თმებით, წინა მხარეს ჭაღარით.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 20 ოქტომბერს, ქ. თბილისის ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა გი------------------ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 15 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, ინვოისი #04---- და შპს „US------S-ის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.

 

2015 წლის 15 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (გი------------------ი) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2007 Toyota 4 Runner“ VIN: JTE---------4---- ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 9 500 აშშ დოლარით.

 

#11-------8 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, გი------------------მა შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 15 ივნისს ჩარიცხა 6 000 აშშ დოლარი.

 

#11-------5 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, გი------------------მა შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 30 ივნისს ჩარიცხა 3 500 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 20 ოქტომბერს, გი------------------მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #2 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.28. დაზარალებულ იდ-----------------უს დაკითხვის ოქმის თანახმად, 2015 წლის 5 ივნისს, ვებ გვერდ ,,M----------ზე’’ შეარჩია ავტომანქანა „მერსედეს CLS 550’’, ვინ კოდით WD--------------2, რომელიც გამოშვებული იყო 2008 წელს. ავტომანქანის ღირებულება ფოთის პორტამდე ტრანსპორტირების ჩათვლით შეადგენდა 12 500 აშშ დოლარს. ავტომანქანა ინტერნეტ გვერდზე განთავსებული ჰქონდა შპს „US------S-ს“. საიტზე მითითებული იყო მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც დარეკა და გაესაუბრა მამაკაცს, რომელიც გაეცნო, როგორც კომპანიის დირექტორი ნი----–-----------ე. ბრალდებულმა დაიბარა ოფისში, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, მე----------------ში მდებარე ბიზნეს ცენტრის პირველ სართულზე. იმავე დღეს მეგობართან ერთად მივიდა ოფისში, სადაც დახვდა ოთხი მისთვის უცნობი პიროვნება, რომელთაგან ერთი იყო ნი----–-----------ე. გაესაუბრა ამ უკანასკნელს და უთხრა, რომ სურდა ავტომანქანის შეძენა. ნი----–-----------ემ უთხრა, რომ 12 500 აშშ დოლარის გადახდიდან 40-70 დღეში, ავტომანქანა ამერიკიდან საქართველოში ჩამოვიდოდა გემით და კომპიუტერში აჩვენა ფოტოსურათები. იმავე დღეს გააფორმეს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს მან და ნი----–-----------ემ. ბრალდებულმა ხელშეკრულებასთან ერთად გადასცა ინვოისი, სადაც მითითებული იყო შპს „US------S-ის“ ანგარიშის ნომერი „თ----------ში“ და დაშორდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს, ქ. თბილისში, რ---------–-----------ზე მდებარე „თ----------ის“ ფილიალში კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა 10 500 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 6 ივლისს ქ. თბილისში, წ-------–-----------ზე მდებარე „თ----------ის“ ფილიალში გადარიცხა 2 000 აშშ დოლარი. შემდეგ მივიდა ოფისში და ნი----–-----------ეს შეატყობინა თანხის ჩარიცხვის შესახებ. მას ჰკითხა მანქანის მდებარეობის შესახებ, რაზედაც ბრალდებულმა უთხრა, რომ ავტომანქანა უკვე გზაში იმყოფებოდა და მოგვიანებით ტელეფონზე გაუგზავნიდა კონტეინერის ნომერს, რომლითაც მისი ავტომანქანა მოდიოდა. 2015 წლის 10 ივლისს, მობილურ ტელეფონზე მიიღო შეტყობინება, სადაც აღნიშნული იყო კონტეინერის ნომერი N---- 4------. იმავე დღეს გადაამოწმა კონტეინერის ნომერი და აღმოჩნდა, რომ ტვირთი იმყოფებოდა თურქეთის პორტში. 2015 წლის აგვისტოს თვეში რამდენჯერმე დაუკავშირდა ნი----–-----------ეს მობილურით თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მივიდა ოფისში, რომელიც დაკეტილი დახვდა. დაეჭვდა, დარეკა გადამზიდავი კომპანიის ოფისში და იკითხა #N---- 4------კონტეინერით თუ მოდიოდა მისი ავტომანქანა. კომპანიაში უთხრეს, რომ აღნიშნული კონტეინერით მსგავსი ავტომანქანა არ მოდიოდა, განთავსებული იყო სულ სხვა საქონელი. მივიდა „US------S“ ოფისში, რომელიც დაკეტილი დახვდა. გვერდით მდებარე ოფისში უთხრეს, რომ იქ უკვე იმყოფებოდნენ სხვა დაზარალებულები. ამის შემდეგ დაუკავშირდა პოლიციას და შეატყობინა მომხდარის შესახებ. ნი----–-----------ეს ავტომანქანა არ ჩამოუყვანია და არც გადახდილი თანხა დაუბრუნებია მისთვის ვინმეს. ავტომანქანასთან დაკავშირებით კონტაქტი მხოლოდ ნი----–-----------ესთან ჰქონდა, რომელიც არის 30-33 წლის, საშუალო აღნაგობის, მრგვალი პირისახის, მუქი ფერის თმით, წინ მარჯვენა მხარეს ჭაღარით

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 18 აგვისტოს, ქ. თბილისის ძ---–-------–--ის შს ს-----------–------------------------------–--ის დეტექტივ გამომძიებელ გი--------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა იდ-------------------უს მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტები: 2015 წლის 5 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, ინვოისი #12---2 და შპს „US------S“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები.

 

2015 წლის 5 ივნისის საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს „US------S-მა“ (დირექტორი ნი----–-----------ე) აიღო ვალდებულება დამკვეთს - (იდ-------------------უს) დაეხმაროს აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანა „2008 Mercedes CLS 550“ VIN: WD--------------2 ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა 12 500 აშშ დოლარით.

 

#11-------0 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, იდ-------------------უმ 2015 წლის 5 ივნისს ჩარიცხა 10 500 აშშ დოლარი.

 

#12-------2 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, შპს „US------S“ „თ----------ის“ ანგარიშზე, იდ-------------------უმ 2015 წლის 6 ივლისს ჩარიცხა 2 000 აშშ დოლარი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 18 ნოემბერს, იდ-------------------უმ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #3 ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ნი----–-----------ე, მრგვალი პირისახით, თმაზე წინა მარჯვენა მხარეს ჭაღარით, სწორი ცხვირით.

 

2.29. სასამართლო აფასებს დაზარალებულების - ნუ-------------–---–ის, ავ--------–---------ის, მა------------–---–ის, და---------–----ის, იო--------------ის, ვა-------------–---–ის, გი--------------ას, ან-----------ას, ჯა---–---–-----ის, ან-------–----–----ის, იბ-----------------ის, ნო-------------–-–---–ის და გი------–--------ას ჩვენებებს, არ---–----------ის, გი------------------ის და იდ-------------------უს დაკითხვის ოქმებს, მოწმეების - და-------------–---–ის, ჯო--------–---–ის, გი----------------–---–ის, ლე-----–-------–---–ის, მი----–----------–---–ის, ზუ-----–----–---–ის და გი--------------–---–ის ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (საშუამავლო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულებები, შემოსავლის ორდერები, ამოცნობის ოქმები, დათვალიერების ოქმები). საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე პირადი ინტერესი დაზარალებულების ან სასამართლო სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეების მხრიდან ბრალდებულის მიმართ, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით.

 

2.30. დაზარალებულების ჩვენებებითა და დაკითხვის ოქმებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება ნი----–-----------ის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტი, კერძოდ: მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2015 წლის 20 მაისის ამონაწერის თანახმად, შპს „US------S“ დირექტორი და 100 პროცენტიანი წილის მფლობელია ნი----–-----------ე, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2015 წლის 20 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში ნი----–-----------ე წარმოადგენდა შპს „US------S“ დირექტორს, გარდა ამონაწერისა დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა და ამ საკითხზე სასამართლო დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

2.31. ნუ-------------–---–ის, ავ--------–---------ის, მა------------–---–ის, და---------–----ის, იო--------------ის, ვა-------------–---–ის, გი--------------ას, ან-----------ას, ჯა---–---–-----ის, ან-------–----–----ის, იბ-----------------ის, ნო-------------–-–---–ის, ლე-----–-------–---–ისა და გი------–--------ას ჩვენებებით, არ---–----------ის, გი------------------ის და იდ-------------------უს დაკითხვის ოქმებით ცალსახად დგინდება, რომ მათ სასურველი ავტომანქანები და ტექნიკა მოიძიეს ვებ. პორტალ ,,m----------ზე’’ და შპს „US------S“ საიტზე და შეძენის მიზნით დაუკავშირდნენ აღნიშნულ კომპანიას. დირექტორმა ნი----–-----------ემ დაარწმუნა ისინი, რომ ღირებულების გადახდიდან 40-70 დღეში საქართველოში ჩამოიყვანდა შეძენილ ავტომანქანებს და ტექნიკას და ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადასცემდა მათ. 2015 წლის 1 ივნისიდან 17 ივლისამდე პერიოდში, დაზარალებულებმა გააფორმეს საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები შპს „US------S-თან“, რომლითაც ნი----–-----------ემ იკისრა ვალდებულება, რომ დამკვეთებს დაეხმარებოდა აშშ-ში სასურველი ავტომობილის მოძიებაში, მოძიებული ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებაში, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხის შემოწმების შედეგის დამკვეთისთვის დეტალურად გაცნობასა და შეთანხმებაში. მოძიებული ავტომანქანის დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ, სასურველ ფასად შეძენაში შუამავლის მიერ. შუამავალი (შპს „US------S’’) ასევე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოძიებული ავტომანქანის აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირება და დამკვეთისათვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 70 დღისა. შუამავლის ანაზღაურება, საქონლის და მისი ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრა სხვადასხვა თანხებით, რომლებიც დაზარალებულების მიერ გადარიცხულ იქნა „თ----------ში“ გახსნილ შპს „US------S“ ანგარიშზე 2015 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 17 ივლისამდე პერიოდში. ნი----–-----------ემ, რომელსაც განზრახული ჰქონდა დაზარალებულთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ შეიძინა დაზარალებულების მიერ შერჩეული ავტომანქანები და „ბობკატი“, მოატყუა ისინი თითქოს მიმდინარეობდა ავტომანქანების საქართველოში ჩამოყვანისთვის გათვალისწინებული პროცედურები (ხორციელდებოდა ავტომანქანის და „ბობკატის“ პორტში გადაყვანა, შეძენილი ავტომანქანები და ტექნიკა იტვირთებოდა გემში, მოემგზავრებოდა საქართველოში). დაზარალებულების ძირითად ნაწილს დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში გადასცემდა კონტეინერის ნომერს, რითაც ისინი შეძლებდნენ ავტომანქანის გადაზიდვის მარშუტის გაკონტროლებს. რამდენიმე მათგანს გადასცა ყალბი კონტეინერის ნომერი და პორტის ფოტოსურათები, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კონტეინერებით ავტომანქანა ან საერთოდ არ იძებნებოდა ანდა სულ სხვა საქონელი გადმოჰქონდა გემს საქართველოში.

 

2.32. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებით ასევე უტყუარად იქნა დადგენილი, რომ დაზარალებულებთან ხელშეკრულებას აფორმებდა და მათ კომპანიის საბანკო რეკვიზიტებს აძლევდა შპს „US------S“ დირექტორი ნი----–-----------ე. შესაბამისად, სწორედ დირექტორი იყო ვალდებული შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მოთხოვნილი ავტომანქანები და ტექნიკა დათქმულ დროში ჩაებარებინა შემძენთათვის. რაც მოცემულ შემთხვევაში ნი----–-----------ეს არ განუხორციელებია. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩვენებებითა და დაკითხვის ოქმებით ასევე დადასტურდა რომ კომპანიის ანგარიშებზე წვდომა და მასზე არსებული თანხების განკარგვა მხოლოდ ნი----–-----------ეს შეეძლო. მი----–----------–---–მა, ჯო--------–---–მა და გი----------------–---–მა, რომლებიც ნი----–-----------ის მიერ კომპანიის გადაფორმებიდან (2015 წლის 20 მაისიდან) რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ შპს „US------S-ში“, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს, რომ გარდა დირექტორისა კომპანიის ანგარიშებზე წვდომა არც ერთ თანამშრომელს არ გააჩნდა და რაიმე სახის მინდობილობა არ ყოფილა გაცემული, ვინაიდან ნი----–-----------ეს ისინი ოფიციალურად გაფორმებული არ ჰყავდა კომპანიის თანამშრომლად.

 

2.33. დაზარალებულების ჩვენებებითა და დაკითხვის ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ნი----–-----------ემ შეიძინა და საქართველოში ჩამოიყვანა თუნდაც ერთი ავტომანქანა. არც რაიმე დაუძლეველი გარემოების შესახებ არის სასამართლოსთვის ცნობილი, რამაც ხელი შეუშალა ბრალდებულს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. და-------------–---–ის შემთხვევა ცალსახად ამტკიცებს, რომ ნი----–-----------ეს ავტომანქანის შეძენის განზრახვა არ ჰქონია. 2015 წლის 15 ივნისს, და-------------–---–მა ნი----–-----------ესთან გააფორმა ხელშეკრულება 2006 წელს გამოშვებული, ,,LEXUS GX 470-ის’’ შეძენის თაობაზე. მოწმის მიერ შესრულებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და დათქმულ დროში სრულად იქნა შეტანილი ავტომანქანის ღირებულება კომპანიის ანგარიშზე. ნი----–-----------ეს არ განუხორციელებია ავტომანქანის შეძენისთვის აუცილებელი არცერთი მოქმედება, ატყუებდა შემძენს თითქოს ავტომანქანა უკვე შეძენილი ჰქონდა, ყველაფერი წესრიგში იყო და მოკლე ხანში ჩამოიყვანდა საქართველოში. მიუხედავად დაპირებისა, ნი----–-----------ემ დათქმულ დროში ავტომაქანა ვერ ჩააბარა და-------------–---–ს და მისი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ გადახდილი თანხა დაუბრუნა მას.

 

2.34. გამომძიებლებმა გი--------------–---–მა და ზუ-----–----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით (მათ მიერ) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მათი განმარტებით, გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.35. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

2.36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

2.37. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

2.38. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოსთვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა ნი----–-----------ის მიერ, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით, დაუფლებისა და მისაკუთრების ფაქტი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნი----–-----------ემ 2015 წლის 1 ივნისიდან 17 ივლისამდე პერიოდში, ნუ-------------–---–თან, ავ--------–---------ესთან, იო--------------ესთან, ვა-------------–---–თან, იდ-------------------უსთან, გი--------------ასთან, და---------–----ესთან, მა------------–---–თან, არ---–----------ესთან, ან-----------ასთან, გი------–--------ასთან, ჯა---–---–-----თან, გი------------------თან, ნო-------------–-–---–თან, ან-------–----–----ესთან, იბ-----------------თან და შპს „ივ-------ის“ წარმომადგენელთან გააფორმა ხელშეკრულებები საშუამავლო მომსახურეობის შესახებ, რომლითაც შპს „US-------ს“ სახელით იკისრა ვალდებულება, რომ დაზარალებულების მიერ მოძიებულ ავტომანქანებს და ტრაქტორს, შეთანხმებული თანხის შპს „US-------ს“ (დირექტორი ნი----–-----------ე) ანგარიშზე ჩარიცხვიდან 40-70 დღეში ჩამოიყვანდა საქართველოში და გადასცემდა მათ. თუმცა ბრალდებულმა აღნიშნული პირობა არ შეასრულა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე გამორთო მობილური ტელეფონი და მიუწვდომელი გახდა დაზარალებულებისთვის. ნი----–-----------ეს დაზარალებულების მიერ მოძიებული ავტომანქანების და ტრაქტორის შესაძენად არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია, უმრავლეს შემთხვევაში თავს არიდებდა დაზარალებულებისათვის ე.წ. „კონტეინერის ნომრის“ გადაცემას, მყიდველთა ნაწილს ატყუებდა, რომ თითქოს მათი კუთვნილი ავტომანქანები პორტში იმყოფებოდა და გემზე ჩატვირთვას ელოდებოდა, ხოლო მეორე ნაწილს კი გადასცა „კონტეინერის ნომრები“, რომელთა შემოწმებითაც დადგინდა, რომ ნი----–-----------ის მიერ მითითებულ კონტეინერებში შპს „US-------ს“ მიერ შეძენილი ავტომანქანები არ იყო მოთავსებული. მას შემდეგ რაც ნი----–-----------ემ მიისაკუთრა შპს „US-------ს“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, გაუჩინარდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - მოტყუება, სხვისი ფულადი თანხის დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

3.3. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზემოთ. მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება დიდი ოდენობისათვის დადგენილ 10 000 ლარიან ზღვარს (შეადგენს რამდენიმე ათეულ ათას აშშ დოლარს), შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ,,ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით“.

 

3.4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ნი----–-----------ის მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნი----–-----------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ნი----–-----------ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ნი----–-----------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ნი----–-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.

 

4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ნი----–-----------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ნი----–-----------ე საშუამავლო ხელშეკრულებების მოტყუებით გაფორმებით, ავტომობილების და ტრაქტორის ჩამოყვანაში დახმარების ცრუ დაპირებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხებს), ნი----–-----------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულებისათვის მიეყენებინა მატერიალური ზიანი), დამდგარ შედეგს (დაზარალებულებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ნი----–-----------ის პირადი და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ რაიმე უტყუარი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება) და დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ფინანსური სარგებლის მიღება). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნი----–-----------ეს სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

4.7. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენის 4.5.-4.6. პუნქტებში არსებული გარემოებების გათვალისწინებით ნი----–-----------ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ნი----–-----------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნი----–-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. ნი----–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღო--სძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ნი----–-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ ნი----–-----------ეს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი